პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა გავაძლიეროთ დახმარების გაწევა პარტნიორებისთვის, რომლებიც არიან რუსეთის წნეხის ქვეშ - საქართველო ერთ-ერთი მათგანია" - სტოლტენბერგი
"უნდა გავაძლიეროთ დახმარების გაწევა პარტნიორებისთვის, რომლებიც არიან რუსეთის წნეხის ქვეშ - საქართველო ერთ-ერთი მათგანია" - სტოლტენბერგი

ყვე­ლამ, ვი­საც სჯე­რა დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს მხარ­და­ჭე­რით ახლო და ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რე­ბი, რო­გო­რიც არის სა­ქარ­თვე­ლო. უკე­თე­სია მათ და­ვეხ­მა­როთ ადრე ვიდ­რე გვი­ან, - ამის შე­სა­ხებ ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტე­რი­ა­ლის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე გან­ხილ­ვის ერთ-ერთი სა­კი­თხი სწო­რედ ის იქ­ნე­ბა, რო­გორ უნდა მი­ე­წო­დოს სა­ქარ­თვე­ლოს და სხვა პარტნი­ორ ქვეყ­ნებს უფრო მეტი დახ­მა­რე­ბა.

"მჯე­რა, რომ ერთ-ერთი გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ ვის­წავ­ლეთ რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, არის ის, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლამ, ვი­საც სჯე­რა დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, უზ­რუნ­ველ­ყოს მხარ­და­ჭე­რით ახლო და ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რე­ბი, რო­გო­რიც არის სა­ქარ­თვე­ლო. უკე­თე­სია მათ და­ვეხ­მა­როთ ადრე ვიდ­რე გვი­ან.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერთ-ერთი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე დღეს და ხვალ, არის ის, რო­გორ შეგ­ვიძ­ლია გა­ვაძ­ლი­ე­როთ დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა სხვა პარტნი­ო­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც არი­ან რუ­სე­თის წნე­ხის ქვეშ და, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო არის ერთ-ერთი მათ­გა­ნი. რუ­სე­თი აკონ­ტრო­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წილს და ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ, რო­გორ უნდა მი­ვა­წო­დოთ მეტი დახ­მა­რე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, იქ­ნე­ბა ეს კი­ბერ მი­მარ­თუ­ლე­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­აძ­ლი­ე­რებს სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის­გან მომ­დი­ნა­რე წნე­ხის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­სა­წე­ვად.

ნა­ტოს კარი ღია რჩე­ბა. 7 ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბა წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მხო­ლოდ აპ­ლი­კანტ ქვე­ყა­ნა­ზე, ერთ მხრივ და მე­ო­რე მხრივ, ალი­ან­სის წევრ ქვეყ­ნებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი წევ­რო­ბის სა­კი­თხი. რუ­სეთს და არც ერთ სხვა ქვე­ყა­ნას არ აქვს ვე­ტოს უფ­ლე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე“,- გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯეკო
0

უკრაინა ხო ააშენეთ დაამშვენეთ და ეხლა საქართველოს დარჩა,რომელი ქვეყანა აშენდა 30 წლის განმავლობაში სადღაც ამერიკის და ნატოს ჯარი შევიდა ,საერთოდ რომ დაგვანებოთ თავი არა?

dima
0

800 მილიონიანი ნატო,თავისი ბირთვული იარაღით და ტრილიონობით ბიუჯეტით, რომ ეომოთ რუსეთს,ვერა?!))) მაშინ ჩვენ, 3 მილიონიან ღარიბ ქვეყანას, თავი დაანებეთ! (((ვნახეთ უკვე თქვენი ,,დახმარება ,, -,,აღშფოთება ,,-, შეშფოთების,, და პამპერსების გამოგზავნის სახით!

ავტორი:

"უნდა გავაძლიეროთ დახმარების გაწევა პარტნიორებისთვის, რომლებიც არიან რუსეთის წნეხის ქვეშ - საქართველო ერთ-ერთი მათგანია" - სტოლტენბერგი

"უნდა გავაძლიეროთ დახმარების გაწევა პარტნიორებისთვის, რომლებიც არიან რუსეთის წნეხის ქვეშ - საქართველო ერთ-ერთი მათგანია" - სტოლტენბერგი

ყველამ, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, უნდა უზრუნველყოს მხარდაჭერით ახლო და ძალიან ღირებული პარტნიორები, როგორიც არის საქართველო. უკეთესია მათ დავეხმაროთ ადრე ვიდრე გვიან, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ის იქნება, როგორ უნდა მიეწოდოს საქართველოს და სხვა პარტნიორ ქვეყნებს უფრო მეტი დახმარება.

"მჯერა, რომ ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ვისწავლეთ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, არის ის, რომ მნიშვნელოვანია ყველამ, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, უზრუნველყოს მხარდაჭერით ახლო და ძალიან ღირებული პარტნიორები, როგორიც არის საქართველო. უკეთესია მათ დავეხმაროთ ადრე ვიდრე გვიან.

აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განხილული იქნება საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დღეს და ხვალ, არის ის, როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ დახმარების გაწევა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც არიან რუსეთის წნეხის ქვეშ და, რა თქმა უნდა, საქართველო არის ერთ-ერთი მათგანი. რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს და ჩვენ განვიხილავთ, როგორ უნდა მივაწოდოთ მეტი დახმარება ყველა მიმართულებით, იქნება ეს კიბერ მიმართულება, უსაფრთხოება, შესაძლებლობების განვითარება და სხვა მიმართულებები, რომელიც გააძლიერებს საქართველოს რუსეთისგან მომდინარე წნეხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

ნატოს კარი ღია რჩება. 7 ათწლეულის განმავლობაში ნატოს გაფართოება წარმატებით ხორციელდება და მხოლოდ აპლიკანტ ქვეყანაზე, ერთ მხრივ და მეორე მხრივ, ალიანსის წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული წევრობის საკითხი. რუსეთს და არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება ამ გადაწყვეტილებაზე“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.