სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინული მხარის უფრო მჯერა, მათი დაზვერვა ახლა ყველაზე ძლიერია მსოფლიოში" - დევი ჭანკოტაძე
"უკრაინული მხარის უფრო მჯერა, მათი დაზვერვა ახლა ყველაზე ძლიერია მსოფლიოში" - დევი ჭანკოტაძე

მე უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის უფრო მჯე­რა იმი­ტომ, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვა ახლა არის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მსოფ­ლი­ო­ში, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა, დევი ჭან­კო­ტა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში" გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­ყე­ნე­ბით რუ­სე­თი სან­ქცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის­თვის კონ­ტრა­ბან­დის არ­ხე­ბის შექ­მნას ცდი­ლობს.

მი­სი­ვე თქმით, თუ ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტურ­და, ეს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა.

"ეს ინ­ფორ­მა­ცია თუ და­დას­ტურ­და, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის. რა თქმა უნდა, მე უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის უფრო მჯე­რა იმი­ტომ, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვა ახლა ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რია მსოფ­ლი­ო­ში, რად­გან მას მხარს უმაგ­რებს ისე­თი ძლი­ე­რი დაზ­ვერ­ვის სის­ტე­მა, რო­გო­რიც არის აშშ-ის სა­დაზ­ვერ­ვო სის­ტე­მა, დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­დაზ­ვერ­ვო სის­ტე­მა და ის­რა­ე­ლის სა­დაზ­ვერ­ვო სის­ტე­მა. მე არ მაქვს არა­ნა­ი­რი ეჭვი, რომ ეს სი­მარ­თლე არ იყოს“, - გა­ნა­ცხა­და დევი ჭან­კო­ტა­ძემ.

დევი ჭან­კო­ტა­ძის თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი აფიქ­რე­ბი­ნებს, რომ უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ უნდა ენ­დოს.

მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან მათ პუ­ტი­ნის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში ჰყავთ.

"მე­ო­რე მხრი­დან რას ვხე­დავთ? - მე­ო­რე მხრი­დან არის „ქარ­თულ ოც­ნე­ბა“, რო­მელ­საც მე პი­რა­დად და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ ენ­დო­ბა არ­ცერთ ნა­ბიჯ­ზე. როცა მათ პუ­ტი­ნის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში ჰყავთ, რო­მელ­მაც 2008 წელს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა რუ­სუ­ლი აგ­რე­სია, შეძ­ლო და ჩა­მო­იყ­ვა­ნა 6 ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, და­ა­ყე­ნა რუს­თა­ველ­ზე და ამით აა­ცი­ლა თბი­ლისს და­ბომ­ბა, ამ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ჰყავთ ცი­ხე­ში, თან უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა, პუ­ტი­ნის პი­რა­დი პა­ტი­მა­რია.

ეს ერთი და მე­ო­რე, ე.წ. კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გა­მო­დის და ამ­ბობს, რომ იქ ომობს ის ხალ­ხი, ის მებ­რძო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ გა­ექ­ცნენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და კრი­მი­ნა­ლე­ბი არი­ან, ამ­ხე­ლა შე­უ­რა­ცხყო­ფა აყე­ნებს იმ ბი­ჭებს. ჩვენს მებ­რძო­ლებს, რომ­ლე­ბიც ია­რა­ღით ხელ­ში იბ­რძვი­ან და იცა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს და ეძა­ხი კრი­მი­ნა­ლებს, შენ როცა ხე­დავ, რომ და­ღუ­პუ­ლი მებ­რძო­ლე­ბი ჩა­მო­დი­ან და არ­ცერ­თი მთავ­რო­ბის წევ­რი უბ­რა­ლოდ პა­ნაშ­ვიდ­ზე არ მი­დის და არ უდ­გე­ბა მხარ­ში იმ ოჯა­ხებს, რომ­ლებ­მაც და­კარ­გეს შვი­ლი, ძმა და ა.შ. რა უნდა გა­ა­კე­თო? სი­ტყვი­ე­რად გა­მო­დი­ან და ამ­ბო­ბენ, უკ­რა­ი­ნას ვუ­ჭერთ მხარს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად პი­რი­ქით არის. ეგე­ნი არ თვლი­ან უკ­რა­ი­ნას მე­გობ­რულ სა­ხელ­მწი­ფოდ, სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად, მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რაღა უნდა იყოს?“, - გა­ნა­ცხა­და დევი ჭან­კო­ტა­ძემ.

დევი ჭან­კო­ტა­ძემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნას არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნის.

"ფი­ო­დორ რი­ვენსლავ­სკი არის უკ­რა­ი­ნის რა­დის თავ­დაც­ვის და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი. მან თქვა, რომ თუ კი­დევ გან­მე­ორ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი. ალ­ბათ, წყა­რო, რო­მე­ლიც აწ­ვდის ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მსა­ხუ­რობს და არ უნ­დათ მაგ წყა­როს მხი­ლე­ბა და ამი­ტო­მაც ამ ეტაპ­ზე თავს არი­დე­ბენ, მაგ­რამ მე ვთქვი, რომ უკ­რა­ი­ნას არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნის“, - გა­ნა­ცხა­და დევი ჭან­კო­ტა­ძემ.

დევი ჭან­კო­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, „რუ­სე­თი რაც უფრო მე­ტად მარ­ცხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, მე­ტად აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ტონი“.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
0

ნ ა ძ ი რ ა ლ ა !!

ბელა
0

შაჰ-აბასმა თქვა ისტორიული ჭეშმარიტება:,,ქართველს დაამარცხებს მხოლოდ ქართველი"ო.ეს ზუსტად ის შემთხვევაა! ვაი ჩვენო საქართველო,ასეთი შადიმანების ხელში(თან რამდენია!).

ავტორი:

"უკრაინული მხარის უფრო მჯერა, მათი დაზვერვა ახლა ყველაზე ძლიერია მსოფლიოში" - დევი ჭანკოტაძე

"უკრაინული მხარის უფრო მჯერა, მათი დაზვერვა ახლა ყველაზე ძლიერია მსოფლიოში" - დევი ჭანკოტაძე

მე უკრაინული მხარის უფრო მჯერა იმიტომ, რომ უკრაინული დაზვერვა ახლა არის ყველაზე ძლიერი მსოფლიოში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს გამოყენებით რუსეთი სანქცირებული პროდუქციისთვის კონტრაბანდის არხების შექმნას ცდილობს.

მისივე თქმით, თუ ინფორმაცია დადასტურდა, ეს საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის კატასტროფა იქნება.

"ეს ინფორმაცია თუ დადასტურდა, ძალიან სერიოზული კატასტროფა იქნება საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, მე უკრაინული მხარის უფრო მჯერა იმიტომ, რომ უკრაინული დაზვერვა ახლა ყველაზე ძლიერია მსოფლიოში, რადგან მას მხარს უმაგრებს ისეთი ძლიერი დაზვერვის სისტემა, როგორიც არის აშშ-ის სადაზვერვო სისტემა, დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სისტემა და ისრაელის სადაზვერვო სისტემა. მე არ მაქვს არანაირი ეჭვი, რომ ეს სიმართლე არ იყოს“, - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

დევი ჭანკოტაძის თქმით, "ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები და ქმედებები აფიქრებინებს, რომ უკრაინის საკითხთან მიმართებაში „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ენდოს.

მისი თქმით, "ქართული ოცნების“ ნდობა არ შეიძლება, რადგან მათ პუტინის პირადი პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჰყავთ.

"მეორე მხრიდან რას ვხედავთ? - მეორე მხრიდან არის „ქართულ ოცნება“, რომელსაც მე პირადად და ქართველი ხალხი არ ენდობა არცერთ ნაბიჯზე. როცა მათ პუტინის პირადი პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჰყავთ, რომელმაც 2008 წელს ყველაფერი გააკეთა, რომ შეეჩერებინა რუსული აგრესია, შეძლო და ჩამოიყვანა 6 ქვეყნის პრეზიდენტი, დააყენა რუსთაველზე და ამით ააცილა თბილისს დაბომბა, ამნაირი ადამიანი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს ამ სიტუაციაში, ჰყავთ ციხეში, თან უკრაინის მოქალაქეა, პუტინის პირადი პატიმარია.

ეს ერთი და მეორე, ე.წ. კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოდის და ამბობს, რომ იქ ომობს ის ხალხი, ის მებრძოლები, რომლებიც აქ გაექცნენ პასუხისმგებლობას და კრიმინალები არიან, ამხელა შეურაცხყოფა აყენებს იმ ბიჭებს. ჩვენს მებრძოლებს, რომლებიც იარაღით ხელში იბრძვიან და იცავენ საქართველოს ინტერესებს და ეძახი კრიმინალებს, შენ როცა ხედავ, რომ დაღუპული მებრძოლები ჩამოდიან და არცერთი მთავრობის წევრი უბრალოდ პანაშვიდზე არ მიდის და არ უდგება მხარში იმ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს შვილი, ძმა და ა.შ. რა უნდა გააკეთო? სიტყვიერად გამოდიან და ამბობენ, უკრაინას ვუჭერთ მხარს, მაგრამ რეალურად პირიქით არის. ეგენი არ თვლიან უკრაინას მეგობრულ სახელმწიფოდ, სტრატეგიულ პარტნიორად, მეტი მტკიცებულება რაღა უნდა იყოს?“, - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

დევი ჭანკოტაძემ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას არანაირი ვალდებულება არ აქვს მტკიცებულებების წარმოდგენის.

"ფიოდორ რივენსლავსკი არის უკრაინის რადის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრი. მან თქვა, რომ თუ კიდევ განმეორდება, აუცილებლად იქნება მტკიცებულებები გამოგზავნილი. ალბათ, წყარო, რომელიც აწვდის ამ ინფორმაციას, ეს არის საქართველოს უშიშროების სამსახურში მსახურობს და არ უნდათ მაგ წყაროს მხილება და ამიტომაც ამ ეტაპზე თავს არიდებენ, მაგრამ მე ვთქვი, რომ უკრაინას არანაირი ვალდებულება არ აქვს მტკიცებულებების წარმოდგენის“, - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

დევი ჭანკოტაძის განცხადებით, „რუსეთი რაც უფრო მეტად მარცხდება უკრაინაში, მეტად აგრესიული ხდება „ქართული ოცნების“ ტონი“.