პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მკვლელი არ ვარ, დავიცავი ჩემი და გვერდით მყოფი პირების სიცოცხლე" - რა თქვა "ლაგუნა ვერესთან" კონსტანტინე ქობულიას მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე?
"მე მკვლელი არ ვარ, დავიცავი ჩემი და გვერდით მყოფი პირების სიცოცხლე" - რა თქვა "ლაგუნა ვერესთან" კონსტანტინე ქობულიას მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე?

"ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან" კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ კობა მეტ­რე­ვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მენ მარ­ლენ მე­ტო­ნი­ძის პი­რა­დი დაც­ვაა, ის მკვლე­ლი არ არის.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მეტ­რე­ველ­მა გა­ნა­ცხა­და, გას­რო­ლით მან მისი და­სა­ცა­ვი ობი­ექ­ტი და­იც­ვა სიკ­ვდი­ლის­გან.

"პა­ტივ­ცე­მუ­ლო მო­სა­მარ­თლე, მე მკვლე­ლი არ ვარ, მე და­ვი­ცა­ვი და­სა­ცა­ვი ობი­ექ­ტი, ჩემი და გვერ­დით მყო­ფი პი­რე­ბის სი­ცო­ცხლე", - გა­ნა­ცხა­და მეტ­რე­ველ­მა.

მისი ად­ვო­კა­ტის თე­ო­ნა გვა­ზა­ვას გან­ცხა­დე­ბით, მეტ­რე­ვე­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და არა­ვის მკვლე­ლო­ბა არ ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი. ად­ვო­კა­ტის თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი პირი მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი­სა და სხვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მირ­ბო­და. ამას­თან, ად­ვო­კა­ტის თქმით, ყუ­რადსა­ღე­ბია, ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი - ის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი დაც­ვა იყო და ვალ­დე­ბუ­ლი იყო, ღია საფრ­თხის პი­რის­პირ მისი სი­ცო­ცხლის დაც­ვა მო­ეხ­დი­ნა. გვა­ზა­ვას თქმით, მეტ­რე­ველს დაჭ­რი­ლი მე­ტო­ნი­ძე უნდა და­ეც­ვა.

ად­ვო­კატ­მა სა­სა­მარ­თლოს ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით 20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა.

ცნო­ბის­თვის, 3 აპ­რილს, თბი­ლის­ში, "ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან", გი­ორ­გი ქვე­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი საგ­ზაო კომ­პა­ნი­ის ოფის­ში, სა­დაც ორ­მხრი­ვი სრო­ლა იყო, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს, 2 პირი - კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლია და ვახ­ტანგ გურ­გე­ნი­ძე კი მოკ­ლეს. კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლია ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ას ძმა იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ქვე­ლი­აშ­ვი­ლის ოფის­ში კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლი­ას­თან და ვახ­ტანგ გურ­გე­ნი­ძეს­თან სა­სა­უბ­როდ მათი ნაც­ნო­ბი - ბიზ­ნეს­მე­ნი მარ­ლენ მე­ტო­ნი­ძე 17 ადა­მი­ან­თან ერ­თად მი­ვი­და, რო­მელ­თა­გა­ნაც 5 პირი მისი პი­რა­დი დაც­ვა იყო. სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლი­ამ ბიზ­ნეს­მენ მე­ტო­ნი­ძი­სა და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბის მი­სა­მარ­თით გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რის შე­დე­გა­დაც მარ­ლენ მე­ტო­ნი­ძე, ოთარ ბარ­კა­ლა­ია და და­ვით ცის­კა­რიშ­ვი­ლი და­იჭრ­ნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ბიზ­ნეს­მე­ნის დაც­ვის წევ­რმა კობა მეტ­რე­ველ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა­საც კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლი­ას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. და­უდ­გე­ნე­ლია პირი, რომ­ლის გას­რო­ლი­თაც ვახ­ტანგ გურ­გე­ნი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­ლენ მე­ტო­ნი­ძე შეხ­ვედ­რის ად­გილ­ზე ჯავ­შან­ჟი­ლე­ტით იყო მი­სუ­ლი. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ცნო­ბით, ოფის­ში, სა­დაც სის­ხლი­ან გარ­ჩე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი მი­ვიდ­ნენ, ია­ტაკ­ზე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ცე­ლოფ­ნე­ბი იყო მო­ფე­ნი­ლი, რაც შე­საძ­ლოა, მკვლე­ლო­ბის წი­ნას­წარ გან­ზრახ­ვა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს.

კონ­ფლიქ­ტში და­ახ­ლო­ე­ბით, 20 პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვე პირ­თა წრის გაზ­რდას არ გა­მო­რი­ცხავს.

სა­ერ­თო ჯამ­ში, საქ­მე­ზე 5 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის, გან­სა­კუ­თე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს გი­ორ­გი გე­ლო­ვა­ნი, გი­ორ­გი ას­ლა­ნიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი პეტ­რუშ­კო­ვი. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით - და­კა­ვე­ბუ­ლია კობა მეტ­რე­ვე­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით კი, გი­ორ­გი ქვე­ლი­აშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დომინგო
8

ეჰ მკვლელი ხარ შვილო მკვლელი, ხვალ სხვისი დაცვა რომ მოგინდეს ? რას ვშვრებით მერე? ამიტომ გაობახტში დაფიქრების საშუალება გექნება და ცხოვრებას და ადამიანის სიცოცხლეს სხვა თვალით შეხედავ, მერე სხვებსაც გაუზიარებ....

123
3

ყაჩაღები ბიზმესმენების რა ეტყობათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მე მკვლელი არ ვარ, დავიცავი ჩემი და გვერდით მყოფი პირების სიცოცხლე" - რა თქვა "ლაგუნა ვერესთან" კონსტანტინე ქობულიას მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე?

"მე მკვლელი არ ვარ, დავიცავი ჩემი და გვერდით მყოფი პირების სიცოცხლე" - რა თქვა "ლაგუნა ვერესთან" კონსტანტინე ქობულიას მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე?

"ლაგუნა ვერესთან" კონსტანტინე ქობულიას მკვლელობაში ბრალდებულ კობა მეტრეველის განცხადებით, რომელიც ბიზნესმენ მარლენ მეტონიძის პირადი დაცვაა, ის მკვლელი არ არის.

როგორც სასამართლო პროცესზე მეტრეველმა განაცხადა, გასროლით მან მისი დასაცავი ობიექტი დაიცვა სიკვდილისგან.

"პატივცემულო მოსამართლე, მე მკვლელი არ ვარ, მე დავიცავი დასაცავი ობიექტი, ჩემი და გვერდით მყოფი პირების სიცოცხლე", - განაცხადა მეტრეველმა.

მისი ადვოკატის თეონა გვაზავას განცხადებით, მეტრეველი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა და არავის მკვლელობა არ ჰქონდა განზრახული. ადვოკატის თქმით, გარდაცვლილი პირი მისი დაცვის ქვეშ მყოფისა და სხვების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღით მირბოდა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ყურადსაღებია, ბრალდებულის სტატუსი - ის დაზარალებულის პირადი დაცვა იყო და ვალდებული იყო, ღია საფრთხის პირისპირ მისი სიცოცხლის დაცვა მოეხდინა. გვაზავას თქმით, მეტრეველს დაჭრილი მეტონიძე უნდა დაეცვა.

ადვოკატმა სასამართლოს ალტერნატივის სახით 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

ცნობისთვის, 3 აპრილს, თბილისში, "ლაგუნა ვერესთან", გიორგი ქველიაშვილის კუთვნილი საგზაო კომპანიის ოფისში, სადაც ორმხრივი სროლა იყო, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, 2 პირი - კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი მოკლეს. კონსტანტინე ქობულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა იყო.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ქველიაშვილის ოფისში კონსტანტინე ქობულიასთან და ვახტანგ გურგენიძესთან სასაუბროდ მათი ნაცნობი - ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე 17 ადამიანთან ერთად მივიდა, რომელთაგანაც 5 პირი მისი პირადი დაცვა იყო. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონსტანტინე ქობულიამ ბიზნესმენ მეტონიძისა და მისი თანმხლები პირების მისამართით გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მარლენ მეტონიძე, ოთარ ბარკალაია და დავით ცისკარიშვილი დაიჭრნენ. აღნიშნული დაპირისპირებისას ბიზნესმენის დაცვის წევრმა კობა მეტრეველმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რასაც კონსტანტინე ქობულიას სიცოცხლე ემსხვერპლა. დაუდგენელია პირი, რომლის გასროლითაც ვახტანგ გურგენიძე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მარლენ მეტონიძე შეხვედრის ადგილზე ჯავშანჟილეტით იყო მისული. დაუზუსტებელი ცნობით, ოფისში, სადაც სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირები მივიდნენ, იატაკზე პოლიეთილენის ცელოფნები იყო მოფენილი, რაც შესაძლოა, მკვლელობის წინასწარ განზრახვაზე მიუთითებდეს.

კონფლიქტში დაახლოებით, 20 პირი მონაწილეობდა. პროკურატურა შესაძლო დამნაშავე პირთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს.

საერთო ჯამში, საქმეზე 5 პირია დაკავებული, მათ შორის, განსაკუთებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს გიორგი გელოვანი, გიორგი ასლანიშვილი, გიორგი პეტრუშკოვი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით - დაკავებულია კობა მეტრეველი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი, გიორგი ქველიაშვილი.