მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური "სთორის" გაგრძელება: მაქსიმ ვიტორგანი ყოფილი ცოლის სამშობლოში დააფიქსირეს - რას წერს რუსული მედია ნინი ნინიძის ყოფილ საქმროზე?
სკანდალური "სთორის" გაგრძელება: მაქსიმ ვიტორგანი ყოფილი ცოლის სამშობლოში დააფიქსირეს - რას წერს რუსული მედია ნინი ნინიძის ყოფილ საქმროზე?

თუ ვინ­მემ ჯერ კი­დევ არ იცის, სად გა­უ­ჩი­ნარ­და ცნო­ბი­ლი რუსი მსა­ხი­ო­ბი მაქ­სიმ ვი­ტორ­გა­ნი, მა­შინ გე­ტყვით, რომ მას­თან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა და ის, ისე­ვე რო­გორც მისი ყო­ფი­ლი ცოლი ქსე­ნია სობ­ჩა­კი, ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში ის­რა­ელ­ში წა­ვი­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს, რად­გან ჯერ კი­დევ მარ­ტის და­სა­წყის­ში წერ­დნენ, რომ პო­პუ­ლა­რულ­მა ვი­ტორ­გან­მა რუ­სე­თი და­ტო­ვა.

ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მა­მა­კა­ცის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ მხო­ლოდ ერთი მი­ზე­ზის გამო მი­იქ­ცია, ის ქსე­ნია სობ­ჩა­კის ყო­ფი­ლი ქმა­რი და რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის, ნინო ნი­ნი­ძის საქმრო გახ­ლდათ.

ნინო ნი­ნი­ძე და მაქ­სიმ ვი­ტორ­გა­ნი

მაქს ვი­ტორ­გა­ნი რუ­სეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცია. რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში და­წყე­ბუ­ლი ომი "ინ­სტარ­გამ­ზე" მხო­ლოდ ერთი სი­ტყვით შე­ა­ფა­სა. "სირ­ცხვი­ლი" - და­წე­რა და ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა.

ის თვე­ზე მეტ­ხანს იყო გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი, ბო­ლოს კი ორი დღის წინ ის­რა­ელ­ში გა­და­ი­ღეს, რო­დე­საც შვი­ლებ­თან პო­ლი­ნას­თან და და­ნი­ელ­თან ერ­თად თე­ლა­ვი­ვის ერთ-ერთ ცნო­ბილ კა­ფე­ში იჯდა. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ კა­ფეს "მო­ხუ­ცი და ზღვა" ან­ტი­სე­მი­ტი მფლო­ბე­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც არაბ ტე­რო­რის­ტებს აფი­ნან­სებს. მე­დი­ა­ში იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მაქ­სიმ­მა ეს ფაქ­ტი უბ­რა­ლოდ არ იცო­და.

რო­დის ჩა­ვი­და ვი­ტორ­გა­ნი ის­რა­ელ­ში უც­ნო­ბია, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მას­თან არ არის მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ნინო ნი­ნი­ძე. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ შე­საძ­ლოა მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბა გახ­ლდათ.

ვი­ტორ­განს სამი ქორ­წი­ნე­ბი­დან სამი შვი­ლი ჰყავს, მათ შო­რის უმ­ცრო­სი ქსე­ნია სობ­ჩა­კის­გან, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ ასე­ვე შვილ­თან ერ­თად ის­რა­ელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მაქ­სი­მი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის ემა­ნუ­ელ ვი­ტორ­გა­ნი­სა და ალა ბალ­ტე­რის შვი­ლია.

ნინო ნი­ნი­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო დროს სულ უფრო აწუ­ხებს მის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს. რისი ბრა­ლიც შე­საძ­ლოა ბოლო დროს მაქ­სიმ ვი­ტორ­გან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბია, რო­მელ­თა­ნაც ომის და­წყე­ბამ­დე ვარ­სკვლა­ვი ნამ­დვი­ლად ბედ­ნი­ე­რი იყო.

ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის 30 წლის მსა­ხი­ო­ბი­სა და 49 წლის პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და რე­ჟი­სო­რის რო­მა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ორ წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და. სწო­რედ ნი­ნოს მკლა­ვებ­ში იპო­ვა მაქ­სიმ­მა ნუ­გე­ში ქსე­ნია სობ­ჩაკ­თან გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, რო­მელ­მაც ის კონ­სტან­ტი­ნე ბო­გო­მო­ლოვ­ში გაც­ვა­ლა.

ჩან­და, რომ წყვი­ლი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნებ. ვი­ტორ­გა­ნი და ნი­ნი­ძე დღე და ღა­მეს ერ­თად ატა­რებ­დნენ, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი კი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი იყ­ვნენ, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ქორ­წი­ლის თა­რიღს მალე გა­მო­ა­ცხა­დებ­დნენ. თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და.

მას შემ­დეგ, რაც ვი­ტორ­გა­ნი რუ­სე­თი­დან გაქ­რა, ეს სწო­რედ იმ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, ქსე­ნია სობ­ჩაკ­მა შვილ­თან ერ­თად მოს­კო­ვი რომ და­ტო­ვა. მე­დი­ა­ში წერ­დნენ რომ ყო­ფი­ლე­ბი სწო­რედ ის­რა­ელ­ში შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. ამ დროს ნინო ნი­ნი­ძე დეპ­რე­სი­ას რუ­სეთ­ში ებ­რძო­და. ნი­ნი­ძე ინ­ტაგ­რამ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ერთ-ერთ ბოლო პოს­ტში წერს, "სა­დაც იმე­დი კვდე­ბა, იქ სი­ცა­რი­ე­ლეა..."

ფო­ტო­ზე: სობ­ჩა­კი, ნი­ნი­ძე და ვი­ტორ­გა­ნი

ნინო ნი­ნი­ძეს, ის 1991 წლის 13 ივ­ლისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და, მსა­ხი­ობ ია ნი­ნი­ძის მხატ­ვარ მი­ხე­ილ ბუ­ჩენ­კოვ­თან მე­სა­მედ ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ. მალე ნი­ნოს მამა სა­ქარ­თვე­ლო­დან აშშ-ში გა­იქ­ცა, 1997 წელს დე­და­მის­მა ია ნი­ნი­ძემ გა­და­წყვი­ტა შვი­ლებ­თან ერ­თად მოს­კოვ­ში გა­და­სუ­ლი­ყო სა­ცხოვ­რებ­ლად. ნინო ნი­ნი­ძე ერთხელ უკვე იყო ქორ­წი­ნე­ბა­ში. მას უკ­რა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის მსა­ხი­ო­ბიბ­თან სა­ერ­თო შვი­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი ვაჟი ჰყავს. ია და ნინო ნი­ნი­ძე­ებს ამ დრომ­დე რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომზე გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საადი
1

მოკლე კომენტარი: ვინ ვისი ვინაა ვერ გაიგებ.....

Ვააა
1

Ია ნინიძეს ის მიხეილ ბუჩენკოვთან თუ ეყოლა ქართული წარმოშობის როგორაა ვინმემ ამიხსენით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სკანდალური "სთორის" გაგრძელება: მაქსიმ ვიტორგანი ყოფილი ცოლის სამშობლოში დააფიქსირეს - რას წერს რუსული მედია ნინი ნინიძის ყოფილ საქმროზე?

სკანდალური "სთორის" გაგრძელება: მაქსიმ ვიტორგანი ყოფილი ცოლის სამშობლოში დააფიქსირეს - რას წერს რუსული მედია ნინი ნინიძის ყოფილ საქმროზე?

თუ ვინმემ ჯერ კიდევ არ იცის, სად გაუჩინარდა ცნობილი რუსი მსახიობი მაქსიმ ვიტორგანი, მაშინ გეტყვით, რომ მასთან ყველაფერი კარგადაა და ის, ისევე როგორც მისი ყოფილი ცოლი ქსენია სობჩაკი, ისტორიულ სამშობლოში ისრაელში წავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, რადგან ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში წერდნენ, რომ პოპულარულმა ვიტორგანმა რუსეთი დატოვა.

ქართული მედიის ყურადღება მამაკაცის გაუჩინარებამ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო მიიქცია, ის ქსენია სობჩაკის ყოფილი ქმარი და რუსეთში მოღვაწე ქართველი მსახიობის, ნინო ნინიძის საქმრო გახლდათ.

ნინო ნინიძე და მაქსიმ ვიტორგანი

მაქს ვიტორგანი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცია. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი "ინსტარგამზე" მხოლოდ ერთი სიტყვით შეაფასა. "სირცხვილი" - დაწერა და ქვეყანა დატოვა.

ის თვეზე მეტხანს იყო გაუჩინარებული, ბოლოს კი ორი დღის წინ ისრაელში გადაიღეს, როდესაც შვილებთან პოლინასთან და დანიელთან ერთად თელავივის ერთ-ერთ ცნობილ კაფეში იჯდა. რუსული მედია წერს, რომ კაფეს "მოხუცი და ზღვა" ანტისემიტი მფლობელი ჰყავს, რომელიც არაბ ტერორისტებს აფინანსებს. მედიაში იმედოვნებენ, რომ მაქსიმმა ეს ფაქტი უბრალოდ არ იცოდა.

როდის ჩავიდა ვიტორგანი ისრაელში უცნობია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მასთან არ არის მისი შეყვარებული ნინო ნინიძე. რუსული მედია წერს, რომ შესაძლოა მათი დაშორების მიზეზი პოლიტიკური უთანხმოება გახლდათ.

ვიტორგანს სამი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, მათ შორის უმცროსი ქსენია სობჩაკისგან, რომელიც ცოტა ხნის წინ ასევე შვილთან ერთად ისრაელში იმყოფებოდა. მაქსიმი ცნობილი მსახიობების ემანუელ ვიტორგანისა და ალა ბალტერის შვილია.

ნინო ნინიძის მდგომარეობა ბოლო დროს სულ უფრო აწუხებს მის თაყვანისმცემლებს. რისი ბრალიც შესაძლოა ბოლო დროს მაქსიმ ვიტორგანთან ურთიერთობაში ცვლილებებია, რომელთანაც ომის დაწყებამდე ვარსკვლავი ნამდვილად ბედნიერი იყო.

ქართული წარმოშობის 30 წლის მსახიობისა და 49 წლის პოპულარული მსახიობისა და რეჟისორის რომანი დაახლოებით ორ წელიწადს გაგრძელდა. სწორედ ნინოს მკლავებში იპოვა მაქსიმმა ნუგეში ქსენია სობჩაკთან განშორების შემდეგ, რომელმაც ის კონსტანტინე ბოგომოლოვში გაცვალა.

ჩანდა, რომ წყვილი ძალიან ბედნიერები იყვნებ. ვიტორგანი და ნინიძე დღე და ღამეს ერთად ატარებდნენ, თაყვანისმცემლები კი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ შეყვარებულები ქორწილის თარიღს მალე გამოაცხადებდნენ. თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა.

მას შემდეგ, რაც ვიტორგანი რუსეთიდან გაქრა, ეს სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, ქსენია სობჩაკმა შვილთან ერთად მოსკოვი რომ დატოვა. მედიაში წერდნენ რომ ყოფილები სწორედ ისრაელში შეხვდნენ ერთმანეთს. ამ დროს ნინო ნინიძე დეპრესიას რუსეთში ებრძოდა. ნინიძე ინტაგრამზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ბოლო პოსტში წერს, "სადაც იმედი კვდება, იქ სიცარიელეა..."

ფოტოზე: სობჩაკი, ნინიძე და ვიტორგანი

ნინო ნინიძეს, ის 1991 წლის 13 ივლისს თბილისში დაიბადა, მსახიობ ია ნინიძის მხატვარ მიხეილ ბუჩენკოვთან მესამედ ქორწინების შემდეგ. მალე ნინოს მამა საქართველოდან აშშ-ში გაიქცა, 1997 წელს დედამისმა ია ნინიძემ გადაწყვიტა შვილებთან ერთად მოსკოვში გადასულიყო საცხოვრებლად. ნინო ნინიძე ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში. მას უკრანული წარმოშობის მსახიობიბთან საერთო შვილი მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს. ია და ნინო ნინიძეებს ამ დრომდე რუსეთ-უკრაინის ომზე განცხადება არ გაუკეთებიათ.