პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობს უარს, იმიტომ რომ არ "გაიჭყლიტონ" - საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის ჩვენება გააუქმა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა
"ამბობს უარს, იმიტომ რომ არ "გაიჭყლიტონ" - საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის ჩვენება გააუქმა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა

სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­ა­კა­დე­მი­ამ სა­ლო­მე ჯა­შის ფილ­მის, "მოთვი­ნი­ე­რე­ბის" ჩვე­ნე­ბე­ბი გა­ა­უქ­მა. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რე­ჟი­სორ­მა თვი­თონ­ვე გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც სა­ლო­მე ჯაში წერს, ჩვე­ნე­ბის გა­უქ­მე­ბის მი­ზე­ზი ფილ­მის ში­ნა­არ­სია.

"ვინც კი­ნოს სახ­ლში "მოთვი­ნი­ე­რე­ბის" ჩვე­ნე­ბა­ზე აპი­რებ­დით მოს­ვლას, დღე­ვან­დე­ლი სე­ან­სის გარ­და ყვე­ლა სე­ან­სი გა­ა­უქ­მა კი­ნო­ა­კა­დე­მი­ამ. მი­ზე­ზი, რო­მე­ლიც მის დი­რექ­ტორს, მინ­დია ესა­ძეს აქვს, ისაა, რომ მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია აჩ­ვე­ნონ "ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც აზ­რთა სხვა­ო­ბას იწ­ვევს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ყოფს".

მინ­დია ესა­ძეს ფილ­მი არ უნა­ხავს. და თუ თქვენც არ გი­ნა­ხავთ - კი, ფილ­მი იწ­ვევს აზ­რთა, ასე­ვე გრძნო­ბა­თა უფრო მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, ვიდ­რე სხვა­დას­ხვა­ო­ბას. ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ზე ფილმში ხსე­ნე­ბა არაა და რომც იყოს, მერე რა. ერთი დე­ტა­ლი. ფილ­მი ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი იყო ევ­რო­პის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის ჯილ­დო­ზე. ხოლო ქარ­თუ­ლი კი­ნო­ა­კა­დე­მია ფილ­მის სა­კუ­თარ დარ­ბაზ­ში გაშ­ვე­ბა­ზე ამ­ბობს უარს, იმი­ტომ რომ არ "გა­ი­ჭყლი­ტონ" (ესეც ცი­ტა­ტაა)", - წერს სა­ლო­მე ჯაში.

  • "კი­ნოს სახ­ლთან" აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად გუ­შინ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, კი­ნომ­ცოდ­ნე­ე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ. მათ ამ­გვა­რი ცენ­ზუ­რის გამო კი­ნო­ა­კა­დე­მია გა­აკ­რი­ტი­კეს.

ცნო­ბის­თვის, "მოთვი­ნი­ე­რე­ბის" მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა 2021 წლის 31 იან­ვარს Sundance-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­თა. ეს არის დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ჰო­ბის შე­სა­ხე­ბაა, ჰო­ბის, რო­მე­ლიც ხე­ე­ბის გა­და­ტა­ნას გუ­ლის­ხმობს. ფილმში ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ხე­ე­ბის შეს­ყიდ­ვი­სა და გა­დარ­გვის ამ­ბა­ვი ალე­გო­რი­უ­ლა­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი.

ნა­ხეთ თრე­ი­ლე­რი:

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენდუქა
0

რა ქნას რასაც გაწვდა ამ ქალის ტვინი და ხედვა ის გადაიღო, სხვას რას ელოდით )))

 

ესეც პარტიაში ყავთ მისარები სექტანტებს )

–––
9

ყველაფრის ჩვენება შეიძლება, მაგრამ ჭეშმარიტების მისაღებად და არა დასამახინჯებლად საზოგადოების დონე უნდა შეესაბამებოდეს მის სწორ გაგებას, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო მეტ–ნაკლებად იყენებს ამის უფლებას, არავინ თქვას რომ ყველაფერი ყოველთვის გამოდის მზის სინათლეზე , თან ისედაც დაყოფილ საზოგადოებაში. თუ ის შეიძლება გახდეს არასწორად გაგებული ან აჟიოტაჟის მიზეზი – იგივე ბედი ელის ყველგან სადაც სახელმწიფო აპარატი არსებობს. აღარ იციან მოკლედ საიდან უკბინონ სიმშვიდეს. იქნებ სხვაგან გეჩვენებინათ თქვენი " შედევრი" და მერე გამოვთქვამდით " აღშფოთებას".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ამბობს უარს, იმიტომ რომ არ "გაიჭყლიტონ" - საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის ჩვენება გააუქმა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა

"ამბობს უარს, იმიტომ რომ არ "გაიჭყლიტონ" - საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის ჩვენება გააუქმა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა

საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის, "მოთვინიერების" ჩვენებები გააუქმა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორმა თვითონვე გაავრცელა. როგორც სალომე ჯაში წერს, ჩვენების გაუქმების მიზეზი ფილმის შინაარსია.

"ვინც კინოს სახლში "მოთვინიერების" ჩვენებაზე აპირებდით მოსვლას, დღევანდელი სეანსის გარდა ყველა სეანსი გააუქმა კინოაკადემიამ. მიზეზი, რომელიც მის დირექტორს, მინდია ესაძეს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".

მინდია ესაძეს ფილმი არ უნახავს. და თუ თქვენც არ გინახავთ - კი, ფილმი იწვევს აზრთა, ასევე გრძნობათა უფრო მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას. ქართულ პოლიტიკაზე ფილმში ხსენება არაა და რომც იყოს, მერე რა. ერთი დეტალი. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. ხოლო ქართული კინოაკადემია ფილმის საკუთარ დარბაზში გაშვებაზე ამბობს უარს, იმიტომ რომ არ "გაიჭყლიტონ" (ესეც ციტატაა)", - წერს სალომე ჯაში.

  • "კინოს სახლთან" აღნიშნულის გასაპროტესტებლად გუშინ მოქალაქეები, კინომცოდნეები შეიკრიბნენ. მათ ამგვარი ცენზურის გამო კინოაკადემია გააკრიტიკეს.

ცნობისთვის, "მოთვინიერების" მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 31 იანვარს Sundance-ის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჰობის შესახებაა, ჰობის, რომელიც ხეების გადატანას გულისხმობს. ფილმში ივანიშვილის მიერ ხეების შესყიდვისა და გადარგვის ამბავი ალეგორიულადაა გადმოცემული.

ნახეთ თრეილერი: