პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მღვდელს, რომელმაც გუშინ "ალტ-ინფოს" პარტიის ოფისი აკურთხა და პრორუსული განცხადებები გააკეთა, მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს
მღვდელს, რომელმაც გუშინ "ალტ-ინფოს" პარტიის ოფისი აკურთხა და პრორუსული განცხადებები გააკეთა, მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს

მღვდელ ვახ­ტანგ თო­ხა­ძეს, რო­მე­ლიც გუ­შინ მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში სა­კუ­თა­რი პრო­რუ­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო მო­ექ­ცა, მღვდელმსა­ხუ­რე­ბის უფ­ლე­ბა დრო­ე­ბით შე­უ­ჩე­რეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­მოქ­მე­დის ეპარ­ქი­ის პრესმდი­ვან მამა ბა­სილ გო­გო­ტიშ­ვილ­ზე დაყ­რდნო­ბით ვე­ბპორ­ტა­ლი "ბა­თუ­მე­ლე­ბი" ავ­რცე­ლებს. ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს, ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძეს გავ­სა­უბ­რე­ბო­დით. მან ინ­ფორ­მა­ცია არც და­ა­დას­ტუ­რა და არც უარ­ყო და გვირ­ჩია, შე­მოქ­მე­დის ეპარ­ქი­ის­თვის მიგ­ვე­მარ­თა, თუმ­ცა ეპარ­ქი­ა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენს ზა­რებს არ პა­სუ­ხო­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­მოქ­მე­დის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტი იო­სე­ბი აცხა­დებ­და, რომ თუ მამა ვახ­ტან­გი "ალტ-ინ­ფოს“ მხარ­ში ამო­უდ­გე­ბო­და, მღვდლო­ბა შე­უ­ჩერ­დე­ბო­და.

"თუ და­დას­ტურ­და ეს ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც მამა ვახ­ტან­გი უარ­ყოფს, მღვდლო­ბა შე­უ­ჩერ­დე­ბა. უკვე ვე­სა­უბ­რე მას ამის შე­სა­ხებ. თქვენ იცით ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოკუ­პანტ რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უკვე ბევ­რჯერ გა­ვა­კე­თე გან­ცხა­დე­ბა ამის შე­სა­ხებ და თუ მამა ვახ­ტან­გი მხარ­ში ამო­უდ­გე­ბა ალტ.ინ­ფოს საქ­მი­ა­ნო­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მე მას ვე­სა­უბ­რე და გა­ვაფრ­თხი­ლე სამ­ღვდე­ლო­ე­ბას­თან ერ­თად”, - თქვა მიტ­რო­პო­ლიტ­მა "TV პირ­ველ­თან”.

თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მამა ვახ­ტან­გმა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა მას­ზე იერ­არ­ქი­უ­ლად მაღ­ლა მდგო­მი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მი­თი­თე­ბა და მა­ინც "ამო­უდ­გა მხარ­ში" "ალტ-ინ­ფოს".

მან გუ­შინ ოზურ­გეთ­ში "ალტ-ინ­ფოს" პარ­ტია "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ოფი­სი აკურ­თხა, რის შემ­დე­გაც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ისა­უბ­რა და პუ­ტი­ნის დაც­ვას შე­ე­ცა­და.

"ომის დროს ქა­ლებს ყველ­გან კლა­ვენ და აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ, რა შუ­ა­შია პუ­ტი­ნი?" - თქვა მან.

გუ­რი­ა­ში "ალტ-ინ­ფოს" ოფი­სის გახ­სნის თა­ო­ბა­ზე, ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებ­სა და პრო­რუ­სუ­ლად გან­წყო­ბილ პი­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა არა­ერ­თხელ მოხ­და.

გუ­შინ, ოზურ­გე­თელ­მა ხან­ში­შე­სულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ცი­სა­ნა ხუ­ჭუ­ამ "კონ­სერ­ვა­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბას“ სახ­ლი სა­ო­ფი­სედ მი­ა­ქი­რა­ვა. სწო­რედ ეს მოვ­ლე­ნა აკურ­თხა მღვდელ­მა ვახ­ტანგ თო­ხა­ძემ. მა­ლე­ვე, ახ­ლად­გახ­სნილ ოფის­თან სა­მო­ქალ­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი მი­ვიდ­ნენ და პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქვეს.

ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ხმა­უ­რი დღე­საც იყო ოზურ­გეთ­ში. ცი­სა­ნა ხუ­ჭუ­ას შვი­ლიშ­ვილ­მა ილია თა­ყა­იშ­ვილ­მა, სახ­ლის კედ­ლი­დან პრო­რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის აბრა ჩა­მოხ­სნა და ეზოს ჭიშ­კარ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბი გად­მო­ფი­ნა.

ახალ­გაზ­რდამ აღ­ნიშ­ნა, რომ ის არ ემ­ხრო­ბა "რუ­სულ სი­სას­ტი­კეს" და მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნას. მი­სი­ვე თქმით, პრო­რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მისი ბე­ბია შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სარა
0

თუ ალტ ინფო მავნებლურ ორგანიზაციად ითვლება, ოფიციალურად რატომ დაურეგისტრირეს პარტია, თუ არადა, მაშინ მამაოს რატომ სჯიან? ლოგიკა სადაა?

...
10

ძალიან საშიში ტენდენციაა სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთო თავისი საქმის გაკეთებისთვის... მღვდელი არ ანსხვავებს ადამიანებს პარტიისა და დანაშაულების მიხედვით! ხვალ პუტინმა რო თხოვოს აღსარება თუ ნამდვილად მღვდელია იმასაც არ უნდა უთხრას უარი. სასულიერო პირის მთავარი იარაღი ლოცვაა და თუ ადამიანი (თქვენი აზრით ამ შემთხვევაში ალტინფო) აცდენილია გზას მისი სახლისა თუ სამსახურის კურთხევა სწორედაც რომ ღვთიური საქმეა. სასულიერო პირები და ეპისკოპოსები კი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ და იმედი მაქვს საპატრიარქო პასუხს მოთხოვს ამ ეპისკოპოსს. აქ ასევე საგულისხმოა რომ ჯერ არავის დაუდასტურებია ეს ინფორმაცია და ამდენ ხალხს გვალაპარაკებთ უაზროთ! ეს საიტიც ჭორბიურო გახდა...სამწუხაროდ. და კიდევ ერთი: რაც არ უნდა გაღიზიანებდეთ სხვისი აზრი, თუ დემოკრატია და ევროპა გინდათ სიტყვის თავისუფლებას უნდა სცეთ პატივი. გრიშა ონიანს რატო არ დასდევთ და სახლში არ უვარდებით? ხმის ჩახშობას და ეკლესიიდან მამაოების გაყრას თავისი საქმის კეთებისთვის ფაშისტები და კომუნისტები ცდილობდნენ და როგორც დაამთავრეს კი ნახეთ...

ავტორი:

მღვდელს, რომელმაც გუშინ "ალტ-ინფოს" პარტიის ოფისი აკურთხა და პრორუსული განცხადებები გააკეთა, მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს

მღვდელს, რომელმაც გუშინ "ალტ-ინფოს" პარტიის ოფისი აკურთხა და პრორუსული განცხადებები გააკეთა, მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს

მღვდელ ვახტანგ თოხაძეს, რომელიც გუშინ მედიის ყურადღების ცენტრში საკუთარი პრორუსული განცხადებების გამო მოექცა, მღვდელმსახურების უფლება დროებით შეუჩერეს. ინფორმაციას შემოქმედის ეპარქიის პრესმდივან მამა ბასილ გოგოტიშვილზე დაყრდნობით ვებპორტალი "ბათუმელები" ავრცელებს. ჩვენ შევეცადეთ აღნიშნულ საკითხზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს გავსაუბრებოდით. მან ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო და გვირჩია, შემოქმედის ეპარქიისთვის მიგვემართა, თუმცა ეპარქიაში ჯერჯერობით ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

აღსანიშნავია, რომ შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები აცხადებდა, რომ თუ მამა ვახტანგი "ალტ-ინფოს“ მხარში ამოუდგებოდა, მღვდლობა შეუჩერდებოდა.

"თუ დადასტურდა ეს ინფორმაცია, რომელსაც მამა ვახტანგი უარყოფს, მღვდლობა შეუჩერდება. უკვე ვესაუბრე მას ამის შესახებ. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ოკუპანტ რუსეთთან დაკავშირებით, უკვე ბევრჯერ გავაკეთე განცხადება ამის შესახებ და თუ მამა ვახტანგი მხარში ამოუდგება ალტ.ინფოს საქმიანობას, აუცილებლად იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, მე მას ვესაუბრე და გავაფრთხილე სამღვდელოებასთან ერთად”, - თქვა მიტროპოლიტმა "TV პირველთან”.

თუმცა, როგორც ჩანს, მამა ვახტანგმა არ გაითვალისწინა მასზე იერარქიულად მაღლა მდგომი სასულიერო პირის მითითება და მაინც "ამოუდგა მხარში" "ალტ-ინფოს".

მან გუშინ ოზურგეთში "ალტ-ინფოს" პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი აკურთხა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან რუსეთთან ურთიერთობის საჭიროებაზე ისაუბრა და პუტინის დაცვას შეეცადა.

"ომის დროს ქალებს ყველგან კლავენ და აუპატიურებენ, რა შუაშია პუტინი?" - თქვა მან.

გურიაში "ალტ-ინფოს" ოფისის გახსნის თაობაზე, ბოლო პერიოდში, სამოქალაქო აქტივისტებსა და პრორუსულად განწყობილ პირებს შორის დაპირისპირება არაერთხელ მოხდა.

გუშინ, ოზურგეთელმა ხანშიშესულმა ქალბატონმა ცისანა ხუჭუამ "კონსერვატიულ მოძრაობას“ სახლი საოფისედ მიაქირავა. სწორედ ეს მოვლენა აკურთხა მღვდელმა ვახტანგ თოხაძემ. მალევე, ახლადგახსნილ ოფისთან სამოქალქო აქტივისტები მივიდნენ და პროტესტი გამოთქვეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ხმაური დღესაც იყო ოზურგეთში. ცისანა ხუჭუას შვილიშვილმა ილია თაყაიშვილმა, სახლის კედლიდან პრორუსული პარტიის აბრა ჩამოხსნა და ეზოს ჭიშკარზე საქართველოსა და უკრაინის დროშები გადმოფინა.

ახალგაზრდამ აღნიშნა, რომ ის არ ემხრობა "რუსულ სისასტიკეს" და მხარს უჭერს უკრაინას. მისივე თქმით, პრორუსული პარტიის წარმომადგენლებმა მისი ბებია შეცდომაში შეიყვანეს.