საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიყვებოდით ბუჩაში გამომწყვდეულ გოგონებზე... ცხრა მათგანი ფეხმძიმედ არის, ძნელია ქალისთვის იმაზე ფიქრი, რომ ბავშვს გააჩენს აგრესორისგან" - ლუდმილა დენისოვა
"გიყვებოდით ბუჩაში გამომწყვდეულ გოგონებზე... ცხრა მათგანი ფეხმძიმედ არის, ძნელია ქალისთვის იმაზე ფიქრი, რომ ბავშვს გააჩენს აგრესორისგან" - ლუდმილა დენისოვა

უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­კი­თხებ­ში რწმუ­ნე­ბუ­ლის ლუდ­მი­ლა დე­ნი­სო­ვას გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ფიქ­როთ, რომ რუ­სე­თის მიერ და­პყრო­ბილ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტე­ბი მა­სობ­რივ ხა­სი­ათს ატა­რებ­და. ამის შე­სა­ხებ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლე­ბი, ვის­ზეც მტრის ჯა­რის­კა­ცებ­მა, დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, სა­ზღვარ­გა­რეთ მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან და ფეხ­მძი­მო­ბის შე­სა­ხებ და იღე­ბენ თავ­შე­სა­ფარს, რო­გორც დევ­ნი­ლე­ბი.

"გიყ­ვე­ბო­დით 14-დან 24 წლამ­დე 25 გო­გო­ნა­ზე, რომ­ლე­ბიც ბუ­ჩა­ში სარ­და­ფებ­ში ჰყავ­დათ გა­მომ­წყვდე­უ­ლი. ცხრა მათ­გა­ნი ფეხ­მძი­მედ არის. ძა­ლი­ან ძნე­ლია ქა­ლის­თვის იმა­ზე ფიქ­რი, რომ ბავ­შვს გა­ა­ჩენს იმ აგ­რე­სო­რის­გან, ვინც მას ასე მო­ექ­ცა“, - გა­ნა­ცხა­და დე­ნი­სო­ვამ.

უკ­რა­ი­ნის ომ­ბუდსმე­ნის თქმით, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბულ ქალ­თა უმე­ტე­სო­ბას ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი არ სურს, ამი­ტომ მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვე­ბის ნა­წი­ლია ცნო­ბი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბულ­თა ზუს­ტი ციფ­რი ცნო­ბი­ლი არ არის, მაგ­რამ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ფიქ­როთ, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი მა­სობ­რი­ვად ხდე­ბო­და.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღე­ბენ ნა­წი­ლობ­რივ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­გან, ნა­წი­ლობ­რივ კი ფსი­ქო­ლო­გე­ბის­გან, ვი­საც ამ ქა­ლებ­მა მი­მარ­თეს.

„გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფსი­ქო­ლო­გებ­თან ცენ­ტრში 53-მა ქალ­მა და­რე­კა დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად“ , - გა­ნა­ცხა­და დე­ნი­სო­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
12

მიშასაგან იქნებიან

თამარი
9

და რატომ უნდა გააჩინონ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"გიყვებოდით ბუჩაში გამომწყვდეულ გოგონებზე... ცხრა მათგანი ფეხმძიმედ არის, ძნელია ქალისთვის იმაზე ფიქრი, რომ ბავშვს გააჩენს აგრესორისგან" - ლუდმილა დენისოვა

"გიყვებოდით ბუჩაში გამომწყვდეულ გოგონებზე... ცხრა მათგანი ფეხმძიმედ არის, ძნელია ქალისთვის იმაზე ფიქრი, რომ ბავშვს გააჩენს აგრესორისგან" - ლუდმილა დენისოვა

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა საკითხებში რწმუნებულის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, არსებობს ყველანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე გაუპატიურების ფაქტები მასობრივ ხასიათს ატარებდა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ქალები, ვისზეც მტრის ჯარისკაცებმა, დახმარების მიღების შემდეგ, საზღვარგარეთ მიემგზავრებიან და ფეხმძიმობის შესახებ და იღებენ თავშესაფარს, როგორც დევნილები.

"გიყვებოდით 14-დან 24 წლამდე 25 გოგონაზე, რომლებიც ბუჩაში სარდაფებში ჰყავდათ გამომწყვდეული. ცხრა მათგანი ფეხმძიმედ არის. ძალიან ძნელია ქალისთვის იმაზე ფიქრი, რომ ბავშვს გააჩენს იმ აგრესორისგან, ვინც მას ასე მოექცა“, - განაცხადა დენისოვამ.

უკრაინის ომბუდსმენის თქმით, გაუპატიურებულ ქალთა უმეტესობას ამის შესახებ საუბარი არ სურს, ამიტომ მხოლოდ ამ შემთხვევების ნაწილია ცნობილი.

მისივე თქმით, გაუპატიურებულთა ზუსტი ციფრი ცნობილი არ არის, მაგრამ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს დანაშაულებები მასობრივად ხდებოდა.

მანვე აღნიშნა, რომ ფაქტების შესახებ ინფორმაციას იღებენ ნაწილობრივ დაზარალებულებისგან, ნაწილობრივ კი ფსიქოლოგებისგან, ვისაც ამ ქალებმა მიმართეს.

„გასული დღის განმავლობაში ფსიქოლოგებთან ცენტრში 53-მა ქალმა დარეკა დახმარების მისაღებად“ , - განაცხადა დენისოვამ.