საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა - მაშინ რომ არ დამეწერა, ახლა დავწერდი" - რას ამბობს ტექსტის ავტორი ცნობილ სიმღერაზე, რომელიც "მოსკოვის" ჩაძირვისას გაახსენდათ?
"იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა - მაშინ რომ არ დამეწერა, ახლა დავწერდი" - რას ამბობს ტექსტის ავტორი ცნობილ სიმღერაზე, რომელიც "მოსკოვის" ჩაძირვისას გაახსენდათ?

13 აპ­რილს რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის სა­რა­კე­ტო კრე­სი­ერ "მოს­კოვს" უკ­რა­ი­ნუ­ლი "ნეპ­ტუ­ნის" ორი რა­კე­ტა მოხ­ვდა და ცე­ცხლში გა­ეხ­ვა... ამ ამ­ბავ­მა ბევ­რს ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის ტექ­სტი - "იძი­რე­ბა გემი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა" გა­ახ­სე­ნა, რო­მელ­საც მომ­ღე­რა­ლი მა­ნა­ნა თო­და­ძე ას­რუ­ლებ­და. მე­ტიც, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი გე­მის კად­რე­ბი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც ფო­ნად სწო­რედ ეს სიმ­ღე­რა ჰქონ­და. ვი­დეო ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და...

გე­მის ჩა­ძირ­ვის ამ­ბავს "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ამ სიმ­ღე­რის ტექ­სტის ავ­ტო­რიც, მუ­სი­კო­სი, ფი­ლო­ლო­გი თინა ნაც­ვლიშ­ვი­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ბნელ 90-ია­ნებ­ში კომ­პო­ზი­ტორ ბო­რის შხი­ანს და­ვუ­წე­რე ტექ­სტი სიმ­ღე­რის­თვის, რო­მე­ლიც შემ­დგომ წარ­მა­ტე­ბით მა­ნა­ნა თო­და­ძემ შე­ასრლა. ახლა მომ­ხვდა ხელ­ში ეს ლექ­სი და... ალ­ბათ მა­შინ რომ არ და­მე­წე­რა ახლა ნამ­დვი­ლად დავ­წერ­დი" - წერ­და ქალ­ბა­ტო­ნი თინა და იქვე ლექსსაც ახ­სე­ნებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

AMBEBI.GE ტექ­სტის ავ­ტორს, თინა ნაც­ვლიშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­და:

- 90-იან წლებ­ში კომ­პო­ზი­ტორ ბო­რის შხი­ან­სა და პო­პუ­ლა­რულ მომ­ღე­რალ მა­ნა­ნა თო­და­ძეს ჰქონ­დათ ფირ­მა "პრეს­ტი­ჟი", რო­მელ­მაც დიდი როლი შე­ას­რუ­ლა ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ტარ­დე­ბო­და კონ­ცერ­ტე­ბი, კონ­კურ­სე­ბი, მუ­შა­ობ­და სა­ბავ­შვო სტუ­დია, სა­დაც ბევ­რი ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი აღი­ზარ­და. მეც ვმუ­შა­ობ­დი "პრეს­ტიჟ­ში". მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს იყო უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი, რა­მაც ყვე­ლას სულს რა­ღაც ჭრი­ლო­ბა მა­ინც და­ამ­ჩნია...

თა­ვად ამ სიმ­ღე­რის და­წე­რას კი ასე­თი ამ­ბა­ვი უძღო­და - 1992 წლის ზამ­თა­რი იყო, სო­ლო­ლაკ­ში, ოფი­სის გათ­ბო­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა ნავთქუ­რა გახ­ლდათ, რომ­ლის გახ­სე­ნე­ბა­ზეც ტან­ში ჟრუ­ან­ტე­ლი მივ­ლის... იმ დროს შე­იქ­მნა ჩემი და ბო­რი­სის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დუ­ე­ტი. ის ქმნი­და მე­ლო­დი­ებს და მე ტექ­სტებს ვუ­წერ­დი... ერთ დღე­საც, როცა ნავთქუ­რას­თან "ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი" გა­ყი­ნულ ხე­ლებს ვით­ბობ­დი, ბო­რი­სი მო­ვი­და, ჩა­მოჯ­და და ავ­ლა­პა­რაკ­დით ყო­ველ­დღი­ურ თე­მებ­ზე - პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პრობ­ლე­მე­ბი...

ერთი უც­ნა­უ­რი ჩვე­ვა მქონ­და: ფან­ქა­რი ან პას­ტა მუდ­მი­ვად ხელ­ში მე­კა­ვა და რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო იდეა ან ფრა­ზა თუ გა­მი­ელ­ვებ­და, ბლოკ­ნოტ­ში ვი­წერ­დი. ბო­რი­სი რომ მო­ვი­და, ფიქ­რით იმ არე­ულ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ყა­ვი გა­და­ვარ­დნი­ლი და ამეკ­ვი­ა­ტა ჩა­სა­ძი­რად გამ­ზა­დე­ბუ­ლი გე­მის ტრა­გი­კო­მე­დი­უ­ლი სი­უ­ჟე­ტი. კი­დეც ვუ­თხა­რი, - მგო­ნი, ჩვენც ვი­ძი­რე­ბით-მეთ­ქი და მა­ნაც და­უ­მა­ტა - "მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე­აო". უცებ, ავ­ვარ­დი და ერთი სუ­ლის­მოთ­ქმა­ზე ლექ­სი დავ­წე­რე, რო­მელ­ზეც შხი­ან­მა სიმ­ღე­რა მა­ნა­ნა თო­და­ძე­სათ­ვის სას­წრა­ფოდ შექ­მნა. ამ სიმ­ღე­რამ თა­ვი­დან­ვე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა.

- სიმ­ღე­რა კი იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი, მაგ­რამ სარ­კას­ტუ­ლი ტექ­სტის გამო მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხომ არ გა­ღი­ზი­ან­და?

- სიმ­ღე­რამ და­ი­პყრო ტე­ლე­არ­ხე­ბი და სა­კონ­ცერ­ტო სცე­ნა. გრი­გოლ ჩი­გო­გი­ძემ "პი­ო­ნერ­ფილმთან" ერ­თად კლი­პიც კი გა­და­ი­ღო. ყვე­ლა­სათ­ვის გა­სა­გე­ბი იყო, რომ მე და ბო­რის­მა "ფსკერ­ზე გა­ვუშ­ვით“ სსრკს-ს გემი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც არა­ვინ ჩაგ­ვძი­ე­ბია ბო­ლომ­დე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს იყო წლე­ბი, როცა სა­ქარ­თვე­ლო ეძებ­და ად­გილს და­სამ­კვიდ­რებ­ლად. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნიც იყო, იმ­დე­ნი აზრი არ­სე­ბობ­და. რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ მა­შინ არ ვი­ყა­ვით მზად და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის... ერ­თია - სურ­ვი­ლი, მაგ­რამ მე­ო­რე და მთა­ვა­რი კი სი­ტუ­ა­ცი­ის სწო­რად აღ­ქმაა. ჰო, კი­დევ ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბაა სა­ჭი­რო, რაც ზოგ­ჯერ გვღა­ლა­ტობს...

- რო­დე­საც რუ­სე­ბის ცნო­ბი­ლი და მათ­თვის სა­ა­მა­ყო გემი "მოს­კო­ვი" უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს, ბევ­რს სწო­რედ ეს სიმ­ღე­რა გა­ახ­სენ­და...

- გუ­შინ, როცა რუ­სე­ბის სი­ა­მა­ყე, "მოს­კო­ვი" ჩა­ი­ძი­რა, ოჯახ­ში სი­ცი­ლით და­ი­ხოც­ნენ - კუ­დი­ა­ნი ხომ არ იყა­ვი, მაგ ლექსს რომ წერ­დიო. კი, ვა­ღი­ა­რებ, რომ ლექ­სი ნამ­დვი­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­კაზ­მია, მაგ­რამ 30 წლის წინ რომ "გემ­ში ვის­ხე­დით", ის გემი დიდი ხა­ნია, ჩა­ი­ძი­რა და მალე ფსკერ­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბა "რუ­სუ­ლი აკ­ვა­რი­უ­მი!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა - მაშინ რომ არ დამეწერა, ახლა დავწერდი" - რას ამბობს ტექსტის ავტორი ცნობილ სიმღერაზე, რომელიც "მოსკოვის" ჩაძირვისას გაახსენდათ?

"იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა - მაშინ რომ არ დამეწერა, ახლა დავწერდი" - რას ამბობს ტექსტის ავტორი ცნობილ სიმღერაზე, რომელიც "მოსკოვის" ჩაძირვისას გაახსენდათ?

13 აპრილს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრესიერ "მოსკოვს" უკრაინული "ნეპტუნის" ორი რაკეტა მოხვდა და ცეცხლში გაეხვა... ამ ამბავმა ბევრს ცნობილი სიმღერის ტექსტი - "იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა" გაახსენა, რომელსაც მომღერალი მანანა თოდაძე ასრულებდა. მეტიც, სოციალურ ქსელში ცეცხლმოკიდებული გემის კადრები გამოჩნდა, რომელსაც ფონად სწორედ ეს სიმღერა ჰქონდა. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა...

გემის ჩაძირვის ამბავს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ამ სიმღერის ტექსტის ავტორიც, მუსიკოსი, ფილოლოგი თინა ნაცვლიშვილიც გამოეხმაურა.

"ბნელ 90-იანებში კომპოზიტორ ბორის შხიანს დავუწერე ტექსტი სიმღერისთვის, რომელიც შემდგომ წარმატებით მანანა თოდაძემ შეასრლა. ახლა მომხვდა ხელში ეს ლექსი და... ალბათ მაშინ რომ არ დამეწერა ახლა ნამდვილად დავწერდი" - წერდა ქალბატონი თინა და იქვე ლექსსაც ახსენებდა საზოგადოებას.

AMBEBI.GE ტექსტის ავტორს, თინა ნაცვლიშვილს დავუკავშირდა:

- 90-იან წლებში კომპოზიტორ ბორის შხიანსა და პოპულარულ მომღერალ მანანა თოდაძეს ჰქონდათ ფირმა "პრესტიჟი", რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქართული შოუბიზნესის განვითარებაში. ტარდებოდა კონცერტები, კონკურსები, მუშაობდა საბავშვო სტუდია, სადაც ბევრი ცნობილი მომღერალი აღიზარდა. მეც ვმუშაობდი "პრესტიჟში". მოგეხსენებათ, ეს იყო უმძიმესი პერიოდი, რამაც ყველას სულს რაღაც ჭრილობა მაინც დაამჩნია...

თავად ამ სიმღერის დაწერას კი ასეთი ამბავი უძღოდა - 1992 წლის ზამთარი იყო, სოლოლაკში, ოფისის გათბობის ერთადერთი საშუალება ნავთქურა გახლდათ, რომლის გახსენებაზეც ტანში ჟრუანტელი მივლის... იმ დროს შეიქმნა ჩემი და ბორისის შემოქმედებითი დუეტი. ის ქმნიდა მელოდიებს და მე ტექსტებს ვუწერდი... ერთ დღესაც, როცა ნავთქურასთან "ჩახუტებული" გაყინულ ხელებს ვითბობდი, ბორისი მოვიდა, ჩამოჯდა და ავლაპარაკდით ყოველდღიურ თემებზე - პოლიტიკური სიტუაცია, საყოფაცხოვრებო პრობლემები...

ერთი უცნაური ჩვევა მქონდა: ფანქარი ან პასტა მუდმივად ხელში მეკავა და რაიმე საინტერესო იდეა ან ფრაზა თუ გამიელვებდა, ბლოკნოტში ვიწერდი. ბორისი რომ მოვიდა, ფიქრით იმ არეულ ქვეყანაში ვიყავი გადავარდნილი და ამეკვიატა ჩასაძირად გამზადებული გემის ტრაგიკომედიული სიუჟეტი. კიდეც ვუთხარი, - მგონი, ჩვენც ვიძირებით-მეთქი და მანაც დაუმატა - "მაგრამ ყველაფერი რიგზეაო". უცებ, ავვარდი და ერთი სულისმოთქმაზე ლექსი დავწერე, რომელზეც შხიანმა სიმღერა მანანა თოდაძესათვის სასწრაფოდ შექმნა. ამ სიმღერამ თავიდანვე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

- სიმღერა კი იყო პოპულარული, მაგრამ სარკასტული ტექსტის გამო მაშინდელი ხელისუფლება ხომ არ გაღიზიანდა?

- სიმღერამ დაიპყრო ტელეარხები და საკონცერტო სცენა. გრიგოლ ჩიგოგიძემ "პიონერფილმთან" ერთად კლიპიც კი გადაიღო. ყველასათვის გასაგები იყო, რომ მე და ბორისმა "ფსკერზე გავუშვით“ სსრკს-ს გემი, მაგრამ რატომღაც არავინ ჩაგვძიებია ბოლომდე. მოგეხსენებათ, ეს იყო წლები, როცა საქართველო ეძებდა ადგილს დასამკვიდრებლად. რამდენი ადამიანიც იყო, იმდენი აზრი არსებობდა. რატომღაც მგონია, რომ მაშინ არ ვიყავით მზად დამოუკიდებლობისათვის... ერთია - სურვილი, მაგრამ მეორე და მთავარი კი სიტუაციის სწორად აღქმაა. ჰო, კიდევ ერთსულოვნებაა საჭირო, რაც ზოგჯერ გვღალატობს...

- როდესაც რუსების ცნობილი და მათთვის საამაყო გემი "მოსკოვი" უკრაინელებმა გაანადგურეს, ბევრს სწორედ ეს სიმღერა გაახსენდა...

- გუშინ, როცა რუსების სიამაყე, "მოსკოვი" ჩაიძირა, ოჯახში სიცილით დაიხოცნენ - კუდიანი ხომ არ იყავი, მაგ ლექსს რომ წერდიო. კი, ვაღიარებ, რომ ლექსი ნამდვილად პოლიტიკური სარკაზმია, მაგრამ 30 წლის წინ რომ "გემში ვისხედით", ის გემი დიდი ხანია, ჩაიძირა და მალე ფსკერზე აღმოჩნდება "რუსული აკვარიუმი!"