უკრაინული მხარის ძალიან კარგი დახვედრა იყო, მაგრამ რაღაც პრეტენზიებიც ჰქონდათ, რომელიც, ჩემი აზრით, გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი ხელისუფლება და უკრაინის ხელისუფლება გაბუტულების რეჟიმში არიან, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობის დალაგებისთვის ყველანაირი საფუძველი არსებობს.
"იქ შესარიგებელიც არაფერი იყო იმდენად კარგად დაგვხვდნენ, მაგრამ მათ პრეტენზიები ჰქონდათ საქართველოსთან ის, რაც ისედაც ვიცოდით, რომ პრეტენზიები ჰქონდათ. ეს პრეტენზიები შეეხებოდა იმას, რომ ჩვენი პოზიცია არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, სანქციებთან დაკავშირებით არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რატომ არ ვაწესებთ მაგალითად, ბილატერალურ სანქციებს, რატომ გვაქვს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებთან და ამ ყველა კითხვაზე, ამ საკითხებზე საუბარი მხარეებს შორის შეიძლებოდა, რომ წინასწარ ყოფილიყო.
ჩემი აზრით, ყველანაირი საფუძველი არსებობს ურთიერთობის დალაგების დასაწყებად. სუფთა ფურცლიდან ახლა, შეიძლება რაღაც ურთიერთობის აწყობა. მე ასე ვუყურებ ამ სიტუაციას. მთავარია, რომ ამ ხალხს ელაპარაკო და იმუშაო და არ ჩავიდეთ ჩვენ იქ, გამოგონილი "ქოც-ნაცური" პრობლემებით. ჩვენი შიდა პოლიტიკის იქ ჩატანა ძალიან არასწორია“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
შენც ზურგი უნდა უჩვენო, თორემ უზურგო ეგონებიო! - ქართული ანდაზა. აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის პარალელურად, "უვიზო რეჟიმის" დაწესება ამ ქვეყანასთან იყო ყოვლად ალოგიკური (რომ არ ვთქვა - იდიოტური) საქციელი!.. მაგრამ ამის გამო არ უნდა გვსაყვედურობდეს უკრაინა, რომელიც დღემდე რუსულ გაზზეა მიფიცხებული! - ჯერ საკუთარი ქმედებები გააანალიზონ, მერე ის გაიხსენონ, ჩვენი აგვისტოს ომი როგორი სახითხითო იყო მათი პრეზიდენტისათვის!.. მერე, ჩვენი მხარდამჭერი რეზოლუციაც კი ორჯერ რომ ჩააგდო "რადამ"... საქართველოს მხარი დაუჭირა დეპუტატთა მხოლოდ 15%-მა, საქართველოს წინააღმდეგ ხმა მისცეს დეპუტატთა 45%-მა, ხმის მიცემისაგან თავი შეიკავეს უკრაინის რადის 450 დეპუტატმა. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის დაგმობის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 65 დეპუტატმა დაუჭირა!...2009 წლის 9 მაისს, საქართველოში მომხდარი ტრაგედიის, სამხედრო აგრესიისა და გაფორმებული ოკუპაციის 9 თვის თავზე უკრაინამ რუს ოკუპანტებთან ერთად მოსკოვის წითელ მოედანზე ერთობლივ საზეიმო აღლუმში მიიღო მონაწილეობა თავისი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობით (Sic!). - აი, ესენი უნდა შეგეხსენებინათ მათთვის, რომ ცოტა დაიმოკლონ სრულიად უსაფუძვლო პრეტენზიები! (საერთოდ, არც უნდა წასულიყავით, ჩემი აზრით, სანამ ბოდიშს არ მოიხდიდნენ და ელჩს არ დააბრუნებდნენ!).
ერთი ამან თქვა სიმართლე! არ იკითხავთ იქ ჩასვლისთვის რა ფულები დაერიცხებათ???