საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
21-ე საუკუნის დიქტატორის ცხოვრების გზა: არსაიდან, არსაით - როგორ ააფეთქა ეფ-ეს-ბემ მოსკოვი: ცხედრებზე გადავლით პრეზიდენტობისკენ
21-ე საუკუნის დიქტატორის ცხოვრების გზა: არსაიდან, არსაით - როგორ ააფეთქა ეფ-ეს-ბემ მოსკოვი: ცხედრებზე გადავლით პრეზიდენტობისკენ

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მცი­რე ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პორ­ტრე­ტის შექ­მნაც კი მე­ტად რთუ­ლი საქ­მეა. მისი ბი­ოგ­რა­ფი­ის რე­ა­ლუ­რი ფურ­ცლე­ბი ან უკვე ამო­ხე­უ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ანაც - სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­და­მა­ლუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შვო­ბის პე­რი­ო­დის ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბია გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი. სა­ა­თი მარ­ჯვე­ნა ხელ­ზე, “მე­ზღვა­უ­რუ­ლი” სი­ა­რუ­ლი, “კუნ­თე­ბის ჩვე­ნე­ბა” და სხვე­ბის­გან რა­მე­ნა­ი­რად გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბის­კენ სწრაფ­ვა - ეს პუ­ტი­ნის პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბია, რაც, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ბავ­შვო­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს. სამ­ბო-ძი­უ­დო­თი გა­ტა­ცე­ბაც ერ­თგვა­რი თვით­დამ­კვიდ­რე­ბა და ბავ­შვო­ბი­დან წა­მო­ყო­ლი­ლი კომ­პლექ­სე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა იყო. ბავ­შვო­ბა­ში ვო­ვას, ალ­ბათ, ბევ­რს დას­ცი­ნოდ­ნენ პა­ტა­რა ტა­ნი­სა და წი­თუ­რი თმის ფე­რის გამო. ვინც მისი ბი­ოგ­რა­ფი­ის და ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ის და­წე­რას მო­ინ­დო­მებს, გა­ურ­კვევ­ლო­ბე­ბის ჭა­ო­ბი უცებ ჩა­ით­რევს. სად და­ი­ბა­და, ვინ ზრდი­და, სად იზ­რდე­ბო­და, ვინ არი­ან ნამ­დვი­ლი მშობ­ლე­ბი, რო­გორ გახ­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი? - ამ კი­თხვებ­ზე ცალ­სა­ხა და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბი არ არ­სე­ბობს. ამი­ტომ ახალ­გაზ­რდო­ბის პე­რი­ო­დი­დან მი­ვა­დევ­ნოთ თვა­ლი ამ, ერთი შე­ხედ­ვით "შე­უმ­ჩნე­ვე­ლი კა­ცის“ ბი­ოგ­რა­ფი­ას.

პუ­ტი­ნი, ლე­ნინ­გრა­დი, 1970-იანი წლე­ბის ბოლო

პუ­ტინ­მა 1975 წელს და­ამ­თავ­რა ლე­ნინ­გრა­დის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და დიპ­ლო­მის აღე­ბის­თა­ნა­ვე, 23 წლის ახალ­გაზ­რდა კე-გე-ბეს ლე­ნინ­გრა­დის სამ­მარ­თვე­ლო­ში, მე-5 გან­ყო­ფი­ლე­ბის, ანუ იდე­ო­ლო­გი­უ­რი კონ­ტრდაზ­ვერ­ვის ხა­ზით და­ა­საქ­მეს. იმ პე­რი­ოდ­ში უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ამ სი­სი­ტე­მა­ში მუ­შა­ო­ბის დამ­წყებ კან­დი­დატს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქო­ნო­და ორი წლის მუ­შა­ო­ბის სტა­ჟი და ამას­თან­ვე ჯარ­მოვ­ლი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ანაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო სუკ-ის (სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მე­ი­ტე­ტი სსრკ-ში) კონ­ფი­დენ­ტი და “ახალ­გაზ­რდა მებ­რძო­ლი”. პუ­ტინს არც პირ­ვე­ლი ჰქონ­და და არც მე­ო­რე, რაც გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ის სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან­ვე, რო­გორც ინ­ფორ­მა­ტო­რი და აგენ­ტი, თა­ნამ­შრომ­ლობ­და კე-გე-ბეს­თან, რაც იმ­ჟა­მად საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა იყო.

რუ­სე­თის მო­მა­ვალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ლე­ნინ­გრად­ში ათი წელი იმუ­შა­ვა, ვიდ­რე 1985 წელს სა­ზღვარ­გა­რეთ არ მი­ავ­ლი­ნეს. დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხა­ვენ პუ­ტი­ნის გერ­მა­ნი­ის დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში, კერ­ძოდ, დრეზ­დენ­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდს. საბ­ჭო­თა დაზ­ვერ­ვა­ში მიჩ­ნე­უ­ლი იყო, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე არაპ­რეს­ტი­ჟუ­ლი აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ა­ში სამ­სა­ხუ­რი იყო. დრეზ­დენ­ში პუ­ტინს გერ­მა­ნელ ახალ­გაზ­რდებ­ში კე-გე-ბეს­თვის აგენ­ტუ­რის გა­და­ბი­რე­ბა ევა­ლე­ბო­და.

პუ­ტი­ნი დრეზ­დენ­ში, 1980 იანი წლე­ბი

1990 წელს პუ­ტინს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­უხ­და. მისი სა­ზღვარ­გა­რეთ მივ­ლი­ნე­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იყო, რა­საც ისიც ადას­ტუ­რებს, რომ პუ­ტი­ნი კა-გე-ბეს ცენ­ტრა­ლურ აპა­რატ­ში ან რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან ოპე­რა­ტი­ულ სამ­სა­ხურ­ში კი არ და­ნიშ­ნეს, არა­მედ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან და სტა­ტუ­სით გა­ცი­ლე­ბით და­ბალ “მოქ­მე­დი რე­ზერ­ვის ოფიც­რად” (ე.წ. ოდე­ე­რად) გა­ამ­წე­სეს. ამ გა­რე­მო­ე­ბამ დიდი ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა რუ­სე­თის მო­მა­ვა­ლი დიქ­ტა­ტო­რის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე: მთე­ლი შემ­დგო­მი ცხოვ­რე­ბა პუ­ტი­ნი იმის დამ­ტკი­ცე­ბას ცდი­ლობს, რომ ის "ნამ­დვი­ლი ჩე­კის­ტი“ და "ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბაა“.

პუ­ტი­ნი, ლე­ნინ­გრა­დი, 1991 წელი

პუ­ტი­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბას იმ­ჟა­მად ოფი­ცი­ა­ლუ­რად "ლე­ნინ­გრა­დის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის თა­ნა­შემ­წე“ ერ­ქვა, რე­ა­ლუ­რად კი ის კა-გე-ბეს "თვა­ლი და ყური“ უნდა ყო­ფი­ლი­ყო და რექ­ტო­რის ყვე­ლა ნა­ბი­ჯი "კან­ტო­რა­ში“ უნდა მო­ეხ­სე­ნე­ბი­ნა. 1990 წლის ბო­ლოს პუ­ტი­ნი ლე­ნინ­გრა­დის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, მისი ყო­ფი­ლი ლექ­ტო­რის, ანა­ტო­ლი სობ­ჩა­კის მრჩევ­ლად გა­და­იყ­ვა­ნეს. ეს თა­ნამ­დე­ბო­ბაც კა-გე-ბეს ნო­მენკლა­ტუ­რას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ის კვლავ "ოდე­ე­რი“ იყო და კვლავ მეთ­ვალ­ყუ­რის მო­ვა­ლე­ო­ბა უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. 1991 წლის ივ­ნი­სი­დან პუ­ტი­ნი უკვე სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის მე­რად არ­ჩე­უ­ლი სობ­ჩა­კის მრჩე­ვე­ლი, ორი წლის შემ­დეგ კი მისი მო­ად­გი­ლე გახ­და. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­რეგ­ნუ­ლად უსა­ხურ­მა და შე­უმ­ჩნე­ველ­მა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხუთი წელი იმუ­შა­ვა.

პუ­ტინს სობ­ჩა­კის პორ­ტფე­ლის თრე­ვაც უხ­დე­ბო­და, 1992 წელი

სწო­რედ იმ­ჟა­მად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა პუ­ტინ­მა ე.წ. ლე­ნინ­გრა­დის მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნი, რო­მე­ლიც დღე­საც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­შია. 1996 წელს, მას შემ­დეგ, რაც ანა­ტო­ლი სობ­ჩა­კი იმ­ჟა­მინ­დე­ლი ლე­ნინ­გრა­დის გუ­ბერ­ნა­ტო­რის არ­ჩევ­ნებ­ში ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მარ­ცხდა, პუ­ტინ­მა კი­დევ ერთი "ლე­ნინ­გრა­დე­ლის", ანა­ტო­ლი ჩუ­ბა­ი­სის, დახ­მა­რე­ბით მოს­კოვ­ში იშო­ვა სამ­სა­ხუ­რი. თუმ­ცა ცნო­ბილ­მა ოლი­გარ­ქმა, აწ გარ­დაც­ვლილ­მა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა პუ­ტი­ნის და­საქ­მე­ბის და მოს­კოვ­ში გად­მოყ­ვა­ნის ფაქ­ტი, მისი და ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის დამ­სა­ხუ­რე­ბად აღი­ა­რა. იმ­ჟა­მად რუ­სეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ქა­ო­ტურ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სე­ბის გა­ურ­კვევ­ლო­ბის გამო ბევ­რმა სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცია პრე­ზი­დენტ ელ­ცი­ნის აპა­რა­ტის რი­გით ჩი­ნოვ­ნიკს. რო­გორც მისი ძვე­ლი კო­ლე­გე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, - პუ­ტი­ნი სა­შუ­ა­ლო დო­ნის და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, ვარ­სკვლა­ვებს არ წყვეტ­და, თუმ­ცა არც რა­მეს აშა­ვებ­დაო. იმ პე­რი­ოდ­ში პუ­ტი­ნი ბე­რე­ზოვ­სკ-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის “პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ჯი­ნი­ბო­დან” იყო და ბე­რე­ზოვ­სკი მას­ზე გარ­კვე­ულ იმე­დებს ამ­ყა­რებ­და. სწო­რედ ბე­რე­ზოვ­სკის რე­კო­მენ­და­ცი­ით, 1998 წლის ივ­ლის­ში პრე­ზი­დენ­ტმა ელ­ცინ­მა პოდ­პოლ­კოვ­ნი­კი (!) პუ­ტი­ნი რუ­სე­თის უმ­თავ­რე­სი სპეც­სამ­სა­ხუ­რის, ეფ-ეს-ბეს ხელ­ძღვა­ნე­ლად (დი­რექ­ტო­რად) და­ნიშ­ნა. თა­ვის მხრივ პუ­ტინ­მა მო­ად­გი­ლე­ე­ბად "კლა­ნის“ წევ­რე­ბი: ნი­კო­ლაი პატ­რუ­შე­ვი, ვიქ­ტორ ჩერ­კე­სო­ვი და სერ­გეი ივა­ნო­ვი შე­არ­ჩა, რომ­ლებ­საც კა-გე-ბეში და პე­ტერ­ბურ­გში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ო­დი­დან იც­ნობ­და.

რო­გორც უკვე ით­ქვა, პუ­ტი­ნი არ ყო­ფი­ლა გა­მორ­ჩე­უ­ლი “ჩე­კის­ტი” და მისი კა­რი­ე­რა კა-გე-ბეში, შე­იძ­ლე­ბა, რო­გორც წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი, ისე შე­ვა­ფა­სოთ. ამი­ტო­მაც ეფ-ეს-ბეს ახალ­და­ნიშ­ნუ­ლი, მომცრო ტა­ნის, მწი­თუ­რა დი­რექ­ტო­რი ცდი­ლობ­და ყვე­ლას­თვის და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ის "ძვე­ლი ჩე­კის­ტე­ბის“ გზას აგ­რძე­ლებს და მათ­სა­ვით და­უნ­დო­ბე­ლია "ხალ­ხის მტრე­ბის“ მი­მართ.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი არას­დროს მა­ლავ­და, რომ “სა­ხე­ლო­ვა­ნი” კა-გე-ბეს გაზ­რდი­ლია. საკ­მა­რი­სი იყო პუ­ტი­ნი ეფ-ეს-ბეს შე­ფად და­ე­ნიშ­ნათ, რომ პირ­ველ­სა­ვე პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ამა­ყად გა­ნა­ცხა­და - მე ორ­გა­ნო­ე­ბი არას­დროს და­მი­ტო­ვე­ბია, გულ­ში ყო­ველ­თვის “ჩე­კის­ტი” ვი­ყა­ვიო. პუ­ტი­ნის­თვის ეფ-ეს-ბე მე­ო­რე ოჯა­ხია, უფრო ზუს­ტად - ერ­თა­დერ­თი ოჯა­ხი, სხვა მას ხომ უკვე აღარ ჰყავს.

პუ­ტი­ნის კა­რი­ე­რა მარ­თლაც, რომ გა­სა­ო­ცა­რია. 1998 წლის და­სა­წყის­ში სა­შუ­ა­ლო დო­ნის ჩი­ნოვ­ნი­კი იყო, ერთი წლის შემ­დეგ მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე, კი­დევ ერთი წლის შემ­დეგ კი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი გახ­და - განა ეს არ არის სას­წა­უ­ლი?

არა­ვინ იცის, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და მსოფ­ლი­ოს უახ­ლე­სი ის­ტო­რია ყვე­ლა­ფე­რი ამ­გვა­რად რომ არ მომ­ხდა­რი­ყო.

1999 წლის 20 დე­კემ­ბერს, მოს­კოვ­ში "ჩე­კის­ტის დღი­სად­მი" მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო შეხ­ვედ­რა­ზე რუ­სე­თის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფრა­ზა წარ­მოს­თქვა: ”ნება მო­მე­ცით მო­გახ­სე­ნოთ, ეფ-ეს-ბეს ოფიც­რე­ბის ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც მივ­ლი­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ მთავ­რო­ბა­ში ფა­რუ­ლად სა­მუ­შა­ოდ, პირ­ველ ეტაპ­ზე თა­ვი­ანთ ამო­ცა­ნებს უმკლავ­დე­ბი­ან".

ელ­ცი­ნი და პუ­ტი­ნი

ვი­თომ ხუმ­რო­ბით ნათ­ქვამ ფრა­ზას დარ­ბაზ­ში ოვა­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. "ძვე­ლი ჩე­კის­ტე­ბი“ სწო­რედ მა­შინ მიხ­ვდნენ, რომ კრემლში მათი კაცი მი­ვი­და. ამ ვი­თომ­და ხუმ­რო­ბა­ში პუ­ტი­ნის მთე­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა იმა­ლე­ბა: ის იყო და დარ­ჩა ერთი კო­მუ­ნის­ტუ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რის ოფიც­რად და ვერ გახ­და ქვეყ­ნის რე­ა­ლუ­რი პრე­ზი­დენ­ტი.

1998 წლის ბო­ლო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი “რუ­სე­თის ძლი­ე­რე­ბის” (ფაქ­ტობ­რი­ვად, კი იმ­პე­რი­ის) აღ­დგე­ნის იდე­ის დახ­მა­რე­ბით, პუ­ტინ­მა ად­ვი­ლად მო­ა­ხერ­ხა რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და გე­ნე­რა­ლი­ტე­ტის გუ­ლის მო­გე­ბა. თუმ­ცა 1999 წლის და­სა­წყის­ში პუ­ტი­ნის შან­სე­ბი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე ისე­თი მა­ღა­ლი არ ჩან­და, რო­გორც მისი კონ­კუ­რენ­ტე­ბის. ამი­ტომ მას სჭირ­დე­ბო­და რე­ი­ტინ­გის სას­წრა­ფოდ აწე­ვა. სწო­რედ მა­შინ გა­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლად, რომ პუ­ტი­ნის კრე­დოა "მი­ზა­ნი ამარ­თლე­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას“ და როცა ტე­რაქ­ტი არ არის, უნდა მო­ი­გო­ნო!

"გა­მო­გო­ნი­ლი ტე­რაქ­ტის" დროს აფეთ­ქე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი მოს­კოვ­ში

პუ­ტინ­მა ეს ხერ­ხი რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ი­ყე­ნა. საბ­ჭო­თა კა-გე-ბეს სამ­ხედ­რო კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­სა და შემ­დეგ რუ­სე­თის ეფ-ეს-ბეს ყო­ფილ­მა ოპე­რა­ტი­ულ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, პოდ­პოლ­კოვ­ნიკ­მა ალექ­სან­დრე ლიტ­ვი­ნენ­კომ 2001 წლის ზა­ფხულ­ში გა­მოს­ცა წიგ­ნი - “ეფ-ეს-ბე აფეთ­ქებს მოს­კოვს”, რო­მელ­მაც დიდი სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია მსოფ­ლი­ო­ში, რად­გა­ნაც რუ­სეთ­ში 1998-2000 წლებ­ში მომ­ხდარ ტე­რაქ­ტებ­ში ლიტ­ვი­ნენ­კომ ქვეყ­ნის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი - პუ­ტი­ნი და რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი პირ­და­პირ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ლიტ­ვი­ნენ­კოს ვერ­სი­ით, 1999 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მოს­კოვ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის აფეთ­ქე­ბე­ბი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, მათ შო­რის პი­რა­დად იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და ეფ-ეს-ბეს მიერ. ამ ვერ­სი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აფეთ­ქე­ბე­ბი მომ­გე­ბი­ა­ნი იყო იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და, პი­რი­ქით, არ იყო მომ­გე­ბი­ა­ნი "ბო­ე­ვი­კე­ბის­თვის“. ფაქ­ტია, რომ ეფ-ეს-ბეში მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი "ჩე­ჩე­ნი ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა“ გახ­და პუ­ტი­ნის მიერ "მე­ო­რე ჩეჩ­ნუ­რი ომის“ და­წყე­ბის სა­ბა­ბი.

ომი ჩეჩ­ნეთ­ში

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის აფეთ­ქე­ბე­ბი­სა და "ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომის’“ პრო­ვო­ცი­რე­ბი შემ­დეგ პუ­ტი­ნის რე­ი­ტინ­გი სწრა­ფად გა­ი­ზარ­და და მან შეძ­ლო 2000 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა.

პუ­ტი­ნი და პატ­რუ­შე­ვი

პუ­ტი­ნის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მის­ვლით, და­სა­ბა­მი მი­ე­ცა “სა­ხელ­მწი­ფო ტე­რორს”. რუ­სე­თის დიქ­ტა­ტო­რი ბო­ლომ­დე მხო­ლოდ ეფ-ეს-ბეს ენ­დო­ბა, იმი­ტომ რომ 1998 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თა­ვად იღებს სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ზი­ცი­ა­ზე მხო­ლოდ მის მიერ შერ­ჩე­უ­ლი ან მო­წო­ნე­ბუ­ლი კად­რე­ბი ინიშ­ნე­ბი­ან. 1999 წლის 16 აგ­ვის­ტოს, თა­ვის "მემ­კვიდ­რედ“ ნი­კო­ლაი პატ­რუ­შე­ვი და­ტო­ვა (რო­მე­ლიც, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, პი­რა­დად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და რუ­სეთ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის აფეთ­ქე­ბას), ხოლო 2008 წლის 12 მა­ისს ეფ-ეს-ბეს დი­რექ­ტო­რად ასე­ვე ლე­ნინ­გრა­დე­ლი ალექ­სან­დრე ბორტნი­კოვი და­ნიშ­ნა (რო­მე­ლიც, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რა­დად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ლონ­დონ­ში ალექ­სან­დრე ლიტ­ვი­ნენ­კოს ლიკ­ვი­და­ცი­ის ოპე­რა­ცი­ას). პუ­ტი­ნი, რო­გორც "მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი, მხო­ლოდ "საქ­მე­ში“ შე­მოწ­მე­ბულ კად­რებს ენ­დო­ბა. ამ "კლა­ნის“ წევ­რებ­მა ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლი იცი­ან, რაც კი რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს შე­უს­რუ­ლე­ბი­ათ ქვეყ­ნის შიგ­ნით და სა­ზღვარ­გა­რეთ. სწო­რედ ერ­თობ­ლი­ვი და­ნა­შა­უ­ლი აერ­თი­ა­ნებს "მა­ფი­ო­ზურ კლანს“, სა­დაც ბრძა­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა ღა­ლა­ტად მი­იჩ­ნე­ვა და სას­ტი­კად ის­ჯე­ბა. თუ მის გუნდში ხარ, “აბ­რა­მო­ვი­ჩი”, მი­ლი­არ­დე­რი და გუ­ბერ­ნა­ტო­რი ხარ, ხოლო თუ რა­მე­ში ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი ან შენ­ში კონ­კუ­რენტს და­ი­ნა­ხავს, მა­შინ “ხო­დორ­კოვ­სკი” ან “ნა­ვალ­ნი” ხდე­ბი და თუ მოგ­წვდა, ციმ­ბი­რი ხელ­ში გი­ჭი­რავს ან კი­ლე­რის ტყვია გე­ძებს მოს­კოვ­ში ან "ნო­ვი­ჩო­კი“ ლონ­დონ­ში...

  • 2000 წლი­დან რუ­სეთს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ

რუ­სე­თის დიქ­ტა­ტო­რი ცდი­ლობს ქვე­ყა­ნა “სტა­ლი­ნუ­რად მარ­თოს”: დღეს რუ­სე­თის მთა­ვა­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რი, ეფ-ეს-ბე აკონ­ტრო­ლებს ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს - მთავ­რო­ბას, ჯარს, მო­სახ­ლე­ო­ბას. "კა­გე­ბეშ­ნიკ­მა" პუ­ტინ­მა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ვერ­ტი­კა­ლი საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ასე­ვე ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით იმგვა­რად ააგო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში “1937-იანი წლე­ბის” სა­ყო­ველ­თაო "შპი­ო­ნო­მა­ნია" კვლავ გა­მო­ცო­ცხლდა. “უცხო ქვეყ­ნე­ბის ჯა­შუ­შე­ბის” გა­მოვ­ლე­ნა რუ­სეთ­ში ისე­თი­ვე ყო­ველ­დღი­უ­რი მოვ­ლე­ნა გახ­და, რო­გორც რუსი “მუ­ჟი­კის” მიერ ცო­ლის­თვის ხელ­ფა­სის და­მალ­ვა. პუ­ტი­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და მთავ­რო­ბის ძი­რი­თა­დი წევ­რე­ბი დღე­საც კა-გე-ბეს ყო­ფი­ლი ოფიც­რე­ბი არი­ან. რე­გი­ო­ნებ­ში კი გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი პი­რა­დად პუ­ტი­ნის მი­ე­რაა შერ­ჩე­ულ-და­ნიშ­ნუ­ლი. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბაც ყო­ფი­ლი “ძა­ლოვ­ნია". ამა­ვე დროს, პუ­ტინ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და “ძა­ლო­ვა­ნი ბლო­კის” და­ფი­ნან­სე­ბა, გა­ი­ზარ­და ხელ­ფა­სე­ბი და პენ­სი­ე­ბი. ის არ იშუ­რებს ორ­დე­ნებ­სა და უმაღ­ლეს სამ­ხედ­რო წო­დე­ბებს ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, ხოლო თუ ვინ­მეს ამ­ბი­ცი­ებ­ში ეჭვი შე­ე­პა­რა, უს­წრა­ფე­სად იცი­ლებს თა­ვი­დან.

პუ­ტი­ნის შე­ფა­სე­ბე­ბის მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი დღე­საც კვლავ "ჩე­კის­ტუ­რია“, ის ყო­ველ­თვის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თვა­ლით უყუ­რებს რუ­სე­თის წარ­სულს, აწ­მყო­სა და მო­მა­ვალს. პუ­ტი­ნის აზ­როვ­ნე­ბის შე­ზღუ­დუ­ლი არე­ა­ლი მხო­ლოდ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მე­თო­დე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, ის გან­სა­კუთ­რე­ბით გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-30 იანი წლე­ბის სის­ხლი­ა­ნი რეპ­რე­სი­ე­ბის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლია. პუ­ტი­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ვხე­დავთ რუ­სე­თის ნე­ო­კო­ლო­ნი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის რე­ა­ნი­მი­რე­ბის მცდე­ლო­ბას.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ქცე­ვა­ში გა­მო­იკ­ვე­თა მისი სწაფ­ვა გან­დი­დე­ბის­კენ. პუ­ტინს ხმის ტემ­ბრი­სა და ინ­ტო­ნა­ცი­ის, სკამ­ზე “გაშხლარ­თუ­ლი” ჯდო­მის და სა­ხის მი­მი­კის წი­ნას­წარ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მთე­ლი არ­სე­ნა­ლი აქვს და იმის­და მი­ხედ­ვით ცვლის, თუ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნდა გა­მო­ხა­ტოს თა­ნა­მო­სა­უბ­რის მი­მართ. ასე­ვე, ის ხში­რად იყე­ნებს “სტა­ლი­ნის მე­თოდს“ - თვა­ლებ­ში ჩაშ­ტე­რე­ბით მო­სა­უბ­რის დაბ­ნე­ვის მცდე­ლო­ბას. თუ სა­უბ­რის თე­მას უნდა გვერ­დი აუ­ა­როს, სა­ხე­ზე მო­წყე­ნი­ლო­ბა და­ე­ტყო­ბა. თუ ვინ­მე ეკა­მა­თე­ბა, პუ­ტი­ნი ძალ­ზე აგ­რე­სი­უ­ლი და “მწა­რე” ხდე­ბა, ხოლო თუ თა­ნა­მო­სა­უბ­რის დარ­წმუ­ნე­ბა სურს, მას სი­ტყვის თქმა­საც არ და­აც­დის და შე­უძ­ლია, ერ­თსა­ა­თი­ა­ნი მო­ნო­ლო­გით მწყობ­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს. პუ­ტი­ნის ერთი “პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა” კი უკვე მთელ მსოფ­ლი­ო­შია ცნო­ბი­ლი - ესაა ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბა, რაც რამ­დე­ნი­მე წუ­თი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თამ­დე შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს. პუ­ტი­ნი ის "უსა­ხუ­რი კა­ცია“, რო­მე­ლიც არ­სა­ი­დან მო­ვი­და და მისი და­სას­რუ­ლიც ისე­თი­ვე სა­ში­ნე­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც ლი­ბი­ის დიქ­ტა­ტო­რის.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოლღა ბებია
3

მაგან არ გეიხაროს მის ცოლ-შვილში, რასაც მე ვწყევლი, აქამდე რაფერ უდგია სული, ნენა?

ალექს
4

ლენინიზმი და მარქსიზმი სავსეა სიცრუით და დოგმა დემაგოგიით , დემოკრატიული ცენტრალიზმის შირმის უკან არაფორმალური მმართველობის მახინჯი არსი იმალება, ჩეკა ეს სწორედ პარალელური ჩრდილოვანი მართვის არაკონსტიტუციური ფორმა გახლდათ ! რა გგონიათ ახლა თქვენ, ვინც დაუშვა აქ სახელმწიფო რეესტრში 247 პარტუნიის რეგისტრაცია, არ იცის რომ არათუ ამდენი პრეზიდენტი, პრემიერი და ოცდაათჯერ მეტი მინისტრი არ გყავთ ? ეგ კი არა მაგდენი რიგიანი ტოლიბაში არა გყავთ, ხომ ამ საქმის ათასწლოვანი გამოცდილების ოსტატები ბრძანდებით, განსვავებით დემოკრატიისაგან ?! სწორედ ეს გახლავთ ათასგზის ნაფიქრი იმ ჩეკას ნობათი, რომელიც დღეს ფსბ-ს სახელით სსრკ ნაშთებს მართავს !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

21-ე საუკუნის დიქტატორის ცხოვრების გზა: არსაიდან, არსაით - როგორ ააფეთქა ეფ-ეს-ბემ მოსკოვი: ცხედრებზე გადავლით პრეზიდენტობისკენ

21-ე საუკუნის დიქტატორის ცხოვრების გზა: არსაიდან, არსაით - როგორ ააფეთქა ეფ-ეს-ბემ მოსკოვი: ცხედრებზე გადავლით პრეზიდენტობისკენ

ვლადიმერ პუტინის მცირე ბიოგრაფიული და ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნაც კი მეტად რთული საქმეა. მისი ბიოგრაფიის რეალური ფურცლები ან უკვე ამოხეული და განადგურებულია, ანაც - საგულდაგულოდ გადამალული. განსაკუთრებით კი ბავშვობის პერიოდის ამსახველი დოკუმენტებია გასაიდუმლოებული. საათი მარჯვენა ხელზე, “მეზღვაურული” სიარული, “კუნთების ჩვენება” და სხვებისგან რამენაირად გამორჩეულობისკენ სწრაფვა - ეს პუტინის პიროვნული თვისებებია, რაც, დიდი ალბათობით, ბავშვობიდან იღებს სათავეს. სამბო-ძიუდოთი გატაცებაც ერთგვარი თვითდამკვიდრება და ბავშვობიდან წამოყოლილი კომპლექსებისგან გათავისუფლების მცდელობა იყო. ბავშვობაში ვოვას, ალბათ, ბევრს დასცინოდნენ პატარა ტანისა და წითური თმის ფერის გამო. ვინც მისი ბიოგრაფიის და ცხოვრების ისტორიის დაწერას მოინდომებს, გაურკვევლობების ჭაობი უცებ ჩაითრევს. სად დაიბადა, ვინ ზრდიდა, სად იზრდებოდა, ვინ არიან ნამდვილი მშობლები, როგორ გახდა რუსეთის პრეზიდენტი? - ამ კითხვებზე ცალსახა და დადასტურებული პასუხები არ არსებობს. ამიტომ ახალგაზრდობის პერიოდიდან მივადევნოთ თვალი ამ, ერთი შეხედვით "შეუმჩნეველი კაცის“ ბიოგრაფიას.

პუტინი, ლენინგრადი, 1970-იანი წლების ბოლო

პუტინმა 1975 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დიპლომის აღებისთანავე, 23 წლის ახალგაზრდა კე-გე-ბეს ლენინგრადის სამმართველოში, მე-5 განყოფილების, ანუ იდეოლოგიური კონტრდაზვერვის ხაზით დაასაქმეს. იმ პერიოდში უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ამ სისიტემაში მუშაობის დამწყებ კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ორი წლის მუშაობის სტაჟი და ამასთანვე ჯარმოვლილი უნდა ყოფილიყო, ანაც წლების განმავლობაში უნდა ყოფილიყო სუკ-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების კომეიტეტი სსრკ-ში) კონფიდენტი და “ახალგაზრდა მებრძოლი”. პუტინს არც პირველი ჰქონდა და არც მეორე, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის სტუდენტობის პერიოდიდანვე, როგორც ინფორმატორი და აგენტი, თანამშრომლობდა კე-გე-ბესთან, რაც იმჟამად საკმაოდ გავრცელებული მოვლენა იყო.

რუსეთის მომავალმა პრეზიდენტმა ლენინგრადში ათი წელი იმუშავა, ვიდრე 1985 წელს საზღვარგარეთ არ მიავლინეს. დღეს განსაკუთრებით საიდუმლოდ ინახავენ პუტინის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კერძოდ, დრეზდენში მუშაობის პერიოდს. საბჭოთა დაზვერვაში მიჩნეული იყო, რომ ერთ-ერთი ყველაზე არაპრესტიჟული აღმოსავლეთ გერმანიაში სამსახური იყო. დრეზდენში პუტინს გერმანელ ახალგაზრდებში კე-გე-ბესთვის აგენტურის გადაბირება ევალებოდა.

პუტინი დრეზდენში, 1980 იანი წლები

1990 წელს პუტინს სამშობლოში დაბრუნება მოუხდა. მისი საზღვარგარეთ მივლინება წარუმატებელი იყო, რასაც ისიც ადასტურებს, რომ პუტინი კა-გე-ბეს ცენტრალურ აპარატში ან რაიმე მნიშვნელოვან ოპერატიულ სამსახურში კი არ დანიშნეს, არამედ მეორეხარისხოვან და სტატუსით გაცილებით დაბალ “მოქმედი რეზერვის ოფიცრად” (ე.წ. ოდეერად) გაამწესეს. ამ გარემოებამ დიდი ნეგატიური გავლენა მოახდინა რუსეთის მომავალი დიქტატორის ფსიქოლოგიაზე: მთელი შემდგომი ცხოვრება პუტინი იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ის "ნამდვილი ჩეკისტი“ და "ძლიერი პიროვნებაა“.

პუტინი, ლენინგრადი, 1991 წელი

პუტინის თანამდებობას იმჟამად ოფიციალურად "ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე“ ერქვა, რეალურად კი ის კა-გე-ბეს "თვალი და ყური“ უნდა ყოფილიყო და რექტორის ყველა ნაბიჯი "კანტორაში“ უნდა მოეხსენებინა. 1990 წლის ბოლოს პუტინი ლენინგრადის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის, მისი ყოფილი ლექტორის, ანატოლი სობჩაკის მრჩევლად გადაიყვანეს. ეს თანამდებობაც კა-გე-ბეს ნომენკლატურას მიეკუთვნებოდა. ბუნებრივია, ის კვლავ "ოდეერი“ იყო და კვლავ მეთვალყურის მოვალეობა უნდა შეესრულებინა. 1991 წლის ივნისიდან პუტინი უკვე სანქტ-პეტერბურგის მერად არჩეული სობჩაკის მრჩეველი, ორი წლის შემდეგ კი მისი მოადგილე გახდა. ამ თანამდებობაზე გარეგნულად უსახურმა და შეუმჩნეველმა ვლადიმერ პუტინმა ხუთი წელი იმუშავა.

პუტინს სობჩაკის პორტფელის თრევაც უხდებოდა, 1992 წელი

სწორედ იმჟამად ჩამოაყალიბა პუტინმა ე.წ. ლენინგრადის მაფიოზური კლანი, რომელიც დღესაც რუსეთის ხელისუფლების სათავეშია. 1996 წელს, მას შემდეგ, რაც ანატოლი სობჩაკი იმჟამინდელი ლენინგრადის გუბერნატორის არჩევნებში ყველასთვის მოულოდნელად დამარცხდა, პუტინმა კიდევ ერთი "ლენინგრადელის", ანატოლი ჩუბაისის, დახმარებით მოსკოვში იშოვა სამსახური. თუმცა ცნობილმა ოლიგარქმა, აწ გარდაცვლილმა ბადრი პატარკაციშვილმა პუტინის დასაქმების და მოსკოვში გადმოყვანის ფაქტი, მისი და ბორის ბერეზოვსკის დამსახურებად აღიარა. იმჟამად რუსეთში მიმდინარე ქაოტურ პოლიტიკურ პროცესების გაურკვევლობის გამო ბევრმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია პრეზიდენტ ელცინის აპარატის რიგით ჩინოვნიკს. როგორც მისი ძველი კოლეგები იხსენებენ, - პუტინი საშუალო დონის და ჩვეულებრივი მონაცემების თანამშრომელი იყო, ვარსკვლავებს არ წყვეტდა, თუმცა არც რამეს აშავებდაო. იმ პერიოდში პუტინი ბერეზოვსკ-პატარკაციშვილის “პოლიტიკური საჯინიბოდან” იყო და ბერეზოვსკი მასზე გარკვეულ იმედებს ამყარებდა. სწორედ ბერეზოვსკის რეკომენდაციით, 1998 წლის ივლისში პრეზიდენტმა ელცინმა პოდპოლკოვნიკი (!) პუტინი რუსეთის უმთავრესი სპეცსამსახურის, ეფ-ეს-ბეს ხელძღვანელად (დირექტორად) დანიშნა. თავის მხრივ პუტინმა მოადგილეებად "კლანის“ წევრები: ნიკოლაი პატრუშევი, ვიქტორ ჩერკესოვი და სერგეი ივანოვი შეარჩა, რომლებსაც კა-გე-ბეში და პეტერბურგში მუშაობის პერიოდიდან იცნობდა.

როგორც უკვე ითქვა, პუტინი არ ყოფილა გამორჩეული “ჩეკისტი” და მისი კარიერა კა-გე-ბეში, შეიძლება, როგორც წარუმატებელი, ისე შევაფასოთ. ამიტომაც ეფ-ეს-ბეს ახალდანიშნული, მომცრო ტანის, მწითურა დირექტორი ცდილობდა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ის "ძველი ჩეკისტების“ გზას აგრძელებს და მათსავით დაუნდობელია "ხალხის მტრების“ მიმართ.

რუსეთის პრეზიდენტი არასდროს მალავდა, რომ “სახელოვანი” კა-გე-ბეს გაზრდილია. საკმარისი იყო პუტინი ეფ-ეს-ბეს შეფად დაენიშნათ, რომ პირველსავე პრესკონფერენციაზე ამაყად განაცხადა - მე ორგანოები არასდროს დამიტოვებია, გულში ყოველთვის “ჩეკისტი” ვიყავიო. პუტინისთვის ეფ-ეს-ბე მეორე ოჯახია, უფრო ზუსტად - ერთადერთი ოჯახი, სხვა მას ხომ უკვე აღარ ჰყავს.

პუტინის კარიერა მართლაც, რომ გასაოცარია. 1998 წლის დასაწყისში საშუალო დონის ჩინოვნიკი იყო, ერთი წლის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტი გახდა - განა ეს არ არის სასწაული?

არავინ იცის, თუ როგორ განვითარდებოდა მსოფლიოს უახლესი ისტორია ყველაფერი ამგვარად რომ არ მომხდარიყო.

1999 წლის 20 დეკემბერს, მოსკოვში "ჩეკისტის დღისადმი" მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინმა ძალზე მნიშვნელოვანი ფრაზა წარმოსთქვა: ”ნება მომეცით მოგახსენოთ, ეფ-ეს-ბეს ოფიცრების ჯგუფი, რომლებიც მივლინებული იყვნენ მთავრობაში ფარულად სამუშაოდ, პირველ ეტაპზე თავიანთ ამოცანებს უმკლავდებიან".

ელცინი და პუტინი

ვითომ ხუმრობით ნათქვამ ფრაზას დარბაზში ოვაციები მოჰყვა. "ძველი ჩეკისტები“ სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ კრემლში მათი კაცი მივიდა. ამ ვითომდა ხუმრობაში პუტინის მთელი მსოფლმხედველობა იმალება: ის იყო და დარჩა ერთი კომუნისტური სპეცსამსახურის ოფიცრად და ვერ გახდა ქვეყნის რეალური პრეზიდენტი.

1998 წლის ბოლოდან მოყოლებული “რუსეთის ძლიერების” (ფაქტობრივად, კი იმპერიის) აღდგენის იდეის დახმარებით, პუტინმა ადვილად მოახერხა რუსეთის სპეცსამსახურების და გენერალიტეტის გულის მოგება. თუმცა 1999 წლის დასაწყისში პუტინის შანსები რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ისეთი მაღალი არ ჩანდა, როგორც მისი კონკურენტების. ამიტომ მას სჭირდებოდა რეიტინგის სასწრაფოდ აწევა. სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველად, რომ პუტინის კრედოა "მიზანი ამართლებას საშუალებას“ და როცა ტერაქტი არ არის, უნდა მოიგონო!

"გამოგონილი ტერაქტის" დროს აფეთქებული საცხოვრებელი კორპუსი მოსკოვში

პუტინმა ეს ხერხი რამდენჯერმე გამოიყენა. საბჭოთა კა-გე-ბეს სამხედრო კონტრდაზვერვისა და შემდეგ რუსეთის ეფ-ეს-ბეს ყოფილმა ოპერატიულმა თანამშრომელმა, პოდპოლკოვნიკმა ალექსანდრე ლიტვინენკომ 2001 წლის ზაფხულში გამოსცა წიგნი - “ეფ-ეს-ბე აფეთქებს მოსკოვს”, რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია მსოფლიოში, რადგანაც რუსეთში 1998-2000 წლებში მომხდარ ტერაქტებში ლიტვინენკომ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი - პუტინი და რუსეთის სპეცსამსახურები პირდაპირ დაადანაშაულა. ლიტვინენკოს ვერსიით, 1999 წლის სექტემბერში მოსკოვში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებები ორგანიზებული იყო რუსეთის ხელისუფლების, მათ შორის პირადად იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინისა და ეფ-ეს-ბეს მიერ. ამ ვერსიის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ აფეთქებები მომგებიანი იყო იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის და, პირიქით, არ იყო მომგებიანი "ბოევიკებისთვის“. ფაქტია, რომ ეფ-ეს-ბეში მოდელირებული "ჩეჩენი ტერორისტების თავდასხმის მოგერიება“ გახდა პუტინის მიერ "მეორე ჩეჩნური ომის“ დაწყების საბაბი.

ომი ჩეჩნეთში

საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებებისა და "ჩეჩნეთის მეორე ომის’“ პროვოცირები შემდეგ პუტინის რეიტინგი სწრაფად გაიზარდა და მან შეძლო 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

პუტინი და პატრუშევი

პუტინის რუსეთის ხელისუფლების სათავეში მისვლით, დასაბამი მიეცა “სახელმწიფო ტერორს”. რუსეთის დიქტატორი ბოლომდე მხოლოდ ეფ-ეს-ბეს ენდობა, იმიტომ რომ 1998 წლიდან მოყოლებული თავად იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს, შესაბამისად, ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე მხოლოდ მის მიერ შერჩეული ან მოწონებული კადრები ინიშნებიან. 1999 წლის 16 აგვისტოს, თავის "მემკვიდრედ“ ნიკოლაი პატრუშევი დატოვა (რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, პირადად ხელმძღვანელობდა რუსეთში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებას), ხოლო 2008 წლის 12 მაისს ეფ-ეს-ბეს დირექტორად ასევე ლენინგრადელი ალექსანდრე ბორტნიკოვი დანიშნა (რომელიც, არსებული ინფორმაციით, პირადად ხელმძღვანელობდა ლონდონში ალექსანდრე ლიტვინენკოს ლიკვიდაციის ოპერაციას). პუტინი, როგორც "მაფიოზური კლანის“ ხელმძღვანელი, მხოლოდ "საქმეში“ შემოწმებულ კადრებს ენდობა. ამ "კლანის“ წევრებმა ყველა პოლიტიკური მკვლელობის დეტალი იციან, რაც კი რუსეთის სპეცსამსახურებს შეუსრულებიათ ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ. სწორედ ერთობლივი დანაშაული აერთიანებს "მაფიოზურ კლანს“, სადაც ბრძანების შეუსრულებლობა ღალატად მიიჩნევა და სასტიკად ისჯება. თუ მის გუნდში ხარ, “აბრამოვიჩი”, მილიარდერი და გუბერნატორი ხარ, ხოლო თუ რამეში ეწინააღმდეგები ან შენში კონკურენტს დაინახავს, მაშინ “ხოდორკოვსკი” ან “ნავალნი” ხდები და თუ მოგწვდა, ციმბირი ხელში გიჭირავს ან კილერის ტყვია გეძებს მოსკოვში ან "ნოვიჩოკი“ ლონდონში...

  • 2000 წლიდან რუსეთს სპეცსამსახურები აკონტროლებენ

რუსეთის დიქტატორი ცდილობს ქვეყანა “სტალინურად მართოს”: დღეს რუსეთის მთავარი სპეცსამსახური, ეფ-ეს-ბე აკონტროლებს ყველას და ყველაფერს - მთავრობას, ჯარს, მოსახლეობას. "კაგებეშნიკმა" პუტინმა სახელისუფლებო ვერტიკალი საბჭოთა სპეცსამსახურების ასევე ყოფილი თანამშრომლების დახმარებით იმგვარად ააგო, რომ საზოგადოებაში “1937-იანი წლების” საყოველთაო "შპიონომანია" კვლავ გამოცოცხლდა. “უცხო ქვეყნების ჯაშუშების” გამოვლენა რუსეთში ისეთივე ყოველდღიური მოვლენა გახდა, როგორც რუსი “მუჟიკის” მიერ ცოლისთვის ხელფასის დამალვა. პუტინის ადმინისტრაციისა და მთავრობის ძირითადი წევრები დღესაც კა-გე-ბეს ყოფილი ოფიცრები არიან. რეგიონებში კი გუბერნატორები პირადად პუტინის მიერაა შერჩეულ-დანიშნული. მათი უმრავლესობაც ყოფილი “ძალოვნია". ამავე დროს, პუტინმა მნიშვნელოვნად გაზარდა “ძალოვანი ბლოკის” დაფინანსება, გაიზარდა ხელფასები და პენსიები. ის არ იშურებს ორდენებსა და უმაღლეს სამხედრო წოდებებს ყველაზე ერთგულებისთვის, ხოლო თუ ვინმეს ამბიციებში ეჭვი შეეპარა, უსწრაფესად იცილებს თავიდან.

პუტინის შეფასებების მთავარი კრიტერიუმი დღესაც კვლავ "ჩეკისტურია“, ის ყოველთვის სპეცსამსახურების თვალით უყურებს რუსეთის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. პუტინის აზროვნების შეზღუდული არეალი მხოლოდ სპეცსამსახურების მეთოდებით შემოიფარგლება, ის განსაკუთრებით გასული საუკუნის 20-30 იანი წლების სისხლიანი რეპრესიების თაყვანისმცემელია. პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში ვხედავთ რუსეთის ნეოკოლონიალური პოლიტიკის რეანიმირების მცდელობას.

რუსეთის პრეზიდენტის ქცევაში გამოიკვეთა მისი სწაფვა განდიდებისკენ. პუტინს ხმის ტემბრისა და ინტონაციის, სკამზე “გაშხლართული” ჯდომის და სახის მიმიკის წინასწარ დამუშავებული მთელი არსენალი აქვს და იმისდა მიხედვით ცვლის, თუ რა დამოკიდებულება უნდა გამოხატოს თანამოსაუბრის მიმართ. ასევე, ის ხშირად იყენებს “სტალინის მეთოდს“ - თვალებში ჩაშტერებით მოსაუბრის დაბნევის მცდელობას. თუ საუბრის თემას უნდა გვერდი აუაროს, სახეზე მოწყენილობა დაეტყობა. თუ ვინმე ეკამათება, პუტინი ძალზე აგრესიული და “მწარე” ხდება, ხოლო თუ თანამოსაუბრის დარწმუნება სურს, მას სიტყვის თქმასაც არ დააცდის და შეუძლია, ერთსაათიანი მონოლოგით მწყობრიდან გამოიყვანოს. პუტინის ერთი “პროვოკაციული მოქმედება” კი უკვე მთელ მსოფლიოშია ცნობილი - ესაა ოფიციალურ შეხვედრაზე დაგვიანება, რაც რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე შეიძლება გაგრძელდეს. პუტინი ის "უსახური კაცია“, რომელიც არსაიდან მოვიდა და მისი დასასრულიც ისეთივე საშინელი იქნება, როგორც ლიბიის დიქტატორის.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ბესიკ ალადაშვილი