მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტეფანჩუკთან კომუნიკაციამ დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა... უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია" - შალვა პაპუაშვილი
"სტეფანჩუკთან კომუნიკაციამ დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა... უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია" - შალვა პაპუაშვილი

რუს­ლან სტე­ფან­ჩუკ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ამ, ისე­ვე რო­გორც მის­მა ინ­ტერ­ვი­უმ, და­მარ­წმუ­ნა, რომ არ­სე­ბობს ყვე­ლა უხერ­ხუ­ლო­ბის და გა­უ­გებ­რო­ბის მოგ­ვა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა - მქონ­და მსჯე­ლო­ბა პარ­ტი­ის ყვე­ლა სხვა ლი­დერ­თან და ყვე­ლა შევ­თან­ხმდით, რომ ამ სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში ჩემს ვი­ზიტს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე და­წე­რა.

რო­გორც პა­პუ­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დას თავ­მჯდო­მა­რეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცია დღე­საც ექ­ნე­ბა და ვი­ზი­ტის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რებს.

"ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რი და მე­გობ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დას თავ­მჯდო­მა­რე რუს­ლან სტე­ფან­ჩუკ­თან.

ნამ­დვი­ლად სა­მა­გა­ლი­თოა ის გმი­რუ­ლი შე­მარ­თე­ბა, რომ­ლი­თაც უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იცავს თა­ვის სამ­შობ­ლოს და მო­მა­ვალს.

ჩემ­მა კო­ლე­გამ, კვლავ და­მი­დას­ტუ­რა სურ­ვი­ლი, რომ მი­მი­ღოს უკ­რა­ი­ნა­ში, რათა უშუ­ა­ლოდ გა­მი­ზი­ა­როს რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ტრა­გე­დი­ე­ბი და ნგრე­ვის შე­დე­გე­ბი.

დღეს ვგეგ­მავთ უფრო ვრცელ სა­უ­ბარს უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე რუ­სულ აგ­რე­სი­ა­ზე, ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­ზე.

გან­ვი­ხი­ლავთ სა­ქარ­თვე­ლო-უკ­რა­ი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბებს და ჩვენს კო­ორ­დი­ნა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბებს, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ბოლო პე­რი­ო­დის მსგავ­სი გა­უ­გებ­რო­ბე­ბი და უფრო მე­ტად გან­ვამ­ტკი­ცოთ ჩვენს ქვეყ­ნებ­სა და ხალ­ხებს შო­რის ის­ტო­რი­უ­ლად ძმუ­რი კავ­ში­რე­ბი.

ჩვენ­მა კო­მუ­ნი­კა­ცი­ამ, ისე­ვე რო­გორც მის­მა გუ­შინ­დელ­მა ინ­ტერ­ვი­უმ "იმე­დის“ ეთერ­ში, და­მარ­წმუ­ნა, რომ არ­სე­ბობს ყვე­ლა უხერ­ხუ­ლო­ბის და გა­უ­გებ­რო­ბის მოგ­ვა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მქონ­და მსჯე­ლო­ბა პარ­ტი­ის ყვე­ლა სხვა ლი­დერ­თან და ყვე­ლა შევ­თან­ხმდით, რომ ამ სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში ჩემს ვი­ზიტს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია.

მე უკვე მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია ჩემს კო­ლე­გას­თან და და­ვუ­დას­ტუ­რე უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტის­თვის მზა­ო­ბა. დღე­ვან­დელ სა­უ­ბარ­ში ჩვენ ვი­ზი­ტის დე­ტა­ლებ­საც შე­ვე­ხე­ბით.

და კვლავ გა­ვი­მე­ო­რებ, უკ­რა­ი­ნის და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი ვა­ლია, და ჩვენ ამ ვალს შე­ვას­რუ­ლებთ“,- აცხა­დებს პა­პუ­აშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-----
0

მოითხოვენ მერე??? 

...
3

არა მგონია სწორი საქციელი იყოს . ამდენი შეურაცხოფის შემდეგ . თან ვისი თანხლებით. არაა ახლა ამ ვიზიტის დრო, რაც გინდა გითხრან .

ავტორი:

"სტეფანჩუკთან კომუნიკაციამ დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა... უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია" - შალვა პაპუაშვილი

"სტეფანჩუკთან კომუნიკაციამ დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა... უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია" - შალვა პაპუაშვილი

რუსლან სტეფანჩუკთან კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა ინტერვიუმ, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა - მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკუთარ "ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან კომუნიკაცია დღესაც ექნება და ვიზიტის დეტალებზე ისაუბრებს.

"ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური და მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან.

ნამდვილად სამაგალითოა ის გმირული შემართება, რომლითაც უკრაინელი ხალხი და მისი ხელისუფლება იცავს თავის სამშობლოს და მომავალს.

ჩემმა კოლეგამ, კვლავ დამიდასტურა სურვილი, რომ მიმიღოს უკრაინაში, რათა უშუალოდ გამიზიაროს რუსული აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები და ნგრევის შედეგები.

დღეს ვგეგმავთ უფრო ვრცელ საუბარს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, ჩვენი ქვეყნების ევროპულ მომავალზე.

განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენს კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები.

ჩვენმა კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ "იმედის“ ეთერში, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

მე უკვე მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა. დღევანდელ საუბარში ჩვენ ვიზიტის დეტალებსაც შევეხებით.

და კვლავ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ“,- აცხადებს პაპუაშვილი.