მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცილს მწამებდნენ, "ვიღაც გოგოს ურიცხავდა ფულსო", ეს ის გოგოა, რომელიც ახლა კიევშია და ძალიან გაბრაზებულია ამის გამო" - დომენიკ მანგო მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს
"ცილს მწამებდნენ, "ვიღაც გოგოს ურიცხავდა ფულსო", ეს ის გოგოა, რომელიც ახლა კიევშია და ძალიან გაბრაზებულია ამის გამო" - დომენიკ მანგო მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

ბლო­გე­რი დო­მე­ნიკ მან­გო, იგი­ვე კუ­კუ­რი ბა­რა­მი­ძე უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ფუ­ლის მით­ვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მის მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს პა­სუ­ხობს. იგი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ ასა­ჯა­რო­ებს სა­ბან­კო ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის ამო­ნა­წე­რებს, რათა და­ამ­ტკი­ცოს, რომ ცილს სწა­მე­ბენ.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ჩემი წუ­ხი­ლი იმის შე­სა­ხებ, რომ ამის გა­კე­თე­ბა მო­მი­წია და ასეთ და­ბა­ლი დო­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვცხოვ­რობ.

"მან­გომ უკ­რა­ი­ნა­ში ფული ჩა­ი­ჯი­ბა"-ს სა­პა­სუ­ხოდ, ვა­სა­ჯა­რო­ვებ ბან­კის სრულ ამო­ნა­წერს, ყვე­ლა ჩა­რი­ცხუ­ლი, გა­და­რი­ცხუ­ლი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი თან­ხის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნამ­დე და უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­ხარ­ჯა. მე ამ ბრალ­დე­ბებს ჯერ კი­დევ უკ­რა­ი­ნი­დან ვუ­პა­სუ­ხე სი­ტყვი­ე­რად და რად­გან სი­ტყვა არ კმა­რა, და­სა­ბუ­თე­ბით ვპა­სუ­ხობ.

სამი ბრალ­დე­ბა იყო:

  • მან­გომ ფული "ჩა­ი­ჯი­ბა".
  • მან­გო ლვოვ­ში ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში და წა­ვი­და.
  • მან­გო საჭ­მელს არ აჭ­მევ­და ხალ­ხს.

ფული "ჩა­ი­ჯი­ბა"-ს სა­პა­სუ­ხოდ, ვა­სა­ჯა­რო­ვებ ორი­ვე ბან­კის ან­გა­რიშს. ერთი ჩემი პი­რა­დი ან­გა­რი­შია, სა­დაც ხალ­ხი რი­ცხავ­და თან­ხას, ხოლო მე­ო­რე ბა­რა­თი იმის­თვის გახ­და სა­ჭი­რო, რომ ჩემი ბა­რა­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­რჩა და ApplePay-ს სა­შუ­ა­ლე­ბით ვერ ხერ­ხდე­ბო­და გა­დახ­და გზა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად ვი­ყე­ნებ­დით ჩემი თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის (რო­მე­ლიც ასე­ვე გზა­ში გა­ვი­ცა­ნი) გვან­ცა გე­ლაშ­ვი­ლის ბა­რათს. რო­გორც ცილს მწა­მებ­დნენ, "ვი­ღაც გო­გოს ური­ცხავ­და ფულ­სო", ეს ის გო­გოა, რო­მე­ლიც ახლა კი­ევ­შია და ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლია ამ ცი­ლის­წა­მე­ბის გამო.

მან­გო ლვოვ­ში არ ჩამ­ჯდა­რა მან­ქა­ნა­ში თა­ვის "ახლო წრეს­თან" ერ­თად, რო­გორც ცილს მწა­მე­ბენ. ლვოვ­ში გა­მოგ­ვა­კი­თხა ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის 4-მა მან­ქა­ნამ და რაც ჩა­ე­ტია პირ­ველ გზა­ზე, ის ხალ­ხი ჩას­ხდა ჩემი ჩათ­ვლით. გზა­ზე დაგ­ვა­ყოვ­ნა კო­მენ­დან­ტმა, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით მოგ­ვი­წია შე­ყოვ­ნე­ბა და სწო­რედ ამის გამო ვერ მიბ­რუნ­და მან­ქა­ნე­ბი, რომ დრო­უ­ლად წა­მო­ეყ­ვა­ნა მე­ო­რე ნა­წი­ლი. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ხალ­ხთან ერ­თად ვი­ყა­ვით და მე­ო­რე ნა­წი­ლი გვე­ლო­დე­ბო­და ლვოვ­ში. სა­ბო­ლო­ოდ ავ­ტო­ბუ­სის 90% ერ­თად ვი­ყა­ვით თით­ქმის ერთი თვე. ის ერთი ადა­მი­ა­ნი კი, ვინც ახლა ბევ­რს ლა­პა­რა­კობს, ლვო­ვი­დან წა­ვი­და და სად წა­ვი­და ჩვენ არ ვი­ცით. ზოგი თავ-თა­ვის გზას და­ად­გა, ზოგს მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და უკ­რა­ი­ნა­ში. ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, რომ ჩვენ ავ­ტო­ბუ­სის მგზავ­რე­ბის 90% თით­ქმის ერთი თვე ვი­ყა­ვით ერ­თად და შე­სა­ბა­მი­სად ეს ბრალ­დე­ბაც ცი­ლის­წა­მე­ბა და ნა­ძირ­ლო­ბაა.

მან­გო არა თუ საჭ­მელს არ აჭ­მევ­და ავ­ტო­ბუსს, არა­მედ ხში­რად იმის გამო, რომ მძღო­ლი არ აჩე­რებ­და ნორ­მა­ლურ ად­გი­ლებ­ზე, თვი­თო­ნაც მში­ე­რი რჩე­ბო­და. პრობ­ლე­მა თან­ხა­ში კი არა, მძღოლ­ში იყო, რო­მე­ლიც დაგ­ვი­ა­ნე­ბით აჩე­რებ­და და ისეთ ად­გი­ლებ­ზე ჩერ­დე­ბო­და, სა­დაც არ მო­ი­ძებ­ნე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის საკ­ვე­ბი ავ­ტო­ბუ­სის და­სა­პუ­რებ­ლად. ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა იყო ის, რომ თურ­ქუ­ლი ენა არ ვი­ცო­დით და ვერ ვა­ხერ­ხებ­დით შე­სა­ბა­მის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. რო­გორც ცილს მწა­მე­ბენ "თა­ვის სა­ახ­ლობ­ლოს" აჭ­მევ­დაო, იმ ავ­ტო­ბუს­ში ყვე­ლა იმ დღეს გაც­ნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იჯდა. იქ ყვე­ლა ჩემი ახ­ლო­ბე­ლი იყო! მეს­მის, რომ ეს გა­ჩე­რე­ბე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბი შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი იყო, თან მი­თუ­მე­ტეს დამ­ღლელ გზა­ზე, თუმ­ცა ეს იყო ყვე­ლას­თვის ერ­თნა­ი­რად შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი, მათ­შო­რის ჩემ­თვი­საც.ამ ფი­ნან­სე­ბით მოხ­და ავ­ტო­ბუ­სის, საკ­ვე­ბის, უკ­რა­ი­ნა­ში სი­გა­რე­ტის, ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, პო­ლო­ნე­თი­დან დევ­ნი­ლე­ბის გაშ­ვე­ბის, და­პუ­რე­ბის თუ სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. ამ ან­გა­რი­ში­დან არა თუ ვინ­მემ რამე "ჩა­ვი­ჯი­ბეთ", არა­მედ ზე­ვი­დან კი­დევ ვა­მა­ტებ­დით, რომ ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი და ათე­უ­ლო­ბით ჩა­მომ­სვლე­ლი ყო­ფი­ლი­ყო უზ­რუ­ველ­ყო­ფი­ლი. ახლა და­ჯე­ქით, იან­გა­რი­შეთ და ხარჯთაღ­რი­ცხვა ჩა­ი­ბა­რეთ! ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს იმ "კაც­მა" ან მა­ინც მო­უ­წევს. ვე­რა­ვინ ვერ შეძ­ლებს და ვერც ცდის, რომ ჩემი სა­ხე­ლი გა­ტე­ხოს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯის გამო.

ცნო­ბის­თვს, დო­მე­ნიკ მან­გო უკ­რა­ი­ნა­ში ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად იყო ჩა­სუ­ლი და იქი­დან უკვე დაბ­რუნ­და. ომის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში მან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მო­უ­წო­და უკ­რა­ი­ნა­ში წამ­სვლელ ადა­მი­ა­ნებს, ერ­თად შეკ­რე­ბი­ლიყ­ვნენ და რომ მგზავ­რო­ბას თა­ვად გა­უ­წევ­და ორ­გა­ნი­ზე­ბას. მარ­თლაც ასე მოხ­და, ისი­ნი ერთი ავ­ტო­ბუ­სით ჩა­ვიდ­ნენ უკ­რა­ი­ნა­ში. მან­გომ მა­შინ ან­გა­რი­შის ნო­მე­რიც დადო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ხალ­ხს მო­უ­წო­და, თან­ხე­ბი ჩა­ე­რი­ცხათ, რომ საბ­რძოლ­ვე­ლად წა­სულ ბი­ჭებს ტრან­სპორ­ტის, გზის და კვე­ბის ფული ჰქო­ნო­დათ. მათ გარ­და უკ­რა­ი­ნა­ში სხვა­დას­ხვა გზით კი­დევ ბევ­რი ქარ­თვე­ლი ჩა­ვი­და.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მან­გოს მი­სა­მარ­თით ბრალ­დე­ბე­ბი გა­ის­მა და იგი აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში ამ­ხი­ლეს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეეეჰ
1

ამ უსახურ და უსაქმური კაცს აპიარებთ და ისინი ვინც ქვეყნის საქმეს მართლაც აკეთებენ არსად ჩანან თქვენს გვერდზე. 

უტრუხუნე
1

ეს ვინმემ სერიოზულად აღიქვა და ამას თანხები ურიცხა ასეთ სერიოზული საქმისთვის, ჩემთვის მხოლოდ ორი ახსნა აქვს.

1. იფიქრეს, ამის სახელით ვიჩალიჩებთ, მაინც ასე თუ ისე ცნობადია და ცოტას მაგასაც მივცემთ რაღაცას. კუკურა მაგათზე უფრო გაქნილი გამოდგა და იქით გადააგდო ისინი. ჰოდა აყვირდნენ სიმწრით.

2. მართლა სამკურნალოები არიან ისინი, ვინც კუკურიას ეს ყველაფერ ანდეს. ცოტა მეეჭვება, ამის შემხედვარემ და ამის მომსმენმა ეს ჩაიდინოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ცილს მწამებდნენ, "ვიღაც გოგოს ურიცხავდა ფულსო", ეს ის გოგოა, რომელიც ახლა კიევშია და ძალიან გაბრაზებულია ამის გამო" - დომენიკ მანგო მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

"ცილს მწამებდნენ, "ვიღაც გოგოს ურიცხავდა ფულსო", ეს ის გოგოა, რომელიც ახლა კიევშია და ძალიან გაბრაზებულია ამის გამო" - დომენიკ მანგო მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

ბლოგერი დომენიკ მანგო, იგივე კუკური ბარამიძე უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ფულის მითვისებასთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ასაჯაროებს საბანკო ტრანზაქციების ამონაწერებს, რათა დაამტკიცოს, რომ ცილს სწამებენ.

"პირველ რიგში, მინდა გამოვხატო ჩემი წუხილი იმის შესახებ, რომ ამის გაკეთება მომიწია და ასეთ დაბალი დონის საზოგადოებაში ვცხოვრობ.

"მანგომ უკრაინაში ფული ჩაიჯიბა"-ს საპასუხოდ, ვასაჯაროვებ ბანკის სრულ ამონაწერს, ყველა ჩარიცხული, გადარიცხული და გამოყენებული თანხის შესახებ, რომელიც საქართველოდან უკრაინამდე და უკრაინაში დაიხარჯა. მე ამ ბრალდებებს ჯერ კიდევ უკრაინიდან ვუპასუხე სიტყვიერად და რადგან სიტყვა არ კმარა, დასაბუთებით ვპასუხობ.

სამი ბრალდება იყო:

  • მანგომ ფული "ჩაიჯიბა".
  • მანგო ლვოვში ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.
  • მანგო საჭმელს არ აჭმევდა ხალხს.

ფული "ჩაიჯიბა"-ს საპასუხოდ, ვასაჯაროვებ ორივე ბანკის ანგარიშს. ერთი ჩემი პირადი ანგარიშია, სადაც ხალხი რიცხავდა თანხას, ხოლო მეორე ბარათი იმისთვის გახდა საჭირო, რომ ჩემი ბარათი საქართველოში დამრჩა და ApplePay-ს საშუალებით ვერ ხერხდებოდა გადახდა გზაზე. შესაბამისად ვიყენებდით ჩემი თანაორგანიზატორის (რომელიც ასევე გზაში გავიცანი) გვანცა გელაშვილის ბარათს. როგორც ცილს მწამებდნენ, "ვიღაც გოგოს ურიცხავდა ფულსო", ეს ის გოგოა, რომელიც ახლა კიევშია და ძალიან გაბრაზებულია ამ ცილისწამების გამო.

მანგო ლვოვში არ ჩამჯდარა მანქანაში თავის "ახლო წრესთან" ერთად, როგორც ცილს მწამებენ. ლვოვში გამოგვაკითხა ქართული ლეგიონის 4-მა მანქანამ და რაც ჩაეტია პირველ გზაზე, ის ხალხი ჩასხდა ჩემი ჩათვლით. გზაზე დაგვაყოვნა კომენდანტმა, რამდენიმე საათით მოგვიწია შეყოვნება და სწორედ ამის გამო ვერ მიბრუნდა მანქანები, რომ დროულად წამოეყვანა მეორე ნაწილი. პირველი ნაწილი ხალხთან ერთად ვიყავით და მეორე ნაწილი გველოდებოდა ლვოვში. საბოლოოდ ავტობუსის 90% ერთად ვიყავით თითქმის ერთი თვე. ის ერთი ადამიანი კი, ვინც ახლა ბევრს ლაპარაკობს, ლვოვიდან წავიდა და სად წავიდა ჩვენ არ ვიცით. ზოგი თავ-თავის გზას დაადგა, ზოგს მეგობრები ჰყავდა უკრაინაში. ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ ავტობუსის მგზავრების 90% თითქმის ერთი თვე ვიყავით ერთად და შესაბამისად ეს ბრალდებაც ცილისწამება და ნაძირლობაა.

მანგო არა თუ საჭმელს არ აჭმევდა ავტობუსს, არამედ ხშირად იმის გამო, რომ მძღოლი არ აჩერებდა ნორმალურ ადგილებზე, თვითონაც მშიერი რჩებოდა. პრობლემა თანხაში კი არა, მძღოლში იყო, რომელიც დაგვიანებით აჩერებდა და ისეთ ადგილებზე ჩერდებოდა, სადაც არ მოიძებნებოდა შესაბამისი რაოდენობის საკვები ავტობუსის დასაპურებლად. ძალიან დიდი პრობლემა იყო ის, რომ თურქული ენა არ ვიცოდით და ვერ ვახერხებდით შესაბამის კომუნიკაციას. როგორც ცილს მწამებენ "თავის საახლობლოს" აჭმევდაო, იმ ავტობუსში ყველა იმ დღეს გაცნობილი ადამიანი იჯდა. იქ ყველა ჩემი ახლობელი იყო! მესმის, რომ ეს გაჩერებების დაგვიანებები შემაწუხებელი იყო, თან მითუმეტეს დამღლელ გზაზე, თუმცა ეს იყო ყველასთვის ერთნაირად შემაწუხებელი, მათშორის ჩემთვისაც.ამ ფინანსებით მოხდა ავტობუსის, საკვების, უკრაინაში სიგარეტის, ჰიგიენური საშუალებების, პოლონეთიდან დევნილების გაშვების, დაპურების თუ სხვადასხვა საჭიროებების ორგანიზება. ამ ანგარიშიდან არა თუ ვინმემ რამე "ჩავიჯიბეთ", არამედ ზევიდან კიდევ ვამატებდით, რომ ათეულობით ადამიანი და ათეულობით ჩამომსვლელი ყოფილიყო უზრუველყოფილი. ახლა დაჯექით, იანგარიშეთ და ხარჯთაღრიცხვა ჩაიბარეთ! ბოდიში მოიხადოს იმ "კაცმა" ან მაინც მოუწევს. ვერავინ ვერ შეძლებს და ვერც ცდის, რომ ჩემი სახელი გატეხოს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გამო.

ცნობისთვს, დომენიკ მანგო უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად იყო ჩასული და იქიდან უკვე დაბრუნდა. ომის პირველივე დღეებში მან სოციალური ქსელით მოუწოდა უკრაინაში წამსვლელ ადამიანებს, ერთად შეკრებილიყვნენ და რომ მგზავრობას თავად გაუწევდა ორგანიზებას. მართლაც ასე მოხდა, ისინი ერთი ავტობუსით ჩავიდნენ უკრაინაში. მანგომ მაშინ ანგარიშის ნომერიც დადო სოციალურ ქსელში და ხალხს მოუწოდა, თანხები ჩაერიცხათ, რომ საბრძოლველად წასულ ბიჭებს ტრანსპორტის, გზის და კვების ფული ჰქონოდათ. მათ გარდა უკრაინაში სხვადასხვა გზით კიდევ ბევრი ქართველი ჩავიდა.

სოციალურ ქსელში მანგოს მისამართით ბრალდებები გაისმა და იგი აღნიშნული თანხების მითვისებაში ამხილეს.

ასევე იხილეთ: