პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ" - მეუფე სტეფანე ტაძარში მომხდარ დაპირისპირებაზე
"იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ" - მეუფე სტეფანე ტაძარში მომხდარ დაპირისპირებაზე

იუ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ნუდ­გნენ ეკ­ლე­სი­ას, რა­ღა­ცას ყვი­როდ­ნენ და და­ამ­თავ­რეს ამით, - ამის შე­სა­ხებ ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ გა­ნა­ცხა­და.

მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ მარ­ტვი­ლის სო­ფელ სალ­ხი­ნო­ში, წა­ჩხუ­რუს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი წირ­ვის შემ­დეგ გა­ა­კე­თა. მისი გან­მარ­ტე­ბით, განკვე­თი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ და ისი­ნი არი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ისი­ნი თვი­თონ გა­ნუდ­გნენ ეკ­ლე­სი­ას.

"განკვე­თი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი არ არ­სე­ბობს. არი­ან განკვე­თი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ჰქვია ტა­რი­ე­ლი, ბათა და ა.შ. ყვი­როდ­ნენ და იყ­ვი­რონ კი­დევ. პრო­ტეს­ტი თქვენ­თვის სა­სი­ხა­რუ­ლოა? ეკ­ლე­სი­ას რომ გა­ნუდ­გე­ბა ადა­მი­ა­ნი, პატ­რი­არ­ქს რომ გა­ნუდ­გე­ბა, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში რომ გა­ჩე­რე­ბა აღარ შე­უძ­ლია, რა­ღა­ცებს იგო­ნებს და პერ­ფორ­მან­სებს ატა­რებს, თქვენ ეს გი­ხა­რი­ათ? მე რისი უფ­ლე­ბა უნდა მი­მე­ცა?

იუ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ნუდ­გნენ ეკ­ლე­სი­ას, რა­ღა­ცას ყვი­როდ­ნენ და და­ამ­თავ­რეს ამით",- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ტა­ძარ­ში მი­სულ მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს განკვე­თი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი პრო­ტეს­ტით დახ­ვდნენ. მას იუდა უწო­დეს და ხურ­დე­ბი შე­ა­ყა­რეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
11

უფალმა გააძლიეროს და ჯანმრთელად ამყოფოს მეუფე სტეფანე .

***
23

ჩემი შენ გითხარა! უღმერთოების დამცველო მართლა იუდამსგავსო!

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ" - მეუფე სტეფანე ტაძარში მომხდარ დაპირისპირებაზე

"იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ" - მეუფე სტეფანე ტაძარში მომხდარ დაპირისპირებაზე

იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ და დაამთავრეს ამით, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ განაცხადა.

მეუფე სტეფანემ მარტვილის სოფელ სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარი წირვის შემდეგ გააკეთა. მისი განმარტებით, განკვეთილი სასულიერო პირები არ არსებობენ და ისინი არიან სამოქალაქო პირები. მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი თვითონ განუდგნენ ეკლესიას.

"განკვეთილი სასულიერო პირი არ არსებობს. არიან განკვეთილები, რომლებსაც ჰქვია ტარიელი, ბათა და ა.შ. ყვიროდნენ და იყვირონ კიდევ. პროტესტი თქვენთვის სასიხარულოა? ეკლესიას რომ განუდგება ადამიანი, პატრიარქს რომ განუდგება, ქრისტიანული ეკლესიის წიაღში რომ გაჩერება აღარ შეუძლია, რაღაცებს იგონებს და პერფორმანსებს ატარებს, თქვენ ეს გიხარიათ? მე რისი უფლება უნდა მიმეცა?

იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ და დაამთავრეს ამით",- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

შეგახსენებთ, ტაძარში მისულ მეუფე სტეფანეს განკვეთილი სასულიერო პირები პროტესტით დახვდნენ. მას იუდა უწოდეს და ხურდები შეაყარეს.