პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინისტი სოლოვიოვი "მოსკოვის" ჩაძირვის გამო გაცოფებულია: "ამიხსენით, რა ჯანდაბაა, როგორ მოახერხეთ მისი დაკარგვა?!"
პუტინისტი სოლოვიოვი "მოსკოვის" ჩაძირვის გამო გაცოფებულია: "ამიხსენით, რა ჯანდაბაა, როგორ მოახერხეთ მისი დაკარგვა?!"

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ო­ვი რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის სა­რა­კე­ტო კრე­ი­სერ "მოს­კო­ვის" ჩა­ძირ­ვის გამო გა­ცო­ფე­ბუ­ლია.

"უბ­რა­ლოდ გა­ცი­ფე­ბუ­ლი ვარ, რა მო­უ­ვი­და ჩირ­ნა­მოს­კის ფლო­ტის კრე­ი­სერ "მოს­კოვს". რო­დე­საც ჩვენ ვამ­ბობთ, დიახ, ის ბევ­რი წლის იყო, დიახ, ის გა­ა­რე­მონ­ტეს, დიახ, ამ სე­რი­ის ხო­მალ­დებს ნამ­დვი­ლად აქვთ სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი მეს­მის, მაგ­რამ ამიხ­სე­ნით, რო­გორ შეძ­ლით მისი და­კარ­გვა? ამიხ­სე­ნით, რა ჯან­და­ბაა, რო­გორ აღ­მოჩ­ნდით შავი ზღვის იმ ნა­წილ­ში იმ დროს?! ჩემ­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რა მოხ­და. რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ორი რა­კე­ტა იყო. და რო­დი­დან ეში­ნია ხო­მალდს სა­რე­კა­ტო დარ­ტყმის, რო­დე­საც მას აქვს თავ­დაც­ვის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რომ ამ მას­შტა­ბის დარ­ტყმას გა­უძ­ლოს. გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი არ იყო? კარ­გი, თუნ­დაც ორი რა­კე­ტა ყო­ფი­ლი­ყო, გაჩ­ნდა ხან­ძა­რი, რო­გო­რი ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა გქონ­დათ, ამიხ­სე­ნით გთხოვთ. რა­ტომ არ ამუ­შავ­და ის? ხო­მალ­დი შიგ­ნი­დან თით­ქმის ბო­ლომ­დე და­იწ­ვა..." - ამ­ბობს სო­ლო­ვი­ო­ვი ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში.

ცნო­ბის­თვის, 13 აპ­რილს, უკ­რა­ი­ნულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის სა­რა­კე­ტო კრე­ი­სერს "მოს­კოვს“ უკ­რა­ი­ნუ­ლი "ნეპ­ტუ­ნის“ ორი რა­კე­ტა მოხ­ვდა. "სამ­ხედ­რო ხო­მალ­დი იწ­ვის", - წერ­და უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "უნი­ა­ნი“. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ "მოს­კო­ვის" გა­ნად­გუ­რე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კრე­ი­სე­რი "მოს­კო­ვი“ ზუს­ტად იგი­ვე რუ­სუ­ლი ხო­მალ­დია, სა­ი­და­ნაც უკ­რა­ი­ნელ მე­სა­ზღვრე­ებს, თე­ბერ­ვლის ბო­ლოს, ზმე­ი­ნის კუნ­ძულ­ზე, და­ნე­ბე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ. პა­სუ­ხად კი - უკ­რა­ი­ნე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბის­გან ცნო­ბი­ლი ფრა­ზა: "Русский военный корабль, иди на х*й“ მი­ი­ღეს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტერეზა მეი
0

რაც ქონება დაუყადაღეს უცხოეთში, გადაბმულად სვამს. როდის გასკდება ამდენი ლოთობისა და ბოღმისაგან.

 

მარი
0

შორიდან რომ უბაკუნებ ფეხებს, წადი და იომე, თუ გაცოფებული ხარ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პუტინისტი სოლოვიოვი "მოსკოვის" ჩაძირვის გამო გაცოფებულია: "ამიხსენით, რა ჯანდაბაა, როგორ მოახერხეთ მისი დაკარგვა?!"

პუტინისტი სოლოვიოვი "მოსკოვის" ჩაძირვის გამო გაცოფებულია: "ამიხსენით, რა ჯანდაბაა, როგორ მოახერხეთ მისი დაკარგვა?!"

კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ "მოსკოვის" ჩაძირვის გამო გაცოფებულია.

"უბრალოდ გაციფებული ვარ, რა მოუვიდა ჩირნამოსკის ფლოტის კრეისერ "მოსკოვს". როდესაც ჩვენ ვამბობთ, დიახ, ის ბევრი წლის იყო, დიახ, ის გაარემონტეს, დიახ, ამ სერიის ხომალდებს ნამდვილად აქვთ სუსტი წერტილები, ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ ამიხსენით, როგორ შეძლით მისი დაკარგვა? ამიხსენით, რა ჯანდაბაა, როგორ აღმოჩნდით შავი ზღვის იმ ნაწილში იმ დროს?! ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა. როგორც უკრაინელები ამბობენ, ორი რაკეტა იყო. და როდიდან ეშინია ხომალდს სარეკატო დარტყმის, როდესაც მას აქვს თავდაცვის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ ამ მასშტაბის დარტყმას გაუძლოს. გააქტიურებული არ იყო? კარგი, თუნდაც ორი რაკეტა ყოფილიყო, გაჩნდა ხანძარი, როგორი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გქონდათ, ამიხსენით გთხოვთ. რატომ არ ამუშავდა ის? ხომალდი შიგნიდან თითქმის ბოლომდე დაიწვა..." - ამბობს სოლოვიოვი ერთ-ერთ გადაცემაში.

ცნობისთვის, 13 აპრილს, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერს "მოსკოვს“ უკრაინული "ნეპტუნის“ ორი რაკეტა მოხვდა. "სამხედრო ხომალდი იწვის", - წერდა უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი“. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "მოსკოვის" განადგურება ოფიციალურად დაადასტურა.

მედიის ინფორმაციით, კრეისერი "მოსკოვი“ ზუსტად იგივე რუსული ხომალდია, საიდანაც უკრაინელ მესაზღვრეებს, თებერვლის ბოლოს, ზმეინის კუნძულზე, დანებებისკენ მოუწოდებდნენ. პასუხად კი - უკრაინელი მესაზღვრეებისგან ცნობილი ფრაზა: "Русский военный корабль, иди на х*й“ მიიღეს.

ასევე იხილეთ: