მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ არ მოგვაწვდიან იარაღს, რომელიც ნამდვილად გვჭირდება, რუსეთი ამას ჩათვლის როგორც ნებართვას, უფრო შორს წასვლის ნებართვას" - ვოლოდიმირ ზელენსკი
"თუ არ მოგვაწვდიან იარაღს, რომელიც ნამდვილად გვჭირდება, რუსეთი ამას ჩათვლის როგორც ნებართვას, უფრო შორს წასვლის ნებართვას" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზო­გი­ერთ პო­ლი­ტი­კოსს, ჯერ კი­დევ არ შე­უძ­ლია გა­და­წყვი­ტოს, რო­გორ შე­ზღუ­დოს ნავ­თო­ბის ვაჭ­რო­ბი­დან, რუ­სე­თის­კენ დო­ლა­რი­სა და ევ­როს ნა­კა­დი, რათა საფრ­თხე არ შე­უქ­მნან სა­კუ­თარ ეკო­ნო­მი­კას - თუ არ შე­გიძ­ლია, მა­შინ არ უნდა და­გე­წყო პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ვი­დეო მი­მარ­თვა­ში ისა­უბ­რა.

ზე­ლენ­სკის თქმით, რუ­სე­თის სა­ბან­კო სის­ტე­მის სრუ­ლი ბლო­კა­დი­სა და ნავ­თობ­ზე ემ­ბარ­გოს და­წე­სე­ბის მო­თხოვ­ნას გა­აგ­რძე­ლებს.

"ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სე­ბი­დან, რუ­სე­თის სა­ბან­კო სის­ტე­მის სრუ­ლი ბლო­კა­დის მო­თხოვ­ნას. ასე­ვე ჩვენ, გა­ვაგ­რძე­ლებთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­როს რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე უა­რის თქმის მო­თხოვ­ნას. სწო­რედ ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტია რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლი. ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ომის დას­რუ­ლე­ბა­სა და უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­ი­ღოს. ზო­გი­ერთ პო­ლი­ტი­კოსს, ჯერ კი­დევ არ შე­უძ­ლია გა­და­წყვი­ტოს, რო­გორ შე­ზღუ­დოს ნავ­თო­ბის ვაჭ­რო­ბი­დან, რუ­სე­თის­კენ დო­ლა­რი­სა და ევ­როს ნა­კა­დი, რათა საფრ­თხე არ შე­უქ­მნან სა­კუ­თარ ეკო­ნო­მი­კას, მაგ­რამ ხალ­ხი ამის­თვის მი­დის პო­ლი­ტი­კა­ში, რთუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის, ამო­ცა­ნე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად. თუ არ შე­გიძ­ლია, მა­შინ არ უნდა და­გე­წყო პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. რუ­სე­თის ნავ­თო­ბის მი­წო­დე­ბა­ზე ემ­ბარ­გო მა­ინც იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ფორ­მა­ტი მო­ი­ძებ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

ზე­ლენ­სკის თქმით, რუ­სუ­ლე­ნო­ვან რე­გი­ო­ნებ­ში, ასო­ბით ბავ­შვი რუ­სულ და­ბომბვებს ემსხვერ­პლა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა HaberTurk-თან მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

რო­გორც ზე­ლენ­სკიმ თქვა,

"ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ რუ­სუ­ლად მო­სა­უბ­რე ადა­მი­ა­ნებს იცა­ვენ, მაგ­რამ რაც ხდე­ბა მა­რი­უ­პოლ­ში, მე­ლი­ტო­პოლ­ში და რაც მოხ­და ბერ­დი­ანსკსა და ხარ­კოვ­ში, ამ ქა­ლა­ქებ­ში ბევ­რი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნია და მათ ამ ხალ­ხს უთხრეს, რომ მო­დი­ოდ­ნენ იმის­თვის, რომ ისი­ნი და­ეც­ვათ. ამ რუ­სუ­ლე­ნო­ვან რე­გი­ო­ნებ­ში,

  • ასო­ბით ბავ­შვი, მათ სა­ჰა­ე­რო და­ბომბვებს ემსხვერ­პლა. მა­სობ­რი­ვი საფ­ლა­ვე­ბი ბუ­ჩა­ში, ერთ-ერ­თია, სა­დაც ბავ­შვე­ბიც იყ­ვნენ. ბავ­შვი არ შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლო აგ­რე­სი­უ­ლად. შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ეს და­მა­ლო. ზო­გი­ერთ მათ­განს სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი აკ­ლია, იყ­ვნენ ხე­ლებ­შეკ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, იყო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მათი და­უ­ო­კე­ბე­ლი ნა­ციზ­მის დას­ტუ­რია და მათ იცი­ან, რომ ისი­ნი ნა­ცის­ტე­ბი არი­ან", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

ამას­თან, ზე­ლენ­სკიმ გა­აჟ­ღე­რა მო­წო­დე­ბა, რომ რუ­სუ­ლი არ­მია და პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი, რო­მელ­თაც უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა და­გეგ­მეს, ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის და­ი­სა­ჯონ.

"შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ში მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ უნდა იცო­დეს, რომ ეს მა­სობ­რი­ვი სი­სას­ტი­კე მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის, მრა­ვა­ლი სტრუქ­ტუ­რის ბრძა­ნე­ბი­თა და მრა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი სას­ჯელს ვერ გა­და­ურ­ჩე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ

  • თუ არ იქ­ნე­ბა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის მარ­თლაც მტკივ­ნე­უ­ლი პა­კე­ტი და თუ არ იქ­ნე­ბა ია­რა­ღის მო­წო­დე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ ნამ­დვი­ლად გვჭირ­დე­ბა და არა­ერ­თხელ მივ­მარ­თეთ, რუ­სე­თი ამას ჩათ­ვლის რო­გორც ნე­ბარ­თვას, უფრო შორს წას­ვლის ნე­ბარ­თვას, გა­ნა­ცხა­და ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ.

ზე­ლენ­სკის თქმით, და­სავ­ლეთს, რუ­სეთ­ზე უფრო მკაც­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბი­თა და უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბით, აგ­რე­სი­ის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლია.

"კარ­გია, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა შე­ა­ჩე­რა რუ­სე­თის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვა­ლის გა­და­სახ­დე­ლად, აშშ-ის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს, ეს საგ­რძნო­ბია და ამის­თვის მად­ლო­ბე­ლი ვარ, მაგ­რამ კი­დევ ბევ­რი რამ არის სა­ჭი­რო, ომის შე­სა­ჩე­რებ­ლად. თუ არ იქ­ნე­ბა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის მარ­თლაც მტკივ­ნე­უ­ლი პა­კე­ტი და თუ არ იქ­ნე­ბა ია­რა­ღის მო­წო­დე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ ნამ­დვი­ლად გვჭირ­დე­ბა და არა­ერ­თხელ მივ­მარ­თეთ, რუ­სე­თი ამას ჩათ­ვლის რო­გორც ნე­ბარ­თვას, უფრო შორს წას­ვლის ნე­ბარ­თვას, თავ­დას­ხმე­ბის ნე­ბარ­თვას, დონ­ბას­ში, ახა­ლი სის­ხლი­ა­ნი ტალ­ღის და­წყე­ბის ნე­ბარ­თვას. ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ჯერ კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლია. ჯერ კი­დევ შე­იძ­ლე­ბა ისე­თი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა, რა­საც უკ­რა­ი­ნა და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვს, და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვს ჩვე­ნი ხალ­ხი. ჯერ კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მოგ­ვცენ ია­რა­ღი, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად შე­ა­ჩე­რებს ამ აგ­რე­სი­ას, და­სავ­ლეთს ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბიძა სემი
0

მოგაწვდით, რატომ არ მოგაწვდით,ტყუილად კი არ ვართ პირველები იარაღის ბიზნესში, მოთხოვნა წარმოქმნის მიწოდებას, ტყუილად კი არ თქვა ჩვენებურმა სმითმა, იარაღზე მოთხოვნა კი როდის წარმოიქმნება.....სწოოორია ომების დროს, მააშ! ამიტომ ომები ნუ გამოილევა და ჩვენ ჯიბეში ფული ყოველთვის იქნება!

ლაო
3

მიაწოდეთ დაუხოციათ ერთმანეთი ისე რომ არც უკრაინელი და არც რუსი აღარ დარჩეს მერე ავითვისოთ ეს ტერიტორიები გადარჩენილებმა და შევქმნათ ახალი ქვეყნები დავასახელოთ სხვა ხალხით აგერ.უკრაინის ტერიტორიებზე ევროპულ ქვეყნებს უჭირავთ თვალი უფრო მაგათ სახნავ სათესი მიწები უნდათ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თუ არ მოგვაწვდიან იარაღს, რომელიც ნამდვილად გვჭირდება, რუსეთი ამას ჩათვლის როგორც ნებართვას, უფრო შორს წასვლის ნებართვას" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"თუ არ მოგვაწვდიან იარაღს, რომელიც ნამდვილად გვჭირდება, რუსეთი ამას ჩათვლის როგორც ნებართვას, უფრო შორს წასვლის ნებართვას" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზოგიერთ პოლიტიკოსს, ჯერ კიდევ არ შეუძლია გადაწყვიტოს, როგორ შეზღუდოს ნავთობის ვაჭრობიდან, რუსეთისკენ დოლარისა და ევროს ნაკადი, რათა საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ ეკონომიკას - თუ არ შეგიძლია, მაშინ არ უნდა დაგეწყო პოლიტიკური საქმიანობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის საბანკო სისტემის სრული ბლოკადისა და ნავთობზე ემბარგოს დაწესების მოთხოვნას გააგრძელებს.

"ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო ფინანსებიდან, რუსეთის საბანკო სისტემის სრული ბლოკადის მოთხოვნას. ასევე ჩვენ, გავაგრძელებთ დემოკრატიული სამყაროს რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარის თქმის მოთხოვნას. სწორედ ნავთობის ექსპორტია რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი საფუძველი. ერთ-ერთი საფუძველი, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს, მოლაპარაკებები ომის დასრულებასა და უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებაზე სერიოზულად არ მიიღოს. ზოგიერთ პოლიტიკოსს, ჯერ კიდევ არ შეუძლია გადაწყვიტოს, როგორ შეზღუდოს ნავთობის ვაჭრობიდან, რუსეთისკენ დოლარისა და ევროს ნაკადი, რათა საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ ეკონომიკას, მაგრამ ხალხი ამისთვის მიდის პოლიტიკაში, რთული პრობლემების, ამოცანების გადასაჭრელად. თუ არ შეგიძლია, მაშინ არ უნდა დაგეწყო პოლიტიკური საქმიანობა. რუსეთის ნავთობის მიწოდებაზე ემბარგო მაინც იქნება გამოყენებული. ფორმატი მოიძებნება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუსულენოვან რეგიონებში, ასობით ბავშვი რუსულ დაბომბვებს ემსხვერპლა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა HaberTurk-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ზელენსკიმ თქვა,

"ისინი ამბობენ, რომ რუსულად მოსაუბრე ადამიანებს იცავენ, მაგრამ რაც ხდება მარიუპოლში, მელიტოპოლში და რაც მოხდა ბერდიანსკსა და ხარკოვში, ამ ქალაქებში ბევრი რუსულენოვანია და მათ ამ ხალხს უთხრეს, რომ მოდიოდნენ იმისთვის, რომ ისინი დაეცვათ. ამ რუსულენოვან რეგიონებში,

  • ასობით ბავშვი, მათ საჰაერო დაბომბვებს ემსხვერპლა. მასობრივი საფლავები ბუჩაში, ერთ-ერთია, სადაც ბავშვებიც იყვნენ. ბავშვი არ შეიძლება ჩათვალო აგრესიულად. შეუძლებელია, რომ ეს დამალო. ზოგიერთ მათგანს სხეულის ნაწილები აკლია, იყვნენ ხელებშეკრული ადამიანები, იყო გაუპატიურებები. ეს ყველაფერი მათი დაუოკებელი ნაციზმის დასტურია და მათ იციან, რომ ისინი ნაცისტები არიან", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ გააჟღერა მოწოდება, რომ რუსული არმია და პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც უკრაინაში შეჭრა დაგეგმეს, ომის დანაშაულებისთვის დაისაჯონ.

"შეუძლებელია ამ ომის დანაშაულებებში მხოლოდ ერთი ადამიანის დადანაშაულება, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რუსეთის ფედერაციამ უნდა იცოდეს, რომ ეს მასობრივი სისასტიკე მრავალი ადამიანის, მრავალი სტრუქტურის ბრძანებითა და მრავალი პოლიტიკური გადაწყვეტილებით იყო გამოწვეული და დამნაშავეები სასჯელს ვერ გადაურჩებიან", - განაცხადა ზელენსკიმ

  • თუ არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მართლაც მტკივნეული პაკეტი და თუ არ იქნება იარაღის მოწოდება, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება და არაერთხელ მივმართეთ, რუსეთი ამას ჩათვლის როგორც ნებართვას, უფრო შორს წასვლის ნებართვას, განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, დასავლეთს, რუსეთზე უფრო მკაცრი სანქციების დაწესებითა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, აგრესიის შეჩერება შეუძლია.

"კარგია, რომ შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა შეაჩერა რუსეთის შესაძლებლობა, ვალის გადასახდელად, აშშ-ის საბანკო ანგარიშები და მასთან დაკავშირებული აქტივები გამოიყენოს, ეს საგრძნობია და ამისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის საჭირო, ომის შესაჩერებლად. თუ არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მართლაც მტკივნეული პაკეტი და თუ არ იქნება იარაღის მოწოდება, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება და არაერთხელ მივმართეთ, რუსეთი ამას ჩათვლის როგორც ნებართვას, უფრო შორს წასვლის ნებართვას, თავდასხმების ნებართვას, დონბასში, ახალი სისხლიანი ტალღის დაწყების ნებართვას. ამის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჯერ კიდევ შეიძლება ისეთი სანქციების დაწესება, რასაც უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, დაჟინებით მოითხოვს ჩვენი ხალხი. ჯერ კიდევ შესაძლებელია, მოგვცენ იარაღი, რომელიც ნამდვილად შეაჩერებს ამ აგრესიას, დასავლეთს ამის გაკეთება შეუძლია", - განაცხადა ზელენსკიმ

ასევე იხილეთ: