მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბეგბედერი საქართველოში ბრუნდება! - შენ რა კითხვას დაუსვამ შეხვედრაზე?
ბეგბედერი საქართველოში ბრუნდება! - შენ რა კითხვას დაუსვამ შეხვედრაზე?

3 მა­ისს ცნო­ბი­ლი ფრან­გი მწე­რა­ლი ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბა.

4 მა­ისს 19:00 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მკი­თხველ­თან შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს.

ის სა­ქარ­თვე­ლოს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად 4-დღი­ა­ნი ვი­ზი­ტით ეწ­ვე­ვა. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია შეხ­ვედ­რა მკი­თხვე­ლებ­თან, მწერ­ლებ­თან, ტური კა­ხეთ­ში, სხვა­დას­ხვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ძა­ლი­ან ბევ­რი ავ­ტოგ­რა­ფის გა­ცე­მა. ის ქარ­თველ მკი­თხველს ახალ წიგნს „დამ­ბა ატ­ლან­ტი­კის პი­რის­პირ“ წა­რუდ­გენს.

ბეგ­ბე­დე­რი პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში 2016 წელს იყო. მწე­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით წა­ვი­და. მას­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა რო­გორც მკი­თხვე­ლე­ბის დიდ­მა სიყ­ვა­რულ­მა, ისე თვი­თონ ქვე­ყა­ნამ, მის­მა ბუ­ნე­ბამ, სამ­ზა­რე­უ­ლომ.

„...რა ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნაა და რა საყ­ვა­რე­ლი ხალ­ხია. ყო­ველ თვე დავ­ბრუნ­დე­ბი! გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს და პუ­ტი­ნის დე­დაც!“ – ასე თქვა სა­ქარ­თვე­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა ფრან­გმა მწე­რალ­მა წლე­ბის წინ და, მარ­თლაც, ყო­ველ თვე ვერა, თუმ­ცა 6 წლის შემ­დეგ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად ბრუნ­დე­ბა.

პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტის დროს ბეგ­ბე­დერ­მა მკი­თხველ­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“, სა­დაც ასო­ბით ადა­მი­ა­ნი მას­თან ფოტო გა­და­სა­ღე­ბად და ავ­ტოგ­რა­ფის გა­მო­სარ­თმე­ვად შე­იკ­რი­ბა. „ახლა მივ­ხვდი, რას გრძნობს ჯას­ტინ ბი­ბე­რი,“ - სწო­რედ ასე თქვა მწე­რალ­მა შეხ­ვედ­რა­ზე. მა­ნამ­დე კი სა­ნამ მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­დო­და, მკი­თხვე­ლე­ბის რიგი რომ და­ი­ნა­ხა, თქვა, ასეთ რა­ღა­ცას არ ვე­ლო­დი, შოკ­ში ვარ, წა­ვალ აფ­თი­აქ­ში, და­მამ­შვი­დე­ბელს დავ­ლევ და მო­ვა­ლო. მარ­თლაც წა­ვი­და აფ­თი­აქ­ში, იყი­და წა­მა­ლი და დაბ­რუნ­და.

ბეგ­ბე­დე­რი ის მწე­რა­ლია, რო­მე­ლიც ვერ იტანს გა­წე­რილ გეგ­მებს და შეხ­ვედ­რებს. ამი­ტომ, რო­დე­საც მან დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან წა­მო­სუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იგ­რძნო, გა­და­წყვი­ტა, შეხ­ვედ­რა არა კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, არა­მედ პირ­და­პირ ხალ­ხში ჩა­სუ­ლი­ყო. გა­დახ­ტა სცე­ნი­დან და აუ­დი­ტო­რი­ას შე­ე­რია. ხალ­ხმა ჯე­ბი­რე­ბი მო­არ­ღვია, რიგი და­ირ­ღვა, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც უნდა შე­მო­სუ­ლიყ­ვნენ, ავ­ტოგ­რა­ფი მი­ე­ღოთ და გა­სუ­ლიყ­ვნენ. მწე­რალს სურ­და, რომ მკი­თხველ­თან ახ­ლოს ყო­ფი­ლი­ყო და მთე­ლი პრო­ცე­სი თა­ვი­სი სურ­ვი­ლით წარ­მარ­თა. ჩა­ვი­და გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან, და­ი­წყო ავ­ტოგ­რა­ფე­ბის და­რი­გე­ბა. თვი­თონ აკონ­ტრო­ლებ­და სი­ტუ­ა­ცი­ას. და­იღ­ლე­ბო­და, ამო­ვი­დო­და სცე­ნა­ზე, შე­ის­ვე­ნებ­და და ისევ ჩა­დი­ო­და.

ბეგ­ბე­დე­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ი­ხიბ­ლა ქარ­თუ­ლი სუფ­რით და სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ა­გე­მოვ­ნა წი­თე­ლი ღვი­ნოც. ვი­ზი­ტის დროს ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებ­და ფო­ტო­ებს წარ­წე­რით I Love Tbilisi.

რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ კი მწე­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბა. ის 3 მა­ისს 20:00 სა­ათ­ზე ჩა­მოფ­რინ­დე­ბა. 4 მა­ისს 19:00 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მკი­თხველ­თან შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს. შეხ­ვედ­რა­ზე დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია და მის­ვლა ყვე­ლა მსურ­ველს შე­ეძ­ლე­ბა. სა­ღა­მო ამ­ჯე­რა­დაც კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­შია და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა არა­ვინ იცის, ამ­ჯე­რად რა სი­ურპრი­ზებს შეს­თა­ვა­ზებს მწე­რა­ლი მი­სულ სტუმ­რებს.

ბეგ­ბე­დე­რი მკი­თხველს ახალ წიგნს „დამ­ბა ატ­ლან­ტი­კის პი­რის­პირ“ წა­რუდ­გენს. მისი შე­ძე­ნა ად­გილ­ზე­ვე იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ასე რომ, 4 მა­ისს 19:00 სა­ათ­ზე ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გე­ლო­დე­ბათ. მო­ი­ფიქ­რეთ, რა კი­თხვას და­უს­ვამთ მას. ასე­ვე, არ და­გა­ვი­წყდეთ მო­ი­მა­რა­გოთ მისი წიგ­ნე­ბი და ავ­ტოგ­რა­ფი გა­მო­არ­თვათ. ისიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ავ­ტოგ­რა­ფი­ა­ნი წიგ­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ წიგნ­ზე უფრო კარ­გი სა­ჩუ­ქა­რია. მოკ­ლედ, მო­ემ­ზა­დეთ 4 მა­ისს საყ­ვა­რელ მწე­რალ­თან შე­სახ­ვედ­რად და და­გეგ­მი­ლი თუ და­უ­გეგ­მა­ვი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბის­თვის.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ბეგბედერი საქართველოში ბრუნდება! - შენ რა კითხვას დაუსვამ შეხვედრაზე?

ბეგბედერი საქართველოში ბრუნდება! - შენ რა კითხვას დაუსვამ შეხვედრაზე?

3 მაისს ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში ბრუნდება.

4 მაისს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მკითხველთან შეხვედრას გამართავს.

ის საქართველოს მეუღლესთან ერთად 4-დღიანი ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა მკითხველებთან, მწერლებთან, ტური კახეთში, სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობა და ძალიან ბევრი ავტოგრაფის გაცემა. ის ქართველ მკითხველს ახალ წიგნს „დამბა ატლანტიკის პირისპირ“ წარუდგენს.

ბეგბედერი პირველად საქართველოში 2016 წელს იყო. მწერალი საქართველოდან დადებითი ემოციებით წავიდა. მასზე შთაბეჭდილება მოახდინა როგორც მკითხველების დიდმა სიყვარულმა, ისე თვითონ ქვეყანამ, მისმა ბუნებამ, სამზარეულომ.

„...რა ლამაზი ქვეყანაა და რა საყვარელი ხალხია. ყოველ თვე დავბრუნდები! გაუმარჯოს საქართველოს და პუტინის დედაც!“ – ასე თქვა საქართველოზე შეყვარებულმა ფრანგმა მწერალმა წლების წინ და, მართლაც, ყოველ თვე ვერა, თუმცა 6 წლის შემდეგ ის საქართველოში ნამდვილად ბრუნდება.

პირველი ვიზიტის დროს ბეგბედერმა მკითხველთან შეხვედრა გამართა „ბიბლუსი გალერეაში“, სადაც ასობით ადამიანი მასთან ფოტო გადასაღებად და ავტოგრაფის გამოსართმევად შეიკრიბა. „ახლა მივხვდი, რას გრძნობს ჯასტინ ბიბერი,“ - სწორედ ასე თქვა მწერალმა შეხვედრაზე. მანამდე კი სანამ მანქანიდან გადმოვიდოდა, მკითხველების რიგი რომ დაინახა, თქვა, ასეთ რაღაცას არ ველოდი, შოკში ვარ, წავალ აფთიაქში, დამამშვიდებელს დავლევ და მოვალო. მართლაც წავიდა აფთიაქში, იყიდა წამალი და დაბრუნდა.

ბეგბედერი ის მწერალია, რომელიც ვერ იტანს გაწერილ გეგმებს და შეხვედრებს. ამიტომ, როდესაც მან დამსწრე საზოგადოებისგან წამოსული სიყვარული იგრძნო, გადაწყვიტა, შეხვედრა არა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაეგრძელებინა, არამედ პირდაპირ ხალხში ჩასულიყო. გადახტა სცენიდან და აუდიტორიას შეერია. ხალხმა ჯებირები მოარღვია, რიგი დაირღვა, რომლის გათვალისწინებითაც უნდა შემოსულიყვნენ, ავტოგრაფი მიეღოთ და გასულიყვნენ. მწერალს სურდა, რომ მკითხველთან ახლოს ყოფილიყო და მთელი პროცესი თავისი სურვილით წარმართა. ჩავიდა გულშემატკივრებთან, დაიწყო ავტოგრაფების დარიგება. თვითონ აკონტროლებდა სიტუაციას. დაიღლებოდა, ამოვიდოდა სცენაზე, შეისვენებდა და ისევ ჩადიოდა.

ბეგბედერი განსაკუთრებით მოიხიბლა ქართული სუფრით და სიამოვნებით დააგემოვნა წითელი ღვინოც. ვიზიტის დროს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებდა ფოტოებს წარწერით I Love Tbilisi.

რამდენიმე წლის შემდეგ კი მწერალი საქართველოში ბრუნდება. ის 3 მაისს 20:00 საათზე ჩამოფრინდება. 4 მაისს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მკითხველთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და მისვლა ყველა მსურველს შეეძლება. საღამო ამჯერადაც კითხვა-პასუხის რეჟიმშია დაგეგმილი, თუმცა არავინ იცის, ამჯერად რა სიურპრიზებს შესთავაზებს მწერალი მისულ სტუმრებს.

ბეგბედერი მკითხველს ახალ წიგნს „დამბა ატლანტიკის პირისპირ“ წარუდგენს. მისი შეძენა ადგილზევე იქნება შესაძლებელი.

ასე რომ, 4 მაისს 19:00 საათზე ფრედერიკ ბეგბედერი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გელოდებათ. მოიფიქრეთ, რა კითხვას დაუსვამთ მას. ასევე, არ დაგავიწყდეთ მოიმარაგოთ მისი წიგნები და ავტოგრაფი გამოართვათ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ავტოგრაფიანი წიგნი ჩვეულებრივ წიგნზე უფრო კარგი საჩუქარია. მოკლედ, მოემზადეთ 4 მაისს საყვარელ მწერალთან შესახვედრად და დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სასიამოვნო მომენტებისთვის.