მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება მომლოცველი, რომელიც უშვილოთა შემწე ტაძარში არეულობას შეესწრო
რას ჰყვება მომლოცველი, რომელიც უშვილოთა შემწე ტაძარში არეულობას შეესწრო

მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ სალ­ხი­ნო­ში დღეს წა­ჩხუ­რო­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა. აქ არის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი წა­ჩხუ­რუს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი, სა­დაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბია წყვი­ლე­ბი მო­სა­ლო­ცად პა­ტა­რა აკ­ვნე­ბით ხელ­ში ადი­ან და შვი­ლი­ე­რე­ბას შეს­თხო­ვენ.

ამ დი­ლი­თაც უამ­რა­ვი მომ­ლოც­ვე­ლი აუყ­ვა ტაძ­რის­კენ მი­მა­ვალ გზას. დი­ლის 4 სა­ა­თი­დან და­ი­წყო ხალ­ხმა მო­სა­ლო­ცად მის­ვლა. ტა­ძა­რი სოფ­ლის ცენ­ტრი­დან 7 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, მაღ­ლობ­ზეა აგე­ბუ­ლი. წირ­ვა დი­ლით, 10 სა­ათ­ზე უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო, რად­გან დი­ლით და­პი­რის­პი­რე­ბა ისევ მოხ­და ჭყონ­დი­დის ეპის­კო­პოს მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს მიერ დას­ჯილ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­სა და ჩო­ხოს­ნებს შო­რის.

რო­გორც მო­გეხ­სნე­ბათ, მარ­ტვი­ლის ეპარ­ქი­ა­ში დიდი ხა­ნია და­პი­რის­პი­რე­ბაა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­სა და მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს შო­რის. მან რამ­დე­ნი­მე მღვდელმსა­ხურს, მათ შო­რის მამა და­ნი­ელს, რო­მე­ლიც წა­ჩხუ­რუს მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღო­ლი იყო, მღვდელმსა­ხუ­რე­ბა შე­უ­ჩე­რა, თუმ­ცა ეს დას­ჯი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი წა­ჩხუ­რუს მო­ნას­ტერ­ში ცხოვ­რე­ბას და სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბას ისევ აგ­რძე­ლე­ბენ.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, ამ დი­ლით კონ­ფლიქ­ტი ჩო­ხოს­ნებ­სა და წა­ჩხუ­რუს მო­ნას­ტერ­ში მყოფ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს შო­რის მოხ­და. წლე­ბია ტაძ­რის ეზო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლას იყი­დე­ბა სან­თლე­ბი და ხა­ტე­ბი. რო­გორც ირ­კვე­ვა, მე­უ­ფეს­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად მამა და­ნი­ელ­მა გა­აშ­ლე­ვი­ნა გა­სა­ყი­დად იმ ად­გი­ლას ისევ ხა­ტე­ბი და სან­თლე­ბი და დი­ლის 8 სა­ათ­ზე, როცა ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავიდ­ნენ მე­უ­ფეს­თან შე­თან­ხმე­ბით ჩო­ხოს­ნე­ბი, ისი­ნი შე­ე­ცად­ნენ ის ტე­რი­ტო­რია თვი­თონ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, თუმ­ცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ჩო­ხოს­ნებს არ მის­ცეს დას­ჯილ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა. ამას მოყ­ვა მხა­რე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა და საქ­მე­ში პო­ლი­ცი­ის ჩა­რე­ვაც გახ­და სა­ჭი­რო.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით მამა და­ნი­ელს. მან დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ დი­ლით ინ­ცი­დენ­ტი მარ­თლაც ამ ფაქტს მოყ­ვა.

"უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლი გვაქვს დღეს ჩვენ და მო­ვიდ­ნენ გა­უფრ­თხი­ლებ­ლად აქ ჩო­ხოს­ნე­ბი და მო­ინ­დო­მეს ჩვე­ნი გაგ­დე­ბა. ხა­ტე­ბი, სან­თლე­ბი და­ლა­გე­ბუ­ლი გვქონ­და მა­გი­და­ზე და ძირს დაგ­ვი­ყა­რეს ხა­ტე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ მოხ­და შეხ­ლა-შე­მოხ­ლა, მათ სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გა­ვე­ცით. ახლა წირ­ვა ჩა­ტარ­დე­ბა ტა­ძარ­ში", - გვი­თხრა მამა და­ნი­ელ­მა, რო­მელ­საც მღვდელმსა­ხუ­რე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს მოს­ვლის დღი­დან ეპარ­ქი­ა­ში წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა­ში მას ჩო­ხოს­ნე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან. ისი­ნი კარ­გა ხა­ნია მარ­ტვილ­სა და სალ­ხი­ნოს ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც ცხოვ­რო­ბენ. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი მარ­ტვილ­ში ცა­გე­რი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნა და ახლა ისი­ნი ას­რუ­ლე­ბენ ყო­ფი­ლი მღვდელმსა­ხუ­რე­ბის ნაც­ვლად მღვდელმსა­ხუ­რე­ბას. მარ­ტვილ­ში მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს გან­წე­სე­ბის შემ­დეგ არა­ერ­თხელ მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა მხა­რე­ებს შო­რის და როცა მე­უ­ფე წირ­ვას ატა­რებს, მის გვერ­დით სის­ტე­მა­ტუ­რად არი­ან ჩო­ხოს­ნე­ბი. რო­გორც ჩანს, დღე­საც ასე იყო. მრევ­ლი, რო­მე­ლიც ტა­ძარ­ში მო­სა­ლო­ცად არის ამო­სუ­ლი, უკ­მა­ყო­ფი­ლოა ამ და­პი­რის­პი­რე­ბის ხილ­ვით და ითხოვს სა­პატ­რი­არ­ქომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ მო­აგ­ვა­როს ეს პრობ­ლე­მა, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნებს აბ­რკო­ლებს.

""მო­ვე­დით მო­სა­ლო­ცად ამ დი­ლით და დაგ­ვხდა ეს აურ­ზა­უ­რი. ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბი იყო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­სა და ჩო­ხოს­ნებს შო­რის. სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს ხდე­ბა ტა­ძარ­ში, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი უდი­დე­სი რწმე­ნით ამო­დის. რო­გორ არ ცხვე­ნი­ათ ამ ადა­მი­ა­ნებს, ან რა სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე უნდა იქა­და­გოს ამ ხალ­ხმა. ღმერ­თო, ეს რა სირ­ცხვი­ლია. რო­გო­რი სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი არი­ან ორი­ვე მხა­რე. რო­გორ აბ­რკო­ლე­ბენ ადა­მი­ა­ნებს და ამის შემ­ხედ­ვა­რე ჩვენც, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ცოდ­ვა­ში ვვარ­დე­ბით, რად­გან გვი­წევს სა­უ­ბა­რი და გან­სჯა ამ უმ­სგავ­სო­ე­ბის. ფაქ­ტობ­რი­ვად, ვაჭ­რო­ბაა გა­ჩა­ღე­ბუ­ლი, ვინ სად დად­გე­ბა და სად მეტ სან­თელს და ხატს გა­ყი­დის, ამის­თვის იბ­რძვი­ან. უნ­დათ ფული იშო­ვონ, შე­სა­წი­რი მი­ით­ვი­სონ...

ამ სო­ფელ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ყო­ველ წელს სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მოვ­დი­ვარ თბი­ლი­სი­დან ამ დღეს აქ მო­სა­ლო­ცად, რად­გან მარ­თლა სას­წა­უ­ლის მომსწრე ბევ­რჯერ გამ­ხდარ­ვარ და ვიცი, რა ძალა აქვს ამ დღეს აქ ლოც­ვას. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ლოც­ვა შე­ის­მი­ნა ამ ტა­ძარ­მა და ბევრ უშ­ვი­ლო წყვილს აჩუ­ქა შვი­ლი.

ხალ­ხი სა­ი­დან არ ჩა­მო­დის აქ მო­სა­ლო­ცად, მომ­ლოც­ვე­ლე­ბის ნა­კა­დი არ წყდე­ბა, რწმე­ნით ხალ­ხი 7 კი­ლო­მეტრს ფეხ­შიშ­ვე­ლი გა­დის და ისე ამო­დის, ზოგი შე­სა­წი­რით, ზოგი პა­ტა­რა აკ­ვნით ხელ­ში და აქ ამო­სულს ეს აურ­ზა­უ­რი რომ ხვდე­ბა, თქვენ გან­სა­ჯეთ, ეს რა არის. იმის ნაც­ვლად, რომ აქ დი­ლი­დან ის­მო­დეს გა­ლო­ბა, ერ­თმა­ნე­თის ულო­ცავ­დნენ, უსურ­ვონ წყვი­ლებს სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა, ამის ნაც­ვლად ეს სა­მარ­ცხვი­ნო სი­ტუ­ა­ცია დაგ­ვხვდა დღეს. იმე­დი მაქვს, ასეთ რა­მეს ამის მერე აღა­რას­დროს ვნა­ხავ... ამ ხნის ქალი ვარ, ამ­დე­ნი წე­ლია ამ ტა­ძარ­ში დავ­დი­ვარ და ვლო­ცუ­ლობ ჩემი შვი­ლე­ბის­თვის, ჩემი ოჯა­ხის­თვის და ეს მხვდე­ბა დღეს. ეს არ არის რწმე­ნა. რაც აქ ვნა­ხეთ ამას გა­მარ­თლე­ბა არ აქვს!" - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი მომ­ლოც­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
4

ორივე მხარე მუქთახორა, არაფრისგამკეთებელი და სხვის ხარჯზე კუჭის ამოვსების უსტაბაშები არიან. ასე იყო და ასე იქნება. მიდის ბრძოლა კარმუშკასთან. აბა ერთი მოსათოხნი იყოს, ან დასაბარი - თუ ნახავდით მაგათ დუხს მანდ!

ლია
1

ინფორმაცია არაზუსტადაა მოწოდებული..., მამა და­ნი­ელიო რომ სწერთ, მამაოა მაშინ, როცა მღვდელია და მაგას შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება და სანთლები მიიტანა გასაყიდად ტაძრის ეზოში??? ის მამაო არაა ახლა... ამიტომ სთხოვეს, დაეტოვებინა ეზო და წაეღო სანთლები... ისინი ხომ ნაკურთხად არ ითვლება? ასე არაა? 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

რას ჰყვება მომლოცველი, რომელიც უშვილოთა შემწე ტაძარში არეულობას შეესწრო

რას ჰყვება მომლოცველი, რომელიც უშვილოთა შემწე ტაძარში არეულობას შეესწრო

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოში დღეს წაჩხურობა აღინიშნება. აქ არის სასწაულმოქმედი წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი, სადაც საუკუნეებია წყვილები მოსალოცად პატარა აკვნებით ხელში ადიან და შვილიერებას შესთხოვენ.

ამ დილითაც უამრავი მომლოცველი აუყვა ტაძრისკენ მიმავალ გზას. დილის 4 საათიდან დაიწყო ხალხმა მოსალოცად მისვლა. ტაძარი სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, მაღლობზეა აგებული. წირვა დილით, 10 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დაგვიანებით დაიწყო, რადგან დილით დაპირისპირება ისევ მოხდა ჭყონდიდის ეპისკოპოს მეუფე სტეფანეს მიერ დასჯილ სასულიერო პირებსა და ჩოხოსნებს შორის.

როგორც მოგეხსნებათ, მარტვილის ეპარქიაში დიდი ხანია დაპირისპირებაა სასულიერო პირებსა და მეუფე სტეფანეს შორის. მან რამდენიმე მღვდელმსახურს, მათ შორის მამა დანიელს, რომელიც წაჩხურუს მამათა მონასტრის წინამძღოლი იყო, მღვდელმსახურება შეუჩერა, თუმცა ეს დასჯილი სასულიერო პირები წაჩხურუს მონასტერში ცხოვრებას და სამეურნეო საქმიანობას ისევ აგრძელებენ.

როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ამ დილით კონფლიქტი ჩოხოსნებსა და წაჩხურუს მონასტერში მყოფ სასულიერო პირებს შორის მოხდა. წლებია ტაძრის ეზოში სპეციალურად განკუთვნილ ადგილას იყიდება სანთლები და ხატები. როგორც ირკვევა, მეუფესთან შეუთანხმებლად მამა დანიელმა გააშლევინა გასაყიდად იმ ადგილას ისევ ხატები და სანთლები და დილის 8 საათზე, როცა ტაძრის ტერიტორიაზე ავიდნენ მეუფესთან შეთანხმებით ჩოხოსნები, ისინი შეეცადნენ ის ტერიტორია თვითონ გამოეყენებინათ, თუმცა ამის საშუალება ჩოხოსნებს არ მისცეს დასჯილმა სასულიერო პირებმა. ამას მოყვა მხარეებს შორის დაპირისპირება და საქმეში პოლიციის ჩარევაც გახდა საჭირო.

ჩვენ დავუკავშირდით მამა დანიელს. მან დაგვიდასტურა, რომ დილით ინციდენტი მართლაც ამ ფაქტს მოყვა.

"უდიდესი დღესასწაული გვაქვს დღეს ჩვენ და მოვიდნენ გაუფრთხილებლად აქ ჩოხოსნები და მოინდომეს ჩვენი გაგდება. ხატები, სანთლები დალაგებული გვქონდა მაგიდაზე და ძირს დაგვიყარეს ხატები და ყველაფერი. ამიტომ მოხდა შეხლა-შემოხლა, მათ საკადრისი პასუხი გავეცით. ახლა წირვა ჩატარდება ტაძარში", - გვითხრა მამა დანიელმა, რომელსაც მღვდელმსახურება შეჩერებული აქვს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მეუფე სტეფანეს მოსვლის დღიდან ეპარქიაში წესრიგის დამყარებაში მას ჩოხოსნები ეხმარებიან. ისინი კარგა ხანია მარტვილსა და სალხინოს ტაძრის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ. ასევე ცნობილია, რომ მეუფე სტეფანემ სასულიერო პირები მარტვილში ცაგერიდან ჩამოიყვანა და ახლა ისინი ასრულებენ ყოფილი მღვდელმსახურების ნაცვლად მღვდელმსახურებას. მარტვილში მეუფე სტეფანეს განწესების შემდეგ არაერთხელ მოხდა დაპირისპირება მხარეებს შორის და როცა მეუფე წირვას ატარებს, მის გვერდით სისტემატურად არიან ჩოხოსნები. როგორც ჩანს, დღესაც ასე იყო. მრევლი, რომელიც ტაძარში მოსალოცად არის ამოსული, უკმაყოფილოა ამ დაპირისპირების ხილვით და ითხოვს საპატრიარქომ ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროს ეს პრობლემა, რადგან ეს ადამიანებს აბრკოლებს.

`"მოვედით მოსალოცად ამ დილით და დაგვხდა ეს აურზაური. ხელჩართული ჩხუბი იყო სასულიერო პირებსა და ჩოხოსნებს შორის. სამწუხაროა, რომ ეს ხდება ტაძარში, სადაც უამრავი ადამიანი უდიდესი რწმენით ამოდის. როგორ არ ცხვენიათ ამ ადამიანებს, ან რა სულიერებაზე უნდა იქადაგოს ამ ხალხმა. ღმერთო, ეს რა სირცხვილია. როგორი სამარცხვინოები არიან ორივე მხარე. როგორ აბრკოლებენ ადამიანებს და ამის შემხედვარე ჩვენც, უბრალო ადამიანები ცოდვაში ვვარდებით, რადგან გვიწევს საუბარი და განსჯა ამ უმსგავსოების. ფაქტობრივად, ვაჭრობაა გაჩაღებული, ვინ სად დადგება და სად მეტ სანთელს და ხატს გაყიდის, ამისთვის იბრძვიან. უნდათ ფული იშოვონ, შესაწირი მიითვისონ...

ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ყოველ წელს სპეციალურად ჩამოვდივარ თბილისიდან ამ დღეს აქ მოსალოცად, რადგან მართლა სასწაულის მომსწრე ბევრჯერ გამხდარვარ და ვიცი, რა ძალა აქვს ამ დღეს აქ ლოცვას. უამრავი ადამიანის ლოცვა შეისმინა ამ ტაძარმა და ბევრ უშვილო წყვილს აჩუქა შვილი.

ხალხი საიდან არ ჩამოდის აქ მოსალოცად, მომლოცველების ნაკადი არ წყდება, რწმენით ხალხი 7 კილომეტრს ფეხშიშველი გადის და ისე ამოდის, ზოგი შესაწირით, ზოგი პატარა აკვნით ხელში და აქ ამოსულს ეს აურზაური რომ ხვდება, თქვენ განსაჯეთ, ეს რა არის. იმის ნაცვლად, რომ აქ დილიდან ისმოდეს გალობა, ერთმანეთის ულოცავდნენ, უსურვონ წყვილებს სურვილის ასრულება, ამის ნაცვლად ეს სამარცხვინო სიტუაცია დაგვხვდა დღეს. იმედი მაქვს, ასეთ რამეს ამის მერე აღარასდროს ვნახავ... ამ ხნის ქალი ვარ, ამდენი წელია ამ ტაძარში დავდივარ და ვლოცულობ ჩემი შვილებისთვის, ჩემი ოჯახისთვის და ეს მხვდება დღეს. ეს არ არის რწმენა. რაც აქ ვნახეთ ამას გამართლება არ აქვს!" - ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მომლოცველი ქალბატონი.