უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის კომენტარი, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშეა, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი "გრძნობს დამარცხებას უკრაინაში".
"რუსეთი კარგავს უკანასკნელ იმედს, რომ შეაშინოს მსოფლიო, უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაზე უარის თქმის მიზნით. საუბარი მესამე მსოფლიო ომის "რეალურ" საშიშროებაზე მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი უკრაინაში დამარცხებას გრძნობს,”- წერს კულება „ტვიტერზე“.
მისი თქმით, მსოფლიომ უნდა გააორმაგოს უკრაინის მხარდაჭერა, „რათა მივაღწიოთ და დავიცვათ ევროპული და გლობალური უსაფრთხოება.“
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბირთვული ომის საფრთხე რეალურია.
ასევე იხილეთ:
ამათ რო ტრაბახი არ ბეზრდებათ?! ექცევათ ქვეყანა თავზე და მატრაკვეცობით ირთობენ თავს!
მესამე მსოფლიო ომი ფაქტიურად მიმდინარეობს რაც შეეხება ბირთვულ იარაღს თუ გაუჭირდათ გამოიყენებენ ამერიკამ უბრალოდ გამოცდის მიზნით გამოიყენა და 200000 მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა და რუსეთს შერცხვება თუ რა.