სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტარტაპ ბიურო და Oracle ქართულ სტარტაპებს ახალ შესაძლებლობებსა და რესურსებს სთავაზობენ
სტარტაპ ბიურო და Oracle ქართულ სტარტაპებს ახალ შესაძლებლობებსა და რესურსებს სთავაზობენ

სტარ­ტაპ ბი­უ­რო, სა­ქარ­თვე­ლო­ში სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თერ­თი მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი, Oracle-ის პარტნი­ო­რი ხდე­ბა Oracle for Startups პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში. მე­წარ­მე­ბა­ში 40-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, Oracle სტარ­ტა­პებს სა­კუ­თარ ტექ­ნო­ლო­გი­ურ და ბიზ­ნეს რე­სურ­სებს სთა­ვა­ზობს და ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ნერგვა­ში ეხ­მა­რე­ბა. სტარ­ტაპ ბი­უ­რო უკვე 44 000-ზე მეტ ინ­დი­ვიდ­სა და ასო­ბით სტარ­ტაპს და­ეხ­მა­რა თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი ღო­ნოს­ძი­ე­ბე­ბის, ჰა­კა­თო­ნე­ბის, აქ­სე­ლე­რა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბი­სა და კონ­კურ­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

სტარ­ტაპ ბი­უ­რო და Oracle for Startups ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლე­ვენ სტარ­ტა­პებს, ისარ­გებ­ლონ Oracle-ის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი, ბიზ­ნეს და მენ­ტო­რუ­ლი რე­სურ­სე­ბით:

  • უფა­სო ქლა­უდ კრე­დი­ტე­ბი (მე­ტის მი­ღე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბით)
  • ქლა­უდ­ზე 70%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში
  • მიგ­რა­ცია და ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა ყო­ველ­თვი­უ­რი ლაივ ვე­ბი­ნა­რე­ბით
  • მხარ­და­ჭე­რა მარ­კე­ტინ­გის, PR/AR-ის, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და კონ­ტენტ-მარ­კე­ტინ­გის მხრივ

“გვი­ხა­რია, რომ Oracle for Startups-ის პარტნი­ო­რე­ბი ვართ და უამ­რა­ვი სარ­გე­ბე­ლის შე­თა­ვა­ზე­ბა შეგ­ვიძ­ლია ქარ­თუ­ლი სტარ­ტა­პე­ბის­თვის. ეს პარტნი­ო­რო­ბა თან­ხვდე­ბა ჩვენს მი­სი­ას, ხელი შე­ვუ­წყოთ ქარ­თულ სტარ­ტა­პებს ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში წამ­ყვა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. Oracle-ის რე­სურ­სე­ბი კი მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სოა,” - აცხა­დებს გური ქო­ი­ა­ვა, სტარ­ტაპ ბი­უ­როს თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

ქლა­უდ კრე­დი­ტებ­თან ერ­თად, Oracle for Startups სტარ­ტა­პებს დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბეს იმ ეტაპ­ზეც, როცა ისი­ნი ბიზ­ნე­სის ზრდის­თვის მზად არი­ან და წვდო­მას აძ­ლევს Oracle-ის მომ­ხმა­რე­ბელ­თა გლო­ბა­ლურ ბა­ზა­ზე. “ქარ­თულ სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მა­ში დიდ პო­ტენ­ცი­ალს ვხე­დავთ; და მო­ხა­რულ­ნი ვართ სტარ­ტაპ ბი­უ­როს­თან და­პარტნი­ო­რე­ბი­თა და ჩვენს პროგ­რა­მა­ზე ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბით, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სტარ­ტა­პებს, გა­ი­ზარ­დონ და გან­ვი­თარ­დნენ,” - გა­ნა­ცხა­და ანა ვარ­და­ნი­ან­ცმა, Oracle Cloud-ის რე­გი­ო­ნულ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. სტარ­ტაპ ბი­უ­როს შე­სა­ხებ

სტარ­ტაპ ბი­უ­რო თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს და ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს ჰა­კა­თო­ნებს, ბიზ­ნეს ბა­ნა­კებს, ინ­კუ­ბა­ტო­რებს, პრე-აქ­სე­ლე­რა­ცი­ი­სა და აქ­სე­ლე­რა­ცი­ის პროგ­რა­მებს, შეხ­ვედ­რებს, ტრე­ნინ­გებს, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რომ­ლე­ბიც ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია მე­წარ­მე­ე­ბის, ინო­ვა­ტო­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის უნა­რე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ზრდა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

სტარტაპ ბიურო და Oracle ქართულ სტარტაპებს ახალ შესაძლებლობებსა და რესურსებს სთავაზობენ

სტარტაპ ბიურო და Oracle ქართულ სტარტაპებს ახალ შესაძლებლობებსა და რესურსებს სთავაზობენ

სტარტაპ ბიურო, საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ერთერთი მთავარი მხარდამჭერი, Oracle-ის პარტნიორი ხდება Oracle for Startups პროგრამის ფარგლებში. მეწარმებაში 40-წლიანი გამოცდილებით, Oracle სტარტაპებს საკუთარ ტექნოლოგიურ და ბიზნეს რესურსებს სთავაზობს და ინოვაციური პროექტების დანერგვაში ეხმარება. სტარტაპ ბიურო უკვე 44 000-ზე მეტ ინდივიდსა და ასობით სტარტაპს დაეხმარა თავისი უნიკალური ღონოსძიებების, ჰაკათონების, აქსელერაციის პროგრამებისა და კონკურსების მეშვეობით.

სტარტაპ ბიურო და Oracle for Startups ერთობლივი ძალისხმევით საშუალებას აძლევენ სტარტაპებს, ისარგებლონ Oracle-ის ტექნოლოგიური, ბიზნეს და მენტორული რესურსებით:

  • უფასო ქლაუდ კრედიტები (მეტის მიღებაზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობით)
  • ქლაუდზე 70%-იანი ფასდაკლება 2 წლის განმავლობაში
  • მიგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა ყოველთვიური ლაივ ვებინარებით
  • მხარდაჭერა მარკეტინგის, PR/AR-ის, ღონისძიებებისა და კონტენტ-მარკეტინგის მხრივ

“გვიხარია, რომ Oracle for Startups-ის პარტნიორები ვართ და უამრავი სარგებელის შეთავაზება შეგვიძლია ქართული სტარტაპებისთვის. ეს პარტნიორობა თანხვდება ჩვენს მისიას, ხელი შევუწყოთ ქართულ სტარტაპებს ზრდასა და განვითარებაში წამყვანი ტექნოლოგიებისა და რესურსების გამოყენებით. Oracle-ის რესურსები კი მსოფლიოში საუკეთესოა,” - აცხადებს გური ქოიავა, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი.

ქლაუდ კრედიტებთან ერთად, Oracle for Startups სტარტაპებს დახმარებას სთავაზობეს იმ ეტაპზეც, როცა ისინი ბიზნესის ზრდისთვის მზად არიან და წვდომას აძლევს Oracle-ის მომხმარებელთა გლობალურ ბაზაზე. “ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში დიდ პოტენციალს ვხედავთ; და მოხარულნი ვართ სტარტაპ ბიუროსთან დაპარტნიორებითა და ჩვენს პროგრამაზე ცნობიერების ამაღლებით, რაც საშუალებას მისცემს სტარტაპებს, გაიზარდონ და განვითარდნენ,” - განაცხადა ანა ვარდანიანცმა, Oracle Cloud-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა. სტარტაპ ბიუროს შესახებ

სტარტაპ ბიურო თბილისში მდებარე ორგანიზაციაა, რომელიც კერძო და საჯარო სექტორებთან თანამშრომლობს და ორგანიზებას უწევს ჰაკათონებს, ბიზნეს ბანაკებს, ინკუბატორებს, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებს, შეხვედრებს, ტრენინგებს, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ფოკუსირებულია მეწარმეების, ინოვატორებისა და შემოქმედების უნარებისა და შესაძლებლობების ზრდაზე.