პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 60 წლის "სისხლიანი გენერალი", რომელსაც პუტინმა ომის მართვა ჩააბარა - რატომ ვარაუდობენ, რომ მისი დანიშვნა რუსეთისთვის დრამატული იქნება?
ვინ არის 60 წლის "სისხლიანი გენერალი", რომელსაც პუტინმა ომის მართვა ჩააბარა - რატომ ვარაუდობენ, რომ მისი დანიშვნა რუსეთისთვის დრამატული იქნება?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა, უკ­რა­ი­ნა­ში ომის ახალ ფა­ზა­ში გა­და­საყ­ვა­ნად, ახა­ლი მე­თა­უ­რი და­ნიშ­ნა. ალექ­სან­დრ დვორ­ნი­კოვს ან­ტიკ­რემ­ლის­ტუ­რი რუ­სუ­ლი მე­დია (და არამ­ხო­ლოდ) სის­ხლი­ან გე­ნე­რალს უწო­დებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, დვორ­ნი­კოვ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ო­მა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა ჯერ ჩეჩ­ნეთ­ში, შემ­დეგ კი სი­რი­ა­ში ომის დროს, სა­დაც რუ­სე­თის ჯა­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

"ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა, რო­მე­ლიც დვორ­ნი­კო­ვის მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ამ ქვეყ­ნე­ბი­დან ვრცელ­დე­ბო­და, ვე­რა­ნა­ირ სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებ­და, თუმ­ცა, ის პუ­ტინ­მა რუ­სე­თის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლის­თვის რუ­სე­თის გმი­რის ორ­დე­ნით 2016 წელს სი­რი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, კრემლში და­ა­ჯილ­დო­ვა..." - წერ­და მა­შინ ან­ტი­პუ­ტი­ნის­ტუ­რი მე­დია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, კრემ­ლმა დაბ­ლო­კა.

"სი­რი­ე­ლი ჯა­ლა­თი " - ასე ახა­სი­ა­თებს მას გა­მო­ცე­მა detaly.co.il, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ის სი­რი­ა­ში და­უნ­დობ­ლად, ხორცსა­კეპ მან­ქა­ნა­ში ატა­რებ­და მშვი­დო­ბი­ან უია­რა­ღო მო­სახ­ლე­ო­ბას.

"შე­სა­ბა­მი­სად, მას მუდ­მი­ვად ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ში..." - წერს გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტი ალექ­სან­დრა აპელ­ბერ­გი.

მი­სი­ვე ცნო­ბით, 60 წლის გე­ნე­რა­ლი ძვე­ლი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო სკო­ლის მო­სამ­სა­ხუ­რედ ით­ვლე­ბა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­უ­რი დოქ­ტრი­ნით არის აღ­ზრდი­ლი. ის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და ობი­ექ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას ბრძო­ლის ველ­ზე მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად აუ­ცი­ლე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბად აღიქ­ვამს.

Washington Post-თან სა­უ­ბარ­ში, ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო პრო­ფე­სო­რი მარკ გა­ლე­ო­ტი ამ­ბობს, რომ დვორ­ნი­კოვს რუ­სე­თის გენშტა­ბის უფ­რო­სის, ვა­ლე­რი გე­რა­სი­მო­ვის ად­გი­ლის და­კა­ვე­ბის პრე­ტენ­ზია აქვს.

"ახლა კი, პუ­ტი­ნის­თვის თა­ვის მო­სა­წო­ნებ­ლად სწო­რე­დაც კარ­გი დროა" - წერს და­სავ­ლუ­რი მე­დია.

მათი ცნო­ბით, 1982 წლი­დან ის და­უნ­დობ­ლად მი­ი­წევ­და წინ სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რის გა­სა­კე­თებ­ლად. მისი სი­სას­ტი­კით გა­მორ­ჩე­უ­ლი საქ­მე­ე­ბი მო­ი­ცავს ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომს, შემ­დეგ კი სი­რი­ას, სა­დაც ის რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რად და­ი­ნიშ­ნა.

"2015 წელს, დვორ­ნი­კოვ­მა, ასა­დის მხარ­და­ჭე­რით, იდ­ლი­ბის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით ავი­ა­ბა­ზა გახ­სნა, სა­ი­და­ნაც მთელ იდ­ლიბს, ზო­გა­დად სი­რი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებს, მათ შო­რის უკვე მი­წას­თან გას­წო­რე­ბულ ალე­პოს უტევ­და. მის "დამ­სა­ხუ­რე­ბებს" შო­რის არის, ხმე­ი­მის ბა­ზი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ავი­ა­დარ­ტყმე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ზე, სკო­ლებ­ზე, პუ­რის რი­გებ­ში მდგომ ადა­მი­ა­ნებ­ზე... თუმ­ცა, მისი ბა­ზი­დან უკ­რა­ი­ნა­ში გა­დას­რო­ლი­ლი არა­ერ­თი სამ­ხედ­რო პი­ლო­ტის­თვის, რომ­ლებ­მაც გა­მოც­დი­ლე­ბა სი­რი­ა­ში მი­ი­ღეს, უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძო­ლო გაფ­რე­ნა უკა­ნას­კნე­ლი აღ­მოჩ­ნდა..." - წერს გა­მო­ცე­მა detaly.co.il

და­უს­ჯე­ლი სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვე...

Associated Press-თან სა­უ­ბარ­ში სი­რი­ის არ­მი­ის ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი ალ-ბა­ი­უ­ში ამ­ბობს, რომ დვორ­ნი­კო­ვი სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვეა.

"სი­რი­ი­სა და უკ­რა­ი­ნის ომე­ბი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, რად­გან სი­რი­ა­ში რუ­სეთ­მა ძალ­ზე მცი­რე ადა­მი­ა­ნი და­კარ­გა, უკ­რა­ი­ნა­ში მი­ღე­ბუ­ლი და­ნა­კარ­გის და­მალ­ვას კი, პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნე­ბი­თაც ვერ ახერ­ხე­ბენ, მაგ­რამ მი­წის გა­დაწ­ვის მხრივ მას უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და ალ­ბათ, იგი­ვე ხა­ზით იმოქ­მე­დებს" - ამ­ბობს ალ-ბა­ი­უ­ში.

ამე­რი­კე­ლი გე­ნე­რა­ლი, ავ­ღა­ნეთ­ში ნა­ტოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი დე­ვიდ პეტ­რე­უ­სი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სე­თი ყვე­ლა გზით შე­ეც­დე­ბა ისე­თი მიღ­წე­ვე­ბი მა­ინც ჰქონ­დეს, რომ 9 მა­ი­სის გა­მოს­ვლის­თვის, თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სე­თის­თვის იდე­ო­ლო­გი­უ­რად ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღის­თვის მო­ემ­ზა­დოს და ამ დღეს "გა­მარ­ჯვე­ბა" და­არ­ქვას. ამი­ტომ, ახა­ლი გე­ნერ­ლის პი­რო­ბებ­ში ის ძი­რი­თა­დად მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე თავ­დას­ხმებ­ზე გა­და­ერ­თვე­ბა.

obozrevatel.com-ის ცნო­ბით, დვორ­ნი­კო­ვი სი­რი­ა­ში პირ­და­პირ გას­ცემ­და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ხოც­ვის ბრძა­ნე­ბას. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუსი პუბ­ლი­ცის­ტი ან­დრეი პი­ონ­ტო­კო­ვი არა­ერ­თხელ სა­უბ­რობ­და მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში დვორ­ნი­კო­ვის ჩა­დე­ნილ სი­სას­ტი­კე­ებ­ზე, მათ შო­რის 24 канал-თან.

პი­ონ­ტკოვ­სკის თქმით, ის აუ­ცი­ლებ­ლად კა­ნო­ნით და­ის­ჯე­ბა და ამ საქ­მეს დი­დე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ. სა­ბო­ლო­ოდ ვერც ერთი სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვე ვერ გა­ექ­ცე­ვა სას­ჯელს...

"რუ­სეთს უკ­რა­ი­ნა­ში ვერც ჯა­ლა­თი დვორ­ნი­კო­ვი გა­და­არ­ჩენს..."

კი­დევ ერთი ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­როს, ამე­რი­კის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში მრჩევ­ლის ჯეიკ სა­ლი­ვა­ნის თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ჩეჩ­ნე­თი­სა და სი­რი­ის­გან, შე­სა­ბა­მი­სად სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია ახა­ლი მე­თა­უ­რის და­ნიშ­ვნამ "ომს რუ­სე­თის­თვის კი­დევ უფრო დრა­მა­ტუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა მის­ცეს".

"...რად­გან რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში უკვე სტრა­ტე­გი­უ­ლი მარ­ცხი გა­ნი­ცა­და და ეს ფაქ­ტია. ეს გე­ნე­რა­ლი კი, უკ­რა­ი­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი სი­სას­ტი­კე­ე­ბის კი­დევ ერთი ავ­ტო­რი გახ­დე­ბა... აშშ-მა კი, უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ უნდა მი­ი­ღონ ყვე­ლა ზომა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად" - აცხა­დებს სა­ლი­ვა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
S.K.K.
1

პიტ ბულს არა გავს?

დასავლეთს!
6

მივმართავ დასავლეთს, ეს გენერალი თუ სირიაში ასეთ ამბებს ჩადიოდა სად იყავით მაშინ, რატომ არ დაუწესეთ რუსეთს სანქციები, რატომ არ გაასამართლეთ ჰააგაში, თუ ფეხებზე გეკიდათ სირიელი ქალები, ბავშვები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ეხლა ამოიღეთ ხმა როცა დაგჭირდათ. თქვენც რუსეთის ნაირი ნაძირლები, კოლექტიური ნაცფაშისტი გიორგი საყვარელიძეები ხართ რომელმაც განაცხადა უკრაინაში ქერათმიან და ცისფერთვალება ხალხს ხოცავენ და ამას როგორ ეგუებითო, ტიპიური ფაშისტური განცხადება. თორე რუსეთი და მისი გენერლები ყოველთვის ასე იქცეოდნენ და არც არავის უკვირს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ვინ არის 60 წლის "სისხლიანი გენერალი", რომელსაც პუტინმა ომის მართვა ჩააბარა - რატომ ვარაუდობენ, რომ მისი დანიშვნა რუსეთისთვის დრამატული იქნება?

ვინ არის 60 წლის "სისხლიანი გენერალი", რომელსაც პუტინმა ომის მართვა ჩააბარა - რატომ ვარაუდობენ, რომ მისი დანიშვნა რუსეთისთვის დრამატული იქნება?

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, უკრაინაში ომის ახალ ფაზაში გადასაყვანად, ახალი მეთაური დანიშნა. ალექსანდრ დვორნიკოვს ანტიკრემლისტური რუსული მედია (და არამხოლოდ) სისხლიან გენერალს უწოდებს.

მათივე ცნობით, დვორნიკოვმა მნიშვნელოვანი საომარი გამოცდილება შეიძინა ჯერ ჩეჩნეთში, შემდეგ კი სირიაში ომის დროს, სადაც რუსეთის ჯარების ხელმძღვანელობდა.

"ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც დვორნიკოვის მოქმედებების შედეგად ამ ქვეყნებიდან ვრცელდებოდა, ვერანაირ საერთაშორისო კრიტიკას ვერ უძლებდა, თუმცა, ის პუტინმა რუსეთის წინაშე ჩადენილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის რუსეთის გმირის ორდენით 2016 წელს სირიიდან დაბრუნების შემდეგ, კრემლში დააჯილდოვა..." - წერდა მაშინ ანტიპუტინისტური მედია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კრემლმა დაბლოკა.

"სირიელი ჯალათი " - ასე ახასიათებს მას გამოცემა detaly.co.il, რომლის ცნობითაც, ის სირიაში დაუნდობლად, ხორცსაკეპ მანქანაში ატარებდა მშვიდობიან უიარაღო მოსახლეობას.

"შესაბამისად, მას მუდმივად ადანაშაულებდნენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში..." - წერს გამოცემის ჟურნალისტი ალექსანდრა აპელბერგი.

მისივე ცნობით, 60 წლის გენერალი ძველი რუსული სამხედრო სკოლის მოსამსახურედ ითვლება, რომელიც საბჭოური დოქტრინით არის აღზრდილი. ის მშვიდობიანი მოსახლეობის და ობიექტების განადგურებას ბრძოლის ველზე მიზნის მისაღწევად აუცილებელ საშუალებად აღიქვამს.

Washington Post-თან საუბარში, ლონდონის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი მარკ გალეოტი ამბობს, რომ დვორნიკოვს რუსეთის გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის ადგილის დაკავების პრეტენზია აქვს.

"ახლა კი, პუტინისთვის თავის მოსაწონებლად სწორედაც კარგი დროა" - წერს დასავლური მედია.

მათი ცნობით, 1982 წლიდან ის დაუნდობლად მიიწევდა წინ სამხედრო კარიერის გასაკეთებლად. მისი სისასტიკით გამორჩეული საქმეები მოიცავს ჩეჩნეთის მეორე ომს, შემდეგ კი სირიას, სადაც ის რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურად დაინიშნა.

"2015 წელს, დვორნიკოვმა, ასადის მხარდაჭერით, იდლიბის ჩრდილო-აღმოსავლეთით ავიაბაზა გახსნა, საიდანაც მთელ იდლიბს, ზოგადად სირიის სხვადასხვა ქალაქებს, მათ შორის უკვე მიწასთან გასწორებულ ალეპოს უტევდა. მის "დამსახურებებს" შორის არის, ხმეიმის ბაზიდან განხორციელებული ავიადარტყმები საავადმყოფოებზე, სკოლებზე, პურის რიგებში მდგომ ადამიანებზე... თუმცა, მისი ბაზიდან უკრაინაში გადასროლილი არაერთი სამხედრო პილოტისთვის, რომლებმაც გამოცდილება სირიაში მიიღეს, უკრაინაში საბრძოლო გაფრენა უკანასკნელი აღმოჩნდა..." - წერს გამოცემა detaly.co.il

დაუსჯელი სამხედრო დამნაშავე...

Associated Press-თან საუბარში სირიის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი ალ-ბაიუში ამბობს, რომ დვორნიკოვი სამხედრო დამნაშავეა.

"სირიისა და უკრაინის ომები სრულიად განსხვავებულია, რადგან სირიაში რუსეთმა ძალზე მცირე ადამიანი დაკარგა, უკრაინაში მიღებული დანაკარგის დამალვას კი, პროპაგანდისტული მანქანებითაც ვერ ახერხებენ, მაგრამ მიწის გადაწვის მხრივ მას უდიდესი გამოცდილება აქვს და ალბათ, იგივე ხაზით იმოქმედებს" - ამბობს ალ-ბაიუში.

ამერიკელი გენერალი, ავღანეთში ნატოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური დევიდ პეტრეუსი მიიჩნევს, რომ რუსეთი ყველა გზით შეეცდება ისეთი მიღწევები მაინც ჰქონდეს, რომ 9 მაისის გამოსვლისთვის, თანამედროვე რუსეთისთვის იდეოლოგიურად ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღისთვის მოემზადოს და ამ დღეს "გამარჯვება" დაარქვას. ამიტომ, ახალი გენერლის პირობებში ის ძირითადად მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებზე გადაერთვება.

obozrevatel.com-ის ცნობით, დვორნიკოვი სირიაში პირდაპირ გასცემდა მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის ბრძანებას. გამოცემის ცნობით, რუსი პუბლიცისტი ანდრეი პიონტოკოვი არაერთხელ საუბრობდა მშვიდობიან მოსახლეობაში დვორნიკოვის ჩადენილ სისასტიკეებზე, მათ შორის 24 канал-თან.

პიონტკოვსკის თქმით, ის აუცილებლად კანონით დაისჯება და ამ საქმეს დიდებული უკრაინელი სამხედროები განახორციელებენ. საბოლოოდ ვერც ერთი სამხედრო დამნაშავე ვერ გაექცევა სასჯელს...

"რუსეთს უკრაინაში ვერც ჯალათი დვორნიკოვი გადაარჩენს..."

კიდევ ერთი ამერიკელი სამხედროს, ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის ჯეიკ სალივანის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი სრულიად განსხვავებულია ჩეჩნეთისა და სირიისგან, შესაბამისად სრულიად შესაძლებელია ახალი მეთაურის დანიშვნამ "ომს რუსეთისთვის კიდევ უფრო დრამატული მიმდინარეობა მისცეს".

"...რადგან რუსეთმა უკრაინაში უკვე სტრატეგიული მარცხი განიცადა და ეს ფაქტია. ეს გენერალი კი, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეების კიდევ ერთი ავტორი გახდება... აშშ-მა კი, უკვე განაცხადა, რომ უნდა მიიღონ ყველა ზომა უკრაინელების მხარდასაჭერად" - აცხადებს სალივანი.