პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიტამინების ნაკლებობა გაზაფხულზე - როგორ ვიკვებოთ ავიტამინოზის დროს
ვიტამინების ნაკლებობა გაზაფხულზე - როგორ ვიკვებოთ ავიტამინოზის დროს

გა­ზა­ფხულს მო­აქვს არა მხო­ლოდ სი­ხა­რუ­ლი, კარ­გი გან­წყო­ბა და თბი­ლი ამინ­დე­ბი, არა­მედ დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა, იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბა, თმის ცვე­ნა - ერთი სი­ტყვით, ავი­ტა­მი­ნო­ზი. ასეთ დი­აგ­ნოზს გა­ზა­ფხულ­ზე ბევ­რს უს­ვა­მენ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შვებს. მათი ორ­გა­ნიზ­მი ხომ ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რეა, დამ­ცა­ვი ფუნ­ქცი­ე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბი­სა და ვი­ტა­მი­ნე­ბის რე­ზერ­ვე­ბის ამო­წურ­ვის მი­მართ?!

სწო­რედ ზამ­თრის გას­ვლის შემ­დეგ სა­ჭი­რო­ებს ადა­მი­ა­ნი სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შევ­სე­ბას. სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი ამის­თვის და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, სწო­რი დი­ე­ტაა. რო­გორ ვიკ­ვე­ბოთ და რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა? - ამა­ზე სტა­ტი­ა­ში ვი­სა­უბ­რებთ.

რო­გორ ვლინ­დე­ბა გა­ზა­ფხულ­ზე ავი­ტა­მი­ნო­ზი

თუ სა­კუ­თარ თავს ამ­ჩნევთ ძი­ლი­ა­ნო­ბის მო­მა­ტე­ბას, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბას, აპა­თი­ას და სი­სუს­ტეს, თუ ხში­რად ცივ­დე­ბით ან ავად ხდე­ბით, დიდი ალ­ბა­თო­ბით თქვენს ორ­გა­ნიზმს ვი­ტა­მი­ნე­ბი აკ­ლია. ავი­ტა­მი­ნო­ზის სიმპტო­მებს შე­იძ­ლე­ბა და­ვუ­მა­ტოთ კა­ნის სიმ­შრა­ლე, თმის ცვე­ნა, მტვრე­ვა­დი ფრჩხი­ლე­ბი, სა­ხე­ზე და ტან­ზე გა­მო­ნა­ყა­რის გა­ჩე­ნა.

გა­ზა­ფხუ­ლის სი­სუს­ტეს პირ­და­პი­რი კავ­ში­რი აქვს კვე­ბას­თან, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწო­რად იკ­ვე­ბოთ. გა­ზა­ფხუ­ლის რა­ცი­ო­ნი უნდა იყოს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და მდი­და­რი, ორ­გა­ნიზ­მის­თვის ყვე­ლა სა­ჭი­რო ნივ­თი­ე­რე­ბით - ცი­ლე­ბით, ცხი­მე­ბით, ნახ­შირ­წყლე­ბით, ყვე­ლა სა­ჭი­რო მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტი­თა და ვი­ტა­მი­ნით.

სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვი­ტა­მი­ნე­ბი

გა­მო­ი­ყო­ფა რამ­დე­ნი­მე ვი­ტა­მი­ნი, რომ­ლე­ბიც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ესე­ნია: C, D, A, B1, B2 და E ვი­ტა­მი­ნე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ეხ­მა­რე­ბა ჩვენს ორ­გა­ნიზმს იმუ­ნი­ტე­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა თუ და­ა­ვა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. მა­გა­ლი­თად, C ვი­ტა­მი­ნი ზრდის ორ­გა­ნიზ­მის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­ე­ბის მი­მართ. მისი მუდ­მი­ვი არ­სე­ბო­ბა ორ­გა­ნიზ­მში აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნი­ტეტს. D ვი­ტა­მი­ნი ორ­გა­ნიზმს კალ­ცი­უ­მის ათ­ვი­სე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. A ვი­ტა­მინს „მხედ­ვე­ლო­ბის ვი­ტა­მინს“ უწო­დე­ბენ, B1-ს - ან­ტი­დეპ­რე­სანტს, B2-ს - ზრდი­სას, ხოლო E-ს „ახალ­გაზ­რდო­ბის ვი­ტა­მინს“.

გა­ზა­ფხუ­ლის დი­ე­ტის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბი

მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია ავი­ტა­მი­ნო­ზის დროს ისაა, რომ თქვე­ნი რა­ცი­ო­ნი რაც შე­იძ­ლე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ხა­დოთ. პრო­დუქ­ტე­ბის არ­ჩე­ვი­სას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მათ ვი­ზუ­ალს. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ იყი­დოთ დამ­ჭკნა­რი ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ბოსტნე­უ­ლი. დაჭ­რის დროს ბოსტნე­უ­ლი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ვი­ტა­მინს კარ­გავს, ამი­ტომ სა­ლა­თე­ბი მო­ამ­ზა­დეთ უშუ­ა­ლოდ მირ­თმე­ვის წინ. რკი­ნას­თან კონ­ტაქ­ტი ანად­გუ­რებს C ვი­ტა­მინს, გა­მო­ი­ყე­ნეთ უჟან­გა­ვი ფო­ლა­დის და­ნე­ბი.

ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ჭი­რო ბევრ ვი­ტა­მი­ნებს და მი­ნე­რა­ლებს შე­ი­ცავს, თევ­ზია. ამი­ტომ, სა­სურ­ვე­ლია ის კვი­რა­ში სამ­ჯერ მა­ინც მი­ირ­თვათ. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა ზე­თო­ვა­ნი თევ­ზი (ორა­გუ­ლი, კალ­მა­ხი, სკუმბრია, თი­ნუ­სი, გველ­თევ­ზა, ქა­შა­ყი). ორა­გუ­ლი შე­ი­ცავს უჯერ ცხი­მო­ვან მჟა­ვებს, მდი­და­რია ფოს­ფო­რით, კა­ლი­უ­მით, მაგ­ნი­უ­მით, ქლო­რით, რკი­ნით, A, B1, B2, C, E D ვი­ტა­მი­ნე­ბით. ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი და სა­სარ­გებ­ლო თევ­ზია, დე­ლი­კა­ტე­სი, შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პრო­ტე­ი­ნებს, ომე­გა სა­მის ცხი­მო­ვან მჟა­ვებ­სა და ვი­ტა­მინ D-ს.

არა­ნაკ­ლებ სა­სარ­გებ­ლოა ორა­გუ­ლის ხი­ზი­ლა­ლა. მას­ში 30%-მდე იშ­ვი­ა­თი და მა­ღალ­ღი­რე­ბუ­ლი ცი­ლაა. ორა­გუ­ლის ხი­ზი­ლა­ლა­ში უხ­ვა­დაა A, B, D და E ვი­ტა­მი­ნე­ბი. აგ­რეთ­ვე ის სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვე­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ბას, მათ შო­რის - რკი­ნა, ფოს­ფო­რი, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნუ­ლი ნა­ერ­თე­ბი და მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ქა­შაყს, ის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ომე­გა–3-ს შე­ი­ცავს, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს. აქ­ვე­ი­თებს სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნეს და და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, სტრე­სის გან­მუხ­ტვა­სა და დეპ­რე­სი­ის დაძ­ლე­ვა­ზე.

თევ­ზის ხა­რის­ხი ისე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც ბოსტნე­უ­ლის. ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სია შე­არ­ჩი­ოთ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ტი. მა­გა­ლი­თად, „ოკე­ა­ნეს“ პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც 19 წე­ლია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ერთ-ერთ მსხვილ წარ­მო­ე­ბად მო­ი­აზ­რე­ბა. ბრენ­დი მომ­ხმა­რე­ბელს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე თევ­ზე­უ­ლის ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვან ასორ­ტი­მენტს სთა­ვა­ზობს. „ოკე­ა­ნეს“ წარ­მო­ე­ბა მა­რაგ­დე­ბა ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნის (ნორ­ვე­გი­ის სა­ნა­პი­რო­ებ­თან) უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ჯან­სა­ღი ნედ­ლე­უ­ლით. მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო კა­ტე­გო­რი­ის თევ­ზი სწო­რედ ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ში ბი­ნად­რობს. თქვენს რა­ცი­ონ­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ტა­ნოთ „ოკე­ა­ნეს“ რო­გორც ცო­ცხა­ლი, შე­ცი­ვე­ბუ­ლი და გა­ყი­ნუ­ლი თევ­ზე­უ­ლი, ასე­ვე და­მა­რი­ლე­ბუ­ლი და და­ბალ­მა­რი­ლი­ა­ნი ქა­შა­ყიც.

ცო­ცხა­ლი თევ­ზი უმ­ჯო­ბე­სია მო­ხარ­შოთ, გა­მო­ა­ცხოთ ღუ­მელ­ში ან გრილ­ზე მო­ამ­ზა­დოთ, ზე­ი­თუ­ნის ზე­თით და ლი­მო­ნის წვე­ნით, რად­გან ტა­ფა­ზე შემ­წვა­რი ორა­გუ­ლი D ვი­ტა­მი­ნის დიდ ნა­წილს კარ­გავს. „ოკე­ა­ნეს“ ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლი გა­მოყ­ვა­ნი­ლია და მას­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი. ასე­ვე, არ სა­ჭი­რო­ებს მომ­ზა­დე­ბას ქა­შა­ყის პრე­სერ­ვე­ბიც.

ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!

ავტორი:

ვიტამინების ნაკლებობა გაზაფხულზე - როგორ ვიკვებოთ ავიტამინოზის დროს

ვიტამინების ნაკლებობა გაზაფხულზე - როგორ ვიკვებოთ ავიტამინოზის დროს

გაზაფხულს მოაქვს არა მხოლოდ სიხარული, კარგი განწყობა და თბილი ამინდები, არამედ დაღლილობის შეგრძნება, იმუნიტეტის დაქვეითება, თმის ცვენა - ერთი სიტყვით, ავიტამინოზი. ასეთ დიაგნოზს გაზაფხულზე ბევრს უსვამენ, განსაკუთრებით კი ბავშვებს. მათი ორგანიზმი ხომ ყველაზე მგრძნობიარეა, დამცავი ფუნქციების დაქვეითებისა და ვიტამინების რეზერვების ამოწურვის მიმართ?!

სწორედ ზამთრის გასვლის შემდეგ საჭიროებს ადამიანი სასარგებლო ნივთიერებების შევსებას. საუკეთესო ვარიანტი ამისთვის დაბალანსებული, სწორი დიეტაა. როგორ ვიკვებოთ და როგორ ავიცილოთ თავიდან ვიტამინების ნაკლებობა? - ამაზე სტატიაში ვისაუბრებთ.

როგორ ვლინდება გაზაფხულზე ავიტამინოზი

თუ საკუთარ თავს ამჩნევთ ძილიანობის მომატებას, გაღიზიანებადობას, აპათიას და სისუსტეს, თუ ხშირად ცივდებით ან ავად ხდებით, დიდი ალბათობით თქვენს ორგანიზმს ვიტამინები აკლია. ავიტამინოზის სიმპტომებს შეიძლება დავუმატოთ კანის სიმშრალე, თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები, სახეზე და ტანზე გამონაყარის გაჩენა.

გაზაფხულის სისუსტეს პირდაპირი კავშირი აქვს კვებასთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორად იკვებოთ. გაზაფხულის რაციონი უნდა იყოს დაბალანსებული და მდიდარი, ორგანიზმისთვის ყველა საჭირო ნივთიერებით - ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ყველა საჭირო მიკროელემენტითა და ვიტამინით.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინები

გამოიყოფა რამდენიმე ვიტამინი, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ესენია: C, D, A, B1, B2 და E ვიტამინები. თითოეული მათგანი ეხმარება ჩვენს ორგანიზმს იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში, ინფექციებისა თუ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგალითად, C ვიტამინი ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას სხვადასხვა ინფექციების მიმართ. მისი მუდმივი არსებობა ორგანიზმში აძლიერებს იმუნიტეტს. D ვიტამინი ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში ეხმარება. A ვიტამინს „მხედველობის ვიტამინს“ უწოდებენ, B1-ს - ანტიდეპრესანტს, B2-ს - ზრდისას, ხოლო E-ს „ახალგაზრდობის ვიტამინს“.

გაზაფხულის დიეტის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტები

მთავარი რეკომენდაცია ავიტამინოზის დროს ისაა, რომ თქვენი რაციონი რაც შეიძლება მრავალფეროვანი გახადოთ. პროდუქტების არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მათ ვიზუალს. არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ დამჭკნარი ან დაზიანებული ბოსტნეული. დაჭრის დროს ბოსტნეული დიდი რაოდენობით ვიტამინს კარგავს, ამიტომ სალათები მოამზადეთ უშუალოდ მირთმევის წინ. რკინასთან კონტაქტი ანადგურებს C ვიტამინს, გამოიყენეთ უჟანგავი ფოლადის დანები.

ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი, რომელიც ორგანიზმისთვის საჭირო ბევრ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს, თევზია. ამიტომ, სასურველია ის კვირაში სამჯერ მაინც მიირთვათ. განსაკუთრებით სასარგებლოა ზეთოვანი თევზი (ორაგული, კალმახი, სკუმბრია, თინუსი, გველთევზა, ქაშაყი). ორაგული შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, მდიდარია ფოსფორით, კალიუმით, მაგნიუმით, ქლორით, რკინით, A, B1, B2, C, E D ვიტამინებით. ნორვეგიული ორაგული ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო თევზია, დელიკატესი, შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინებს, ომეგა სამის ცხიმოვან მჟავებსა და ვიტამინ D-ს.

არანაკლებ სასარგებლოა ორაგულის ხიზილალა. მასში 30%-მდე იშვიათი და მაღალღირებული ცილაა. ორაგულის ხიზილალაში უხვადაა A, B, D და E ვიტამინები. აგრეთვე ის სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ორგანოების ნორმალურ ფუნქციობას, მათ შორის - რკინა, ფოსფორი, სხვადასხვა ორგანული ნაერთები და მინერალური ნივთიერებები.

რაც შეეხება ქაშაყს, ის დიდი რაოდენობით ომეგა–3-ს შეიცავს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სტრესის განმუხტვასა და დეპრესიის დაძლევაზე.

თევზის ხარისხი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ბოსტნეულის. ამიტომ, უმჯობესია შეარჩიოთ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი. მაგალითად, „ოკეანეს“ პროდუქცია, რომელიც 19 წელია ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ მსხვილ წარმოებად მოიაზრება. ბრენდი მომხმარებელს ქართულ ბაზარზე თევზეულის ყველაზე მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. „ოკეანეს“ წარმოება მარაგდება ატლანტიკის ოკეანის (ნორვეგიის სანაპიროებთან) უმაღლესი ხარისხის ჯანსაღი ნედლეულით. მსოფლიოში საუკეთესო კატეგორიის თევზი სწორედ ატლანტიკის ოკეანეში ბინადრობს. თქვენს რაციონში შეგიძლიათ შეიტანოთ „ოკეანეს“ როგორც ცოცხალი, შეცივებული და გაყინული თევზეული, ასევე დამარილებული და დაბალმარილიანი ქაშაყიც.

ცოცხალი თევზი უმჯობესია მოხარშოთ, გამოაცხოთ ღუმელში ან გრილზე მოამზადოთ, ზეითუნის ზეთით და ლიმონის წვენით, რადგან ტაფაზე შემწვარი ორაგული D ვიტამინის დიდ ნაწილს კარგავს. „ოკეანეს“ ნორვეგიული ორაგული გამოყვანილია და მასში შენარჩუნებულია სასარგებლო თვისებები. ასევე, არ საჭიროებს მომზადებას ქაშაყის პრესერვებიც.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"