სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანჯელინა, იმედი გამიცრუეთ... მობრძანდით ჩვენთან, დონბასში! აქ არის არაყი, ლუდი" - დიმიტრი როგოზინი ანჯელინა ჯოლის ლექსს უძღვნის
"ანჯელინა, იმედი გამიცრუეთ... მობრძანდით ჩვენთან, დონბასში! აქ არის არაყი, ლუდი" - დიმიტრი როგოზინი ანჯელინა ჯოლის ლექსს უძღვნის

Roscosmos-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, დი­მიტ­რი რო­გო­ზინ­მა ლვოვ­ში ჩა­სულ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავს, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ლექ­სი მი­უ­ძღვნა. რო­გო­ზინ­მა თა­ვი­სი პო­ე­ტუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბა "ტე­ლეგ­რამ­ზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­შა­ლა.

რო­გო­ზი­ნის ლექსს რუ­სუ­ლი და უკ­რა­ი­ნუ­ლი ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. "როს­კოს­მო­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ან­ჯე­ლი­ნას მი­მარ­თავს და წერს, რომ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია.

რო­გო­ზი­ნი თა­ვი­სი ლექ­სით ან­ჯე­ლი­ნას ოკუ­პი­რე­ბულ დონ­ბას­ში იწ­ვევს, სა­დაც მისი თქმით, არის არა­ყი, ლუდი და კვა­სი. "როს­კოს­მო­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი წერს, რომ აქამ­დე ლექ­სი არ და­უ­წე­რია, თუმ­ცა ახლა ან­ჯე­ლი­ნას გამო იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია და გა­და­წყვი­ტა ამ­გვა­რად მი­ე­მარ­თა მსა­ხი­ო­ბის­თვის.

"ან­ჯე­ლი­ნა, აქამ­დე ლექ­სი არ და­მი­წე­რია, მაგ­რამ თქვენ, მე­გო­ბა­რო, იმე­დი გა­მიც­რუ­ეთ, ასე რომ ვწერ... მობ­რძან­დით ჩვენ­თან, დონ­ბას­ში! აქ არის არა­ყი, ლუდი, კვა­სი, გვაქვს სენდვი­ჩიც“, - წერს რო­გო­ზი­ნი

"ლა­მაზ­მანს არ აწყე­ნი­ნებს ჩვე­ნი სას­ტი­კი ჯა­რის­კა­ცი, ფილმში ჰყავ­ხარ ნა­ნა­ხი და კვლავ რომ გხე­დავს, ბედ­ნი­ე­რია" - ასე ას­რუ­ლებს თა­ვის ლექსს "როს­კოს­მო­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ცნო­ბის­თვის, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი, რო­მე­ლიც გა­ე­როს კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩია, უკ­რა­ი­ნა­ში, ლვოვ­ში ჩა­ვი­და, სა­დაც ომის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა. ის ბავ­შვთა სახ­ლსაც ეს­ტუმ­რა. ესა­უბ­რა დევ­ნი­ლებს და ლვო­ვის კა­ფე­ში ყა­ვაც მი­ირ­თვა.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ან­ჯე­ლი­ნას უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტის ამ­სახ­ვე­ლი არა­ერ­თი ფოტო და ვი­დეო გავ­რცელ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსა­ხი­ო­ბის ლვოვ­ში ყოფ­ნის დროს სა­ჰა­ე­რო გან­გა­შის სიგ­ნა­ლი ჩა­ირ­თო, რის შემ­დე­გაც ჯო­ლის თავ­შე­სა­ფარ­ში მო­უ­წია გა­დას­ვლა.

ჯო­ლის უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზიტს დღე­ვან­დე­ლი რუ­სე­თის ზო­ფი­ერ­თი სახე გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მათ შო­რი­საა, თინა კან­დე­ლა­კიც, რო­მელ­მაც "ტე­ლეგ­რამ­ზე" და­წე­რა, რომ ან­ჯე­ლი­ნას და­ნახ­ვი­სას "გული ერე­ვა."

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით

0

რა ბანძი უნდა იყო ეს რომ თქვა???

:D :D
0

დარდით ვერ დაიძინებს ამაღამ ანჯელინა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ანჯელინა, იმედი გამიცრუეთ... მობრძანდით ჩვენთან, დონბასში! აქ არის არაყი, ლუდი" - დიმიტრი როგოზინი ანჯელინა ჯოლის ლექსს უძღვნის

"ანჯელინა, იმედი გამიცრუეთ... მობრძანდით ჩვენთან, დონბასში! აქ არის არაყი, ლუდი" - დიმიტრი როგოზინი ანჯელინა ჯოლის ლექსს უძღვნის

Roscosmos-ის გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი როგოზინმა ლვოვში ჩასულ ჰოლივუდის ვარსკვლავს, ანჯელინა ჯოლის ლექსი მიუძღვნა. როგოზინმა თავისი პოეტური შემოქმედება "ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით წაშალა.

როგოზინის ლექსს რუსული და უკრაინული ონლაინ გამოცემები ავრცელებენ. "როსკოსმოსის" ხელმძღვანელი ანჯელინას მიმართავს და წერს, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავით იმედგაცრუებულია.

როგოზინი თავისი ლექსით ანჯელინას ოკუპირებულ დონბასში იწვევს, სადაც მისი თქმით, არის არაყი, ლუდი და კვასი. "როსკოსმოსის" ხელმძღვანელი წერს, რომ აქამდე ლექსი არ დაუწერია, თუმცა ახლა ანჯელინას გამო იმედგაცრუებულია და გადაწყვიტა ამგვარად მიემართა მსახიობისთვის.

"ანჯელინა, აქამდე ლექსი არ დამიწერია, მაგრამ თქვენ, მეგობარო, იმედი გამიცრუეთ, ასე რომ ვწერ... მობრძანდით ჩვენთან, დონბასში! აქ არის არაყი, ლუდი, კვასი, გვაქვს სენდვიჩიც“, - წერს როგოზინი

"ლამაზმანს არ აწყენინებს ჩვენი სასტიკი ჯარისკაცი, ფილმში ჰყავხარ ნანახი და კვლავ რომ გხედავს, ბედნიერია" - ასე ასრულებს თავის ლექსს "როსკოსმოსის" ხელმძღვანელი.

#Roscosmos director Dmitry #Rogozin complained that Angelina #Jolie decided to visit #Lviv instead of #Russian-occupied #Donbas and wrote a poem to her. pic.twitter.com/j0LxBcoopI
— NEXTA (@nexta_tv) May 1, 2022

ცნობისთვის, ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი, რომელიც გაეროს კეთილი ნების ელჩია, უკრაინაში, ლვოვში ჩავიდა, სადაც ომისგან დაზარალებული ადამიანები მოინახულა. ის ბავშვთა სახლსაც ესტუმრა. ესაუბრა დევნილებს და ლვოვის კაფეში ყავაც მიირთვა.

სოციალურ ქსელებში ანჯელინას უკრაინაში ვიზიტის ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეო გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ მსახიობის ლვოვში ყოფნის დროს საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო, რის შემდეგაც ჯოლის თავშესაფარში მოუწია გადასვლა.

ჯოლის უკრაინაში ვიზიტს დღევანდელი რუსეთის ზოფიერთი სახე გამოეხმაურა. მათ შორისაა, თინა კანდელაკიც, რომელმაც "ტელეგრამზე" დაწერა, რომ ანჯელინას დანახვისას "გული ერევა."