რას მიირთმევენ ადამიანები საუზმეზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? შეგვიძლია თუ არა, მივბაძოთ? Herbalife Nutrition-ის კვების ექსპერტ ანასტასია კურგინიანთან ერთად ვიმოგზაურებთ აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში[1] და მოგიყვებით სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული საუზმის შესახებ.
1. კოსტა რიკა
Gallo pinto, ანუ "ლაქებიანი მამალი“ ტრადიციული საუზმეა კოსტა რიკაში. ეს არის ბრინჯისა და შავი ლობიოს კერძი, რომელშიც შეზავებულია კოჭა, სანელებლები, წიწაკა, ხახვი, ქინძი და ლიზანო (Lizano) (კოსტა რიკას სალსა). კოსტა რიკელები ამ კერძს ხშირად მიირთმევენ კვერცხთან, ყველთან, ავოკადოსთან, შემწვარ ბანანთან, არაჟანთან, ტორტილიასთან და ყავასთან ერთად. ასეთი საუზმე ცოტა ცხარეა, მაგრამ ძალიან გემრიელი.
ანასტასია კურგინიანი:
“ეს დაბალანსებული საუზმის საკმაოდ კარგი ვერსიაა. ბევრი ქვეყნის სამზარეულო აერთიანებს ბრინჯსა და პარკოსნებს, რადგან ასე ვიღებთ ამინომჟავების სპექტრს, ნახშირწყლებსა და ბოჭკოებს. სანელებლები, განსაკუთრებით კოჭა და ქინძი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ნაღველის გადინებას. კვერცხი და ყველი კი თქვენს საუზმეს ცილებითაც გააჯერებს და ულუფა უფრო ნოყიერი იქნება.“
2. ვიეტნამი
არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ იმყოფებით ისეთ ხმაურიან მეგაპოლისში, როგორიცაა ხოშიმინი, თუ სოფელში, როგორიცაა სა პაუ. ყველგან შეხვდებით ვიეტნამელებს, რომლებიც საუზმეზე ფოს (phô) წვნიანს მიირთმევენ. მიზეზი ისაა, რომ რესტორნები და სასადილოები, რომლებიც ფოს ამზადებენ, დილის 10 საათიდან დღის ბოლომდე მუშაობას წყვეტენ.
ფო სურნელოვანი წვნიანია, რომელიც ძროხის, ან ქათმის ხორცის ბულიონის ბაზაზე მზადდება. ამას ემატება ახალი მწვანილი, ბრინჯის ნუდლსი და გატარებული ხორცი, ან ბოსტნეული. ფოს განსაკუთრებული გემოს საიდუმლო ბულიონის დაბალ ტემპერატურაზე ხარშვაა. აუცილებელია, რომ ბულიონი რამდენიმე საათის განმავლობაში ვადუღოთ.
ანასტასია კურგინიანი:
„ვიეტნამელების ახალგაზრდა კანის შენარჩუნების საიდუმლო ამოხსნილია - ეს არის ფო! სავსებით შესაძლებელია, წვნიანი იყოს საუზმეც და ვახშამიც. ყურადღება მხოლოდ მის შემადგენლობას უნდა მივაქციოთ. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საქონლის, ან ქათმის ხორცის ბულიონი, რომლის მომზადებასაც რამდენიმე საათი სჭირდება. ძვლის ბულიონი მდიდარია კოლაგენით, კალციუმით და მაგნიუმით, თუთიით და ფოსფორით, რაც ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას და უზრუნველყოფს ჩვენი კანისა და თმის სილამაზეს. მწვანილი კი ვიტამინებისა და მინერალების შესანიშნავი წყაროა. ბრინჯის ნუდლსით ნახშირწყლებს მივიღებთ, ხოლო გატარებული ხორცით - ცილას იმისათვის, რომ საუზმე ნოყიერი იყოს.“
3. დიდი ბრიტანეთი
შემწვარი ბეკონი, ათქვეფილი კვერცხი, ძეხვეული, პუდინგი, გამომცხვარი ლობიო, სოკო, პომიდორი, ტოსტი და ჩაი, ან ყავა - ეს არის იმ ინგრედიენტების გრძელი სია, რომელიც ტრადიციულ ინგლისურ საუზმეს ქმნის (fry-up). გაერთიანებული სამეფოს თითოეულ რეგიონში პროდუქციის ასორტიმენტი განსხვავებულია. მაგალითად, უელსში ხაჭოსთან ერთად ხშირად მიირთმევენ ლავერბრედს (laverbread), ანუ ზღვის მცენარეების პიურეს. კორნვოლში საუზმის აუცილებელი ინგრედიენტია კარტოფილის ორცხობილა. შოტლანდიური საუზმის მნიშვნელოვან ნაწილს კი კარტოფილის სკონები, ან ტატი (tatti) წარმოადგენს.
ანასტასია კურგინიანი:
„იმისათვის, რომ ინგლისური საუზმის შემდეგ თავი მსუბუქად ვიგრძნოთ და არც მუცლის შებერილობამ შეგვაწუხოს, თქვენი ულუფა უნდა მომზადდეს ხორცის, ლობიოს, სოკოსა და პურის კომბინაციით. ასეთი გემრიელი და ნოყიერი საუზმე ნამდვილად არის დღის მთავარი კერძი. შემწვარი კვერცხი და შავი პუდინგი ცილის, მინერალებისა და ვიტამინების წყაროა. რაც შეეხება შემწვარ ბეკონსა და ძეხვს - ნამდვილად ვერ დავარქმევდი სასურველ საუზმეს, განსაკუთრებით კი, ყოველდღიურ რეჟიმში. ამასთან, შემწვარი ბეკონი ორგანიზმში დიდი რაოდენობის გლიკაციის საბოლოო პროდუქტს წარმოქმნის (მარტივი შაქრების, ცილებისა და ლიპიდების ცვლა). ეს კი ჩვენი ორგანიზმის სწრაფ დაბერებას იწვევს“
4. ჩინეთი
ჩინელების საყვარელი საუზმე ჯიან ბინგია. ეს არის ბლინები მწნილის, ღორის გატარებული ხორცის, შალოტის, უონტონის, ან ტკბილი კარტოფილის სატენით. ასეთ საუზმეს, ჩვეულებრივ, გზად მიირთმევენ ხოლმე. იმისათვის, რომ სატენი ახალი იყოს, ხოლო ბლინები - გემრიელი და ხრაშუნა, ჩინეთის სწრაფი კვების მოვაჭრეები კერძს თქვენს თვალწინ ამზადებენ. ამიტომ, შესაძლოა, ცოტა ხანს ლოდინიც მოგიწიოთ.
ანასტასია კურგინიანი:
„ეს არის ნამდვილი ჩინური საუზმე. ყველაზე დაბალანსებულ საკვებსაც კი სწორად მონელება და ათვისება სჭირდება. გზად საუზმობა არც ისე კარგია, მითუმეტეს მაშინ, როცა საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. იმისთვის, რომ შიმშილის გრძნობამ დიდხანს არ შეგაწუხოთ, თქვენი საუზმე უნდა შეიცავდეს ცილებს, ბოჭკოებსა და ცხიმებს. ჩინური საუზმის შემთხვევაში, გვაქვს ღორის ხორცი, ხახვი, ტკბილი კარტოფილი - და ეს შესანიშნავია! შემწვარ ბლინებს კი უფრო ჯანსაღი ალტერნატივით შევცვლიდი.“
5.კოლუმბია
Changua (ჩანგუა) ცენტრალური ანდების რეგიონისთვის დამახასიათებელი ნოყიერი წვნიანია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში. ნაციონალური საუზმის მოსამზადებლად, ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ურევენ წყალსა და რძეს, ადუღებენ, შემდეგ კი უმატებენ მხოლოდ კვერცხის გულებს. შალოტით, ან ქინძით გაჯერებულ ამ წვნიანს მიირთმევენ კალადოსთან (შემწვარი პურის ნაჭერი) ერთად. ეს დამამშვიდებელი, ნოყიერი ცხელი კერძი შესანიშნავი საშუალებაა გაციების დროსაც.
ანასტასია კურგინიანი:
„ეს საუზმედ წვნიანის მირთმევის კიდევ ერთი ვერსიაა. თუმცა, ზრდასრული ადამიანის კვების რაციონში რძის შეტანასთან დაკავშირებით ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. რძის მონელება ყველასთვის მარტივი არ არის. სხვათაშორის, აზიურ სამზარეულოში რძეს საკმაოდ იშვიათად იყენებენ. მიზეზი ლაქტოზაა. ლაქტოზის აუტანლობა საკმაოდ გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ლაქტოზის დეფიციტის შემთხვევების სიხშირე 70-100%). რუსეთში, მაგალითად, მაჩვენებელი 16%-ია. სამაგიეროდ, საუზმეზე კვერცხისა და მწვანილის მიღება სავსებით შესაძლებელია.“
საუზმე დღის ერთ-ერთი მთავარი კვებაა, რომელიც ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და თავიდან გვარიდებს უკონტროლო შიმშილის შეტევებსა და საჭმლის მიღების მუდმივ სურვილს. თუ დრო არ გაქვთ სრული საუზმის მოსამზადებლად, Herbalife Nutrition-ის დაბალანსებული საუზმე საუკეთესო ალტერნატივაა პროტეინის შეიკი ფორმულა 1 ორგანიზმს ავსებს მაღალი ხარისხის ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით, „კომპლექსური“ ნახშირწყლებით, ბოჭკოებით და სხვა საჭირო ელემენტით. კოქტეილთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ ალოეს მცენარეული სასმელი რომელიც ჩაის, ან ყავის კარგი ალტერნატივაა. ამ საუზმის მომზადებას მხოლოდ სამი წუთი სჭირდება. მიუხედავად დაბალი კალორიული შემცველობისა (217 კკალ, რძის ჩათვლით 1,5% ცხიმიანი შემცველობით), კოქტეილის დალევის შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში არ მოგშივდებათ. ის აგავსებთ მაკრო და მიკრო ელემენტებით და თავს იგრძნობთ ენერგიულად.
(R)
შენ მიკმინე წახუჭულ თვალში.....