პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავგადასავალი მოულოდნელობებითაა სავსე! - 15 აგვისტოს Black Sea Arena- ს ეზო L'Impératrice-ის კონცერტს უმასპინძლებს
თავგადასავალი მოულოდნელობებითაა სავსე! - 15 აგვისტოს Black Sea Arena- ს ეზო L'Impératrice-ის კონცერტს უმასპინძლებს

თქვენ­თან შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად, გა­დავ­წყვი­ტეთ, არე­ნის ეზო­ში - Front Stage-ზე გი­მას­პინ­ძლოთ. ეს სი­ახ­ლე სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს 2022 წლის 15 აგ­ვის­ტოს ისევ შევ­ხვდეთ ერ­თმა­ნეთს, გავცვა­ლოთ და­დე­ბი­თი ენერ­გი­ე­ბი და მო­ვი­წყოთ ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი თავ­გა­და­სა­ვა­ლი, ყვე­ლა­ზე ცხელ სე­ზონ­ზე.

L'Impératrice ფრან­გუ­ლი დის­კო-პოპ ბენ­დია, რო­მე­ლიც 2012 წელს და­ფუძნ­და. თა­ნა­მედ­რო­ვე დის­კო­სა და ფრან­გუ­ლი პო­პის შერ­წყმით შექ­მნილ­მა მუ­სი­კამ L'Impératrice-ს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­უთ­ქვა სა­ხე­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთ ცნო­ბილ ბენ­დად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ბენ­დის წევ­რე­ბი არ მა­ლა­ვენ, რომ მათი მთა­ვა­რი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო Daft Punk იყო.

ცხრაწ­ლი­ა­ნი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე L'Impératrice-მა უკვე ორი ალ­ბო­მი და რამ­დე­ნი­მე მინი ალ­ბო­მი ჩა­წე­რა. ფრან­გუ­ლი ბენ­დის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა სინ­გლე­ბი Sonate Pacifique და Agitations Tropicales.

ბენ­დის ბოლო ნა­მუ­შე­ვა­რი Tako Tsubo 2021 წელს გა­მო­ვი­და და კრი­ტი­კო­სე­ბის და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა. სწო­რედ ამ ალ­ბო­მით და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ტუ­რის ფარ­გლებ­ში ეწ­ვე­ვა ბენ­დი სა­ქარ­თვე­ლოს და კონ­ცერტს Black Sea Arena-ის ეზო­ში Front Stage- ზე გა­მარ­თავს.

L'Impératrice - ის ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნას 2 მა­ი­სის 12:00 სა­ა­თი­დან, არე­ნას ვებგ­ვერ­დის - https://bsa.ge/ge სა­შუ­ა­ლე­ბით შეძ­ლებთ. პირ­ვე­ლი კა­ლა­თის ბი­ლე­თის ფასი 80 ლა­რია, მე­ო­რე კა­ლა­თის 100, ხოლო კარ­ზე ბი­ლე­თის შე­ძე­ნას 120 ლა­რად შეძ­ლებთ.

Black Sea Arena ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი სა­კონ­ცერ­ტო არე­ნა და მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცეა. ის შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, გუ­რი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს. დარ­ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა 2008 წელს და­ი­წყო და ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2016 წელს კრის­ტი­ნა აგი­ლე­რას კონ­ცერ­ტით გა­იხ­სნა. უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი სცე­ნის ისეთ ვარ­სკვლა­ვებს უმას­პინ­ძლა, რო­გო­რე­ბიც არი­ან: Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად Black Sea Arena სცე­ნას ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სივ­რცის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც აქ­ტი­უ­რად უთ­მობს, რი­თიც ცდი­ლობს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს.

ავტორი:

თავგადასავალი მოულოდნელობებითაა სავსე! - 15 აგვისტოს Black Sea Arena- ს ეზო L'Impératrice-ის კონცერტს უმასპინძლებს

თავგადასავალი მოულოდნელობებითაა სავსე! - 15 აგვისტოს Black Sea Arena- ს ეზო L'Impératrice-ის კონცერტს უმასპინძლებს

თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობის გამოსაყენებლად, გადავწყვიტეთ, არენის ეზოში - Front Stage-ზე გიმასპინძლოთ. ეს სიახლე საშუალებას მოგვცემს 2022 წლის 15 აგვისტოს ისევ შევხვდეთ ერთმანეთს, გავცვალოთ დადებითი ენერგიები და მოვიწყოთ ყველაზე ფერადი თავგადასავალი, ყველაზე ცხელ სეზონზე.

L'Impératrice ფრანგული დისკო-პოპ ბენდია, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა. თანამედროვე დისკოსა და ფრანგული პოპის შერწყმით შექმნილმა მუსიკამ L'Impératrice-ს მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვა სახელი და თანამედროვეობის ერთ-ერთ ცნობილ ბენდად ჩამოაყალიბა. ბენდის წევრები არ მალავენ, რომ მათი მთავარი შთაგონების წყარო Daft Punk იყო.

ცხრაწლიანი არსებობის მანძილზე L'Impératrice-მა უკვე ორი ალბომი და რამდენიმე მინი ალბომი ჩაწერა. ფრანგული ბენდისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა სინგლები Sonate Pacifique და Agitations Tropicales.

ბენდის ბოლო ნამუშევარი Tako Tsubo 2021 წელს გამოვიდა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. სწორედ ამ ალბომით დაანონსებული ტურის ფარგლებში ეწვევა ბენდი საქართველოს და კონცერტს Black Sea Arena-ის ეზოში Front Stage- ზე გამართავს.

L'Impératrice - ის ბილეთების შეძენას 2 მაისის 12:00 საათიდან, არენას ვებგვერდის - https://bsa.ge/ge საშუალებით შეძლებთ. პირველი კალათის ბილეთის ფასი 80 ლარია, მეორე კალათის 100, ხოლო კარზე ბილეთის შეძენას 120 ლარად შეძლებთ.

Black Sea Arena ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა. ის შავი ზღვის სანაპიროზე, გურიაში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ისეთ ვარსკვლავებს უმასპინძლა, როგორებიც არიან: Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars. ამის პარალელურად Black Sea Arena სცენას ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც აქტიურად უთმობს, რითიც ცდილობს ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.