საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიყოთ რეალისტები - ეს ომი შეიძლება გაგრძელდეს კვირების, თვეების და შესაძლოა, წლების განმავლობაშიც" - რა თქვა სტოლტენბერგმა მინისტერიალის დასრულების შემდეგ?
"ვიყოთ რეალისტები - ეს ომი შეიძლება გაგრძელდეს კვირების, თვეების და შესაძლოა, წლების განმავლობაშიც" - რა თქვა სტოლტენბერგმა მინისტერიალის დასრულების შემდეგ?

ამ ომის დას­რუ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზა პუ­ტი­ნის უკან და­ხე­ვაა, - ამის შე­სა­ხებ ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ნა­ტოს მი­ნის­ტე­რი­ა­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

სტოლ­ტენ­ბერ­გის თქმით, ომი შე­საძ­ლოა წლე­ბი გაგ­რძელ­დეს და ად­რე­უ­ლი გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"ამ ომის დას­რუ­ლე­ბის უმარ­ტი­ვე­სი გზაა, პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა უკან გა­იყ­ვა­ნოს მთე­ლი თა­ვი­სი ჯარი და და­ას­რუ­ლოს ომი, დაჯ­დეს და ჩა­ერ­თოს სე­რი­ო­ზულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ ძა­ლის­ხმე­ვა­ში გა­მო­სავ­ლე­ბის მო­სა­ძებ­ნად, მაგ­რამ ჩვენ უნდა ვი­ყოთ რე­ა­ლის­ტე­ბი და არ გვაქვს იმის ნიშ­ნე­ბი, რომ პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა შეც­ვა­ლა თა­ვი­სი სა­ერ­თო მი­ზა­ნი, ეს არის უკ­რა­ი­ნის კონ­ტრო­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო გა­მარ­ჯვე­ბე­ბის მიღ­წე­ვა ბრძო­ლის ველ­ზე.

რა­საც ჩვენ ვხე­დავთ არის რუ­სე­თის გა­დაჯ­გუ­ფე­ბა და მათი ძა­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა ჩრდი­ლო­ეთ უკ­რა­ი­ნი­დან, ამა­ვე დროს ამ ძა­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ­ში და ჩვენ ვე­ლო­დე­ბით დიდ ბრძო­ლას დონ­ბას­ში. ეს არის მი­ზე­ზი იმი­სა, რომ მო­კავ­ში­რე­ებ­მა ასე­ვე ხაზი გა­უს­ვეს დღეს უკ­რა­ი­ნის მეტი მხარ­და­ჭე­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

ამი­ტო­მაც მო­კავ­ში­რე­ე­ბი დიდ ხარ­ჯებს აკის­რე­ბენ პრე­ზი­დენტ პუ­ტინს და რუ­სეთს. მაგ­რამ ამა­ვე დროს, ჩვენ მზად ვართ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში. ეს ომი შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს კვი­რე­ბის, მაგ­რამ ასე­ვე თვე­ე­ბის და შე­საძ­ლოა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც. ამი­ტომ, ჩვენ კი­დევ ბევ­რის­თვის უნდა მო­ვემ­ზა­დოთ“ , - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მა­ნამ , სა­ნამ იქ­ნე­ბა ომი, იარ­სე­ბებს ომის ეს­კა­ლა­ცი­ის სა­შიშ­რო­ე­ბაც.

"თუ ომი გაგ­რძელ­დე­ბა, მა­შინ რის­კი უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვი­საა, რომ­ლე­ბიც უფრო მე­ტად და­ზა­რალ­დე­ბი­ან, ჩვენ ვი­ხი­ლავთ მეტ ზი­ანს, მეტ სიკ­ვდილს და მეტ ნგრე­ვას. მაგ­რამ, რა თქმა უნდა, სა­ნამ ომი გაგ­რძელ­დე­ბა, იქ­ნე­ბა ეს­კა­ლა­ცი­ის რის­კი. და სწო­რედ ამა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ნატო, რომ თა­ვი­დან აი­ცი­ლოს ეს ეს­კა­ლა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ომს!
0

პუტინს მალე თავისიანები მოუღებენ ბოლოს. მე უკრაინელი ხალხი მენანება. რამდენი შეეწირა ამ არამზადას ხუშტურებს.

ნენე
12

თქვენ გაწყობთ უკრაინაში ომის არ დამთავრება.პუტინს საბრძოლო ბომბები რომ გამოელევა აი მაშინ არის საშიში გადავა ბირთვულ ომზე სადაც გამარჯვებული არავინ იქნება.

ავტორი:

"ვიყოთ რეალისტები - ეს ომი შეიძლება გაგრძელდეს კვირების, თვეების და შესაძლოა, წლების განმავლობაშიც" - რა თქვა სტოლტენბერგმა მინისტერიალის დასრულების შემდეგ?

"ვიყოთ რეალისტები - ეს ომი შეიძლება გაგრძელდეს კვირების, თვეების და შესაძლოა, წლების განმავლობაშიც" - რა თქვა სტოლტენბერგმა მინისტერიალის დასრულების შემდეგ?

ამ ომის დასრულების ყველაზე მარტივი გზა პუტინის უკან დახევაა, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ომი შესაძლოა წლები გაგრძელდეს და ადრეული გამოსავლის პოვნა ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული.

"ამ ომის დასრულების უმარტივესი გზაა, პრეზიდენტმა პუტინმა უკან გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და დაასრულოს ომი, დაჯდეს და ჩაერთოს სერიოზულ დიპლომატიურ ძალისხმევაში გამოსავლების მოსაძებნად, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და არ გვაქვს იმის ნიშნები, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეცვალა თავისი საერთო მიზანი, ეს არის უკრაინის კონტროლი და მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვებების მიღწევა ბრძოლის ველზე.

რასაც ჩვენ ვხედავთ არის რუსეთის გადაჯგუფება და მათი ძალების გადაადგილება ჩრდილოეთ უკრაინიდან, ამავე დროს ამ ძალების გადაადგილება აღმოსავლეთში და ჩვენ ველოდებით დიდ ბრძოლას დონბასში. ეს არის მიზეზი იმისა, რომ მოკავშირეებმა ასევე ხაზი გაუსვეს დღეს უკრაინის მეტი მხარდაჭერის აუცილებლობას.

ამიტომაც მოკავშირეები დიდ ხარჯებს აკისრებენ პრეზიდენტ პუტინს და რუსეთს. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ მზად ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს ომი შეიძლება გაგრძელდეს კვირების, მაგრამ ასევე თვეების და შესაძლოა წლების განმავლობაშიც. ამიტომ, ჩვენ კიდევ ბევრისთვის უნდა მოვემზადოთ“ , - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მანამ , სანამ იქნება ომი, იარსებებს ომის ესკალაციის საშიშროებაც.

"თუ ომი გაგრძელდება, მაშინ რისკი უპირველეს ყოვლისა უკრაინელი ხალხისთვისაა, რომლებიც უფრო მეტად დაზარალდებიან, ჩვენ ვიხილავთ მეტ ზიანს, მეტ სიკვდილს და მეტ ნგრევას. მაგრამ, რა თქმა უნდა, სანამ ომი გაგრძელდება, იქნება ესკალაციის რისკი. და სწორედ ამაზეა ორიენტირებული ნატო, რომ თავიდან აიცილოს ეს ესკალაცია“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"