პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს რუსეთს ბიბილოვი უფრო აწყობს, ვიდრე გაგლოევი..." - ვინ არის ალან გაგლოევი, რომელმაც ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 1-ელი ტური მოუგო: რა იქნება მე-2 ტურში?
"დღეს რუსეთს ბიბილოვი უფრო აწყობს, ვიდრე გაგლოევი..." - ვინ არის ალან გაგლოევი, რომელმაც ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 1-ელი ტური მოუგო: რა იქნება მე-2 ტურში?

10 აპ­რილს, რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თა, რომ­ლის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბით, ლი­დე­რობს პარ­ტია "ნი­ხა­სის” თავ­მჯდო­მა­რე ალან გაგ­ლო­ე­ვი. ცხინ­ვა­ლის ე.წ. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თა­ნახ­მად, ხმე­ბის 95%-ის დათ­ვლის შე­დე­გად, გაგ­ლო­ევს 36.9% აქვს, ხოლო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის მოქ­მედ, დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენტს, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვს - 33.5%. გაგ­ლო­ევ­მა ჯერ კი­დევ გა­სულ ღა­მით გა­ნა­ცხა­და, რომ პირ­ვე­ლი ტუ­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კი­დევ 3 კან­დი­და­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. რო­გორც უკვე ცხა­დია, ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­სა­მარ­ჯვებ­ლად სა­ჭი­რო, ხმე­ბის 50%-ზე მეტი ვერ­ცერ­თმა კან­დი­დატ­მა ვერ მო­აგ­რო­ვა.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გაგ­ლო­ე­ვის და ბი­ბი­ლო­ვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მე­ო­რე ტური 24 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დაგ­მო ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­რიგ უკა­ნო­ნო აქტს, რო­მე­ლიც სრუ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მებ­სა და პრინ­ცი­პებს. ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა დაგ­მეს ამე­რი­კის სა­ელ­ჩომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ, ლატ­ვი­ამ, უკ­რი­ა­ნამ, ლი­ე­ტუ­ვამ. "ჩვენ არ ვა­ღი­ა­რებთ ე.წ. "საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის“ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ და სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩოს, რო­მე­ლიც 10 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ონ­ში, სე­პა­რა­ტის­ტულ სამ­ხრეთ ოსეთ­ში გა­ი­მარ­თა ", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ ე.წ. არ­ჩევ­ნებს. ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ე­ბებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბი დაგ­მო ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ხა­ვი­ერ კო­ლო­მი­ნა­მაც.

ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის დო­სიე:

ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი და­ი­ბა­და 1970 წლის 6 თე­ბერ­ვალს, ცხინ­ვალ­ში, მუ­შე­ბის ოჯახ­ში. რვა კლა­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იგი გა­და­ვი­და თბი­ლის­ში და შე­ვი­და სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სკო­ლა-პან­სი­ონ­ში, სა­დაც შე­ის­წავ­ლა რუ­სუ­ლი ენა და მი­ი­ღო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ფი­ზი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა. 1992 წელს და­ამ­თავ­რა რი­ა­ზა­ნის სა­ჰა­ე­რო-სა­დე­სან­ტო სას­წავ­ლე­ბე­ლი, რის შემ­დე­გაც მსა­ხუ­რობ­და ფსკო­ვის 76-ე სა­დე­სან­ტო დი­ვი­ზი­ა­ში. 1992-1994 წლებ­ში იგი მო­ნა­წი­ლე­ობ­და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის კონ­ტინ­გენ­ტში. 1994 წ. სა­მუ­შა­ოდ გა­და­ვი­და სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, სა­დაც 1996 წლამ­დე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ასე­ულს მე­თა­უ­რობ­და. 1996-1998 წლებ­ში ბი­ბი­ლო­ვი ცხოვ­რობ­და კი­ევ­ში, ეწე­ო­და ბიზ­ნეს-საქ­მი­ა­ნო­ბას. 1998-2008 წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და შე­რე­უ­ლი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის ჩრდი­ლო-ოსურ ბა­ტა­ლი­ონ­ში. 2008 წლის ომის დროს ამა­ვე ბა­ტა­ლი­ონ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. 2008 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა ედუ­არდ კო­კო­ი­თიმ ბი­ბი­ლო­ვი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნა. 2017 წლის დე ფაქ­ტო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ბი­ბი­ლოვ­მა პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­ი­მარ­ჯვა.

ალან გაგ­ლო­ე­ვი 1981 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი. პრო­ფე­სი­ით ფი­ნან­სის­ტია, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის კე-გე-ბე-ში მუ­შა­ობ­და. დღეს ის უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის ყო­ფი­ლი ოფი­ცე­რია. 2020 წლი­დან კი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია "ნი­ხა­სის“ თავ­მჯდო­მა­რეა. მან თავი გა­მო­ი­ჩი­ნა ცხინ­ვა­ლის იზო­ლა­ტორ­ში მოკ­ლუ­ლი ინალ ჯა­ბი­ე­ვის ოჯა­ხის თა­ნად­გო­მით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჯა­ბი­ე­ვის ცოლ­მა ოქ­სა­ნა სო­ტი­ე­ვამ შექ­მნა ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო პლატ­ფორ­მა“ , რო­მე­ლიც გაგ­ლო­ე­ვის მხარ­დამ­ჭე­რი გახ­და. ბი­ბი­ლო­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბით გაგ­ლო­ევს კრემ­ლის მხარ­და­ჭე­რა არ ჰქონ­და.

პო­ლი­ტო­ლო­გი პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი ამ­ბე­ბი.გე-სთან კან­დი­და­ტე­ბის შან­სებს აფა­სებს:

"ალან გაგ­ლო­ე­ვი უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლია, ის ერთ-ერთი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი იყო ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­ში. მისი რე­პუ­ტა­ცია არ იყო მთლად იდე­ა­ლუ­რი, ვი­ნა­ი­დან მისი ძმა კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით (მკვლე­ლო­ბე­ბი და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ბრალ­დე­ბო­და) გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ის კი ძმას იცავ­და და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არი­დებ­და თა­ვი­დან. მე­ო­რეს მხრივ, ის საკ­მა­ოდ პრინ­ცი­პუ­ლი და კა­ტე­გო­რი­უ­ლი კრი­ტი­კო­სი იყო ბი­ბი­ლო­ვის, რო­მე­ლიც ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში დიდი ხა­ნია უკვე არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია. თუნ­დაც ავი­ღოთ ცი­ხე­ებ­ში პრობ­ლე­მა - იყო ასე­თი ჯა­ბი­ე­ვი, ვი­საც ბრალ­დე­ბო­და ვი­თომ დე ფაქ­ტო შს მი­ნის­ტრზე თავ­დას­ხმა და ის წა­მე­ბით მოკ­ლეს. ოსებ­მა ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა თა­ვის დრო­ზე შე­სა­ბა­მი­სად არ შე­ა­ფა­სეს, გა­ა­ტა­რეს, შემ­დეგ კი მი­ი­ღეს ეთ­ნი­კუ­რად ოსი ჯა­ბი­ე­ვის წა­მე­ბით სიკ­ვდი­ლი. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს ით­ქვას, რომ მერე გა­იხ­სე­ნეს ოსებ­მა, პრე­სა­შიც და­ი­წე­რა, - ჯა­ბი­ე­ვი ისე მოკ­ლეს, რო­გორც ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლიო, თუმ­ცა მათი ეს სი­ნა­ნუ­ლი გვი­ა­ნი იყო. სა­მა­გი­ე­როდ, ჯა­ბი­ე­ვის მკვლე­ლო­ბას დიდი ამ­ბა­ვი მოჰ­ყვა ცხინ­ვალ­ში - თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო პრო­ტეს­ტი, ჯა­ბი­ევს დედა ქარ­თვე­ლი ჰყავ­და, მათ მი­მართ დიდი სიმ­პა­თი­ე­ბი გაჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რის შემ­დე­გაც ძა­ლი­ან შე­ი­ლა­ხა ბი­ბი­ლო­ვის რე­პუ­ტა­ცია, რო­მელ­მაც ასე თავ­ხე­დუ­რად და უტიფ­რად აპა­ტია მწა­მებ­ლებს მკვლე­ლო­ბა.

სწო­რედ ამ და­კარ­გუ­ლი იმი­ჯის გამო წა­მო­ი­წყო ბი­ბი­ლოვ­მა ვი­თომ პო­პუ­ლა­რუ­ლი ანექ­სი­ის თემა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ამა­ნაც არ უშ­ვე­ლა, ამ არ­ჩევ­ნებ­ში იკ­ვე­თე­ბა, რომ უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს გაგ­ლო­ევს. ახლა მთე­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბა მოხ­დე­ბა მე­ო­რე ტუ­რის წინ. ოსე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს აქვს გან­ცდა, რომ ვი­ნა­ი­დან არა­ვი­თა­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა არ გა­მო­დის, ჯო­ბია, რუ­სეთს შე­უ­ერ­თდნენ. რუ­სე­თი კი ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და დის­ტან­ცი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნა, არ აწყობ­და ანექ­სია, რად­გან მეტი ფუ­ლია იმის­თვის სა­ჭი­რო, რომ კავ­კა­სი­ის ქე­დის მიღ­მა უპატ­რო­ნოს ამ ტე­რი­ტო­რი­ას. ამას­თა­ნა­ვე, ის სა­ბო­ლო­ოდ და­კარ­გავ­და სა­ქარ­თვე­ლოს, მას სა­ვაჭ­როდ მა­ინც ჰქონ­და ცხინ­ვა­ლის თემა. ცხინ­ვა­ლის მი­ერ­თე­ბა ვაჭ­რო­ბის თე­მას სა­ერ­თოდ მოს­პობს, ამი­ტომ ით­რევ­და რუ­სე­თი ყო­ველ­თვის ფეხს და კრი­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. ჯერ კი­დევ სა­კი­თხა­ვია, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ანექ­სი­ის თე­მის პე­რი­პე­ტი­ე­ბი“.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ა­ნონ­სე­ბულ რე­ფე­რენ­დუმს, რო­გორც ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, რუ­სე­თი არ ჩქა­რობს რე­გი­ო­ნის ანექ­სი­ას, მას სა­ქარ­თვე­ლოს­თან ვაჭ­რო­ბა, მისი და­შან­ტა­ჟე­ბა და ამით შე­ში­ნე­ბა უფრო აინ­ტე­რე­სებს. მი­სი­ვე თქმით, ეს ნა­ბი­ჯი მის­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან რო­გორც კი რუ­სე­თი რე­გი­ო­ნის ანექ­სი­ას მო­ახ­დენს, უკ­რა­ი­ნის კონ­ტექ­სტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მსოფ­ლი­ოს დღის წეს­რიგ­ში სა­ქარ­თვე­ლოც დად­გე­ბა და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უკვე აღა­რა­ვინ არა­ფერს შე­ე­კი­თხე­ბა.

"საქ­მე ისაა, რომ 10 აპ­რი­ლი კარ­გი დღე იყო იმი­სათ­ვის, რომ რუ­სეთს თუ სჭირ­დე­ბო­და სამ­ხრეთ ოსე­თის მი­ერ­თე­ბა, რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. 10 აპ­რილს და­ნიშ­ნუ­ლი იყო დე ფაქ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და ბა­რემ ე.წ. რე­ფე­რენ­დუმ­საც ჩა­ა­ტა­რებ­დნენ, მაგ­რამ ეს არ გა­ა­კე­თა, ანუ არ ჩქა­რობს. ეს იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ვაჭ­რო­ბა, მისი და­შან­ტა­ჟე­ბა და ანექ­სი­ით შე­ში­ნე­ბა უფრო აინ­ტე­რე­სებს. აქამ­დე ორ­ჯერ ჩა­ტარ­და მსგავ­სი ტი­პის რე­ფე­რენ­დუ­მი, მაგ­რამ რუ­სეთ­მა შე­დე­გე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. ახ­ლაც ასე იქ­ნე­ბა, თუმ­ცა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის ფონ­ზე ყვე­ლა­ფე­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. დღეს რომ რუ­სეთ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გი და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ანექ­სია, სა­ქარ­თვე­ლო­ში მის­თვის მი­სა­ღებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­მოშ­ლის. ეს რამ­დე­ნად აწყობს მას?"

რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი ამ­ბობს, დღეს რუ­სეთს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში ბი­ბი­ლო­ვის გა­მარ­ჯვე­ბა უფრო აწყობს, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა თუ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს გაგ­ლო­ე­ვის მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბელ მა­სა­ლებს, მათი სიმ­პა­თია მა­ინც ამ კან­დი­და­ტის­კენ გა­და­იხ­რე­ბა, რუ­სეთ­საც მო­უ­წევს მის­თვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვა და და­ი­წყებს მას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას, მა­ნამ­დე კი ბი­ბი­ლო­ვის გა­დარ­ჩე­ნას შე­ეც­დე­ბა.

"გაგ­ლო­ე­ვის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ბი­ბი­ლო­ვის გაშ­ვე­ბა. ბი­ბი­ლო­ვი მის წი­ნა­აღ­მდეგ ამ­დენ ხანს ინა­ხავ­და კომ­პრო­მა­ტებს, რა­საც მე­ო­რე ტუ­რამ­დე პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ. დღეს რუ­სეთს ბი­ბი­ლო­ვი უფრო აწყობს, ვიდ­რე გაგ­ლო­ე­ვი... რუ­სეთს თუ არ უნდა, ის ვერც გა­ი­მარ­ჯვებს, მაგ­რამ თუ რე­ა­ლო­ბა იქ­ნე­ბა ისე­თი, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი კომ­პრო­მა­ტე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი მა­ინც გაგ­ლო­ევს და­უ­ჭერს მხარს, რუ­სეთ­საც მო­უ­წევს მის­თვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვა და და­ი­წყებს მას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას, თუმ­ცა მა­ნამ­დე შე­ეც­დე­ბა ბი­ბი­ლო­ვის გა­დარ­ჩე­ნას. მარ­თა­ლია, გაგ­ლო­ე­ვიც, კრემ­ლის დაკ­ვე­თე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ის არას­დროს გა­მო­ირ­ჩე­ო­და ანექ­სი­ის იდე­ით, ეს ბი­ბი­ლო­ვის თე­მაა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
4

პუტლერი რომ პრეზიდენტობას დაამთავრებს, მაშინ დაიწყება მაგათი საინტერესო თამაში და თბილისში მაგათი სირბილი!

ლნ
5

ეეეჰ! სანამ ქართველები რესტორანში "საქართველოს გაუმარჯოს" ბღავიან.... ეგენი კი მოახერხებენ თავის საქმეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დღეს რუსეთს ბიბილოვი უფრო აწყობს, ვიდრე გაგლოევი..." - ვინ არის ალან გაგლოევი, რომელმაც ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 1-ელი ტური მოუგო: რა იქნება მე-2 ტურში?

"დღეს რუსეთს ბიბილოვი უფრო აწყობს, ვიდრე გაგლოევი..." - ვინ არის ალან გაგლოევი, რომელმაც ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 1-ელი ტური მოუგო: რა იქნება მე-2 ტურში?

10 აპრილს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომლის წინასწარი შედეგებით, ლიდერობს პარტია "ნიხასის” თავმჯდომარე ალან გაგლოევი. ცხინვალის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ხმების 95%-ის დათვლის შედეგად, გაგლოევს 36.9% აქვს, ხოლო ოკუპირებული რეგიონის მოქმედ, დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს - 33.5%. გაგლოევმა ჯერ კიდევ გასულ ღამით განაცხადა, რომ პირველი ტურის გამარჯვებულია. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ 3 კანდიდატი მონაწილეობდა. როგორც უკვე ცხადია, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

წინასწარი ინფორმაციით, გაგლოევის და ბიბილოვის მონაწილეობით, მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული არჩევნები. უწყების განცხადებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს ამერიკის საელჩომ საქართველოში, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ლატვიამ, უკრიანამ, ლიეტუვამ. "ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების“ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც 10 აპრილს საქართველოს რეგიონში, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში გაიმართა ", - ასე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ე.წ. არჩევნებს. ოკუპაციის პიროებებში ჩატარებული ე.წ. არჩევნები დაგმო ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამაც.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატების დოსიე:

ანატოლი ბიბილოვი დაიბადა 1970 წლის 6 თებერვალს, ცხინვალში, მუშების ოჯახში. რვა კლასის დასრულების შემდეგ იგი გადავიდა თბილისში და შევიდა სპეციალიზებულ სკოლა-პანსიონში, სადაც შეისწავლა რუსული ენა და მიიღო გაძლიერებული სამხედრო ფიზიკური განათლება. 1992 წელს დაამთავრა რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი, რის შემდეგაც მსახურობდა ფსკოვის 76-ე სადესანტო დივიზიაში. 1992-1994 წლებში იგი მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალების კონტინგენტში. 1994 წ. სამუშაოდ გადავიდა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში, სადაც 1996 წლამდე სპეციალური დანიშნულების ასეულს მეთაურობდა. 1996-1998 წლებში ბიბილოვი ცხოვრობდა კიევში, ეწეოდა ბიზნეს-საქმიანობას. 1998-2008 წლებში მსახურობდა შერეული სამშვიდობო ძალების ჩრდილო-ოსურ ბატალიონში. 2008 წლის ომის დროს ამავე ბატალიონთან ერთად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. 2008 წლის 31 ოქტომბერს დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ბიბილოვი საგანგებო სიტუაციების მინისტრად დანიშნა. 2017 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ბიბილოვმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.

ალან გაგლოევი 1981 წელს არის დაბადებული. პროფესიით ფინანსისტია, მაგრამ ძირითადად დე ფაქტო რესპუბლიკის კე-გე-ბე-ში მუშაობდა. დღეს ის უშიშროების კომიტეტის ყოფილი ოფიცერია. 2020 წლიდან კი ოპოზიციური პარტია "ნიხასის“ თავმჯდომარეა. მან თავი გამოიჩინა ცხინვალის იზოლატორში მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის თანადგომით. მოგვიანებით ჯაბიევის ცოლმა ოქსანა სოტიევამ შექმნა ორგანიზაცია "სამოქალაქო პლატფორმა“ , რომელიც გაგლოევის მხარდამჭერი გახდა. ბიბილოვისგან განსხვავებით გაგლოევს კრემლის მხარდაჭერა არ ჰქონდა.

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბები.გე-სთან კანდიდატების შანსებს აფასებს:

"ალან გაგლოევი უშიშროების ყოფილი სამსახურის თანამშრომელია, ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების სამსახურებში. მისი რეპუტაცია არ იყო მთლად იდეალური, ვინაიდან მისი ძმა კრიმინალური საქმიანობით (მკვლელობები და სხვა ღონისძიებები ბრალდებოდა) გამოირჩეოდა, ის კი ძმას იცავდა და პასუხისმგებლობას არიდებდა თავიდან. მეორეს მხრივ, ის საკმაოდ პრინციპული და კატეგორიული კრიტიკოსი იყო ბიბილოვის, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში დიდი ხანია უკვე არაპოპულარულია. თუნდაც ავიღოთ ციხეებში პრობლემა - იყო ასეთი ჯაბიევი, ვისაც ბრალდებოდა ვითომ დე ფაქტო შს მინისტრზე თავდასხმა და ის წამებით მოკლეს. ოსებმა ტატუნაშვილის მკვლელობა თავის დროზე შესაბამისად არ შეაფასეს, გაატარეს, შემდეგ კი მიიღეს ეთნიკურად ოსი ჯაბიევის წამებით სიკვდილი. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მერე გაიხსენეს ოსებმა, პრესაშიც დაიწერა, - ჯაბიევი ისე მოკლეს, როგორც ტატუნაშვილიო, თუმცა მათი ეს სინანული გვიანი იყო. სამაგიეროდ, ჯაბიევის მკვლელობას დიდი ამბავი მოჰყვა ცხინვალში - თვეების განმავლობაში იყო პროტესტი, ჯაბიევს დედა ქართველი ჰყავდა, მათ მიმართ დიდი სიმპათიები გაჩნდა საზოგადოებაში, რის შემდეგაც ძალიან შეილახა ბიბილოვის რეპუტაცია, რომელმაც ასე თავხედურად და უტიფრად აპატია მწამებლებს მკვლელობა.

სწორედ ამ დაკარგული იმიჯის გამო წამოიწყო ბიბილოვმა ვითომ პოპულარული ანექსიის თემა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამანაც არ უშველა, ამ არჩევნებში იკვეთება, რომ უპირატესობა აქვს გაგლოევს. ახლა მთელი მობილიზება მოხდება მეორე ტურის წინ. ოსების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს განცდა, რომ ვინაიდან არავითარი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა არ გამოდის, ჯობია, რუსეთს შეუერთდნენ. რუსეთი კი ყოველთვის ცდილობდა დისტანცირება მოეხდინა, არ აწყობდა ანექსია, რადგან მეტი ფულია იმისთვის საჭირო, რომ კავკასიის ქედის მიღმა უპატრონოს ამ ტერიტორიას. ამასთანავე, ის საბოლოოდ დაკარგავდა საქართველოს, მას სავაჭროდ მაინც ჰქონდა ცხინვალის თემა. ცხინვალის მიერთება ვაჭრობის თემას საერთოდ მოსპობს, ამიტომ ითრევდა რუსეთი ყოველთვის ფეხს და კრიტიკული მომენტისთვის ემზადებოდა. ჯერ კიდევ საკითხავია, როგორ განვითარდება ანექსიის თემის პერიპეტიები“.

რაც შეეხება დაანონსებულ რეფერენდუმს, როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, რუსეთი არ ჩქარობს რეგიონის ანექსიას, მას საქართველოსთან ვაჭრობა, მისი დაშანტაჟება და ამით შეშინება უფრო აინტერესებს. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი მისთვის დიდი გამოწვევა იქნება, ვინაიდან როგორც კი რუსეთი რეგიონის ანექსიას მოახდენს, უკრაინის კონტექსტიდან გამომდინარე, მსოფლიოს დღის წესრიგში საქართველოც დადგება და "ქართულ ოცნებას“ უკვე აღარავინ არაფერს შეეკითხება.

"საქმე ისაა, რომ 10 აპრილი კარგი დღე იყო იმისათვის, რომ რუსეთს თუ სჭირდებოდა სამხრეთ ოსეთის მიერთება, რეფერენდუმი ჩაეტარებინა. 10 აპრილს დანიშნული იყო დე ფაქტო არჩევნები და ბარემ ე.წ. რეფერენდუმსაც ჩაატარებდნენ, მაგრამ ეს არ გააკეთა, ანუ არ ჩქარობს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთს საქართველოსთან ვაჭრობა, მისი დაშანტაჟება და ანექსიით შეშინება უფრო აინტერესებს. აქამდე ორჯერ ჩატარდა მსგავსი ტიპის რეფერენდუმი, მაგრამ რუსეთმა შედეგები არ გაითვალისწინა. ახლაც ასე იქნება, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ყველაფერია მოსალოდნელი. დღეს რომ რუსეთმა გაითვალისწინოს რეფერენდუმის შედეგი და განახორციელოს ანექსია, საქართველოში მისთვის მისაღებ ხელისუფლებას ჩამოშლის. ეს რამდენად აწყობს მას?"

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, დღეს რუსეთს ოკუპირებულ რეგიონში ბიბილოვის გამარჯვება უფრო აწყობს, თუმცა საზოგადოება თუ არ გაითვალისწინებს გაგლოევის მაკომპრომეტირებელ მასალებს, მათი სიმპათია მაინც ამ კანდიდატისკენ გადაიხრება, რუსეთსაც მოუწევს მისთვის ანგარიშის გაწევა და დაიწყებს მასთან მოლაპარაკებას, მანამდე კი ბიბილოვის გადარჩენას შეეცდება.

"გაგლოევის მთავარი ამოცანაა ბიბილოვის გაშვება. ბიბილოვი მის წინააღმდეგ ამდენ ხანს ინახავდა კომპრომატებს, რასაც მეორე ტურამდე პერიოდში აუცილებლად გამოაქვეყნებენ. დღეს რუსეთს ბიბილოვი უფრო აწყობს, ვიდრე გაგლოევი... რუსეთს თუ არ უნდა, ის ვერც გაიმარჯვებს, მაგრამ თუ რეალობა იქნება ისეთი, რომ კრიმინალური კომპრომატების გამოქვეყნების მიუხედავად, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც გაგლოევს დაუჭერს მხარს, რუსეთსაც მოუწევს მისთვის ანგარიშის გაწევა და დაიწყებს მასთან მოლაპარაკებას, თუმცა მანამდე შეეცდება ბიბილოვის გადარჩენას. მართალია, გაგლოევიც, კრემლის დაკვეთების შემსრულებელი იქნება, მაგრამ ის არასდროს გამოირჩეოდა ანექსიის იდეით, ეს ბიბილოვის თემაა".