საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილები მყავს და მათ მეტ დროს დავუთმობ... თან მე და ჩემმა ძმამ ჟოლოს ბაღი გავაშენეთ. პირველი მოსავალი შარშან მივიღეთ" - რატომ წავიდა ტელევიზიიდან თორნიკე კვერენჩხილაძე?
"შვილები მყავს და მათ მეტ დროს დავუთმობ... თან მე და ჩემმა ძმამ ჟოლოს ბაღი გავაშენეთ. პირველი მოსავალი შარშან მივიღეთ" - რატომ წავიდა ტელევიზიიდან თორნიკე კვერენჩხილაძე?

"მირ­ჩევ­ნია, ცოტა ხანს ჩემ­თვის ვიყო, და­ვის­ვე­ნო. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და ეკ­რან­ზე აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს ყოფ­ნა, მომ­ბეზ­რდა, - ასე მშვი­დად ვიქ­ნე­ბი", - ამ­ბობს ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი თორ­ნი­კე კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე, რო­მელ­მაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტვ პირ­ვე­ლი“ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვა. ამ­ბობს, რომ არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ აქვს, უბ­რა­ლოდ, დას­ვე­ნე­ბა უნდა და აღარ უნდა ტე­ლე­ეკ­რან­ზე ყოფ­ნა:

"არხს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ზო­გა­დად ახლა მე­დი­ა­ში ყოფ­ნის აზრს ვერ ვხე­დავ. სა­ხელ­მწი­ფო აღარ გვაქვს, მე­დია სულ სხვა ველ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მისი მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნეს, - პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი ვა­კე­თეთ... არას­წორ­მა, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა პო­ლი­ტი­კამ მოგ­ვიკ­ლა ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა. მე­დი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. არას­წორ სა­ხელ­მწი­ფო­სა და მა­რაზმში ვცხოვ­რობთ... ამი­ტომ, სჯობს სხვა რამე ვა­კე­თო. შვი­ლე­ბი მყავს და მათ მეტ დროს და­ვუთ­მობ. ირ­გვლივ მი­მო­ი­ხე­დეთ, ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ არი­ან, - ამას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თვა­ლით შე­ხე­დეთ. ყვე­ლა­ფე­რი ნა­გავ­საყ­რე­ლად აქ­ცი­ეს... ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ოპო­ზი­ცი­ა­ში არი­ან, ამ­ბო­ბენ, რომ რა­ღა­ცას აპი­რე­ბენ, სა­ბო­ლო­ოდ, ვე­რა­ფერ­საც ვერ ამ­ბო­ბენ და აკე­თე­ბენ... ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლია. ამ ეტაპ­ზე პო­ლი­ტი­კო­სებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის აზრს ვერ ვხე­დავ. პრო­ცესს გულ­წრფე­ლო­ბა აკ­ლია.

თან, ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბის სურ­ვი­ლიც არა­ვის აქვს. ყვე­ლას უნდა, რომ შეც­ვლილ სა­ხელ­მწი­ფო­ში გა­იღ­ვი­ძოს, მაგ­რამ თა­ვი­სი თა­ვი­დან რომ და­ი­წყოს ეს შეც­ვლა, არ უნდა. ვიდ­რე ცოტა აზ­რზე არ მო­ვალთ, არა­ფე­რიც გვეშ­ვე­ლე­ბა... ამი­ტო­მაც, ახლა ეკ­რან­ზე ყოფ­ნის აზრს ვერ ვხე­დავ. ეკ­რანს მიღ­მა შე­იძ­ლე­ბა უფრო სა­სარ­გებ­ლო ვიყო“.

- თორ­ნი­კე, "ტვ პირ­ვე­ლის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ხომ არ გა­უ­ნა­წყენ­დი?

- არა, არა­ნა­ი­რად. ეს ჩემი სურ­ვი­ლია. ახლა მარ­თლა დას­ვე­ნე­ბა მინ­და. წა­ვალ ბა­თუმ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­მოგ­ზა­უ­რებ, მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში დავ­დი­ვარ კი­დეც. მსი­ა­მოვ­ნებს ხალ­ხთან ლა­პა­რა­კი, ასეთ დროს ბევრ რა­მეს ვი­გებ. ამის­თვის მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა. ისეთ ად­გი­ლებს და­ვათ­ვა­ლი­ე­რებ და ვნა­ხავ, სა­დაც აქამ­დე არ ვყო­ფილ­ვარ.

თორ­ნი­კეს უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი კატო და ნანი ბებო

- ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან შენი წას­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჩე­მამ­დე ასე მო­ვი­და, - თორ­ნი­კემ კენკრის ბაღი გა­ა­შე­ნა და მის მო­სავ­ლე­ლად მი­დი­სო... მარ­თა­ლია?

- ჟო­ლოს ბაღი მე და ჩემ­მა ძმამ შარ­შან გა­ვა­შე­ნეთ. სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და რა­ღა­ცე­ბის მოყ­ვა­ნა და ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, სო­ფე­ლი ჩი­ბათ­ში, დე­დუ­ლეთ­ში 850 ძირი ჟო­ლოს ნერ­გი დავრგეთ. თან, მინ­დო­და, ეს სხვებ­საც მო­ენ­დო­მე­ბი­ნათ და მათ­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სოს გა­კე­თე­ბა მარ­თლაც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ამის­თვის ბევ­რი რა­მის სწავ­ლა და გაც­ნო­ბა დამ­ჭირ­და. არი­ზო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის წიგ­ნით ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლე. ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და კი­დევ ბევ­რის სწავ­ლა მინ­და. ამ ჟო­ლოს თითო ძი­რი­დან კილო-ნა­ხე­ვა­რი იკ­რი­ფე­ბა. პირ­ვე­ლი მო­სა­ვა­ლი შარ­შან მი­ვი­ღეთ.

- რა­ი­მე პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში დახ­მა­რე­ბით ხომ არ ისარ­გებ­ლეთ?

- არა, ეზო­ში ზედ­მე­ტი ნივ­თე­ბი, რაც არ გვჭირ­დე­ბო­და, მო­ვაგ­რო­ვეთ, ჩა­ვა­ბა­რეთ და ასე შე­ვი­ძი­ნეთ. ასე­ვე და­ვი­ქი­რა­ვეთ ტრაქ­ტო­რი, სა­ჭი­რო ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც ამ საქ­მის­თვის გვჭირ­დე­ბა. ამ მა­გა­ლი­თებს ადა­მი­ა­ნებს ვაჩ­ვე­ნებ­დით, რომ საქ­მის კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა, თან, ისე, რომ ამან შე­საძ­ლოა, შე­მო­სა­ვა­ლიც მო­ი­ტა­ნოს.

თორ­ნი­კეს უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ანას­ტას­ტია

ბევ­რმა გა­ა­კე­თა კი­დეც იგი­ვე, ზოგს ნერ­გე­ბიც ვა­ჩუ­ქე...

ახლა ჩვე­ნი ჟო­ლოს ფეს­ვი ცოტა უნდა გაძ­ლი­ერ­დეს და მერე ნა­ყო­ფიც მო­ი­მა­ტებს. ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა, უხე­შად არ ჩავ­რე­ულ­ვართ. იმი­ტომ, რომ ბავ­შვე­ბი ჭა­მენ და არა მარ­ტო ისი­ნი. ამით გამ­დიდ­რე­ბას არ ვა­პი­რებთ - მი­ვარ­თმევთ სტუმ­რებ­საც და კი­დევ ვი­საც ესი­ა­მოვ­ნე­ბა. სა­კუ­თა­რი ხე­ლით დაკ­რე­ფენ და და­მეხ­მა­რე­ბი­ან კი­დეც ჟო­ლოს მოვ­ლა­ში... საქ­მე ბევ­რია. ვი­საც უნდა, რომ ცოტა ხანს თბი­ლი­სი­დან და­ი­კარ­გოს, შე­უძ­ლია, გუ­რი­ა­ში ჩა­მო­ვი­დეს, საქ­მე გვაქვს და ბა­თუმ­შიც გა­ვა­სე­ირ­ნებ.

- რო­გორც ჩანს, შრო­მას ბავ­შვო­ბი­დან შე­ეჩ­ვიე?

- მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა. სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნი მიყ­ვარს და მათ ქცე­ვებს პა­ტა­რა­ო­ბი­დან ვაკ­ვირ­დე­ბი. ჩემ ირ­გვლივ ხალ­ხი სულ შრო­მობ­და, მაგ­რამ მათ­გან რა­ტომ­ღაც უც­ნა­ურ აზრს ვის­მენ­დი ხოლ­მე - თუ არ ის­წავ­ლი, მა­შინ შრო­მა მო­გი­წევს...

სტე­რე­ო­ტი­პებს თვი­თონ ვა­წე­სებთ და მერე მის წი­ნა­აღ­მდეგ ვიბ­რძვით. თუ გვინ­და, კარ­გად ვი­ყოთ, რა­ღა­ცე­ბი უნდა ვა­კე­თოთ... მეს­მის, რომ ბევ­რი უსა­მარ­თლო­ბაა, ძა­ლი­ან ცუდი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვყავს, მაგ­რამ რა­ღაც უნდა შევ­ცვა­ლოთ და შევ­ქმნათ. შრო­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

კატო

- მოკ­ლედ, გიყ­ვარს მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა...

- მი­წის­გან, ბუ­ნე­ბის­გან დიდ ენერ­გე­ტი­კას ვგრძნობ და ვი­ღებ. ეს პო­ლი­ტი­კის­გან მი­ღე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ის­გან და­საც­ლე­ლად იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია. მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა, აგ­რო­კულ­ტუ­რე­ბის მოყ­ვა­ნა, ამ პრო­ცე­სებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სოა, - ამით ვცხოვ­რობ. ყვე­ლამ რა­ღაც უნდა ვქნათ, მე ოჯა­ხის დო­ნე­ზე ვშრო­მობ და ვნა­ხო რა გა­მო­ვა...

რა­საც სოფ­ლებ­ში ვუ­ყუ­რებ, პრობ­ლე­მაა და უკვე გამ­ჯდა­რია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს სტე­რე­ო­ტი­პიც - "ბა­ბუ­ა­ჩე­მი რა­საც აკე­თებ­და, ასე უნდა გა­ვა­კე­თო. ამან რა იცის“ - ეს მიდ­გო­მაა. "ამან რა იცის“ კი არა, წიგ­ნით ვცდი­ლობ, საქ­მის კე­თე­ბას. ბა­ბუ­ა­ჩემ­მა რაც იცო­და, იმას გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ამას რომ არ ვცდი­ლობთ, იმი­ტო­მაც ვართ გლე­ხის დო­ნე­ზე. გლე­ხი ვინ არის? ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პრო­დუქტს აწარ­მო­ებს, რომ თავი გა­მო­იკ­ვე­ბოს. ფერ­მე­რი? თა­ვის გა­მოკ­ვე­ბა­ზეც ზრუ­ნავს და პრო­დუქ­ტის სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გა­ტა­ნა­საც ახერ­ხებს. ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით მინ­და, გან­ვი­თა­რე­ბა...

ვცდი­ლობ, რა­ღა­ცე­ბი ვის­წავ­ლო, შე­ვი­მეც­ნო და განვვი­თარ­დე...

თუ ტვინს არ გა­ვან­ძრევთ და რა­ღა­ცას არ გა­ვა­კე­თებთ, ვიქ­ნე­ბით სულ ამ ფრა­ზის იმე­დად: "მო­მა­ვა­ლი ჩვე­ნია“...

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟოლო
0

თორნიკე, პირდაპირ თქვი,რომ მიშისტი ხარ,ან ნაცისტი(რომელი უფრო მოგწონს)... საკმაოდ ბევრი ადამიანი წავიდა სოფლად და საქმის კეთება დაიწყო. ეს მთავრობა, უშეცდომო არაა ნამდვილად და კრიყიკაც შეიძლება, მაგრამ ობიექტური, დაკონკრეტებული და არა ასეთი... აი, ესენი არ მოგწონს აშკარაა, მაგრამ წინაზე რომ არაფერს ამბობ, ეს კი არის გასაკვირი. მიშას ბანდამ ისეთი ,,საქმეები აკეთა'', ათწლეულები არ ეყოფა მათ გასწორებას. ახალ საქმეში წარმატებას გისურვებ, იმედია აზრზეც მოგიყვანს!

!!!
20

კიდევ კარგი, თქვენმა დაქირავებულმა ექსპერტმა დაწერა დასკვნა,რომ ლაშქრავა ნარკოტიკით გარდაიცვალა.ნუ შეაწუხეთ ის კაცი იმ ქვაყანაში. თქვენი უაზრო ბოდვების არავის არ სჯერა...და თუ ეს ქვეყანა ქავეყანა არ არის,ჟოლოს იმედზე როგორ აპირებ ცხოვრებას...აღიარე, რომ შენც კი ვეღარ გაუძელი იმ სიბინძურეს რაც ტვ პირველზე ხდება...დასვენება კი გჭირდება ,რომ ბოღმისგან და ღვარძლისგან განთავისუფლდე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შვილები მყავს და მათ მეტ დროს დავუთმობ... თან მე და ჩემმა ძმამ ჟოლოს ბაღი გავაშენეთ. პირველი მოსავალი შარშან მივიღეთ" - რატომ წავიდა ტელევიზიიდან თორნიკე კვერენჩხილაძე?

"შვილები მყავს და მათ მეტ დროს დავუთმობ... თან მე და ჩემმა ძმამ ჟოლოს ბაღი გავაშენეთ. პირველი მოსავალი შარშან მივიღეთ" - რატომ წავიდა ტელევიზიიდან თორნიკე კვერენჩხილაძე?

"მირჩევნია, ცოტა ხანს ჩემთვის ვიყო, დავისვენო. ტელევიზიაში და ეკრანზე აღარ მაინტერესებს ყოფნა, მომბეზრდა, - ასე მშვიდად ვიქნები", - ამბობს ტელეჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე, რომელმაც ტელეკომპანია "ტვ პირველი“ რამდენიმე დღის წინ დატოვა. ამბობს, რომ არხის ხელმძღვანელობასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, უბრალოდ, დასვენება უნდა და აღარ უნდა ტელეეკრანზე ყოფნა:

"არხს არ აქვს მნიშვნელობა, ზოგადად ახლა მედიაში ყოფნის აზრს ვერ ვხედავ. სახელმწიფო აღარ გვაქვს, მედია სულ სხვა ველში გადაიყვანეს, მისი მარგინალიზაცია მოახდინეს, - პოლიტიკური განცხადებები ვაკეთეთ... არასწორმა, დანაშაულებრივმა პოლიტიკამ მოგვიკლა ლექსო ლაშქარავა. მედიის განადგურების მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. არასწორ სახელმწიფოსა და მარაზმში ვცხოვრობთ... ამიტომ, სჯობს სხვა რამე ვაკეთო. შვილები მყავს და მათ მეტ დროს დავუთმობ. ირგვლივ მიმოიხედეთ, ადამიანები როგორ არიან, - ამას მოქალაქეების თვალით შეხედეთ. ყველაფერი ნაგავსაყრელად აქციეს... ადამიანები, ვინც ოპოზიციაში არიან, ამბობენ, რომ რაღაცას აპირებენ, საბოლოოდ, ვერაფერსაც ვერ ამბობენ და აკეთებენ... ყველაფერი გაუფასურებულია. ამ ეტაპზე პოლიტიკოსებთან კომუნიკაციის აზრს ვერ ვხედავ. პროცესს გულწრფელობა აკლია.

თან, ამ სიტუაციის გამოსწორების სურვილიც არავის აქვს. ყველას უნდა, რომ შეცვლილ სახელმწიფოში გაიღვიძოს, მაგრამ თავისი თავიდან რომ დაიწყოს ეს შეცვლა, არ უნდა. ვიდრე ცოტა აზრზე არ მოვალთ, არაფერიც გვეშველება... ამიტომაც, ახლა ეკრანზე ყოფნის აზრს ვერ ვხედავ. ეკრანს მიღმა შეიძლება უფრო სასარგებლო ვიყო“.

- თორნიკე, "ტვ პირველის“ ხელმძღვანელობას ხომ არ გაუნაწყენდი?

- არა, არანაირად. ეს ჩემი სურვილია. ახლა მართლა დასვენება მინდა. წავალ ბათუმში, საქართველოში ვიმოგზაურებ, მიყვარს მოგზაურობა და სხვადასხვა რეგიონში დავდივარ კიდეც. მსიამოვნებს ხალხთან ლაპარაკი, ასეთ დროს ბევრ რამეს ვიგებ. ამისთვის მეტი საშუალება მექნება. ისეთ ადგილებს დავათვალიერებ და ვნახავ, სადაც აქამდე არ ვყოფილვარ.

თორნიკეს უმცროსი ქალიშვილი კატო და ნანი ბებო

- ტელევიზიიდან შენი წასვლის შესახებ ინფორმაცია ჩემამდე ასე მოვიდა, - თორნიკემ კენკრის ბაღი გააშენა და მის მოსავლელად მიდისო... მართალია?

- ჟოლოს ბაღი მე და ჩემმა ძმამ შარშან გავაშენეთ. სულ მაინტერესებდა რაღაცების მოყვანა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩიბათში, დედულეთში 850 ძირი ჟოლოს ნერგი დავრგეთ. თან, მინდოდა, ეს სხვებსაც მოენდომებინათ და მათთვის მეჩვენებინა, რომ დამოუკიდებლად რაღაც საინტერესოს გაკეთება მართლაც შესაძლებელია.

ამისთვის ბევრი რამის სწავლა და გაცნობა დამჭირდა. არიზონის უნივერსიტეტის პროფესორის წიგნით ვიხელმძღვანელე. ბევრი რამ ვისწავლე და კიდევ ბევრის სწავლა მინდა. ამ ჟოლოს თითო ძირიდან კილო-ნახევარი იკრიფება. პირველი მოსავალი შარშან მივიღეთ.

- რაიმე პროგრამის ფარგლებში დახმარებით ხომ არ ისარგებლეთ?

- არა, ეზოში ზედმეტი ნივთები, რაც არ გვჭირდებოდა, მოვაგროვეთ, ჩავაბარეთ და ასე შევიძინეთ. ასევე დავიქირავეთ ტრაქტორი, საჭირო ტექნიკა, რომელიც ამ საქმისთვის გვჭირდება. ამ მაგალითებს ადამიანებს ვაჩვენებდით, რომ საქმის კეთება შეიძლება, თან, ისე, რომ ამან შესაძლოა, შემოსავალიც მოიტანოს.

თორნიკეს უფროსი ქალიშვილი ანასტასტია

ბევრმა გააკეთა კიდეც იგივე, ზოგს ნერგებიც ვაჩუქე...

ახლა ჩვენი ჟოლოს ფესვი ცოტა უნდა გაძლიერდეს და მერე ნაყოფიც მოიმატებს. ბიოლოგიურად სუფთაა, უხეშად არ ჩავრეულვართ. იმიტომ, რომ ბავშვები ჭამენ და არა მარტო ისინი. ამით გამდიდრებას არ ვაპირებთ - მივართმევთ სტუმრებსაც და კიდევ ვისაც ესიამოვნება. საკუთარი ხელით დაკრეფენ და დამეხმარებიან კიდეც ჟოლოს მოვლაში... საქმე ბევრია. ვისაც უნდა, რომ ცოტა ხანს თბილისიდან დაიკარგოს, შეუძლია, გურიაში ჩამოვიდეს, საქმე გვაქვს და ბათუმშიც გავასეირნებ.

- როგორც ჩანს, შრომას ბავშვობიდან შეეჩვიე?

- მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება. საერთოდ ადამიანი მიყვარს და მათ ქცევებს პატარაობიდან ვაკვირდები. ჩემ ირგვლივ ხალხი სულ შრომობდა, მაგრამ მათგან რატომღაც უცნაურ აზრს ვისმენდი ხოლმე - თუ არ ისწავლი, მაშინ შრომა მოგიწევს...

სტერეოტიპებს თვითონ ვაწესებთ და მერე მის წინააღმდეგ ვიბრძვით. თუ გვინდა, კარგად ვიყოთ, რაღაცები უნდა ვაკეთოთ... მესმის, რომ ბევრი უსამართლობაა, ძალიან ცუდი ხელისუფლება გვყავს, მაგრამ რაღაც უნდა შევცვალოთ და შევქმნათ. შრომა მნიშვნელოვანია.

კატო

- მოკლედ, გიყვარს მიწასთან მუშაობა...

- მიწისგან, ბუნებისგან დიდ ენერგეტიკას ვგრძნობ და ვიღებ. ეს პოლიტიკისგან მიღებული უარყოფითი ენერგიისგან დასაცლელად იდეალური ვარიანტია. მიწასთან მუშაობა, აგროკულტურების მოყვანა, ამ პროცესებზე დაკვირვება, საინტერესოა, - ამით ვცხოვრობ. ყველამ რაღაც უნდა ვქნათ, მე ოჯახის დონეზე ვშრომობ და ვნახო რა გამოვა...

რასაც სოფლებში ვუყურებ, პრობლემაა და უკვე გამჯდარია, ფაქტობრივად, ეს სტერეოტიპიც - "ბაბუაჩემი რასაც აკეთებდა, ასე უნდა გავაკეთო. ამან რა იცის“ - ეს მიდგომაა. "ამან რა იცის“ კი არა, წიგნით ვცდილობ, საქმის კეთებას. ბაბუაჩემმა რაც იცოდა, იმას განვითარება სჭირდება. ამას რომ არ ვცდილობთ, იმიტომაც ვართ გლეხის დონეზე. გლეხი ვინ არის? ადამიანი, რომელიც პროდუქტს აწარმოებს, რომ თავი გამოიკვებოს. ფერმერი? თავის გამოკვებაზეც ზრუნავს და პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანასაც ახერხებს. ყველა მიმართულებით მინდა, განვითარება...

ვცდილობ, რაღაცები ვისწავლო, შევიმეცნო და განვვითარდე...

თუ ტვინს არ გავანძრევთ და რაღაცას არ გავაკეთებთ, ვიქნებით სულ ამ ფრაზის იმედად: "მომავალი ჩვენია“...