პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფილმი არა პოლიტიკაზე, არამედ ერთი მდიდარი ადამიანის ახირებაზეა... როგორც ჩანს, ესაძემ კულტურის სამინისტროს მესიჯები გაითვალისწინა" - ინტერვიუ სალომე ჯაშთან
"ფილმი არა პოლიტიკაზე, არამედ ერთი მდიდარი ადამიანის ახირებაზეა... როგორც ჩანს, ესაძემ კულტურის სამინისტროს მესიჯები გაითვალისწინა" - ინტერვიუ სალომე ჯაშთან

სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­ა­კა­დე­მი­ამ სა­ლო­მე ჯა­შის ფილ­მის, "მოთვი­ნი­ე­რე­ბის" ჩვე­ნე­ბე­ბი გა­ა­უქ­მა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. ჯა­შის თქმით, ფილ­მის მოხ­სნის მი­ზე­ზი, რო­მე­ლიც დი­რექ­ტორს მინ­დია ესა­ძეს აქვს, ისაა, რომ მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია აჩ­ვე­ნონ "ნა­წარ­მო­ე­ბი", რო­მე­ლიც აზ­რთა სხვა­ო­ბას იწ­ვევს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ყოფს.

ფილ­მის ყვე­ლა სე­ან­სის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ ფილ­მის მი­მართ იმ­დე­ნად დიდი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა, რომ რო­გორც თა­ვად რე­ჟი­სო­რი ხუმ­რობს, უნე­ბუ­რად სა­უ­კე­თე­სო რეკ­ლა­მა გა­მო­უ­ვი­დათ...

სა­ლო­მე ჯაში:

- ფილ­მი კი­ნო­თე­ატ­რე­ბი­დან მოხ­სნეს, არ ვიცი ამას რა და­ვარ­ქვა... ფილ­მის ჩვე­ნე­ბას რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბო­და პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნო­და, ამის ეჭვი და ვა­რა­უ­დი მქონ­და, მაგ­რამ კი­ნოს სახ­ლთან ჩვენ ზამ­თრის შემ­დეგ გვქონ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა, თა­ვად ვე­სა­უბ­რე­ბო­დი კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს და არა­ნა­ი­რი დაბ­რკო­ლე­ბა არ იყო... ასეთ რე­აქ­ცი­ას არაფ­რით ვე­ლო­დი, რად­გან სა­ბო­ლოო ჯამ­ში მათ­თვის­ვე არის ცუდი და არა ფილ­მის­თვის. პი­რი­ქით, ბევ­რად უფრო დიდი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა.

- ბევ­რი გი­კავ­შირ­დე­ბათ, თუ სად შეძ­ლე­ბენ ფილ­მის ნახ­ვას... სა­ზღვარ­გა­რეთ თუ აჩ­ვე­ნებთ კი­დევ?

- დიახ, ნამ­დვი­ლად ეგ­რეა, ძა­ლი­ან ბევ­რმა იკი­თხა, სად შე­იძ­ლე­ბა ფილ­მი ნა­ხონ... რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ ჩვე­ნე­ბას, ფილ­მი უკვე საკ­მა­ოდ ბევრ კი­ნო­თე­ატ­რებ­ში არის ნაჩ­ვე­ნე­ბი - დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, გა­მო­ვა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში... ფილ­მი იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ევ­რო­პის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის ჯილ­დო­ზე, რაც ევ­რო­პუ­ლი ოს­კა­რია... ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო ასზე მეტ ფეს­ტი­ვალ­ზე ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე და მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რში გახ­და ჩვე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია ვი­ღა­ცე­ებს არ ესი­ა­მოვ­ნე­ბო­დათ, მაგ­რამ ჩემ­თვის პი­რა­დად არა­ფე­რი უთ­ქვამთ. ფილ­მი არ არის პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი... ფილ­მის ნახ­ვის შემ­დეგ დარ­წუნ­დე­ბით, რომ უფრო მეტ­ზე სა­უბ­რობს, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კა­ზე. ჩემი მი­ზა­ნიც ეგ იყო! თვი­თონ ეს უჩი­ნა­რი გმი­რიც, ხე­ე­ბის გა­და­ნერგვის ინი­ცი­ა­ტო­რი - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხომ არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა? - ამ­დე­ნად ფილ­მი არა პო­ლი­ტი­კას, არა­მედ ერთი მდი­და­რი ადა­მი­ა­ნის ახი­რე­ბას ეხე­ბა, რო­მელ­საც სურს ხე­ე­ბი შე­აგ­რო­ვოს.

- რო­გო­რია ფილ­მის ეს პერ­სო­ნა­ჟი?

- ფილმში ნამ­დვი­ლად არა­ფე­რია ისე­თი, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში არ გვი­ნა­ხავს. ხომ მთელ­მა ერმა ვნა­ხეთ ხე­ე­ბის გა­და­ტა­ნის პრო­ცე­სი?! რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა თვალს ვა­დევ­ნებ­დით. ფაქ­ტის დო­ნე­ზე ახა­ლი ფილმში არა­ფე­რია!

- აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი არ არის ახი­რე­ბა?

- აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლიც არ არის, რად­გან ფილმში კი­დევ ბევ­რი რა­მეა და ეს არ არის მხო­ლოდ ხე­ე­ბის გა­და­ტა­ნა­ზე... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ხე­ე­ბის გა­და­ტა­ნა სარ­ჩუ­ლია, რა­ღაც ბა­ზი­სუ­რი ამ­ბა­ვი, რო­მელ­ზეც მერე და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სხვა ბევ­რი ში­ნა­არ­სი. დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა მა­ყუ­რე­ბელს თა­ვად შე­უძ­ლია. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი არ ყო­ფი­ლა, ფილ­მი მო­ეხ­სნათ... რუ­სეთ­ში დღე­საც იკ­რძა­ლე­ბა ფილ­მე­ბი, ავ­ტო­რე­ბი ის­ჯე­ბი­ან, ზო­გი­ერ­თი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია, ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა­ში ვერ ჩა­დის. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ფილ­მი კი­ნოს სახ­ლი­დან კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტმა მოხ­სნა, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა და ბი­უ­ჯე­ტი­დან არ ფი­ნანსდე­ბა. მან რო­გორც ჩანს ის მე­სი­ჯე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, რო­მე­ლიც არის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან. ცალ­სა­ხაა, რომ კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი იყო იმ გავ­ლე­ნის, მე­სი­ჯე­ბის და მი­მარ­თუ­ლე­ბის, იმ კულ­ტუ­რის პო­ლი­ტი­კის ქვეშ, რო­მელ­საც დღეს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო და მი­ნის­ტრი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კი­ნო­თე­ატ­რი არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ფილ­მს თა­ვი­სუფ­ლად აჩ­ვე­ნებს... ბევ­რი კო­ლე­გა სა­ზღვარ­გა­რეთ მყავს და ვინც არ გა­ი­გო ფილ­მის მოხ­სნის შე­სა­ხებ, ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი, აღ­მაშ­ფო­თე­ბუ­ლია ეს ამ­ბა­ვი. დიდ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ მათ­გან.

- სა­ი­დან გა­გიჩ­ნდათ იდეა, ასე­თი ში­ნა­არ­სის ფილ­მი გა­და­გე­ღოთ?

- ვფიქ­რობ, ყვე­ლას­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო ის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, რო­დე­საც მთელ­მა ერმა ვნა­ხეთ, ხე ზღვა­ში რო­გორ მი­ცუ­რავ­და... ყვე­ლა მათ­გან­ში გან­ცვიფ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია და ჩემ­ში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბაც, რო­გორც ვი­ზუ­ა­ლურ­მა სა­ხე­ხატ­მა. ძა­ლი­ან პო­ე­ტუ­რი იყო და მრა­ვალშრი­ა­ნი ში­ნა­არ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი. ზუს­ტად ეგ მრა­ვა­ლი შრე იყო ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო.

ყვე­ლა ფილ­მის გა­და­ღე­ბა დიდ შრო­მას მო­ი­თხოვს და ამ ფილ­მსაც ორი წელი ვი­ღებ­დით, ბევ­რი ში­შის გამო თავს იკა­ვებ­და კა­მე­რას­თან ესა­უბ­რა. ესეც ნი­შა­ნია იმი­სა, რომ ხალ­ხი ვერ ვგრძნობ­და თავს თა­ვი­სუფ­ლად ესა­უბ­რათ თუნ­დაც ფაქ­ტზე და არა პო­ზი­ცი­ა­ზე. რთუ­ლი, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო იყო ამ ფილ­მის შექ­მნა. არ არის ფილ­მი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით რა­მეს გა­მო­არ­ჩევს, ვინ­მეს აკ­რი­ტი­კებს ან აქებს. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო მა­ყუ­რე­ბე­ლი რომ და­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყო და სა­კუ­თა­რი დას­კვნა გა­მო­ე­ტა­ნა.

"მოთვი­ნი­ე­რე­ბის" ჩვე­ნე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ებ­ში:

2, 3, 4 მა­ი­სი 20:00 ჰა­რა­კი • Haraki ბი­ლე­თე­ბი https://biletebi.ge/.../motviniereba-taming-the-garden...

5 მა­ი­სი 21:00 კაფე მზი­უ­რი • Cafe Mziuri10, 11 მა­ი­სი 20:00

მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას თუ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მელ­მაც ფილ­მის წარ­დგე­ნა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­ა­კა­დე­მი­ამ გა­და­წყვი­ტა აღარ გა­აგ­რძე­ლოს მის კი­ნო­თე­ატ­რში ფილ­მის ჩვე­ნე­ბე­ბი იმ მო­ტი­ვით, რომ ის "სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­ყო­ფას და აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას იწ­ვევს".ჩვე­ნე­ბე­ბი კი­დევ და­ე­მა­ტე­ბა. ფილ­მის მოხ­სნით რე­ა­ლუ­რად მისი უფრო მე­ტად გავ­რცე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაჩ­ნდა.

ნა­ხეთ თრე­ი­ლე­რი:

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმ
6

პოლიტიზირებულია აბა რა. ახლა რაც არ უნდა ამტკიცო არაო ასეა. ისე ბარემ მიშაზეც გადაიღე ციხეში ცირკებს რომ აწყობს. თუ ეს არ გაინტერესებს? სიდებილეში ხარჯავთ ფულს.... ნაცების მეტი ვინ დაინტერესდება მაგ აბსურდით?

ნანა
6

ბიძო კი არა ეს ჯაშია თვითონ ავადმყოფი, ამაზე რომ ფილმს გადაიღებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ფილმი არა პოლიტიკაზე, არამედ ერთი მდიდარი ადამიანის ახირებაზეა... როგორც ჩანს, ესაძემ კულტურის სამინისტროს მესიჯები გაითვალისწინა" - ინტერვიუ სალომე ჯაშთან

"ფილმი არა პოლიტიკაზე, არამედ ერთი მდიდარი ადამიანის ახირებაზეა... როგორც ჩანს, ესაძემ კულტურის სამინისტროს მესიჯები გაითვალისწინა" - ინტერვიუ სალომე ჯაშთან

საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის, "მოთვინიერების" ჩვენებები გააუქმა, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ჯაშის თქმით, ფილმის მოხსნის მიზეზი, რომელიც დირექტორს მინდია ესაძეს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები", რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს.

ფილმის ყველა სეანსის გაუქმების შემდეგ ფილმის მიმართ იმდენად დიდი ინტერესი გაჩნდა, რომ როგორც თავად რეჟისორი ხუმრობს, უნებურად საუკეთესო რეკლამა გამოუვიდათ...

სალომე ჯაში:

- ფილმი კინოთეატრებიდან მოხსნეს, არ ვიცი ამას რა დავარქვა... ფილმის ჩვენებას რომ საქართველოში შეიძლებოდა პრობლემები შექმნოდა, ამის ეჭვი და ვარაუდი მქონდა, მაგრამ კინოს სახლთან ჩვენ ზამთრის შემდეგ გვქონდა მოლაპარაკება, თავად ვესაუბრებოდი კინოაკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და არანაირი დაბრკოლება არ იყო... ასეთ რეაქციას არაფრით ველოდი, რადგან საბოლოო ჯამში მათთვისვე არის ცუდი და არა ფილმისთვის. პირიქით, ბევრად უფრო დიდი ინტერესი გაჩნდა.

- ბევრი გიკავშირდებათ, თუ სად შეძლებენ ფილმის ნახვას... საზღვარგარეთ თუ აჩვენებთ კიდევ?

- დიახ, ნამდვილად ეგრეა, ძალიან ბევრმა იკითხა, სად შეიძლება ფილმი ნახონ... რაც შეეხება საზღვარგარეთ ჩვენებას, ფილმი უკვე საკმაოდ ბევრ კინოთეატრებში არის ნაჩვენები - დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, გამოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში... ფილმი იყო ნომინირებული ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე, რაც ევროპული ოსკარია... ნაჩვენები იყო ასზე მეტ ფესტივალზე ყველა კონტინენტზე და მხოლოდ საქართველოს კინოთეატრში გახდა ჩვენება შეუძლებელი ჩვენება.

ბუნებრივია ვიღაცეებს არ ესიამოვნებოდათ, მაგრამ ჩემთვის პირადად არაფერი უთქვამთ. ფილმი არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული... ფილმის ნახვის შემდეგ დარწუნდებით, რომ უფრო მეტზე საუბრობს, ვიდრე პოლიტიკაზე. ჩემი მიზანიც ეგ იყო! თვითონ ეს უჩინარი გმირიც, ხეების გადანერგვის ინიციატორი - ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად ხომ არ არის პოლიტიკური ფიგურა? - ამდენად ფილმი არა პოლიტიკას, არამედ ერთი მდიდარი ადამიანის ახირებას ეხება, რომელსაც სურს ხეები შეაგროვოს.

- როგორია ფილმის ეს პერსონაჟი?

- ფილმში ნამდვილად არაფერია ისეთი, რაც სინამდვილეში არ გვინახავს. ხომ მთელმა ერმა ვნახეთ ხეების გადატანის პროცესი?! რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა თვალს ვადევნებდით. ფაქტის დონეზე ახალი ფილმში არაფერია!

- აქცენტირებული არ არის ახირება?

- აქცენტირებულიც არ არის, რადგან ფილმში კიდევ ბევრი რამეა და ეს არ არის მხოლოდ ხეების გადატანაზე... შეიძლება ითქვას, რომ ხეების გადატანა სარჩულია, რაღაც ბაზისური ამბავი, რომელზეც მერე დაფუძნებულია სხვა ბევრი შინაარსი. დასკვნების გამოტანა მაყურებელს თავად შეუძლია. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ასეთი შემთხვევები არ ყოფილა, ფილმი მოეხსნათ... რუსეთში დღესაც იკრძალება ფილმები, ავტორები ისჯებიან, ზოგიერთი დაპატიმრებულია, ზოგიერთი ქვეყანაში ვერ ჩადის. საინტერესოა, რომ ფილმი კინოს სახლიდან კინოაკადემიის პრეზიდენტმა მოხსნა, რომელიც დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. მან როგორც ჩანს ის მესიჯები გაითვალისწინა, რომელიც არის კულტურის სამინისტროდან. ცალსახაა, რომ კინოაკადემიის პრეზიდენტი იყო იმ გავლენის, მესიჯების და მიმართულების, იმ კულტურის პოლიტიკის ქვეშ, რომელსაც დღეს კულტურის სამინისტრო და მინისტრი ახორციელებენ.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი კინოთეატრი არ არსებობს, რომელიც ფილმს თავისუფლად აჩვენებს... ბევრი კოლეგა საზღვარგარეთ მყავს და ვინც არ გაიგო ფილმის მოხსნის შესახებ, ყველასთვის ძალიან უცნაური, აღმაშფოთებულია ეს ამბავი. დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ მათგან.

- საიდან გაგიჩნდათ იდეა, ასეთი შინაარსის ფილმი გადაგეღოთ?

- ვფიქრობ, ყველასთვის საინტერესო იყო ის გამოსახულება, როდესაც მთელმა ერმა ვნახეთ, ხე ზღვაში როგორ მიცურავდა... ყველა მათგანში განცვიფრება გამოიწვია და ჩემში აღფრთოვანებაც, როგორც ვიზუალურმა სახეხატმა. ძალიან პოეტური იყო და მრავალშრიანი შინაარსის მატარებელი. ზუსტად ეგ მრავალი შრე იყო ჩემთვის საინტერესო.

ყველა ფილმის გადაღება დიდ შრომას მოითხოვს და ამ ფილმსაც ორი წელი ვიღებდით, ბევრი შიშის გამო თავს იკავებდა კამერასთან ესაუბრა. ესეც ნიშანია იმისა, რომ ხალხი ვერ ვგრძნობდა თავს თავისუფლად ესაუბრათ თუნდაც ფაქტზე და არა პოზიციაზე. რთული, მაგრამ საინტერესო იყო ამ ფილმის შექმნა. არ არის ფილმი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით რამეს გამოარჩევს, ვინმეს აკრიტიკებს ან აქებს. ჩვენი მიზანი იყო მაყურებელი რომ დაფიქრებულიყო და საკუთარი დასკვნა გამოეტანა.

"მოთვინიერების" ჩვენებები გრძელდება სხვადასხვა სივრცეებში:

2, 3, 4 მაისი 20:00 ჰარაკი • Haraki ბილეთები https://biletebi.ge/.../motviniereba-taming-the-garden...

5 მაისი 21:00 კაფე მზიური • Cafe Mziuri10, 11 მაისი 20:00

მადლობა ყველა იმ ორგანიზაციას თუ ინიციატივას, რომელმაც ფილმის წარდგენა შემოგვთავაზა მას შემდეგ, რაც საქართველოს კინოაკადემიამ გადაწყვიტა აღარ გააგრძელოს მის კინოთეატრში ფილმის ჩვენებები იმ მოტივით, რომ ის "საზოგადოების პოლიტიკური ნიშნით დაყოფას და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს".ჩვენებები კიდევ დაემატება. ფილმის მოხსნით რეალურად მისი უფრო მეტად გავრცელების შესაძლებლობა გაჩნდა.

ნახეთ თრეილერი: