სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სადაც მიმისჯით ყოფნას, იქ მირჩევნია - არ შემიძლია, ჩემს შვილებს ვუყურო თვალებში" -  ბუღალტერს, რომელიც საბიუჯეტო სახსრებს ტოტალიზატორებში იყენებდა, პატიმრობა შეეფარდა
"სადაც მიმისჯით ყოფნას, იქ მირჩევნია - არ შემიძლია, ჩემს შვილებს ვუყურო თვალებში" -  ბუღალტერს, რომელიც საბიუჯეტო სახსრებს ტოტალიზატორებში იყენებდა, პატიმრობა შეეფარდა

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის "კულ­ტუ­რი­სა და ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ა­გენ­ტოს“ მთა­ვარ ბუ­ღალ­ტერს, რო­მე­ლიც სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრებს ინ­ტერ­ნეტ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებ­ში იყე­ნებ­და, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ლე­ი­ლა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის ბრალ­დე­ბით გუ­შინ და­ა­კა­ვეს.

ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სწო­რედ პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნა იყო, რაც სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა.

ბრალ­დე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, მის­თვის იმ­დე­ნად მძი­მეა ოჯა­ხის წევ­რებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა, რომ მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

პრო­კუ­რორს ლე­ი­ლა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა თხოვ­ნით მი­მარ­თა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ კულ­ტუ­რის სა­ა­გენ­ტო­ში ,"ძვე­ლი წლე­ბიც ამო­ი­ღოს“.

"არა­ფერს არ ვი­თხოვ, ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლე, სა­დაც მი­მის­ჯით ყოფ­ნას, იქ მირ­ჩევ­ნია, მე არ შე­მიძ­ლია, გა­რეთ ჩემს შვი­ლებს და ხალ­ხს ვუ­ყუ­რო თვა­ლებ­ში. მხო­ლოდ ერთ რა­მეს გთხოვთ ბა­ტო­ნო პრო­კუ­რო­რო, ძვე­ლი წლე­ბი ამო­ი­ღეთ, იმი­ტომ კი არა, რომ რამე შე­ღა­ვათს ვი­თხოვ, უბ­რა­ლოდ, არ მინ­და, რომ ასე დას­რულ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ამო­წი­ეთ ძვე­ლი წლე­ბი, ძა­ლი­ან გთხოვთ", - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა ლე­ი­ლა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი, მი­თი­თე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­ა­გენ­ტოს კუთ­ვნილ სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრებს სის­ტე­მა­ტი­უ­რად, სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით რი­ცხავ­და სს „თი­ბი­სი ბან­კში“ და სს „ლი­ბერ­თი ბან­კში“ გახ­სნილ მის პი­რად სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე, ხოლო შემ­დგომ იყე­ნებ­და ინ­ტერ­ნეტ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებ­ში. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ხერ­ხით მის მიერ მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბამ 143 985,13 ლარი შე­ად­გი­ნა, თუმ­ცა, რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა სა­ბუ­ღალ­ტრო და სა­ბან­კო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლა, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­დოს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეთო
1

ხაზინის წარმოებისას ასეთი რამ შეუძლებელია და რატომ არ იღებს ეს ქალი ხმას ისიც გასაგებია. 

ძინ პინი
3

ეს იგივეა ბანკში დამლაგებელს დააბრალო საცავში არსებული ფულადი სახსრების წაღება. პროკურატურა და საფინანსო საგამოძიებო სამსახური აზრზე არ არის საქმის წარმოებაში მათი მთავარი მიზანია სუსტი დაიჭიროს... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"სადაც მიმისჯით ყოფნას, იქ მირჩევნია - არ შემიძლია, ჩემს შვილებს ვუყურო თვალებში" -  ბუღალტერს, რომელიც საბიუჯეტო სახსრებს ტოტალიზატორებში იყენებდა, პატიმრობა შეეფარდა

"სადაც მიმისჯით ყოფნას, იქ მირჩევნია - არ შემიძლია, ჩემს შვილებს ვუყურო თვალებში" -  ბუღალტერს, რომელიც საბიუჯეტო სახსრებს ტოტალიზატორებში იყენებდა, პატიმრობა შეეფარდა

გორის მუნიციპალიტეტის "კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ მთავარ ბუღალტერს, რომელიც საბიუჯეტო სახსრებს ინტერნეტ ტოტალიზატორებში იყენებდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ლეილა წკრიალაშვილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით გუშინ დააკავეს.

ბრალდების მხარის შუამდგომლობა სწორედ პატიმრობის მოთხოვნა იყო, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.

ბრალდებულის განცხადებით, მისთვის იმდენად მძიმეა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან შეხვედრა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას არ ეწინააღმდეგება.

პროკურორს ლეილა წკრიალაშვილმა თხოვნით მიმართა, რომ პროკურატურამ კულტურის სააგენტოში ,"ძველი წლებიც ამოიღოს“.

"არაფერს არ ვითხოვ, ბატონო მოსამართლე, სადაც მიმისჯით ყოფნას, იქ მირჩევნია, მე არ შემიძლია, გარეთ ჩემს შვილებს და ხალხს ვუყურო თვალებში. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ ბატონო პროკურორო, ძველი წლები ამოიღეთ, იმიტომ კი არა, რომ რამე შეღავათს ვითხოვ, უბრალოდ, არ მინდა, რომ ასე დასრულდეს ეს ყველაფერი, ამოწიეთ ძველი წლები, ძალიან გთხოვთ", - განაცხადა ბრალდებულმა ლეილა წკრიალაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტ ტოტალიზატორებში. ზემოაღნიშნული ხერხით მის მიერ მითვისებული თანხის ოდენობამ 143 985,13 ლარი შეადგინა, თუმცა, როგორც უწყებაში აცხადებენ, ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.