სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოკუპანტებმა ყველგან ნაღმები დატოვეს, სახლებში, ქუჩებში, მინდვრებში...ესეც სამხედრო დანაშაულად უნდა ჩაითვალოს" - ზელენსკი
"ოკუპანტებმა ყველგან ნაღმები დატოვეს, სახლებში, ქუჩებში, მინდვრებში...ესეც სამხედრო დანაშაულად უნდა ჩაითვალოს" - ზელენსკი

ოკუ­პან­ტებ­მა ყველ­გან ნაღ­მე­ბი და­ტო­ვეს, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ისა­უბ­რა.

ზე­ლენ­სკის თქმით, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა ნაღ­მე­ბი და­ტო­ვეს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რად­გან დე­ო­კუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია სა­ში­ში იყოს.

  • "ოკუ­პან­ტებ­მა ყველ­გან ნაღ­მე­ბი და­ტო­ვეს. სახ­ლებ­ში, რო­მე­ლიც მათ და­კა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, ქუ­ჩებ­ში, მინ­დვ­რებ­ში. და­ნაღ­მუ­ლია ხალ­ხის ქო­ნე­ბა, და­ნაღ­მუ­ლია მან­ქა­ნე­ბი, კა­რე­ბი. მათ შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ა­კე­თეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ დე­ო­კუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­ში­ში ყო­ფი­ლი­ყო. რუ­სუ­ლი არ­მი­ის მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რია ამ­ჟა­მად, მსოფ­ლი­ო­ში, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია ნაღ­მე­ბით და მე მჯე­რა, რომ ეს ასე­ვე, რუ­სე­თის ჯა­რე­ბის სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი გან­ცხა­დე­ბით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე რუ­სებ­თან ერ­თად ეკის­რე­ბა მა­თაც, "ვინც ჯერ კი­დევ ინა­ხავს ია­რაღს, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას თა­ვის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში სჭირ­დე­ბა".

ზე­ლენ­სკის თქმით, უკ­რა­ი­ნა ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მისი თქმით, სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მა­რი­უ­პო­ლის განბ­ლოკ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჭი­რო ია­რაღს, ჩვენ მა­ინც მი­წო­დე­ბა­ზე, ჩვენს პარტნი­ო­რებ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, იმ­დენს ვერ ვი­ღებთ, რამ­დე­ნიც გვჭირ­დე­ბა, რომ ეს ომი, უფრო მალე დას­რულ­დეს, მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­როს მტე­რი ჩვენს მი­წა­ზე და ის ამო­ცა­ნე­ბი შე­ას­რუ­ლოს, რომ­ლე­ბიც თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის აშ­კა­რაა, კერ­ძოდ, მა­რი­უ­პო­ლის განბ­ლოკ­ვა. თუ გვექ­ნე­ბო­და თვითმფრი­ნა­ვე­ბი და საკ­მა­რი­სი მძი­მე ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, სა­ჭი­რო არ­ტი­ლე­რია, ამას შევ­ძლებ­დით, მაგ­რამ... ამა­ზე ჯერ კი­დევ უნდა შევ­თან­ხმდეთ, ჯერ კი­დევ უნდა და­ვარ­წმუ­ნოთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თით­ქმის ყვე­ლა­ფერს მი­ვი­ღებთ, რაც გვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სი­ცო­ცხლე იკარ­გე­ბა. სი­ცო­ცხლე, რომ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ასე­ვე ეკის­რე­ბა მათ, ვინც ჯერ კი­დევ ინა­ხავს ია­რაღს, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას თა­ვის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში სჭირ­დე­ბა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ა­ში სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა, ისე­ვე რო­გორც ჩვე­ნი მად­ლი­ე­რე­ბა დარ­ჩე­ბა ის­ტო­რი­ა­ში. მად­ლო­ბა იმ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს, ვინც ნამ­დვი­ლად დაგ­ვეხ­მა­რა", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

იქნებ ვინმემ იფიქროს ომის შეწყვეტაზე და მშვიდობის დამყარებაზე ამ ორ, თითქმის მსგავსი მენტალიტეტის მქონე სლავ ერს შორის??? რაც მეტ ხანს გაგრძელდება ომი, მით მეტი სისასტიკე იქნება... ორივე მხრიდან.

გივი
1

ამანაც ხო გაახურა საქმე

ავტორი:

"ოკუპანტებმა ყველგან ნაღმები დატოვეს, სახლებში, ქუჩებში, მინდვრებში...ესეც სამხედრო დანაშაულად უნდა ჩაითვალოს" - ზელენსკი

"ოკუპანტებმა ყველგან ნაღმები დატოვეს, სახლებში, ქუჩებში, მინდვრებში...ესეც სამხედრო დანაშაულად უნდა ჩაითვალოს" - ზელენსკი

ოკუპანტებმა ყველგან ნაღმები დატოვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, რუსულმა ძალებმა ნაღმები დატოვეს უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან დეოკუპაციის შემდეგ, აღნიშნული ტერიტორია საშიში იყოს.

  • "ოკუპანტებმა ყველგან ნაღმები დატოვეს. სახლებში, რომელიც მათ დაკავებული ჰქონდათ, ქუჩებში, მინდვრებში. დანაღმულია ხალხის ქონება, დანაღმულია მანქანები, კარები. მათ შეგნებულად გააკეთეს ყველაფერი, რომ დეოკუპაციის შემდეგ, ამ ტერიტორიებზე დაბრუნება მაქსიმალურად საშიში ყოფილიყო. რუსული არმიის მოქმედებების გამო, ჩვენი ტერიტორია ამჟამად, მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებულია ნაღმებით და მე მჯერა, რომ ეს ასევე, რუსეთის ჯარების სამხედრო დანაშაულად უნდა ჩაითვალოს", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი განცხადებით, პასუხისმგებლობა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე რუსებთან ერთად ეკისრება მათაც, "ვინც ჯერ კიდევ ინახავს იარაღს, რომელიც უკრაინას თავის შეიარაღებაში სჭირდება".

ზელენსკის თქმით, უკრაინა იარაღის მიწოდებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, სათანადო ტექნიკისა და აღჭურვილობის ქონის შემთხვევაში, მარიუპოლის განბლოკვა შესაძლებელი იქნებოდა.

"რაც შეეხება საჭირო იარაღს, ჩვენ მაინც მიწოდებაზე, ჩვენს პარტნიორებზე ვართ დამოკიდებული. სამწუხაროდ, იმდენს ვერ ვიღებთ, რამდენიც გვჭირდება, რომ ეს ომი, უფრო მალე დასრულდეს, მთლიანად გაანადგუროს მტერი ჩვენს მიწაზე და ის ამოცანები შეასრულოს, რომლებიც თითოეული ჩვენი ხალხისთვის აშკარაა, კერძოდ, მარიუპოლის განბლოკვა. თუ გვექნებოდა თვითმფრინავები და საკმარისი მძიმე ჯავშანტექნიკა, საჭირო არტილერია, ამას შევძლებდით, მაგრამ... ამაზე ჯერ კიდევ უნდა შევთანხმდეთ, ჯერ კიდევ უნდა დავარწმუნოთ. დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველაფერს მივიღებთ, რაც გვჭირდება, მაგრამ უკრაინელების სიცოცხლე იკარგება. სიცოცხლე, რომლის დაბრუნება შეუძლებელია. პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება მათ, ვინც ჯერ კიდევ ინახავს იარაღს, რომელიც უკრაინას თავის შეიარაღებაში სჭირდება. პასუხისმგებლობა, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, ისევე როგორც ჩვენი მადლიერება დარჩება ისტორიაში. მადლობა იმ სახელმწიფოებსა და პოლიტიკოსებს, ვინც ნამდვილად დაგვეხმარა", - განაცხადა ზელენსკიმ.