უკრაინის პირველი ლედის განცხადებით, რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში გამოვლენილი არაადამიანურობის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მათ ანალოგიურად ექცევიან საკუთარ ქვეყანაში. ამის შესახებ ელენა ზელენსკამ ჩეხურ ყოველდღიურ გამოცემა Respekt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"ახლა მთელი მსოფლიო ცდილობს რუსების ასეთი არაადამიანურობის მიზეზი ამოიცნონ. ჩემი ვერსიით, ეს პირველ რიგში იმის ასახვაა თუ როგორ ექცევა თავად რუსეთის ხელისუფლება თავის ჯარისკაცებსა და ზოგადად ხალხს. ეს არის დაქვემდებარებულების დამცირებისა და ძლიერების დაუსჯელობის ნაზავი. და როდესაც მსგავსი დამცირებული დაქვემდებარებული იღებს ძალაუფლებას - ის ხდება მანიაკი და სამაგიეროს უხდის მსოფლიოს“,- განაცხადა პირველმა ლედიმ.
რატომ არ ფიქრობთ, თქვენ როგორ ექცევით თქვენს ხალხს. ერის და ქვეყნის ასე გაწირვა შეიძლება? ხომ შეიძლებოდა, მოლაპარაკებებით გადაწყვეტილიყო ყველა საკითხი. რა მოიგეთ ამით.
რა ნაცნობია მოსაზრება ქართული რეალობისთვის!