პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრემლის გეგმა იყო, რომ როგორც კი, შეიჭრებოდნენ კიევში, ოდესაში გადაესხათ დიდი საზღვაო დესანტი..." - პუტინის ჩაშლილი გეგმები და მიზეზები, რამაც ეს განაპირობა
"კრემლის გეგმა იყო, რომ როგორც კი, შეიჭრებოდნენ კიევში, ოდესაში გადაესხათ დიდი საზღვაო დესანტი..." - პუტინის ჩაშლილი გეგმები და მიზეზები, რამაც ეს განაპირობა

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ უკვე იმ­დე­ნი დრო გა­ვი­და, რომ შეგ­ვიძ­ლია ვცა­დოთ და გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, ფრონ­ტის ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­ზეც გან­ხორ­ცი­ელ­და რუ­სე­თის პირ­ვე­ლი შე­ტე­ვე­ბი და იმ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა, რაც უპირ­ვე­ლე­სად მოხ­ვდა რუ­სე­თის სა­მიზ­ნე­ში. ამ თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლის, "არ­სე­ნა­ლის“ რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი:

- რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმი­სას, პირ­ვე­ლი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტებ­ზე მი­ი­ტა­ნა. ეს იყო, რო­გორც სამ­ხედ­რო, ასე­ვე დიდ ქა­ლა­ქებ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბი, საწ­ვა­ვის ბა­ზე­ბი, აე­რო­პორ­ტე­ბი და სხვა. უკ­რა­ი­ნა­ზე შე­ტე­ვა და­ი­წყო ძი­რი­თა­დად რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან. რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან - კურსკის, ბელ­გო­რო­დის, როს­ტო­ვის ოლ­ქე­ბი­დან, ასე­ვე ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის­დან და ბე­ლა­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ი­დან. პირ­ვე­ლი შე­ტე­ვა ბე­ლა­რუ­სი­სა და რუ­სე­თის - კურსკის ოლ­ქი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ კი­ე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა ლუ­კა­შენ­კომ უკ­რა­ი­ნე­ლებ­სა და ბე­ლა­რუ­სებს შო­რის მე­გობ­რო­ბა "აა­ფეთ­ქა“ მას მერე, რაც რუ­სეთს უფ­ლე­ბა მის­ცა მისი ტე­რი­ტო­რი­ი­დან შე­ე­ტია უკ­რა­ი­ნის­თვის. კი­ე­ვი ბე­ლო­რუ­სის სა­ზღვრი­დან 90 კმ-შია და ამი­ტომ აღ­მოჩ­ნდა რუ­სუ­ლი არ­მია უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლა­ქის მი­სად­გო­მებ­თან ლა­მის ერთ დღე­ში. ბე­ლა­რუსს, რომ არ მი­ე­ცა უფ­ლე­ბა რუ­სე­თის არ­მი­ის­თვის შე­ტე­ვა და­ე­წყოთ ჩერ­ნო­ბი­ლის მხრი­დან, შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ მა­შინ, ის სა­ში­ნე­ლე­ბა, რისი მომსწრე­ნიც ვართ კი­ე­ვის ოლ­ქის ქა­ლა­ქებ­ში - ბუ­ჩა­ში, ირ­პინ­ში და ა.შ. არ დატ­რი­ალ­დე­ბო­და.

რუსი აგ­რე­სო­რე­ბის მოკ­ლუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე ბუ­ჩა­ში

შემ­დეგ იყო შე­ტე­ვა ხარ­კოვ­ზე, ძი­რი­თა­დად, ბელ­გო­რო­დის ოლ­ქი­დან, ასე­ვე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და დარ­ტყმე­ბი როს­ტო­ვის ოლ­ქი­დან, რო­მელ­საც ესა­ზღვრე­ბა მა­ნამ­დე 8 წლის წინ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დონ­ბა­სი, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, შე­ვი­და რუ­სე­თის რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის სა­ბა­ტა­ლი­ო­ნე-ტაქ­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი.

ძი­რი­თა­დი შე­ტე­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ლუ­განსკის, დო­ნეც­კის მხრი­დან უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წი­ლის­კენ. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ხრე­თი­დან, ანუ ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მი­დან შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და 3 მხრივ - ხერ­სო­ნის და მი­კო­ლა­ი­ვის ცენ­ტრის­კენ, ასე­ვე ზა­პო­რო­ჟი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც მთა­ვა­რი იყო აე­ღოთ ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რია და აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ ჯერ მე­ლიტ­რო­პო­ლის მხა­რეს ბერ­დი­ანსკი, რის მე­რეც მი­ად­გნენ მა­რი­უ­პოლს. ეს ყვე­ლა ქა­ლა­ქი არის აზო­ვის ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე.

  • რა გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სურ­და პუ­ტინს უკ­რა­ი­ნა­ში?

- პუ­ტი­ნი რო­დე­საც ლა­პა­რა­კობ­და უკ­რა­ი­ნის დე­ნა­ცი­ფი­კა­ცი­ა­ზე, გუ­ლის­ხმობ­და, რომ უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლა­ქის კი­ე­ვის აღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­იქ­ცე­ო­და უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, შე­საძ­ლოა პრე­ზი­დენ­ტი­ა­ნად, ანაც ზე­ლენ­სკის და­ა­კა­ვებ­დნენ, შე­საძ­ლოა მო­ეკ­ლათ კი­დეც, რის შემ­დე­გაც უკ­რა­ი­ნა­ში დას­ვამ­დნენ პრო­რუ­სულ, კრემ­ლის­გან მარ­თულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ევ­რო­პულ გზა­ზე უარს იტყო­და, პრე­ტენ­ზი­აც არ ექ­ნე­ბო­და ევ­რო­კავ­შირ­სა თუ ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბა­ზე. და უკ­რა­ი­ნა, ისე­ვე რო­გორც ბე­ლა­რუ­სი, "ჩა­ე­ხუ­ტე­ბო­და“ რუ­სეთს.

პუ­ტინს ბლიცკ­რი­გი არ გა­მო­უ­ვი­და ისე­ვე, რო­გორც, თა­ვის დრო­ზე, ჰიტ­ლერს. უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის, არ­მი­ი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თავ­გან­წი­რულ­მა ბრძო­ლამ კრემ­ლის გეგ­მე­ბი ჩა­შა­ლა. მათ ვერ შეძ­ლეს უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლა­ქის აღე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ მხრი­დან ცდი­ლობ­და დე­და­ქა­ლა­ქის ბლო­კა­დას. რო­გორც ვი­ცით, რუ­სუ­ლი არ­მი­ის ნა­წი­ლებ­მა 1-ელი აპ­რი­ლი­დან და­ი­წყეს კი­ე­ვის მი­სად­გო­მე­ბის და­ტო­ვე­ბა და ჩერ­ნო­ბი­ლის გავ­ლით, დაბ­რუნ­დნენ, რო­გორც ბე­ლა­რუ­სის, ისე რუ­სე­თის - კურსკის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.

დე­და­ქა­ლაქს მო­ეხ­სნა საფრ­თხე, თუმ­ცა ბო­ლო­მე ვე­რა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავთ...

ოკუ­პან­ტე­ბის და­ბომ­ბი­ლი ხარ­კო­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტი

  • ხარ­კო­ვი

- ხარ­კო­ვი სი­დი­დით უკ­რა­ი­ნის მე­ო­რე ქა­ლა­ქია, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სა­ზღვრი­დან 30 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, ის იქცა ერთ-ერთ პირ­ველ სა­მიზ­ნედ და პრობ­ლე­მე­ბი ხარ­კოვ­თა­ნაც დღემ­დე რჩე­ბა. რუ­სეთ­მა ჯა­რე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა კი­ე­ვის მი­სად­გო­მე­ბი­დან, სა­მა­გი­ე­როდ, მან მე­ტად და­ი­წყო ზრუნ­ვა აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნი­სა და ასე­ვე სამ­ხრე­თით - ოდე­სას­კენ გზის გაჭ­რის გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე.

ხარ­კო­ვის ჩრდი­ლო­ე­თით ბრძო­ლე­ბი კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­უ­პოლს, ეს ქა­ლა­ქი კვლავ ალ­ყა­შია და ასე­ვე ბრძო­ლე­ბი მი­დის ხერ­სონ­თან, მი­კო­ლა­ე­ვის გზის­კენ გა­საჭ­რე­ლად, რათა შემ­დეგ რუ­სეთ­მა ოდე­სა­შიც გა­იძ­ლი­ე­როს პო­ზი­ცი­ე­ბი.

მა­რი­უ­პო­ლი

  • რა­ტომ არ ან ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და ოდე­სის და­კა­ვე­ბის გეგ­მა?

- თა­ვი­დან და­გეგ­მი­ლი იყო, რომ, რო­გორც კი, რუ­სე­თი შე­იჭ­რე­ბო­და კი­ევ­ში, ოდე­სა­ში გა­და­ეს­ხათ დიდი სა­ზღვაო დე­სან­ტი, ამის­თვის რუ­სეთ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ი­მა­ტა სა­ზღვაო ძა­ლე­ბი - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას შავ ზღვა­ში ძლი­ე­რი პო­ზი­ცი­ე­ბი აქვს. და­მა­ტე­ბით კი­დევ 6 დიდი სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დი ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნი­სა და ხმელ­თა­შუა ზღვის გავ­ლით, შე­იყ­ვა­ნეს შავ ზღვა­ში.

  • რა­ტომ სურს რუ­სეთს თა­ვი­სი კონ­ტრო­ლის ქვეშ მო­აქ­ცი­ოს სა­ნა­პი­რო ზოლი?

- პირ­ვე­ლი, კრემ­ლის მი­ზა­ნია უკ­რა­ი­ნას მო­წყვი­ტოს ზღვა­ზე გა­სას­ვლე­ლი, ეს უპირ­ვე­ლე­სად შე­ე­ხე­ბა აზო­ვის ზღვას.

უკ­რა­ი­ნის­თვის შავ ზღვა­ზე გა­სას­ვლე­ლი თით­ქოს რჩე­ბა, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე არ მოქ­მე­დებს, რად­გან რუ­სე­თის ხო­მალ­დე­ბი პატ­რუ­ლი­რე­ბენ ამ მო­ნაკ­ვეთ­ში.

გარ­და ამი­სა, რუ­სე­თის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია გაჭ­რას სახ­მე­ლე­თო გზა, რო­გორც ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის­კენ, ასევ მოლ­დო­ვის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მყო­ფი დნესტრის­პი­რე­თის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი წარ­მო­ნაქ­მნის­კენ, სა­დაც არის რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბაზა.

ოკუ­პან­ტის სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დე­ბი ოდე­სის სა­ნა­პი­როს­თან

რაც შე­ე­ხე­ბა ოდე­სას, აქ იყო რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი იმი­სა, თუ რა­ტომ შე­ე­შა­ლა ხელი რუ­სუ­ლი დე­სან­ტის გა­დას­ხმას. დე­სან­ტი უკვე იყო სე­ვას­ტო­პოლ­ში, სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დებ­ში, მი­ცურ­დნენ კი­დეც ოდე­სას სი­ახ­ლო­ვეს, ქა­ლა­ქი­და­ნაც მო­ჩან­და რუ­სუ­ლი სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დე­ბი, თუმ­ცა ვერ გა­ბე­დეს და­ე­წყოთ მოქ­მე­დე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო:

1. უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა იცოდ­ნენ მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის შე­სა­ხებ და სა­ნა­პი­რო ზოლი გა­ა­მაგ­რეს, ანუ და­ნაღ­მეს. რუ­სე­ბი ვერც მი­აღ­წევ­დნენ ნა­პირს, რად­გან სა­ნა­პი­რო ზოლ­ში ჩა­დე­ბუ­ლი იქნა ასო­ბით სა­ზღვაო ნაღ­მი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ მცუ­რავ სა­შუ­ა­ლე­ბას მი­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე გა­ა­ნად­გუ­რებ­და.

2. მოხ­და უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­ტი­ლე­რი­ის მო­ბი­ლი­ზე­ბა ნა­პირ­ზე, რო­მე­ლიც მი­ახ­ლო­ე­ბულ ხო­მალ­დებს ცე­ცხლს აუ­ცი­ლებ­ლად გა­უხ­სნი­და.

3. ამას­თა­ნა­ვე, ბუ­ნე­ბა და­ეხ­მა­რა უკ­რა­ი­ნას იმით, რომ იმ პე­რი­ოდ­ში შტორ­მი მძვინ­ვა­რებ­და.

4. და­ი­წყო აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა რუს სა­ზღვაო მე­დე­სან­ტე­ებს შო­რის. რო­გორც შემ­დგომ­ში გა­ირ­კვა, მათი ნა­წი­ლი დე­სან­ტი­რებ­ზე უარს ამ­ბობ­და, რად­გან ხვდე­ბოდ­ნენ, რომ მსხვერ­პლი ძა­ლი­ან დიდი იქ­ნე­ბო­და.

5. ამას­თა­ნა­ვე, რუ­სეთ­მა იცის, რომ უკ­რა­ი­ნას ოდე­სას­თან გა­და­მა­ლუ­ლი აქვს ხო­მალ­დსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი, სა­ხე­ლად "ნეპ­ტუ­ნი“, ბევ­რი არ აქვს, თუმ­ცა ეს არის მარ­თვა­დი რა­კე­ტე­ბი, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ხო­მალ­დის და­ზი­ა­ნე­ბა, ჩა­ძირ­ვა 280კმ სი­შო­რე­ზე.

ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გი ისაა, რომ ომის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, ოდე­სა­ში დე­სან­ტი ვერ გა­დას­ხა.

ოდე­სას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პუ­ტი­ნის­თვის, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად, ასე­ვე პი­რა­და­დაც. ის აცხა­დებს, რომ ოდე­სა რუ­სუ­ლი ქა­ლა­ქია და უნდა და­უბ­რუნ­დეს რუ­სეთს ისე­ვე, რო­გორც ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი.

  • "ის კვლავ შე­ეც­დე­ბა ხარ­კო­ვის და­კა­ვე­ბას და უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სიღ­რმე­ში შეჭ­რას"

ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი, ასე­ვე და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის თავ­მოყ­რა ხდე­ბა უკ­რა­ი­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით. რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ომი გახ­დეს უფრო ლო­კა­ლუ­რი და რუ­სე­თი დას­ჯერ­დეს ლუ­განსკი­სა და დო­ნეც­კის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ რეს­პუბ­ლი­კებ­ზე სრუ­ლი კონ­ტრო­ლის მო­პო­ვე­ბას.

ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი:

- ამის შე­სა­ხებ გარ­კვე­უ­ლი ეჭ­ვე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი მეც მაქვს, თუმ­ცა არის სა­შიშ­რო­ე­ბა იმის, რომ ის არ შე­ჩერ­დე­ბა დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვრებ­ზე და გა­აგ­რძე­ლებს შე­ტე­ვას დნეპ­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით. ის კვლავ შე­ეც­დე­ბა ხარ­კო­ვის და­კა­ვე­ბას და უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სიღ­რმე­ში შეჭ­რას.

ავ­ტო­რი: კესო კვა­რა­ცხე­ლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კრემლის გეგმა იყო, რომ როგორც კი, შეიჭრებოდნენ კიევში, ოდესაში გადაესხათ დიდი საზღვაო დესანტი..." - პუტინის ჩაშლილი გეგმები და მიზეზები, რამაც ეს განაპირობა

"კრემლის გეგმა იყო, რომ როგორც კი, შეიჭრებოდნენ კიევში, ოდესაში გადაესხათ დიდი საზღვაო დესანტი..." - პუტინის ჩაშლილი გეგმები და მიზეზები, რამაც ეს განაპირობა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკვე იმდენი დრო გავიდა, რომ შეგვიძლია ვცადოთ და გავაანალიზოთ, ფრონტის ის მიმართულებები, რომელზეც განხორციელდა რუსეთის პირველი შეტევები და იმ ტერიტორიების მნიშვნელობა, რაც უპირველესად მოხვდა რუსეთის სამიზნეში. ამ თემაზე გვესაუბრება სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის“ რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი:

- რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისას, პირველი სარაკეტო დარტყმები სტრატეგიულ ობიექტებზე მიიტანა. ეს იყო, როგორც სამხედრო, ასევე დიდ ქალაქებთან ახლოს მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, საწვავის ბაზები, აეროპორტები და სხვა. უკრაინაზე შეტევა დაიწყო ძირითადად რამდენიმე მიმართულებიდან. რუსეთის ტერიტორიიდან - კურსკის, ბელგოროდის, როსტოვის ოლქებიდან, ასევე ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულისდან და ბელარუსის ტერიტორიიდან. პირველი შეტევა ბელარუსისა და რუსეთის - კურსკის ოლქიდან განხორციელდა უკრაინის დედაქალაქ კიევის მიმართულებით.

შეიძლება ითქვას, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ უკრაინელებსა და ბელარუსებს შორის მეგობრობა "ააფეთქა“ მას მერე, რაც რუსეთს უფლება მისცა მისი ტერიტორიიდან შეეტია უკრაინისთვის. კიევი ბელორუსის საზღვრიდან 90 კმ-შია და ამიტომ აღმოჩნდა რუსული არმია უკრაინის დედაქალაქის მისადგომებთან ლამის ერთ დღეში. ბელარუსს, რომ არ მიეცა უფლება რუსეთის არმიისთვის შეტევა დაეწყოთ ჩერნობილის მხრიდან, შეიძლება ვთქვათ, რომ მაშინ, ის საშინელება, რისი მომსწრენიც ვართ კიევის ოლქის ქალაქებში - ბუჩაში, ირპინში და ა.შ. არ დატრიალდებოდა.

რუსი აგრესორების მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე ბუჩაში

შემდეგ იყო შეტევა ხარკოვზე, ძირითადად, ბელგოროდის ოლქიდან, ასევე ხორციელდებოდა დარტყმები როსტოვის ოლქიდან, რომელსაც ესაზღვრება მანამდე 8 წლის წინ ოკუპირებული დონბასი, სადაც ადგილობრივი სეპარატისტების დასახმარებლად, შევიდა რუსეთის რეგულარული არმიის საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები.

ძირითადი შეტევა ხორციელდებოდა ლუგანსკის, დონეცკის მხრიდან უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილისკენ. ხოლო რაც შეეხება სამხრეთიდან, ანუ ანექსირებული ყირიმიდან შეტევა განხორციელდა 3 მხრივ - ხერსონის და მიკოლაივის ცენტრისკენ, ასევე ზაპოროჟიის მიმართულებით, სადაც მთავარი იყო აეღოთ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია და აღმოსავლეთისკენ ჯერ მელიტროპოლის მხარეს ბერდიანსკი, რის მერეც მიადგნენ მარიუპოლს. ეს ყველა ქალაქი არის აზოვის ზღვის სანაპირო ზოლზე.

  • რა გეგმების განხორციელება სურდა პუტინს უკრაინაში?

- პუტინი როდესაც ლაპარაკობდა უკრაინის დენაციფიკაციაზე, გულისხმობდა, რომ უკრაინის დედაქალაქის კიევის აღების შემთხვევაში, გაიქცეოდა უკრაინის ხელისუფლება, შესაძლოა პრეზიდენტიანად, ანაც ზელენსკის დააკავებდნენ, შესაძლოა მოეკლათ კიდეც, რის შემდეგაც უკრაინაში დასვამდნენ პრორუსულ, კრემლისგან მართულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის განვითარების ევროპულ გზაზე უარს იტყოდა, პრეტენზიაც არ ექნებოდა ევროკავშირსა თუ ნატოში გაწევრებაზე. და უკრაინა, ისევე როგორც ბელარუსი, "ჩაეხუტებოდა“ რუსეთს.

პუტინს ბლიცკრიგი არ გამოუვიდა ისევე, როგორც, თავის დროზე, ჰიტლერს. უკრაინელი ხალხის, არმიისა და ხელისუფლების თავგანწირულმა ბრძოლამ კრემლის გეგმები ჩაშალა. მათ ვერ შეძლეს უკრაინის დედაქალაქის აღება, მიუხედავად იმისა, რომ მთელი თვის განმავლობაში დასავლეთ და აღმოსავლეთ მხრიდან ცდილობდა დედაქალაქის ბლოკადას. როგორც ვიცით, რუსული არმიის ნაწილებმა 1-ელი აპრილიდან დაიწყეს კიევის მისადგომების დატოვება და ჩერნობილის გავლით, დაბრუნდნენ, როგორც ბელარუსის, ისე რუსეთის - კურსკის ოლქის ტერიტორიებზე.

დედაქალაქს მოეხსნა საფრთხე, თუმცა ბოლომე ვერაფერს გამოვრიცხავთ...

ოკუპანტების დაბომბილი ხარკოვის უნივერსიტეტი

  • ხარკოვი

- ხარკოვი სიდიდით უკრაინის მეორე ქალაქია, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 30 კმ-ში მდებარეობს. შესაბამისად, ის იქცა ერთ-ერთ პირველ სამიზნედ და პრობლემები ხარკოვთანაც დღემდე რჩება. რუსეთმა ჯარები გამოიყვანა კიევის მისადგომებიდან, სამაგიეროდ, მან მეტად დაიწყო ზრუნვა აღმოსავლეთ უკრაინისა და ასევე სამხრეთით - ოდესასკენ გზის გაჭრის გეგმების განხორციელებაზე.

ხარკოვის ჩრდილოეთით ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს, რაც შეეხება მარიუპოლს, ეს ქალაქი კვლავ ალყაშია და ასევე ბრძოლები მიდის ხერსონთან, მიკოლაევის გზისკენ გასაჭრელად, რათა შემდეგ რუსეთმა ოდესაშიც გაიძლიეროს პოზიციები.

მარიუპოლი

  • რატომ არ ან ვერ განხორციელდა ოდესის დაკავების გეგმა?

- თავიდან დაგეგმილი იყო, რომ, როგორც კი, რუსეთი შეიჭრებოდა კიევში, ოდესაში გადაესხათ დიდი საზღვაო დესანტი, ამისთვის რუსეთმა სპეციალურად დაიმატა საზღვაო ძალები - მიუხედავად იმისა, რომ მას შავ ზღვაში ძლიერი პოზიციები აქვს. დამატებით კიდევ 6 დიდი სადესანტო ხომალდი ატლანტის ოკეანისა და ხმელთაშუა ზღვის გავლით, შეიყვანეს შავ ზღვაში.

  • რატომ სურს რუსეთს თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს სანაპირო ზოლი?

- პირველი, კრემლის მიზანია უკრაინას მოწყვიტოს ზღვაზე გასასვლელი, ეს უპირველესად შეეხება აზოვის ზღვას.

უკრაინისთვის შავ ზღვაზე გასასვლელი თითქოს რჩება, მაგრამ ამ ეტაპზე არ მოქმედებს, რადგან რუსეთის ხომალდები პატრულირებენ ამ მონაკვეთში.

გარდა ამისა, რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია გაჭრას სახმელეთო გზა, როგორც ყირიმის ნახევარკუნძულისკენ, ასევ მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი დნესტრისპირეთის სეპარატისტული წარმონაქმნისკენ, სადაც არის რუსეთის სამხედრო ბაზა.

ოკუპანტის სადესანტო ხომალდები ოდესის სანაპიროსთან

რაც შეეხება ოდესას, აქ იყო რამდენიმე ფაქტორი იმისა, თუ რატომ შეეშალა ხელი რუსული დესანტის გადასხმას. დესანტი უკვე იყო სევასტოპოლში, სადესანტო ხომალდებში, მიცურდნენ კიდეც ოდესას სიახლოვეს, ქალაქიდანაც მოჩანდა რუსული სადესანტო ხომალდები, თუმცა ვერ გაბედეს დაეწყოთ მოქმედება რამდენიმე მიზეზის გამო:

1. უკრაინელებმა იცოდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და სანაპირო ზოლი გაამაგრეს, ანუ დანაღმეს. რუსები ვერც მიაღწევდნენ ნაპირს, რადგან სანაპირო ზოლში ჩადებული იქნა ასობით საზღვაო ნაღმი, რომელიც ნებისმიერ მცურავ საშუალებას მიახლოებისთანავე გაანადგურებდა.

2. მოხდა უკრაინული არტილერიის მობილიზება ნაპირზე, რომელიც მიახლოებულ ხომალდებს ცეცხლს აუცილებლად გაუხსნიდა.

3. ამასთანავე, ბუნება დაეხმარა უკრაინას იმით, რომ იმ პერიოდში შტორმი მძვინვარებდა.

4. დაიწყო აზრთა სხვადასხვაობა რუს საზღვაო მედესანტეებს შორის. როგორც შემდგომში გაირკვა, მათი ნაწილი დესანტირებზე უარს ამბობდა, რადგან ხვდებოდნენ, რომ მსხვერპლი ძალიან დიდი იქნებოდა.

5. ამასთანავე, რუსეთმა იცის, რომ უკრაინას ოდესასთან გადამალული აქვს ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, სახელად "ნეპტუნი“, ბევრი არ აქვს, თუმცა ეს არის მართვადი რაკეტები, რომლითაც შეიძლება მოწინააღმდეგის ხომალდის დაზიანება, ჩაძირვა 280კმ სიშორეზე.

ამ ყველაფრის შედეგი ისაა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, ოდესაში დესანტი ვერ გადასხა.

ოდესას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პუტინისთვის, როგორც პოლიტიკურად, ასევე პირადადაც. ის აცხადებს, რომ ოდესა რუსული ქალაქია და უნდა დაუბრუნდეს რუსეთს ისევე, როგორც ყირიმის ნახევარკუნძული.

  • "ის კვლავ შეეცდება ხარკოვის დაკავებას და უკრაინის ტერიტორიების სიღრმეში შეჭრას"

ბოლო დღეების განმავლობაში, როგორც უკრაინული, ასევე დასავლური ქვეყნების სადაზვერვო ინფორმაციით, რუსული ძალების თავმოყრა ხდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით. რამდენად რეალურია ომი გახდეს უფრო ლოკალური და რუსეთი დასჯერდეს ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებზე სრული კონტროლის მოპოვებას.

ირაკლი ალადაშვილი:

- ამის შესახებ გარკვეული ეჭვები და მოსაზრებები მეც მაქვს, თუმცა არის საშიშროება იმის, რომ ის არ შეჩერდება დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე და გააგრძელებს შეტევას დნეპროს მიმართულებით. ის კვლავ შეეცდება ხარკოვის დაკავებას და უკრაინის ტერიტორიების სიღრმეში შეჭრას.

ავტორი: კესო კვარაცხელია