საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონფლიქტი, შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს და მზად უნდა ვიყოთ - არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ პუტინმა თავისი ამბიცია შეცვალა" - სტოლტენბერგი
"კონფლიქტი, შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს და მზად უნდა ვიყოთ - არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ პუტინმა თავისი ამბიცია შეცვალა" - სტოლტენბერგი

ჩვენ არ გვი­ნა­ხავს არა­ნა­ი­რი ნი­შა­ნი იმი­სა, რომ პუ­ტინ­მა შეც­ვა­ლა თა­ვი­სი ამ­ბი­ცია, გა­ა­კონ­ტრო­ლოს მთე­ლი უკ­რა­ი­ნა და გა­და­წე­როს სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გი , - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ბრი­უ­სელ­ში, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ნატო-მ უნდა გა­აგ­რძე­ლოს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა და შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი.

"შეჭ­რის შემ­დეგ მო­კავ­ში­რე­ებ­მა უკ­რა­ი­ნის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა გა­აძ­ლი­ე­რეს. ასე­ვე ვე­ლო­დე­ბი, რომ მი­ნის­ტრე­ბი, რო­დე­საც შე­იკ­რი­ბე­ბი­ან დღეს და ხვალ, გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­გორ შეგ­ვიძ­ლია უკ­რა­ი­ნის მი­მართ მხარ­და­ჭე­რის გაგ­რძე­ლე­ბა.

მო­კავ­ში­რე­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ რო­გორც ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო, ან­ტი­სა­ჰა­ე­რო თუ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­ი­ა­რა­ღე­ბის სის­ტე­მე­ბი­სა მი­წო­დე­ბას უკ­რა­ი­ნის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

ამას­თან, მისი თქმით, არ სურს დე­ტა­ლუ­რად გან­მარ­ტოს, ზუს­ტად რა სა­ხის ია­რაღს აწ­ვდი­ან მო­კავ­ში­რე­ე­ბი უკ­რა­ი­ნას.

მისი თქმით, კონ­ფლიქ­ტი, შე­იძ­ლე­ბა, დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს ალი­ან­სი ამის­თვის მზად უნდა იყოს.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს ომი ახ­ლა­ვე უნდა დას­რულ­დეს და პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა უნდა და­ას­რუ­ლოს ის ჯა­რე­ბი­სა და ძა­ლე­ბის გაყ­ვა­ნით და შე­წყვი­ტოს თავ­დას­ხმა ისე­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­გო­რი­ცაა უკ­რა­ი­ნაა. მაგ­რამ ამა­ვე დროს, ჩვენ უნდა ვი­ყოთ რე­ა­ლის­ტე­ბი და გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ კონ­ფლიქ­ტი, შე­იძ­ლე­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს, მრა­ვა­ლი თვის, ან თუნ­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მი­მაჩ­ნია, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რო­დის დას­რულ­დე­ბა ომი, მას აქვს გრძელ­ვა­დი­ა­ნი გავ­ლე­ნა ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, იმი­ტომ, რომ ჩვენ ვნა­ხეთ სი­სას­ტი­კე. ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის მზად­ყოფ­ნა, გა­მო­ი­ყე­ნოს სამ­ხედ­რო ძალა თა­ვი­სი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად“, - აღ­ნიშ­ნა სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

ავტორი:

"კონფლიქტი, შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს და მზად უნდა ვიყოთ - არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ პუტინმა თავისი ამბიცია შეცვალა" - სტოლტენბერგი

"კონფლიქტი, შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს და მზად უნდა ვიყოთ - არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ პუტინმა თავისი ამბიცია შეცვალა" - სტოლტენბერგი

ჩვენ არ გვინახავს არანაირი ნიშანი იმისა, რომ პუტინმა შეცვალა თავისი ამბიცია, გააკონტროლოს მთელი უკრაინა და გადაწეროს საერთაშორისო წესრიგი , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-მ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და შეინარჩუნოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

"შეჭრის შემდეგ მოკავშირეებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააძლიერეს. ასევე ველოდები, რომ მინისტრები, როდესაც შეიკრიბებიან დღეს და ხვალ, განიხილავენ, როგორ შეგვიძლია უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელება.

მოკავშირეები უზრუნველყოფენ როგორც ტანკსაწინააღმდეგო, ანტისაჰაერო თუ საჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე სხვადასხვა სახის შეიარაღების სისტემებისა მიწოდებას უკრაინისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, მისი თქმით, არ სურს დეტალურად განმარტოს, ზუსტად რა სახის იარაღს აწვდიან მოკავშირეები უკრაინას.

მისი თქმით, კონფლიქტი, შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს ალიანსი ამისთვის მზად უნდა იყოს.

"უპირველეს ყოვლისა, ეს ომი ახლავე უნდა დასრულდეს და პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაასრულოს ის ჯარებისა და ძალების გაყვანით და შეწყვიტოს თავდასხმა ისეთი დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიცაა უკრაინაა. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და გავაცნობიეროთ, რომ კონფლიქტი, შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს, მრავალი თვის, ან თუნდაც წლების განმავლობაში.

მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, თუ როდის დასრულდება ომი, მას აქვს გრძელვადიანი გავლენა ჩვენს უსაფრთხოებაზე, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ სისასტიკე. ჩვენ დავინახეთ პრეზიდენტ პუტინის მზადყოფნა, გამოიყენოს სამხედრო ძალა თავისი მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"