მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეკას კისრის ფუძე გადაუტეხეს. მეც უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი. შვილის გარდაცვალებაზე არაფერი ვიცოდი" -  გმირად ქცეული 16 წლის გოგონას ამბავი და წლების მერე ნაპოვნი დღიური
"ეკას კისრის ფუძე გადაუტეხეს. მეც უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი. შვილის გარდაცვალებაზე არაფერი ვიცოდი" -  გმირად ქცეული 16 წლის გოგონას ამბავი და წლების მერე ნაპოვნი დღიური

1989 წლის 9 აპ­რილს, გამ­თე­ნი­ი­სას, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ნა­წი­ლებ­მა თბი­ლი­სის ცენ­ტრში, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან, მშვი­დო­ბი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია და­არ­ბი­ეს, რა­საც მსხვერ­პლი მოჰ­ყვა.

"ადა­მი­ა­ნი ისე რო­გორ უნდა მოკ­ვდეს, რომ სა­კუ­თა­რი კვა­ლი არ და­ტო­ვოს“, - ეს ფრა­ზა 1989 წლის 9 აპ­რი­ლის დარ­ბე­ვი­სას მოკ­ლუ­ლი, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა გმი­რის, ეკა ბეჟა­ნიშ­ვი­ლის დღი­უ­რი­და­ნაა. ფრა­ზა, რო­მე­ლიც 16 წლის გო­გო­ნას წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბად ექცა და სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი და გვა­რი მთელ სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­მახ­სოვ­რა. დღი­უ­რი ეკას დე­დამ, ლალი ყან­ჩა­ველ­მა, შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 2 წლის შემ­დეგ, შემ­თხვე­ვით იპო­ვა.

ლალი ყან­ჩა­ვე­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ეკას დღი­უ­რის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარს, რად­გან გო­გო­ნა ამ დღი­ურს სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და.

ტრა­გე­დი­ი­დან 33 წლის შემ­დეგ, დღი­უ­რი­დან რამ­დე­ნი­მე ფრა­ზას Ambebi ge-ის მკი­თხველს პირ­ვე­ლად უზი­ა­რებს.

"სახ­ლის და­ლა­გე­ბის დროს შემ­თხვე­ვით ვი­პო­ვე დღი­უ­რი. არ ვიცი რა­ტომ, მაგ­რამ ყვე­ლა ფრა­ზის შემ­დეგ მრა­ვალ­წერ­ტილს წერ­და. ერთი ასე­თი ფრა­ზა ეწე­რა: "ღამე ერ­თია და 16-ჯერ მეღ­ვი­ძე­ბა". ზუს­ტად 16 წლის გარ­და­იც­ვა­ლა. დღი­ურ­ში ასე­ვე წერ­და სიზ­მარ­ზე, რო­მე­ლიც ამ ტრა­გე­დი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ესიზ­მრე­ბო­და.

"ყო­ველ ღა­მით ხმელ ფოთ­ლებ­ში დავ­დი­ვარ, ნე­ტავ რას უნდა ნიშ­ნავ­დეს?" - ამ სიზ­მარს ბე­ბი­ა­საც უყ­ვე­ბო­და-თურ­მე, ჩემ­თვის არა­სო­დეს უთ­ქვამს“, - ამ­ბობს ლალი ყან­ჩა­ვე­ლი.

ეკა კო­მა­რო­ვის სკო­ლის მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე იყო, რო­დე­საც სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით და­წყე­ბულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე კლა­სე­ლებ­თან ერ­თად და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი.

"ეკა 8 აპ­რილს მა­მა­მის­მა მას­წავ­ლე­ბელ­თან წა­იყ­ვა­ნა, იქი­დან კი მი­ტინგზე წა­სუ­ლა. არა­სო­დეს აგ­ვი­ა­ნებ­და. 8 სა­ათ­ზე სახ­ლში რომ არ მო­ვი­და, შეგ­ვე­შინ­და და მის მო­სა­ძებ­ნად წა­ვე­დით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იმ­დენ ადა­მი­ან­ში ვი­პო­ვე, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. წა­მოს­ვლა ვერ მო­ვას­წა­რით, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში დარ­ბე­ვა და­ი­წყო..." - ამ­ბობს ეკას დედა.

ეკას დედა, 9 აპ­რილს და­უდ­გე­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით მო­ი­წამ­ლა. უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, კლი­ნი­კა­ში, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ 40 დღის შემ­დეგ შე­ი­ტყო. ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, მას და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლია.

"ეკას კის­რის ფუძე გა­და­უ­ტე­ხეს. მეც მო­წამ­ლუ­ლი, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. 5-მდე დათ­ვლაც კი არ შე­მეძ­ლო. ფსი­ქო­ლო­გი შე­მო­დი­ო­და ხოლ­მე პა­ლა­ტა­ში და კუ­ბი­კე­ბი მოჰ­ქონ­და, აა­წყვეო. პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან ვის­წავ­ლე. მეხ­სი­ე­რე­ბა სრუ­ლად 6 თვის შემ­დეგ აღ­მიდ­გა, იმ სა­ზა­რე­ლი ღა­მი­დან, პირ­ვე­ლი, რაც გა­მახ­სენ­და, პატ­რი­არ­ქის სი­ტყვე­ბი იყო, - "სა­შიშ­რო­ე­ბა რე­ა­ლუ­რია“. მეტი არა­ფე­რი მახ­სოვს. უკვე 33 წე­ლია სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლად სი­ა­რუ­ლი არ შე­მიძ­ლია. გერ­მა­ნი­ა­ში 2-ჯერ ვი­ყა­ვი სამ­კურ­ნა­ლოდ. 3 ნივ­თი­ე­რე­ბა, რომ­ლი­თაც ვი­ყა­ვი მო­წამ­ლუ­ლი, და­ად­გი­ნეს, ხოლო მე­ო­თხეს დად­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. - რა ვქნათ, ექი­მე­ბი კი ვართ, მაგ­რამ ამის დად­გე­ნა ჩვენს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბაო“, - ამ­ბობს ეკას დედა.

ლალი ყან­ჩა­ვე­ლი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 33 წელი გა­ვი­და, ეკას კლა­სე­ლე­ბი, მას­წავ­ლე­ბელ­თან და მშობ­ლებ­თან ერ­თად, სა­საფ­ლა­ო­ზე ყო­ველ წელს მი­დი­ან.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთეცან ცუცქირიძე
3

საბჭოთა კავშირი ისედაც იშლებოდა, შეიძლებოდა ამ დღის და ტრაგედიის თავიდან აცილება.

ქეთი
23

რუსეთი ტოვებდა საქართველოს ამ პერიოდში. ნეტა ამ ხალხს რა ქუჩებში გამოვარდნა ეჩქარებოდა!!!!! რუსეთი მიდიოდა და წასულიყო ჯანდაბამდე გზა ჰქონია. ეს ხალხი მერე გამოსულიყო ქუჩებში და ეხლა როგორ ვიარსებოთ დამოუკიდებლად ეგ ეფიქრათ. მიტინგი რაზე მოაწყვეს. რუსეთს აღარ უნდოდა საბჭოთა კავშირის გაგრძელება , ტოვებდა საქართველოს და დაგეცლიათ წასვლა. ნეტა რას ელოდით ისეთი ქვეყნისაგან რომელმაც 70 წელი იძახდა ერთად ვაშენოთო და ამდენი წლის მერე ყველა და ყველაფერი მიყარა გვერდზე!!!! რა არ იბრძოლებდა უნდა წავიდე და გამიშვით წყნარადო? არ დაარბევდა მომიტინგეებს? თუ მარტო მარგველაშვილის დარეკვით შემობრუნდა რუსეთი დასარბევად?!

ავტორი:

"ეკას კისრის ფუძე გადაუტეხეს. მეც უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი. შვილის გარდაცვალებაზე არაფერი ვიცოდი" -  გმირად ქცეული 16 წლის გოგონას ამბავი და წლების მერე ნაპოვნი დღიური

"ეკას კისრის ფუძე გადაუტეხეს. მეც უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი. შვილის გარდაცვალებაზე არაფერი ვიცოდი" -  გმირად ქცეული 16 წლის გოგონას ამბავი და წლების მერე ნაპოვნი დღიური

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

"ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს“, - ეს ფრაზა 1989 წლის 9 აპრილის დარბევისას მოკლული, ყველაზე პატარა გმირის, ეკა ბეჟანიშვილის დღიურიდანაა. ფრაზა, რომელიც 16 წლის გოგონას წინასწარმეტყველებად ექცა და საკუთარი სახელი და გვარი მთელ საქართველოს დაამახსოვრა. დღიური ეკას დედამ, ლალი ყანჩაველმა, შვილის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, შემთხვევით იპოვა.

ლალი ყანჩაველი გვეუბნება, რომ ეკას დღიურის შესახებ საუბარი არ უყვარს, რადგან გოგონა ამ დღიურს საგულდაგულოდ მალავდა.

ტრაგედიიდან 33 წლის შემდეგ, დღიურიდან რამდენიმე ფრაზას Ambebi ge-ის მკითხველს პირველად უზიარებს.

"სახლის დალაგების დროს შემთხვევით ვიპოვე დღიური. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა ფრაზის შემდეგ მრავალწერტილს წერდა. ერთი ასეთი ფრაზა ეწერა: "ღამე ერთია და 16-ჯერ მეღვიძება". ზუსტად 16 წლის გარდაიცვალა. დღიურში ასევე წერდა სიზმარზე, რომელიც ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ესიზმრებოდა.

"ყოველ ღამით ხმელ ფოთლებში დავდივარ, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?" - ამ სიზმარს ბებიასაც უყვებოდა-თურმე, ჩემთვის არასოდეს უთქვამს“, - ამბობს ლალი ყანჩაველი.

ეკა კომაროვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იყო, როდესაც სამშობლოს თავისუფლების მოთხოვნით დაწყებულ საპროტესტო აქციებზე კლასელებთან ერთად დაიწყო სიარული.

"ეკა 8 აპრილს მამამისმა მასწავლებელთან წაიყვანა, იქიდან კი მიტინგზე წასულა. არასოდეს აგვიანებდა. 8 საათზე სახლში რომ არ მოვიდა, შეგვეშინდა და მის მოსაძებნად წავედით. წარმოიდგინეთ, იმდენ ადამიანში ვიპოვე, ძალიან გამიხარდა. წამოსვლა ვერ მოვასწარით, რამდენიმე წუთში დარბევა დაიწყო..." - ამბობს ეკას დედა.

ეკას დედა, 9 აპრილს დაუდგენელი ნივთიერებებით მოიწამლა. უგონო მდგომარეობაში, კლინიკაში, ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. შვილის გარდაცვალების შესახებ 40 დღის შემდეგ შეიტყო. ამ ტრაგედიის შემდეგ, მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

"ეკას კისრის ფუძე გადაუტეხეს. მეც მოწამლული, უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი. შვილის გარდაცვალების შესახებ არაფერი ვიცოდი. 5-მდე დათვლაც კი არ შემეძლო. ფსიქოლოგი შემოდიოდა ხოლმე პალატაში და კუბიკები მოჰქონდა, ააწყვეო. პატარა ბავშვივით ყველაფერი თავიდან ვისწავლე. მეხსიერება სრულად 6 თვის შემდეგ აღმიდგა, იმ საზარელი ღამიდან, პირველი, რაც გამახსენდა, პატრიარქის სიტყვები იყო, - "საშიშროება რეალურია“. მეტი არაფერი მახსოვს. უკვე 33 წელია სხვა ადამიანების დახმარება მჭირდება, დამოუკიდებლად სიარული არ შემიძლია. გერმანიაში 2-ჯერ ვიყავი სამკურნალოდ. 3 ნივთიერება, რომლითაც ვიყავი მოწამლული, დაადგინეს, ხოლო მეოთხეს დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. - რა ვქნათ, ექიმები კი ვართ, მაგრამ ამის დადგენა ჩვენს ძალებს აღემატებაო“, - ამბობს ეკას დედა.

ლალი ყანჩაველი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 33 წელი გავიდა, ეკას კლასელები, მასწავლებელთან და მშობლებთან ერთად, სასაფლაოზე ყოველ წელს მიდიან.

იხილეთ ასევე:

ავტორი: თიკო გურაშვილი