საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს, თვითგადარჩენის პოლიტიკაა" - გახარია
"რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს, თვითგადარჩენის პოლიტიკაა" - გახარია

ის, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის მი­მართ აკე­თებს, თვით­გა­დარ­ჩე­ნის პო­ლი­ტი­კაა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და, რა არის ის ის პო­ლი­ტი­კა, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის მი­მართ აკე­თებს.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, ეს არ არის პრაგ­მა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კა, ეს არის თვით­გა­დარ­ჩე­ნის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია და რო­მელ­საც გან­სა­ზღვრავს ერთი რამ - ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, არც ხალ­ხზე არც ქვე­ყა­ნა­ზე არც თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და არც ღირ­სე­ბა­ზე ფიქ­რი.

ამას­თან, გა­ხა­რი­ას შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ არ ჩა­ვი­დეს ბუ­ჩა­ში უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დას თავ­მჯდო­მა­რის მიწ­ვე­ვის შემ­დეგ, „ეს არის საქ­ცი­ე­ლი, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი გა­მარ­თლე­ბა არც დღეს და არც მო­მა­ვალ­ში არ ექ­ნე­ბა“.

"ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის, უაღ­რე­სად რთუ­ლია. ყველს ძა­ლი­ან კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს ერთი რამ და კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ეს არ არის პრაგ­მა­ტიზ­მი, ეს არის საქ­ცი­ე­ლი, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი გა­მარ­თლე­ბა არც დღეს და არც მო­მა­ვალ­ში არ ექ­ნე­ბა. კი­დევ ერთხელ მინ­და ყვე­ლა ჩვენ­განს ვუ­თხრა, რომ ჩვენ დღეს უნდა ვი­ცხოვ­როთ და ვი­მოქ­მე­დოთ ისე, რომ ყო­ველ­თვის გვახ­სოვ­დეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ხსოვ­ნა, მათი სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც აქ თავი და­დეს და სი­ცო­ცხლე გა­წი­რეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და ღირ­სე­ბის­თვის. მარ­ტო პრაგ­მა­ტიზ­მი არ­სად არ მიგ­ვიყ­ვანს, ვი­ცხოვ­როთ და ვი­მოქ­მე­დოთ ისე, რომ გვახ­სოვ­დეს მათი სა­ხე­ლე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი მო­ქა­ლა­ქე მო­რა­ლუ­რად, ყო­ველ­თვის, იქ, სა­დაც შეგ­ვიძ­ლია, გვერ­დით უნდა და­ვუდ­გეთ იმ ხალ­ხს, რო­მე­ლიც დღეს იბ­რძვის. ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ ჩვე­ნი გო­ნი­ე­რე­ბა მდგო­მა­რე­ობს და უნდა გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­დეს იმა­ში, რომ ჩვენ უნდა გა­დავ­დგათ ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი და არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა და­ვუშ­ვათ ის, რაც მო­ახ­დენს ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­ა­ლურ ომში ჩათ­რე­ვას. ის, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის მი­მართ აკე­თებს თვით­გა­დარ­ჩე­ნის პო­ლი­ტი­კაა. ეს არ არის პრაგ­მა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კა, ეს არის თვით­გა­დარ­ჩე­ნის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია და რო­მელ­საც გან­სა­ზღვრავს ერთი რამ - ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, არც ხალ­ხზე არც ქვე­ყა­ნა­ზე არც თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და არც ღირ­სე­ბა­ზე ფიქ­რი", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის დრო­ე­ბით­მა რწმუ­ნე­ბულ­მა, ან­დრეი კა­სი­ა­ნოვ­მა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ მი­ი­ღო მიწ­ვე­ვა, რათა თა­ვად ჩა­ვი­დეს უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ბუ­ჩა­ში და ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბი სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხოს. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს, უკ­რა­ი­ნის რა­დას თავ­მჯდო­მა­რის მიწ­ვე­ვა არ მი­უ­ღია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის კა­ბი­ნეტ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ელ­ჩო­დან წე­რი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ხელ­მძღვა­ნელ­მა მხო­ლოდ მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის კა­ბი­ნე­ტი უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს და­უ­კავ­შირ­და და ვი­თა­რე­ბა­ში გარ­კვე­ვა სთხო­ვა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის კა­ბი­ნე­ტის ცნო­ბით­ვე, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი მუ­შა­ო­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზეა გა­და­სუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლილო
26

თუ ღირსებას და გადარჩენას შორისაა არჩევანჯ, მე გადარჩენას გირჩევნია. ცოცხალს შანსი მაინც მექნება ღირსების აღდგენის. ვისაც გმირულად სიკვდილი ურჩევნია "ჩმორობას", წაბრძანდით უკრაინაში, ვინ გაკავებთ გმირებს აქ? 

გახარას
21

და შენ რაც გააკეთე, თვითგანადგურების პოლიტიკა. 😀🤫

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს, თვითგადარჩენის პოლიტიკაა" - გახარია

"რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს, თვითგადარჩენის პოლიტიკაა" - გახარია

ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს, თვითგადარჩენის პოლიტიკაა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რა არის ის ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს არ არის პრაგმატული პოლიტიკა, ეს არის თვითგადარჩენის პოლიტიკა, რომელიც განპირობებულია და რომელსაც განსაზღვრავს ერთი რამ - ძალაუფლების შენარჩუნება, არც ხალხზე არც ქვეყანაზე არც თავისუფლებაზე და არც ღირსებაზე ფიქრი.

ამასთან, გახარიას შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, რომ არ ჩავიდეს ბუჩაში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიწვევის შემდეგ, „ეს არის საქციელი, რომელსაც არანაირი მორალური გამართლება არც დღეს და არც მომავალში არ ექნება“.

"ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქისთვის, უაღრესად რთულია. ყველს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ და კიდევ გავიმეორებ, რომ ეს არ არის პრაგმატიზმი, ეს არის საქციელი, რომელსაც არანაირი მორალური გამართლება არც დღეს და არც მომავალში არ ექნება. კიდევ ერთხელ მინდა ყველა ჩვენგანს ვუთხრა, რომ ჩვენ დღეს უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ისე, რომ ყოველთვის გვახსოვდეს იმ ადამიანების ხსოვნა, მათი სახელები, რომლებმაც აქ თავი დადეს და სიცოცხლე გაწირეს თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის. მარტო პრაგმატიზმი არსად არ მიგვიყვანს, ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ისე, რომ გვახსოვდეს მათი სახელები.

საქართველოს მთავრობა, თითოეული ქართველი მოქალაქე მორალურად, ყოველთვის, იქ, სადაც შეგვიძლია, გვერდით უნდა დავუდგეთ იმ ხალხს, რომელიც დღეს იბრძვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი გონიერება მდგომარეობს და უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც იქნება ეფექტური და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, რაც მოახდენს ჩვენი ქვეყნის რეალურ ომში ჩათრევას. ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს თვითგადარჩენის პოლიტიკაა. ეს არ არის პრაგმატული პოლიტიკა, ეს არის თვითგადარჩენის პოლიტიკა, რომელიც განპირობებულია და რომელსაც განსაზღვრავს ერთი რამ - ძალაუფლების შენარჩუნება, არც ხალხზე არც ქვეყანაზე არც თავისუფლებაზე და არც ღირსებაზე ფიქრი", - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, რათა თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და ომის დანაშაულები საკუთარი თვალით ნახოს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს, უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია. მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩოდან წერილი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ცნობითვე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შალვა პაპუაშვილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.