სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ ადგილებში აიკრძალება გარევაჭრობა თბილისში - კახა კალაძის განმარტება
რომელ ადგილებში აიკრძალება გარევაჭრობა თბილისში - კახა კალაძის განმარტება

მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის ჩა­სას­ვლე­ლე­ბი და ამო­სას­ვლე­ლე­ბი, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. არა­ვის­თვის არის მი­სა­ღე­ბი დღეს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. ფე­ხით გავ­ლა შუძ­ლე­ბე­ლია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა ნორ­მა­ლუ­რად, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი გზით შე­უძ­ლე­ბე­ლია“,- ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ეხ­მა­რე­ბი­ან იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­რე­ვაჭ­რო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, რათა მათი გან­თავ­სე­ბა მოხ­დეს ბაზ­რო­ბის შიდა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამას­თან, დას­ძენს, რომ მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის ტე­რი­ტო­რია მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი უნდა იყოს.

"რო­გოც იცით, ბოლო პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყეთ მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა. პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მეტ­რო­სად­გურ "ვარ­კე­თი­ლის“ მიმ­დე­ბა­რედ და­ვი­წყეთ, სა­ი­და­ნაც გა­რე­ვაჭ­რო­ბამ გა­და­ი­ნაც­ვლა ბაზ­რო­ბის შიდა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. გარ­და ამი­სა, ავი­ღეთ ყვე­ლა უკა­ნო­ნო "ჯი­ხუ­რი“, რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო "ვარ­კე­თი­ლის მეტ­როს“ მიმ­დე­ბა­რედ და სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და. ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბაც კი შუძ­ლე­ბე­ლი იყო, პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გე­ნა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც ყო­ველ­დღე სარ­გებ­ლობ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით.

კი­დევ ერთი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, კერ­ძოდ, "ნავ­თლუ­ღის ბაზ­რო­ბის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, აქაც გვინ­და მთლი­ა­ნად მო­წეს­რიგ­დეს არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია. მოხ­დეს გა­ნახ­ლე­ბა და გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის გა­დაყ­ვა­ნა ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია. რა თქმა უნდა, გვინ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვაგ­რძე­ლოთ ყვე­ლა მეტ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის მო­წეს­რი­გე­ბით.

და­ვა­ა­ნონ­სებ კი­დევ ერთ მსგავს პრო­ექტს. ეს არის მეტ­რო­სად­გურ "ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია. მინ­და და­ვა­ვა­ლო მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს, ასე­ვე გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელს, მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეთ, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ მა­ჟო­რი­ტა­რი დე­ბუ­ტა­ტი კონ­სტან­ტი­ნე ზარ­ნა­ძეც ჩა­ერ­თვე­ბა. და­ი­წყეთ კო­მუ­ნი­კა­ცია გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებ­თან, ასე­ვე ბაზ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან, რომ მოხ­დეს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დაყ­ვა­ნა ბაზ­რო­ბის შიდა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ჰქონ­დეთ მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ასე­ვე მინ­და და­ვა­ვა­ლო მო­ად­გი­ლეს, ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ანს, რომ და­ი­წყონ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა, ფი­ლე­ბი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, და­ი­წყეთ ამ ყვე­ლაფ­რის გა­ნახ­ლე­ბა.

ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მიდ­გო­მა ასე­თია - მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის ჩა­სას­ვლე­ლე­ბი და ამო­სას­ვლე­ლე­ბი, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. არა­ვის­თვის არის მი­სა­ღე­ბი დღეს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. ფე­ხით გავ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა ნორ­მა­ლუ­რად ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი გზით შე­უძ­ლე­ბე­ლია. მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ ცი­ვი­ლუ­რად, იმ ტე­რი­ტო­რი­ა­სა და ად­გილ­ზე, სა­დაც ნე­ბა­დარ­თუ­ლია და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი აწარ­მო­ე­ბენ ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას ბაზ­რო­ბის შიდა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვეხ­მა­რე­ბით იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­რე­ვაჭ­რო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ მათი გან­თავ­სე­ბა მოხ­დეს ბაზ­რო­ბის შიდა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის ტე­რი­ტო­რია მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყოს“,- აღ­ნიშ­ნავს კა­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალხაზი
0

ნამდვილად კარგი იქნება, თუ ასეთი სახით, როგორც დღეს არის მოწესრიგდება და ქალაქი დაემსგავსება ქალაქს, ასევე კარგი იქნება თუ აკრძალავთ ბოშა ბავშვების შუქნიშნებთან დგომას, რომლებიც გაიძულებენ ფული გადაუხადო ჭუჭყიანი წყლით მინის გაწმენდაში თუ არადა დედას გაგინებენ, როგორი მოსათმენია ლაწირაკების ასეთი საქციელი. 

გოჩა
2

მივესალმები გარე ვაჭრობის აკრძალვას 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რომელ ადგილებში აიკრძალება გარევაჭრობა თბილისში - კახა კალაძის განმარტება

რომელ ადგილებში აიკრძალება გარევაჭრობა თბილისში - კახა კალაძის განმარტება

მეტროსადგურების ჩასასვლელები და ამოსასვლელები, მიმდებარე ტერიტორია მაქსიმალურად იქნება მოწესრიგებული. არავისთვის არის მისაღები დღეს არსებული მდგომარეობა. ფეხით გავლა შუძლებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება ნორმალურად, ცივილიზებული გზით შეუძლებელია“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, ყველანაირად დაეხმარებიან იმ ადამიანებს, რომლებიც გარევაჭრობით არიან დაკავებული, რათა მათი განთავსება მოხდეს ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე. ამასთან, დასძენს, რომ მეტროსადგურების ტერიტორია მაქსიმალურად მოწესრიგებული უნდა იყოს.

"როგოც იცით, ბოლო პერიოდში აქტიურად დავიწყეთ მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება. პირველი პროექტის განხორციელება მეტროსადგურ "ვარკეთილის“ მიმდებარედ დავიწყეთ, საიდანაც გარევაჭრობამ გადაინაცვლა ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ავიღეთ ყველა უკანონო "ჯიხური“, რომელიც განთავსებული იყო "ვარკეთილის მეტროს“ მიმდებარედ და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ფეხით გადაადგილებაც კი შუძლებელი იყო, პრობლემას წარმოადგენა იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღე სარგებლობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება, კერძოდ, "ნავთლუღის ბაზრობის“ ტერიტორიაზე, აქაც გვინდა მთლიანად მოწესრიგდეს არსებული ტერიტორია. მოხდეს განახლება და გარემოვაჭრეების გადაყვანა ბაზრობის ტერიტორიაზე, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. რა თქმა უნდა, გვინდა ეს ყველაფერი გავაგრძელოთ ყველა მეტროს მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებით.

დავაანონსებ კიდევ ერთ მსგავს პროექტს. ეს არის მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია. მინდა დავავალო მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელს, ასევე გლდანის რაიონის გამგებელს, მუშაობა დაიწყეთ, კარგი იქნება თუ მაჟორიტარი დებუტატი კონსტანტინე ზარნაძეც ჩაერთვება. დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, ასევე ბაზრობის ადმინისტრაციასთან, რომ მოხდეს ამ ადამიანების გადაყვანა ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე, ნორმალურ პირობებში ჰქონდეთ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა.

ასევე მინდა დავავალო მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომ დაიწყონ მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ფილები დაზიანებულია, დაიწყეთ ამ ყველაფრის განახლება.

ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომა ასეთია - მეტროსადგურების ჩასასვლელები და ამოსასვლელები, მიმდებარე ტერიტორია მაქსიმალურად იქნება მოწესრიგებული. არავისთვის არის მისაღები დღეს არსებული მდგომარეობა. ფეხით გავლა შეუძლებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება ნორმალურად ცივილიზებული გზით შეუძლებელია. მესმის იმ ადამიანების, ვინც ეკონომიკური საქმიანობით არის დაკავებული, მაგრამ ეს ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ ცივილურად, იმ ტერიტორიასა და ადგილზე, სადაც ნებადართულია და სხვა ადამიანები აწარმოებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც გარევაჭრობით არიან დაკავებული, რომ მათი განთავსება მოხდეს ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე, მეტროსადგურების ტერიტორია მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს“,- აღნიშნავს კალაძე.