საიდუმლო პირადი ცხოვრება, სკანდალები და ახლობლობა ელიტასთან - უკრაინელი "ჯეისონ სტეტჰემის" ცხოვრება პოლიტიკის მიღმა: რას წერდა ერმაკი 2018 წელს თბილისში სტუმრობისას?
20:18 / 13-04-2022
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარულია, თუმცა უკრაინაშიც მასზე ხშირად წერდნენ, რაც პრეზიდენტის აპარატი ჩაიბარა. უკრაინელი ქალები მას უკრაინელ ჯეისონ სტეტჰემადაც კი მოიხსენიებენ.
ანდრეი 1971 წლის 21 ნოემბერს კიევში დაიბადა. 80-იანი წლების ერმაკის მამა ავღანეთში საბჭოთა კავშირის საელჩოში გაგზავნეს, რათა იქაური პროფესიული განათლების სისტემის აწყობაზე ეზრუნა. ოჯახი საცხოვრებლად ავღანეთში გადავიდა, მაგრამ ანდრეი კიევში ბებიასთან დარჩა. კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო კერძო სამართლის მაგისტრის ხარისხი და ინგლისური ენის რეფერენტ-მთარგმნელის დიპლომი აიღო. ამ დროს სწავლობდნენ კიევის უნივერსიტეტში მიხეილ სააკაშვილი, ვასილი გორბალი, ვიტალი ბალა და მომავალი მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
1991-1995 წლებში ერმაკი იურიდიული ფირმა "პროქსენში" ადვოკატად მუშაობდა. სწორედ მან ურჩია მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს, ეთანამშრომლათ უკრაინასთან. 2009 წელს დააარსა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ქალაქ კიევის მეწარმეთა ასოციაცია", რომელსაც 2018 წლამდე ხელმძღვანელობდა.
ერმაკი კინოპროდიუსერიც გახლავთ. მისი სადებიუტო ნამუშევარი იყო ფილმი "ბრძოლის წესი" - უკრაინული დრამა მოკრივეზე, რომელიც დედის ავადმყოფობის გამო იძულებულია მონაწილეობა მიიღოს ბრძოლებში წესების გარეშე. ფილმი 2017 წელს გამოვიდა. თავად ერმაკი ირწმუნება, რომ ის "შემთხვევით გახდა პროდიუსერი", რადგან ამ სფეროში ბევრი ნაცნობი ჰყავდა.
2017 წელს ეკრანებზე გამოჩნდა კიდევ ერთი ფილმი ერმაკის პროდიუსერობით – "საზღვარი“. ეს არის უკრაინულ-სლოვაკური კრიმინალური თრეილერი, რომელშიც მთავარ როლებს სტანისლავ ბოკლანი და რიმა ზიუბინა ასრულებენ. 2020 წლის ოქტომბერში მსოფლიომ ერმაკის მიერ წარმოებული ფილმი "წინასწარმეტყველება" იხილა.
ერმაკი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას 2019 წლამდე ერიდებოდა. რვა წელიწადნახევრის განმავლობაში - 2006 წლის მაისიდან 2014 წლის ნოემბრამდე სახალხო დეპუტატ ელბრუს თედეევთან მუშაობდა.
ანდრეი ერმაკი, ელენა ზელენსკაია, ვლადიმერ ზელენსკი და მათი მეგობრები რესტორანში
დეკლარაციის მიხედვით, კიევში, ერმაკის მფლობელობაშია 107,80 კვ.მ ბინა. ის სარგებლობს 2015 წელს გამოშვებული Toyota Camry-ით. ერმაკმა ბიზნესიდან შემოსავლის სახით 151 ათასი გრივნა მიიღო. ჩინოვნიკს ნაღდი ფულის სახით 347 ათასი დოლარი, 50 ათასი ევრო აქვს. ბანკებში ის საკმაოდ დიდ ფულს ინახავს ეროვნულ ვალუტაში.
დეკლარაციაში იერმაკის ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო მითითებული. უკრაინულ წყაროებში არაფერია მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობილი, არ ატარებს ქორწინების ბეჭედს და მის გვერდით არასოდეს გამოჩენილა საყვარელი ქალი. მიუხედავად იმისა, რომ იქ აქტიურია სოციალურ ქსელში, შეუძლებელია გაიგო რამე მისი პირადი ცხოვრების შესახებ. ცნობილია, რომ პოლიტიკოსი მეგობრობს უკრაინული შოუბიზნესის წარმომადგენლებთან, სპორტსმენებთან...
2021 წლის ნოემბერში ერმაკმა 50 წლის იუბილე აღნიშნა, რასაც პრესაში სკანდალი მოჰყვა. ანდრეის მედიამ ბრალი დასდო საპრეზიდენტო რეზიდენციაში ოთხდღიანი ზეიმის გამართვაში, სადაც სტუმრები სამთავრობო თვითმფრინავებით მიიყვანეს. პოლიტიკოსმა უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ არ უყვარს გრანდიოზული დღესასწაულები.
ერმაკი დედასთან და დასთან ერთად
საინტერესო ფაქტები
პოლიტიკოსის უმცროსი ძმა მონაწილეობდა დონბასის სამხედრო ოპერაციებში, სადაც დაჭრილიც გახლდათ. ამჟამად ერმაკის ძმა მეუღლესთან ერთად იბრძვის, რომელზეც ფრონტის ხაზზე იქორწინა. ანდრეი ერმაკის საყვარელი მსახიობი მარლონ ბრანდოა. 2021 წლის გაზაფხულზე ის კიდევ ერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში - კერძოდ, ყატარში ვიზიტის დროს ერმაკი ფეხი-ფეხზე გადადებული იჯდა, რითაც უხეშად არღვევდა პროტოკოლს. არაბული ეტიკეტის მიხედვით, მიუღებელია თანამოსაუბრეებისთვის ფეხსაცმლის ძირების ჩვენება.
2018 წლის მარტში ერმაკი საქართველოს სტუმრობდა. უცნობია ვიზიტის მიზეზი. ის ერთ-ერთი რესტორნიდან ხინკლის ფოტოს აქვეყნებს და წერს - უკომენტაროდ.
ერმაკის გვერდზე იპოვით ასევე თბილისში სასტუმროდან გადაღებულ ფოტოს, სადაც წერს: "საყვარელი თბილისის სახურავები... აქ უკვე გაზაფხულია +18. მშვენიერი ორი დღე, გიტოვებთ მზეს და კარგ ამინდს..."
ანდრეი ერმაკი აგრძელებს მუშაობას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე. მისი ფიგურა კი სულ უფრო მეტ გავლენას იძენს ქვეყნის პოლიტიკურ რუკაზე. ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი განაცხადა, რომ უკრაინას რეალურად მართავს არა ზელენსკი, არამედ ერმაკი.
ერთი თვეა 24 სთ უსმენთ უკრაინის ამბებს კი ბატონო ინფორმაციას აუცილებელია მაგრამ ასეთი მაშტაბით არცერთ ქვეყანაში არარის ასე იქნებ ჩვენ პრობლემებზე და გაჭირვებულ ოჯახებზეც ვიზრუნოთ და ვიმსჯელოთ ნაცებო ნუ გამოვარდებით რეტიანებივით არ მაინტერესებს თწვენი აზრი , ჩვენთან რომ ომი იყო უკრაინაში 24სთ საუბრობდნენ უკრ.TV

ერმაკი კიევში ფილმის პრემიერის დროს
ერმაკის მომავლისთვის გადამწყვეტი გახდა ვოლოდიმირ ზელენსკის გაცნობა. მათი გაცნობა მაშინ შედგა, როდესაც ზელენსკი ტელეარხ "ინტერს“ ხელმძღვანელობდა. ერმაკის "საერთაშორისო სამართლის კომპანია" ტელევიზიას ინტელექტუალური საკუთრების უფლებებისა და საავტორო უფლებების დაცვის კუთხით მომსახურებას უწევდა. 2019 წლის 21 მაისს ანდრეი ერმაკი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსად დაინიშნა.
ანდრეი ერმაკი, ელენა ზელენსკაია, ვლადიმერ ზელენსკი და მათი მეგობრები რესტორანში
დეკლარაციის მიხედვით, კიევში, ერმაკის მფლობელობაშია 107,80 კვ.მ ბინა. ის სარგებლობს 2015 წელს გამოშვებული Toyota Camry-ით. ერმაკმა ბიზნესიდან შემოსავლის სახით 151 ათასი გრივნა მიიღო. ჩინოვნიკს ნაღდი ფულის სახით 347 ათასი დოლარი, 50 ათასი ევრო აქვს. ბანკებში ის საკმაოდ დიდ ფულს ინახავს ეროვნულ ვალუტაში.
დეკლარაციაში იერმაკის ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო მითითებული. უკრაინულ წყაროებში არაფერია მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობილი, არ ატარებს ქორწინების ბეჭედს და მის გვერდით არასოდეს გამოჩენილა საყვარელი ქალი. მიუხედავად იმისა, რომ იქ აქტიურია სოციალურ ქსელში, შეუძლებელია გაიგო რამე მისი პირადი ცხოვრების შესახებ. ცნობილია, რომ პოლიტიკოსი მეგობრობს უკრაინული შოუბიზნესის წარმომადგენლებთან, სპორტსმენებთან...
2021 წლის ნოემბერში ერმაკმა 50 წლის იუბილე აღნიშნა, რასაც პრესაში სკანდალი მოჰყვა. ანდრეის მედიამ ბრალი დასდო საპრეზიდენტო რეზიდენციაში ოთხდღიანი ზეიმის გამართვაში, სადაც სტუმრები სამთავრობო თვითმფრინავებით მიიყვანეს. პოლიტიკოსმა უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ არ უყვარს გრანდიოზული დღესასწაულები.
ერმაკი დედასთან და დასთან ერთად
საინტერესო ფაქტები
პოლიტიკოსის უმცროსი ძმა მონაწილეობდა დონბასის სამხედრო ოპერაციებში, სადაც დაჭრილიც გახლდათ. ამჟამად ერმაკის ძმა მეუღლესთან ერთად იბრძვის, რომელზეც ფრონტის ხაზზე იქორწინა. ანდრეი ერმაკის საყვარელი მსახიობი მარლონ ბრანდოა. 2021 წლის გაზაფხულზე ის კიდევ ერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში - კერძოდ, ყატარში ვიზიტის დროს ერმაკი ფეხი-ფეხზე გადადებული იჯდა, რითაც უხეშად არღვევდა პროტოკოლს. არაბული ეტიკეტის მიხედვით, მიუღებელია თანამოსაუბრეებისთვის ფეხსაცმლის ძირების ჩვენება.
2018 წლის მარტში ერმაკი საქართველოს სტუმრობდა. უცნობია ვიზიტის მიზეზი. ის ერთ-ერთი რესტორნიდან ხინკლის ფოტოს აქვეყნებს და წერს - უკომენტაროდ.
ერმაკის გვერდზე იპოვით ასევე თბილისში სასტუმროდან გადაღებულ ფოტოს, სადაც წერს: "საყვარელი თბილისის სახურავები... აქ უკვე გაზაფხულია +18. მშვენიერი ორი დღე, გიტოვებთ მზეს და კარგ ამინდს..."
ანდრეი ერმაკი აგრძელებს მუშაობას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე. მისი ფიგურა კი სულ უფრო მეტ გავლენას იძენს ქვეყნის პოლიტიკურ რუკაზე. ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი განაცხადა, რომ უკრაინას რეალურად მართავს არა ზელენსკი, არამედ ერმაკი.
ერთი ზელენსკია ალენ დელონი და მეორე ეს სეკჰემი))