პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვების ტექნოლოგია, როგორც მომავლის პროფესია - რა აძლევს მოტივაციას წარმატებულ სტუდენტებს?
კვების ტექნოლოგია, როგორც მომავლის პროფესია - რა აძლევს მოტივაციას წარმატებულ სტუდენტებს?

მო­მავ­ლის პრო­ფე­სი­ებ­ზე სა­უბ­რის დროს ძი­რი­თა­დად თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი გვახ­სენ­დე­ბა. თუმ­ცა მო­მავ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა არის კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ფარ­თო სფე­როა და თა­ვის თავ­ში აერ­თი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა ქვე­დარ­გს, მათ შო­რის: კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ას, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბას, ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი­ას და კუ­ლი­ნა­რი­ა­საც კი. თუ გსურს იყო კარ­გი კუ­ლი­ნა­რი და შეფი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, კარ­გად იც­ნობ­დე კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებს თა­ვი­სი მეც­ნი­ე­რუ­ლი ნა­წი­ლით.

სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბა წლი­დან წლამ­დე სულ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. ბა­ზა­რი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­დუქ­ტი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თა ხა­რის­ხი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ტრო­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. საკ­ვე­ბი, ვიდ­რე თქვენს თეფ­შზე აღ­მოჩ­ნდე­ბა, სა­სურ­სა­თო ჯაჭ­ვის გრძელ გზას გა­დის. სხვა­დას­ხვა სა­ფე­ხურ­ზე კი მისი დარ­ღვე­ვა და არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის პრო­ფე­სია და მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი სულ უფრო მო­თხოვ­ნა­დი ხდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მას სტუ­დენ­ტებს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სთა­ვა­ზობს. სტუ­დენ­ტე­ბი კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის თი­თო­ე­ულ ქვე­დარ­გს შე­ის­წავ­ლი­ან და სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თა­ვად გან­სა­ზღვრონ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლონ საქ­მი­ა­ნო­ბა. მათი მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე ზრუ­ნავს კერ­ძო ბიზ­ნე­სიც. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში „ნი­კო­რა“, რო­მე­ლიც უკვე 24 წე­ლია, საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს აწარ­მო­ებს და ამავდრო­უ­ლად, სტუ­დენ­ტებს უჭერს მხარს. კომ­პა­ნი­ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ „ნი­კო­რას“ სა­ხე­ლო­ბის სე­მესტრუ­ლი სტი­პენ­დია და­ა­წე­სა კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის 4 ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტის­თვის, სა­წარ­მო­ში სტუ­დენ­ტებ­საც ასაქ­მებს და ცდი­ლობს, მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გაზ­რდას შე­უ­წყოს ხელი.

თა­ვად კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სტუ­დენ­ტე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მათ ფა­კულ­ტეტ­ზე წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა. სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი მათ და­საქ­მე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო და პერ­სპექ­ტი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ეძ­ლე­ვათ.

მა­რი­ამ ზე­ინ­კლიშ­ვი­ლი, სურ­სა­თის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მე-3 კურ­სის სტუ­დენ­ტი, „ნი­კო­რას“ სტი­პენ­დი­ა­ტი: „კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში ისიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე, რომ ამ სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ძა­ლი­ან ცოტა არი­ან. მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მეს­წავ­ლა და წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­მეღ­წია. მარ­თლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ფე­სი­აა. ბევრ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­განს ვსწავ­ლობთ, მათ შო­რის, სხვა­დას­ხვა მეც­ნი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც სხვა­გან არ ის­წავ­ლე­ბა. საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. სტი­მულს მაძ­ლევს „ნი­კო­რას“ სტი­პენ­დი­აც. რო­დე­საც ხე­დავ, რომ გი­ფას­დე­ბა, რა­საც აკე­თებ, ცდი­ლობ, მო­მა­ვალ­ში უკე­თე­სად გა­ა­კე­თო. რე­ა­ლუ­რად ჩვენს სფე­როს ყუ­რა­დღე­ბა აკ­ლია. ის უფრო და­ფა­სე­ბუ­ლი უნდა იყოს. სწო­რედ ამი­ტომ კერ­ძო ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რა, თუნ­დაც სტი­პენ­დი­ის სა­ხით, ჩვენ­თვის, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, მო­მა­ვა­ლი კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გე­ბის­თვის, ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბის­თვის, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.“

გი­ორ­გი რთვე­ლი­აშ­ვი­ლი, სურ­სა­თის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტი, „ნი­კო­რას“ სტი­პენ­დი­ა­ტი: „კვე­ბის ინ­დუსტრია ძა­ლი­ან დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სფე­როა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­თა­ნა­დო დო­ნემ­დე იყოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მისი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ამ პრო­ცეს­ში მეც ჩარ­თუ­ლი ვარ. ჯერ ზუს­ტად არ გა­და­მი­წყვე­ტია, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებ საქ­მი­ა­ნო­ბას. ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან მი­ზი­დავ­და კუ­ლი­ნა­რია. ასე­ვე, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ფი­ზი­კა, ქი­მია, მა­თე­მა­ტი­კა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ამ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა, თუმ­ცა სწავ­ლის პრო­ცეს­ში მივ­ხვდი, რომ ის ბევ­რად უფრო დიდი სფე­რო ყო­ფი­ლა. რაც მეტს ვსწავ­ლობ­დი, მე­ტად მა­ინ­ტე­რე­სებ­და სხვა­დას­ხვა ქვე­დარ­გი. კუ­ლი­ნა­რია იყო სა­წყი­სი, რა­მაც აქ მო­მიყ­ვა­ნა, თუმ­ცა ახლა მინ­და, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ვი­ღო გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, ასე გა­დავ­წყვი­ტო, რო­მელ კონ­კრე­ტულ ქვე­დარ­გში გა­ვაგ­რძე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა. სწავ­ლის პრო­ცეს­ში სტი­პენ­დი­ა­ტიც გავ­ხდი, რაც ჩემ­თვის კი­დევ ერთი და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლი იყო, რომ უკე­თე­სად მეს­წავ­ლა. მსგავ­სი სა­მო­ტი­ვა­ციო მხარ­და­ჭე­რა სტუ­დენ­ტებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.“

მერი ქი­რია, სურ­სა­თის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მე-3 კურ­სის სტუ­დენ­ტი, „ნი­კო­რას“ სტი­პენ­დი­ა­ტი:

„სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მომ­წონ­და ქი­მია, ბი­ო­ლო­გია და კარ­გა­დაც ვსწავ­ლობ­დი. რო­დე­საც პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის დროს მო­ვი­და, მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ცოტა სპე­ცი­ა­ლო­ბა იყო, სა­დაც ეს საგ­ნე­ბი უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა და მეს­წავ­ლა. სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა არ მინ­დო­და. ამი­ტომ კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტი ავირ­ჩიე. ეს არის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის - კუ­ლი­ნა­რი­ი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის - სინ­თეზს წარ­მო­ად­გენს. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის. სწავ­ლის პრო­ცეს­ში მო­ტი­ვა­ცი­ის მომ­ცე­მი იყო სტი­პენ­დი­აც, რო­მე­ლიც დიდი მხარ­და­ჭე­რაა. კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სტუ­დენ­ტებს კი დღეს ეს მხარ­და­ჭე­რა გან­სა­კუთ­რე­ბით გვჭირ­დე­ბა, რად­გან აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მოხ­დეს.“

ნიკა გო­მე­ლა­უ­რი, სურ­სა­თის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტი, „ნი­კო­რას“ სტი­პენ­დი­ა­ტი: „რო­დე­საც გეს­მის ფა­კულ­ტე­ტი „კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი“, ეს ცოტა მშრა­ლად ჟღერს. რე­ა­ლუ­რად კი ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, მეც­ნი­ე­რე­ბას შე­ვის­წავ­ლით ძა­ლი­ან ღრმად. ეს ბევ­რად უფრო მეც­ნი­ე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია მიჩ­ნე­უ­ლი. ვი­სურ­ვებ­დი, ყვე­ლამ იცო­დეს და პო­პუ­ლა­რუ­ლი იყოს ეს პრო­ფე­სია, რად­გან დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი გან­ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ, თი­თო­ე­ულ­მა სტუ­დენ­ტმა, თუ ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე კომ­პა­ნი­ამ, ჩვე­ნი წვლი­ლი უნდა შე­ვი­ტა­ნოთ. რო­დე­საც მე ჩა­ვა­ბა­რე, ვნა­ხე, რომ ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო იყო და სტი­პენ­დი­ა­ტიც გავ­ხდი, ჩემს რე­გი­ონ­ში ბევ­რი ახალ­გაზ­რდა და­ინ­ტე­რეს­და კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და მა­თაც ჩა­ა­ბა­რეს. ამ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო „ნი­კო­რას“ სტი­პენ­დია. ჩვე­ნი სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას ეხ­მა­რე­ბა კუ­ლი­ნა­რი­ის პო­პუ­ლა­რო­ბაც. კარ­გი შეფი რომ იყო, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბა და ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გია კარ­გად იცო­დე. თა­ვად კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გია, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბა და ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გია კი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია და და­საქ­მე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის კარგ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს სტუ­დენ­ტებს.“

კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გია უკვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ფე­სი­აა მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ახლა მისი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და დახ­ვე­წის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ავტორი:

კვების ტექნოლოგია, როგორც მომავლის პროფესია - რა აძლევს მოტივაციას წარმატებულ სტუდენტებს?

კვების ტექნოლოგია, როგორც მომავლის პროფესია - რა აძლევს მოტივაციას წარმატებულ სტუდენტებს?

მომავლის პროფესიებზე საუბრის დროს ძირითადად თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მიმართულებები გვახსენდება. თუმცა მომავლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის კვების ტექნოლოგიები, რომელიც ძალიან ფართო სფეროა და თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა ქვედარგს, მათ შორის: კვების ტექნოლოგიას, სურსათის უვნებლობას, ნუტრიციოლოგიას და კულინარიასაც კი. თუ გსურს იყო კარგი კულინარი და შეფი, აუცილებელია, კარგად იცნობდე კვების ტექნოლოგიებს თავისი მეცნიერული ნაწილით.

სურსათის უვნებლობა წლიდან წლამდე სულ უფრო აქტუალური ხდება. ბაზარი მრავალფეროვანი პროდუქტითაა გაჯერებული, რომელთა ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. საკვები, ვიდრე თქვენს თეფშზე აღმოჩნდება, სასურსათო ჯაჭვის გრძელ გზას გადის. სხვადასხვა საფეხურზე კი მისი დარღვევა და არასასურველი შედეგის მიღება შეიძლება მოხდეს. სწორედ ამ პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე სურსათის უვნებლობის პროფესია და მაღალკვალიფიციური კადრები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.

საქართველოში კვების ტექნოლოგიების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას სტუდენტებს აგრარული უნივერსიტეტი სთავაზობს. სტუდენტები კვების ტექნოლოგიების თითოეულ ქვედარგს შეისწავლიან და საშუალება აქვთ სწავლის დასრულების შემდეგ თავად განსაზღვრონ, რა მიმართულებით გააგრძელონ საქმიანობა. მათი მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავს კერძო ბიზნესიც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ნიკორა“, რომელიც უკვე 24 წელია, საკვებ პროდუქტებს აწარმოებს და ამავდროულად, სტუდენტებს უჭერს მხარს. კომპანიამ რამდენიმე წლის წინ „ნიკორას“ სახელობის სემესტრული სტიპენდია დააწესა კვების ტექნოლოგიების 4 ყველაზე წარმატებული სტუდენტისთვის, საწარმოში სტუდენტებსაც ასაქმებს და ცდილობს, მაღალკვალიფიციური კვების ტექნოლოგების სპეციალისტების გაზრდას შეუწყოს ხელი.

თავად კვების ტექნოლოგიების სტუდენტებიც აღნიშნავენ, რომ მათ ფაკულტეტზე წლიდან წლამდე იზრდება აბიტურიენტების დაინტერესება. სექტორის განვითარებიდან გამომდინარე კი მათ დასაქმების საინტერესო და პერსპექტიული შესაძლებლობები ეძლევათ.

მარიამ ზეინკლიშვილი, სურსათის ტექნოლოგიების მე-3 კურსის სტუდენტი, „ნიკორას“ სტიპენდიატი: „კვების ტექნოლოგიები ჩემთვის ძალიან საინტერესოა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისიც გავითვალისწინე, რომ ამ სფეროს სპეციალისტები ძალიან ცოტა არიან. მიზნად დავისახე, რომ ამ მიმართულებით მესწავლა და წარმატებისთვის მიმეღწია. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა. ბევრ ძალიან საინტერესო საგანს ვსწავლობთ, მათ შორის, სხვადასხვა მეცნიერებას, რომელიც სხვაგან არ ისწავლება. საკმაოდ რთული პროფესიაა, თუმცა საინტერესო და მრავალფეროვანია. სტიმულს მაძლევს „ნიკორას“ სტიპენდიაც. როდესაც ხედავ, რომ გიფასდება, რასაც აკეთებ, ცდილობ, მომავალში უკეთესად გააკეთო. რეალურად ჩვენს სფეროს ყურადღება აკლია. ის უფრო დაფასებული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ კერძო ბიზნესის მხარდაჭერა, თუნდაც სტიპენდიის სახით, ჩვენთვის, სტუდენტებისთვის, მომავალი კვების ტექნოლოგებისთვის, ნუტრიციოლოგებისთვის, სურსათის უვნებლობის სპეციალისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

გიორგი რთველიაშვილი, სურსათის ტექნოლოგიების მე-4 კურსის სტუდენტი, „ნიკორას“ სტიპენდიატი: „კვების ინდუსტრია ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სფეროა. აუცილებელია, რომ ის საქართველოში სათანადო დონემდე იყოს განვითარებული. სწორედ ახლა მიმდინარეობს მისი განვითარების პროცესი და ძალიან მიხარია, რომ ამ პროცესში მეც ჩართული ვარ. ჯერ ზუსტად არ გადამიწყვეტია, რა მიმართულებით გავაგრძელებ საქმიანობას. ბავშვობიდან ძალიან მიზიდავდა კულინარია. ასევე, ძალიან მიყვარდა ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა. ამიტომ გადავწყვიტე ამ ფაკულტეტზე ჩაბარება, თუმცა სწავლის პროცესში მივხვდი, რომ ის ბევრად უფრო დიდი სფერო ყოფილა. რაც მეტს ვსწავლობდი, მეტად მაინტერესებდა სხვადასხვა ქვედარგი. კულინარია იყო საწყისი, რამაც აქ მომიყვანა, თუმცა ახლა მინდა, სხვადასხვა მიმართულებით მივიღო გამოცდილება და საბოლოოდ, ასე გადავწყვიტო, რომელ კონკრეტულ ქვედარგში გავაგრძელო საქმიანობა. სწავლის პროცესში სტიპენდიატიც გავხდი, რაც ჩემთვის კიდევ ერთი დამატებითი სტიმული იყო, რომ უკეთესად მესწავლა. მსგავსი სამოტივაციო მხარდაჭერა სტუდენტებს პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ეხმარება.“

მერი ქირია, სურსათის ტექნოლოგიების მე-3 კურსის სტუდენტი, „ნიკორას“ სტიპენდიატი:

„სკოლის პერიოდში ძალიან მომწონდა ქიმია, ბიოლოგია და კარგადაც ვსწავლობდი. როდესაც პროფესიის არჩევის დროს მოვიდა, მივხვდი, რომ ძალიან ცოტა სპეციალობა იყო, სადაც ეს საგნები უნდა ჩამებარებინა და მესწავლა. სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება არ მინდოდა. ამიტომ კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტი ავირჩიე. ეს არის მიმართულება, რომელიც შემოქმედებითობის - კულინარიისა და მეცნიერების - სინთეზს წარმოადგენს. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს ყველაფერი ჩემთვის. სწავლის პროცესში მოტივაციის მომცემი იყო სტიპენდიაც, რომელიც დიდი მხარდაჭერაა. კვების ტექნოლოგიების სტუდენტებს კი დღეს ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით გვჭირდება, რადგან აუცილებელია ქვეყანაში ამ მიმართულების პოპულარიზაცია მოხდეს.“

ნიკა გომელაური, სურსათის ტექნოლოგიების მე-4 კურსის სტუდენტი, „ნიკორას“ სტიპენდიატი: „როდესაც გესმის ფაკულტეტი „კვების ტექნოლოგიები“, ეს ცოტა მშრალად ჟღერს. რეალურად კი ჩვენი საქმიანობა ძალიან საინტერესოა, მეცნიერებას შევისწავლით ძალიან ღრმად. ეს ბევრად უფრო მეცნიერული საქმიანობაა, ვიდრე საზოგადოებაშია მიჩნეული. ვისურვებდი, ყველამ იცოდეს და პოპულარული იყოს ეს პროფესია, რადგან დღეს საქართველოში მისი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, თითოეულმა სტუდენტმა, თუ ამ სფეროში მოღვაწე კომპანიამ, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. როდესაც მე ჩავაბარე, ვნახე, რომ ასეთი საინტერესო იყო და სტიპენდიატიც გავხდი, ჩემს რეგიონში ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა კვების ტექნოლოგიებით და მათაც ჩააბარეს. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ნიკორას“ სტიპენდია. ჩვენი სფეროს განვითარებას ეხმარება კულინარიის პოპულარობაც. კარგი შეფი რომ იყო, აუცილებელია, სურსათის უვნებლობა და ნუტრიციოლოგია კარგად იცოდე. თავად კვების ტექნოლოგია, სურსათის უვნებლობა და ნუტრიციოლოგია კი ძალიან საინტერესო მიმართულებებია და დასაქმებისა და განვითარების კარგ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს.“

კვების ტექნოლოგია უკვე ძალიან პოპულარული პროფესიაა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. საქართველოში ახლა მისი განვითარებისა და დახვეწის პროცესი მიმდინარეობს.