ჰოლივუდის ვარსკვლავმა, მსახიობმა სტივენ სიგალმა 10 აპრილს, თავისი 70-ე დაბადების დღე მოსკოვში აღნიშნა. რუსული მედიის ცნობით, დაბადების დღის წვეულება რესტორან "მარიოში“ გაიმართა.
დაბადების დღეზე სტუმრებს შორის იყვნენ კრემლის პროპაგანდისტები, ვლადიმირ სოლოვიოვი და მარგარიტა სიმონიანი.
სოლოვიოვი ღონისძიების წამყვანი იყო და ასევე თარჯიმნის ფუნქციას ასრულებდა. მისულ სტუმრებს სიგალმა მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და დაბადების დღის მილოცვისთვის.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ ხართ - ჩემი ოჯახი და მეგობრები. მიყვარხართ ყველა, ამ რთულ დროს ჩვენ ერთად ვართ“, - მიმართა სტივენ სიგალმა შეკრებილ საზოგადოებას.
ცნობისთვის, ჰოლივუდის ვარსკვლავი პუტინის მხარდამჭერი და მისი გულშემატკივარია, ვლადიმერ პუტინმა მას რუსეთის მოქალაქეობაც მისცა.
სხვის თვალში ბეწვს ხედავთ და თქვენსაში დირესაც ვერა. იხდის კაცი დაბადების დღეს რა გინდათ? 2008-ში, იქით ომი იყო ცხინვალში და აქეთ თბილისში რესტორნები და ბარები სავსე იყო ხალხით. ქეიფი, დროსტარება და დოლების ბრაგაბრუგი აყრუებდა იქაურობას. ბევრი დაიწუნებს ამ კომენტარს, რას ვიზამთ სიმართლე მწარეა
არ დაბლოკოთ
უი ეს ის თავგასიებული ბიჭია ჰოლივუდიდან?