პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„პორშე ცენტრი თბილისი“ ელექტრომომავლისთვის - კომპანია დასამუხტი სადგურების არეალს აფართოებს
„პორშე ცენტრი თბილისი“ ელექტრომომავლისთვის - კომპანია დასამუხტი სადგურების არეალს აფართოებს

"პორ­შე ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ ელექტრო­დამ­ტე­ნე­ბის ლო­კა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ზრდის. სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში უკვე არ­სე­ბულ 5 სად­გურს, დამ­ტე­ნე­ბი შე­ე­მა­ტა ყაზ­ბეგ­ში, ასე­ვე, „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ ქუ­თა­ი­სი­სა და ბა­თუ­მის სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში. პრე­მი­უმ კლა­სის ელექტრო­მო­ბი­ლის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის, მან­ქა­ნის და­მუხ­ტვა ახლა უფრო მე­ტად ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

"პორ­შე ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა და­ი­წყო. ამ­ჟა­მად ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, კომ­პა­ნი­ას 8 დამ­ტე­ნი სად­გუ­რი აქვს გან­თავ­სე­ბუ­ლი. მათ­გან 2 თბი­ლის­შია, ამ­დე­ნი­ვე - ბა­თუმ­ში, ასე­ვე, თე­ლავ­ში, სა­ირ­მე­ში, ქუ­თა­ის­სა და ყაზ­ბეგ­ში. სა­ერ­თო ჯამ­ში, კომ­პა­ნი­ამ 150 000 ლარ­ზე მეტი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

„პორ­შე ცენ­ტრი თბი­ლი­სის“ დი­რექ­ტო­რი, პეტ­რე წა­ქა­ძე: „გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის პრინ­ცი­პით წარ­მო­ე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­ინ­დუსტრი­ა­ში სულ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რია. პორ­შეს ელექტრო­მო­ბი­ლებ­ზეც მო­თხოვ­ნა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. ამ პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა. „პორ­შე ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, მომ­ხმა­რე­ბელს ელექტრო­მო­ბი­ლის ფლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­მარ­ტი­ვოს. ეტა­პობ­რი­ვად ვა­ფარ­თო­ებთ დამ­ტე­ნე­ბის სად­გუ­რე­ბის ქსელს. 2022-ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და­მა­ტე­ბით კი­დევ 6 დამ­ტე­ნის მონ­ტაჟს ვგეგ­მავთ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ჩვენ მიერ გან­თავ­სე­ბუ­ლი და­სა­მუხ­ტი მო­წყო­ბი­ლო­ბით სარ­გებ­ლო­ბა არა მხო­ლოდ პორ­შეს, არა­მედ სხვა ბრენ­დის ელექტრო­მო­ბი­ლის მფლო­ბელ­საც შე­უძ­ლია“.

"პორ­შე ცენ­ტრი თბი­ლი­სის“ მიერ გან­თავ­სე­ბუ­ლი დამ­ტე­ნე­ბი 11 და 22-კი­ლო­ვა­ტი­ა­ნია, ელექტრო­მო­ბი­ლის სრუ­ლად და­სა­მუხ­ტად კი 3-დან 7 სა­ა­თამ­დე დროა სა­ჭი­რო.

გერ­მა­ნულ­მა ავ­ტო­გი­გან­ტმა უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ 2025 წლის­თვის პორ­შეს მიერ გა­ყი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ნა­ხე­ვა­რი ელექტრი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. 2030-ში კი სრუ­ლად ელექტრო­ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წილი ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის 80%-ზე მეტს უნდა შე­ად­გენ­დეს.

"პორ­შე ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე 2011 წლი­დან ოპე­რი­რებს. კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს პრე­მი­უმ ბრენ­დის უახ­ლეს ავ­ტო­მო­ბი­ლებს, ასე­ვე, სრულ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო და სა­რე­მონ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბას, ორი­გი­ნალ ნა­წი­ლებ­სა და აქ­სე­სუ­ა­რებს სთა­ვა­ზობს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

„პორშე ცენტრი თბილისი“ ელექტრომომავლისთვის - კომპანია დასამუხტი სადგურების არეალს აფართოებს

„პორშე ცენტრი თბილისი“ ელექტრომომავლისთვის - კომპანია დასამუხტი სადგურების არეალს აფართოებს

,,პორშე ცენტრი თბილისი“ ელექტროდამტენების ლოკაციების რაოდენობას ზრდის. სხვადასხვა რეგიონში უკვე არსებულ 5 სადგურს, დამტენები შეემატა ყაზბეგში, ასევე, „თეგეტა მოტორსის“ ქუთაისისა და ბათუმის სერვისცენტრებში. პრემიუმ კლასის ელექტრომობილის მფლობელებისთვის, მანქანის დამუხტვა ახლა უფრო მეტად ხელმისაწვდომია.

,,პორშე ცენტრი თბილისი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ენერგოეფექტური პროექტების ფარგლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით, კომპანიას 8 დამტენი სადგური აქვს განთავსებული. მათგან 2 თბილისშია, ამდენივე - ბათუმში, ასევე, თელავში, საირმეში, ქუთაისსა და ყაზბეგში. საერთო ჯამში, კომპანიამ 150 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი, პეტრე წაქაძე: „გარემოზე ზრუნვის პრინციპით წარმოებული მანქანები თანამედროვე ავტოინდუსტრიაში სულ უფრო აქტუალურია. პორშეს ელექტრომობილებზეც მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ პროცესის პარალელურად, აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. „პორშე ცენტრი თბილისი“ მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს ელექტრომობილის ფლობის გამოცდილება გაუმარტივოს. ეტაპობრივად ვაფართოებთ დამტენების სადგურების ქსელს. 2022-ში საქართველოს მასშტაბით დამატებით კიდევ 6 დამტენის მონტაჟს ვგეგმავთ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ მიერ განთავსებული დასამუხტი მოწყობილობით სარგებლობა არა მხოლოდ პორშეს, არამედ სხვა ბრენდის ელექტრომობილის მფლობელსაც შეუძლია“.

,,პორშე ცენტრი თბილისის“ მიერ განთავსებული დამტენები 11 და 22-კილოვატიანია, ელექტრომობილის სრულად დასამუხტად კი 3-დან 7 საათამდე დროა საჭირო.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/5ggUCfRI28E" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

გერმანულმა ავტოგიგანტმა უკვე განაცხადა, რომ 2025 წლისთვის პორშეს მიერ გაყიდული ავტომობილების ნახევარი ელექტრიფიცირებული იქნება. 2030-ში კი სრულად ელექტროავტომობილების წილი ახალი ავტომობილების 80%-ზე მეტს უნდა შეადგენდეს.

,,პორშე ცენტრი თბილისი“ თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე, სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.

NS