პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ეწვევიან
საქართველოს ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ეწვევიან

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო და სა­გა­რეო ოპე­რა­ცი­ე­ბის ასიგ­ნე­ბე­ბის ქვე­კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე და სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის წევ­რი, სე­ნა­ტო­რი კრის კუნ­სი, მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში, საფ­რან­გეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და იტა­ლი­ა­ში კონ­გრე­სის დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზიტს უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან სე­ნა­ტო­რი გარი პი­ტერ­სი, შიდა უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სამ­თავ­რო­ბო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, სე­ნა­ტო­რი ბობ ქე­ი­სი, კონ­გრეს­მე­ნი სტე­ფან მერ­ფი, კონ­გრეს­მე­ნი ქე­ით­ლი რა­ი­სი, კონ­გრეს­მე­ნი დე­ვიდ სი­სი­ლი­ნი და კონ­გრეს­მე­ნი ტედ დო­ი­ჩი.

დე­ლე­გა­ცია აშშ-ის დიპ­ლო­მა­ტებს, მთავ­რო­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ლი­დე­რებს თი­თო­ე­ულ ქვე­ყა­ნა­ში შეხ­ვდე­ბა, რათა გა­ნი­ხი­ლონ ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის მხარ­და­ჭე­რი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა, გა­ამ­ყა­რონ მძლავ­რი რე­ა­გი­რე­ბა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ომის გამო და გა­ნამ­ტკი­ცონ ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა. დე­ლე­გა­ცია ასე­ვე გა­ნი­ხი­ლავს სა­ერ­თო გლო­ბა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­გო­რი­ცაა კო­ვიდ-19 პან­დე­მია, გლო­ბა­ლუ­რი შიმ­ში­ლი, მიგ­რან­ტთა კრი­ზი­სი, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა და ია­რა­ღის გა­უვრცე­ლებ­ლო­ბა.

"ვა­მა­ყობ, რომ ევ­რო­პი­სა და ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის­თვის ამ კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში ვუ­ერ­თდე­ბი კონ­გრე­სის დე­ლე­გა­ცი­ას ჩემს კო­ლე­გებ­თან ერ­თად,”- გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა კუნსმა.

მი­სი­ვე თქმით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი წინ უნდა წა­უ­ძღვეს გლო­ბა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბა­სა და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ძი­ე­ბას, და­წყე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი კო­ვიდ-19 პან­დე­მი­ი­თა და 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში გლო­ბა­ლუ­რი დღის წეს­რი­გის შე­მუ­შა­ვე­ბით, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე.

"ჩვენ ამას მხო­ლოდ ჩვენს მე­გობ­რებ­თან და მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად შევ­ძლებთ. მო­უთ­მენ­ლად ველი ამ კრი­ტი­კულ სა­კი­თხებ­ზე აშშ-ის მთა­ვარ პარტნი­ო­რებ­თან შეხ­ვედ­რას,”- გა­ნა­ცხა­და კუნსმა.

ამას­თან, სე­ნა­ტო­რი პი­ტერ­სის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის მთავ­რო­ბის აგ­რე­სი­ამ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ კი­დევ უფრო და­არ­წმუ­ნა ამე­რი­კა ევ­რო­პელ მო­კავ­ში­რე­ებ­თან მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბის შემ­დგო­მი გაძ­ლი­ე­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში.

"ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი მტკი­ცედ და თან­მიმ­დევ­რუ­ლად პა­სუ­ხობს ვლა­დი­მერ პუ­ტინს და მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო­ებ­სა და ხალ­ხს. მო­უთ­მენ­ლად ველი ჩვენს პარტნი­ო­რებ­სა და მო­კავ­ში­რე­ებ­თან შეხ­ვედ­რას ევ­რო­პა­ში, რათა გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვე­ნი სა­ერ­თო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვა,” - გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა პი­ტერ­სმა.

რო­გორც კი­დევ ერთი სე­ნა­ტო­რი კე­ი­სი აცხა­დებს, პუ­ტინს შე­იძ­ლე­ბა ეგო­ნა, რომ მას შე­ეძ­ლო დე­მოკ­რა­ტი­ის და­ზი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ მსოფ­ლიო მის წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თი­ა­ნია.

"იმ ფონ­ზე, როცა პუ­ტი­ნი აგ­რძე­ლებს უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმებს, ჩვე­ნი ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სე­ბი ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც არას­დროს. პრე­ზი­დენტ ბა­ი­დე­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ისი­ნი [ალი­ან­სე­ბი] უფრო ძლი­ე­რე­ბი არი­ან, ვიდ­რე ოდეს­მე,” – თქვა სე­ნა­ტორ­მა კე­ი­სიმ და დას­ძი­ნა, რომ ის მო­უთ­მენ­ლად ელის მთა­ვარ მო­კავ­ში­რე­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რათა გაგ­რძელ­დეს გლო­ბა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბა და სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვა.

დე­ლე­გა­ცი­ის ერთ-ერთი წევ­რის კონ­გრეს­ვუ­მე­ნის რა­ი­სის გან­ცხა­დე­ბით, მის­თვის დიდი პა­ტი­ვია ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ლე­გა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, რათა კი­დევ უფრო გამ­ყარ­დეს და გაძ­ლი­ერ­დეს ევ­რო­პელ მო­კავ­ში­რე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ამ არე­უ­ლო­ბის ფონ­ზე.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო ალი­ან­სე­ბი არის აშშ-ის უმ­თავ­რე­სი ია­რა­ღი გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და მო­უთ­მენ­ლად ველი იმის გან­ხილ­ვას, თუ რო­გორ შეგ­ვიძ­ლია გა­ვერ­თი­ან­დეთ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად და ამ უაზ­რო ძა­ლა­დო­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად,” - აღ­ნიშ­ნა მან.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­გრეს­მენ სი­სი­ლი­ნის პო­ზი­ცი­ას, მისი თქმით, პრე­ზი­დენტ ბა­ი­დე­ნის წყა­ლო­ბით, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და­იბ­რუ­ნა ლი­დე­რო­ბა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით.

"ამ ვი­ზი­ტის მეშ­ვე­ო­ბით გან­ვამ­ტკი­ცებთ ჩვე­ნი ალი­ან­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში უკა­ნო­ნო, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შეჭ­რის წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თობ­ლივ რე­ა­გი­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბით. მო­უთ­მენ­ლად ველი ჩვენს შეხ­ვედ­რებს და იმის გან­ხილ­ვას, თუ რო­გორ შეგ­ვიძ­ლია უკე­თე­სი მო­მავ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, კო­ვიდ-19 პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი და ჯან­დაც­ვის კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის ფონ­ზე,“- აღ­ნიშ­ნა მან.

დე­ლე­გა­ცი­ის კი­დევ ერთი წევ­რის კონ­გრეს­ვუ­მე­ნის მერ­ფის გან­ცხა­დე­ბით, პუ­ტი­ნის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის კვალ­დაკ­ვალ, ამე­რი­კის ლი­დე­რე­ბის­თვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ევ­რო­პელ მო­კავ­ში­რე­ებ­სა და პარტნი­ო­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გავ­ლა.

"ვაჩ­ვე­ნოთ ერ­თი­ა­ნო­ბა და გან­ვამ­ტკი­ცოთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ჩვე­ნი დე­ლე­გა­ცია იმოგ­ზა­უ­რებს საფ­რან­გეთ­სა და იტა­ლი­ა­ში – ამე­რი­კის ორ უძ­ლი­ე­რეს მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნებ­ში, და სა­ქარ­თვე­ლო­ში – ნატო-ს ერთ-ერთ უახ­ლო­ეს პარტნი­ორ სა­ხელ­მწი­ფო­ში. მო­უთ­მენ­ლად ველი და­მა­ტე­ბი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გან­ხილ­ვას, რომ­ლე­ბიც შეგ­ვიძ­ლია გა­დავ­დგათ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად და რუ­სე­თის­თვის მძი­მე ფა­სის და­სა­კის­რებ­ლად,“- აღ­ნიშ­ნა მერ­ფიმ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

ესენი კიდევ არ გვეშვებიან???

ალექს
1

გაგვაიბედურონ უნდა ?

ავტორი:

საქართველოს ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ეწვევიან

საქართველოს ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ეწვევიან

აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი, მიმდინარე კვირაში, საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში კონგრესის დელეგაციის ვიზიტს უხელმძღვანელებს.

ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი გარი პიტერსი, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი, კონგრესმენი სტეფან მერფი, კონგრესმენი ქეითლი რაისი, კონგრესმენი დევიდ სისილინი და კონგრესმენი ტედ დოიჩი.

დელეგაცია აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს თითოეულ ქვეყანაში შეხვდება, რათა განიხილონ ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება. დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კოვიდ-19 პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა.

"ვამაყობ, რომ ევროპისა და ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის ამ კრიტიკულ მომენტში ვუერთდები კონგრესის დელეგაციას ჩემს კოლეგებთან ერთად,”- განაცხადა სენატორმა კუნსმა.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, დაწყებული საერთაშორისო უსაფრთხოებით, დამთავრებული კოვიდ-19 პანდემიითა და 21-ე საუკუნეში გლობალური დღის წესრიგის შემუშავებით, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე.

"ჩვენ ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ. მოუთმენლად ველი ამ კრიტიკულ საკითხებზე აშშ-ის მთავარ პარტნიორებთან შეხვედრას,”- განაცხადა კუნსმა.

ამასთან, სენატორი პიტერსის განცხადებით, რუსეთის მთავრობის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაარწმუნა ამერიკა ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაში.

"ტრანსატლანტიკური ალიანსი მტკიცედ და თანმიმდევრულად პასუხობს ვლადიმერ პუტინს და მხარს უჭერს უკრაინის სამხედროებსა და ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან შეხვედრას ევროპაში, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა,” - განაცხადა სენატორმა პიტერსმა.

როგორც კიდევ ერთი სენატორი კეისი აცხადებს, პუტინს შეიძლება ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია.

"იმ ფონზე, როცა პუტინი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს, ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსები ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით ისინი [ალიანსები] უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ოდესმე,” – თქვა სენატორმა კეისიმ და დასძინა, რომ ის მოუთმენლად ელის მთავარ მოკავშირეებთან თანამშრომლობას, რათა გაგრძელდეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება და საერთო ღირებულებების დაცვა.

დელეგაციის ერთ-ერთი წევრის კონგრესვუმენის რაისის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია ამ მნიშვნელოვან დელეგაციაში მონაწილეობის მიღება, რათა კიდევ უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობა ამ არეულობის ფონზე.

"საერთაშორისო ალიანსები არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მოუთმენლად ველი იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია გავერთიანდეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ამ უაზრო ძალადობის დასასრულებლად,” - აღნიშნა მან.

რაც შეეხება კონგრესმენ სისილინის პოზიციას, მისი თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის წყალობით, შეერთებულმა შტატებმა დაიბრუნა ლიდერობა მსოფლიო მასშტაბით.

"ამ ვიზიტის მეშვეობით განვამტკიცებთ ჩვენი ალიანსების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში უკანონო, დაუსაბუთებელი შეჭრის წინააღმდეგ ერთობლივ რეაგირებაზე მუშაობით. მოუთმენლად ველი ჩვენს შეხვედრებს და იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია უკეთესი მომავლის მშენებლობის გაგრძელება, კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისიდან გამოსვლის ფონზე,“- აღნიშნა მან.

დელეგაციის კიდევ ერთი წევრის კონგრესვუმენის მერფის განცხადებით, პუტინის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ, ამერიკის ლიდერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კონსულტაციების გავლა.

"ვაჩვენოთ ერთიანობა და განვამტკიცოთ ურთიერთობები. ჩვენი დელეგაცია იმოგზაურებს საფრანგეთსა და იტალიაში – ამერიკის ორ უძლიერეს მოკავშირე ქვეყნებში, და საქართველოში – ნატო-ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორ სახელმწიფოში. მოუთმენლად ველი დამატებითი ნაბიჯების განხილვას, რომლებიც შეგვიძლია გადავდგათ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის მძიმე ფასის დასაკისრებლად,“- აღნიშნა მერფიმ.