პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეთერ თუთბერიძემ "ტვიტერიდან" პუტინთან ერთად გადაღებული ფოტოები წაშალა - რუსები ცნობილ მწვრთნელს უპირისპირდებიან: "ის ყველაზე ეშმაკი აღმოჩნდა..."
ეთერ თუთბერიძემ "ტვიტერიდან" პუტინთან ერთად გადაღებული ფოტოები წაშალა - რუსები ცნობილ მწვრთნელს უპირისპირდებიან:  "ის ყველაზე ეშმაკი აღმოჩნდა..."

რუ­სულ მე­დი­ა­ში კულ­ტუ­რის, სპორ­ტის თუ სხვა სფე­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის "გა­შა­ვე­ბა“ გრძელ­დე­ბა. მათი, რომ­ლე­ბიც პუ­ტი­ნის რე­ჟიმს და­უ­პი­რის­პირ­დნენ ან უბ­რა­ლოდ, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომზე გა­ჩუ­მე­ბა არ­ჩი­ეს. ამ­ჯე­რად რუ­სე­ბის სა­მიზ­ნე­ში ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლის მწვრთნე­ლი, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის, ეთერ თუთ­ბე­რი­ძე აღ­მოჩ­ნდა. რუ­სეთ­ში ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, პუ­ტი­ნის­ტი, ალე­ნა ჟი­გა­ლო­ვა თუთ­ბე­რი­ძე­ზე წერს, რომ "ის ცბი­ე­რია და ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ აქვს მო­ფიქ­რე­ბუ­ლი".

მას შემ­დეგ, რაც რუს სპორ­ტსმე­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე გა­მოს­ვლა აეკ­რძა­ლათ, თუთ­ბე­რი­ძის მო­ცი­გუ­რა­ვე­თა სკო­ლაც "აკ­რძა­ლუ­ლა­თა" ამ სი­ა­ში მოხ­ვდა. რუ­სულ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ მარ­თა­ლია ცნო­ბილ მწვრთნელს არც აქამ­დე უყ­ვარ­და სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი, მაგ­რამ ამ­ჟა­მად სა­ეჭ­ვოდ დუმს. უკვე ერთი თვეა, რაც ის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის თვალ­თა­ხედ­ვი­დან გაქ­რა.

ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ი­დან გაქ­რა ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც ეთერ თუთ­ბე­რი­ძე ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ლა­პა­რა­კობ­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ინ­ტერ­ვიუ არ­ცერთ პლატ­ფორ­მა­ზე აღარ იძებ­ნე­ბა. თუთ­ბე­რი­ძემ "ტვი­ტე­რი­დან" პუ­ტინ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც წა­შა­ლა.

"ეთერ თუთ­ბე­რი­ძე ყვე­ლა­ზე ეშ­მა­კი აღ­მოჩ­ნდა მათ შო­რის, ვინც ქვეყ­ნი­დან წა­ვი­და და გა­უ­ჩი­ნარ­და“, - ამ­ბობს ჟი­გა­ლო­ვა.

რუ­სე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ მწვრთნე­ლი პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე ქვე­ყა­ნას და­ტო­ვებს, რად­გან ის უკვე ცხოვ­რობ­და რამ­დე­ნი­მე წელი უცხო­ეთ­ში. მისი ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი დიდი ხა­ნია, რაც ამე­რი­კა­შია. დი­ა­ნა დე­ვი­სი, რო­მე­ლიც გლებ სმოლ­კინ­თან ერ­თად ყი­ნულ­ზე ცეკ­ვა­ში წყვი­ლებ­ში გა­მო­დის, ამ­ჟა­მად აშშ-ში ცხოვ­რობს და ვარ­ჯი­შობს. 1994 წლი­დან 1998 წლამ­დე ეთე­რი თა­ვად მუ­შა­ობ­და მწვრთნე­ლად ამე­რი­კა­ში.

"თუთ­ბე­რი­ძეს ძა­ლი­ან ეში­ნია შავ სი­ა­ში მოხ­ვედ­რის, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში შტა­ტებ­ში შვი­ლის ნახ­ვა­საც ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხებს. თუმ­ცა ის მა­ინც აკ­ვირ­დე­ბა, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი და არ უნდა, რომ რუ­სე­თის მთავ­რო­ბა გა­და­იმ­ტე­როს. მან ცოტა ხნის წინ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უკვე ითხო­ვა მოს­კოვ­ში ყი­ნუ­ლის მო­ედ­ნის ასა­შე­ნებ­ლად, ამი­ტომ მის­თვის წამ­გე­ბი­ა­ნია პუ­ტინ­თან ღიად და­პი­რის­პი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ალე­ნა ჟი­გა­ლო­ვამ და იქვე მი­მარ­თა ცნო­ბილ მწვრთნელს: "თუთ­ბე­რი­ძე, გა­და­წყვი­ტე, სად აა­შე­ნებ ყი­ნუ­ლის მო­ე­დანს - აქ თუ მა­ი­ა­მი­ში?"

ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში რუ­სე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი ეთერ თუთ­ბე­რი­ძე 1974 წლის 24 თე­ბერ­ვალს მოს­კოვ­ში, მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ი­ბა­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან მის კავ­შირს, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბო­და:

"პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ჩვენ­თან სტუმ­რად სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ მა­მა­ჩე­მის ნა­თე­სა­ვე­ბი, გა­ი­შა­ლა სუფ­რა, წა­ვი­და სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე. ვი­ღა­ცამ მა­მას ჰკი­თხა, - ბო­ლოს და ბო­ლოს, რამ­დე­ნი შვი­ლი გყავ­სო. მან კი უპა­სუ­ხა, - ერ­თიო... გა­ვოც­დი, მი­ვე­დი, მხარ­ზე და­ვა­დე ხელი და ვუ­თხა­რი, - მამა, ჩვენ ხომ ხუთ­ნი ვართ-მეთ­ქი... მა­მამ გა­ი­ცი­ნა, - მხო­ლოდ ბიჭი მი­იჩ­ნე­ვა შვი­ლად, რად­გან ის არის გვა­რის გამ­გრძე­ლე­ბე­ლიო... მა­შინ ვი­ფიქ­რე, რომ რამე ისე­თი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რაც მა­მა­ჩემს აზრს შე­აც­ვლე­ვი­ნებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, მამა ჩემს წარ­მა­ტე­ბებს ვერ მო­ეს­წრო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ია­მა­ყებ­და ჩე­მით...“

ცოტა ხნის წინ, თუთ­ბე­რი­ძის მოს­წავ­ლე 15 წლის რუსი მო­ცი­გუ­რა­ვე კა­მი­ლა ვა­ლი­ე­ვა ოლიმ­პი­ა­და­ზე დო­პინგ-სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა და ვუნ­დერ­კინ­დი მო­ზარ­დი ოლიმ­პი­უ­რი კვარ­ცხლბე­კის მიღ­მა დარ­ჩა, თუმ­ცა პე­დის­ტა­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რი მა­ინც მის­მა აღ­ზრდი­ლებ­მა და­ი­კა­ვეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
4

აბა რუსეთში სოც ქსელები აღარ ფინქციონირებსო

ქრისტი
4

უძლიერესი მწვრთნელია რაც არ უნდა ილაპარაკონ და ეს ვერ აუტანიათ რუსებს წარმატებები ეთერ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ეთერ თუთბერიძემ "ტვიტერიდან" პუტინთან ერთად გადაღებული ფოტოები წაშალა - რუსები ცნობილ მწვრთნელს უპირისპირდებიან: "ის ყველაზე ეშმაკი აღმოჩნდა..."

ეთერ თუთბერიძემ "ტვიტერიდან" პუტინთან ერთად გადაღებული ფოტოები წაშალა - რუსები ცნობილ მწვრთნელს უპირისპირდებიან:  "ის ყველაზე ეშმაკი აღმოჩნდა..."

რუსულ მედიაში კულტურის, სპორტის თუ სხვა სფეროების წარმომადგენლების "გაშავება“ გრძელდება. მათი, რომლებიც პუტინის რეჟიმს დაუპირისპირდნენ ან უბრალოდ, რუსეთ-უკრაინის ომზე გაჩუმება არჩიეს. ამჯერად რუსების სამიზნეში ფიგურული სრიალის მწვრთნელი, ქართული წარმოშობის, ეთერ თუთბერიძე აღმოჩნდა. რუსეთში ცნობილი ჟურნალისტი, პუტინისტი, ალენა ჟიგალოვა თუთბერიძეზე წერს, რომ "ის ცბიერია და ყველაფერი წინასწარ აქვს მოფიქრებული".

მას შემდეგ, რაც რუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოსვლა აეკრძალათ, თუთბერიძის მოციგურავეთა სკოლაც "აკრძალულათა" ამ სიაში მოხვდა. რუსულ მედიაში წერენ, რომ მართალია ცნობილ მწვრთნელს არც აქამდე უყვარდა საჯარო გამოსვლები, მაგრამ ამჟამად საეჭვოდ დუმს. უკვე ერთი თვეა, რაც ის თაყვანისმცემლების თვალთახედვიდან გაქრა.

ჟურნალისტის თქმით, ცოტა ხნის წინ სოციალური მედიიდან გაქრა ჩანაწერი, რომელშიც ეთერ თუთბერიძე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ლაპარაკობდა. ბოლო ინფორმაციით, ეს ინტერვიუ არცერთ პლატფორმაზე აღარ იძებნება. თუთბერიძემ "ტვიტერიდან" პუტინთან ერთად გადაღებული ფოტოებიც წაშალა.

"ეთერ თუთბერიძე ყველაზე ეშმაკი აღმოჩნდა მათ შორის, ვინც ქვეყნიდან წავიდა და გაუჩინარდა“, - ამბობს ჟიგალოვა.

რუსები დარწმუნებულები არიან, რომ მწვრთნელი პირველივე შესაძლებლობაზე ქვეყანას დატოვებს, რადგან ის უკვე ცხოვრობდა რამდენიმე წელი უცხოეთში. მისი ერთადერთი ქალიშვილი დიდი ხანია, რაც ამერიკაშია. დიანა დევისი, რომელიც გლებ სმოლკინთან ერთად ყინულზე ცეკვაში წყვილებში გამოდის, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და ვარჯიშობს. 1994 წლიდან 1998 წლამდე ეთერი თავად მუშაობდა მწვრთნელად ამერიკაში.

"თუთბერიძეს ძალიან ეშინია შავ სიაში მოხვედრის, რადგან ამ შემთხვევაში შტატებში შვილის ნახვასაც ვეღარ მოახერხებს. თუმცა ის მაინც აკვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები და არ უნდა, რომ რუსეთის მთავრობა გადაიმტეროს. მან ცოტა ხნის წინ რამდენიმე მილიონი დოლარი უკვე ითხოვა მოსკოვში ყინულის მოედნის ასაშენებლად, ამიტომ მისთვის წამგებიანია პუტინთან ღიად დაპირისპირება", - განაცხადა ალენა ჟიგალოვამ და იქვე მიმართა ცნობილ მწვრთნელს: "თუთბერიძე, გადაწყვიტე, სად ააშენებ ყინულის მოედანს - აქ თუ მაიამიში?"

ფიგურულ სრიალში რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე 1974 წლის 24 თებერვალს მოსკოვში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. რაც შეეხება საქართველოსთან მის კავშირს, ერთ-ერთ ინტერვიუში ყვებოდა:

"პატარა ვიყავი, ჩვენთან სტუმრად საქართველოდან ჩამოვიდნენ მამაჩემის ნათესავები, გაიშალა სუფრა, წავიდა სადღეგრძელოები, როგორც ხდება ხოლმე. ვიღაცამ მამას ჰკითხა, - ბოლოს და ბოლოს, რამდენი შვილი გყავსო. მან კი უპასუხა, - ერთიო... გავოცდი, მივედი, მხარზე დავადე ხელი და ვუთხარი, - მამა, ჩვენ ხომ ხუთნი ვართ-მეთქი... მამამ გაიცინა, - მხოლოდ ბიჭი მიიჩნევა შვილად, რადგან ის არის გვარის გამგრძელებელიო... მაშინ ვიფიქრე, რომ რამე ისეთი გამეკეთებინა, რაც მამაჩემს აზრს შეაცვლევინებდა. სამწუხაროდ, მამა ჩემს წარმატებებს ვერ მოესწრო, დარწმუნებული ვარ, იამაყებდა ჩემით...“

ცოტა ხნის წინ, თუთბერიძის მოსწავლე 15 წლის რუსი მოციგურავე კამილა ვალიევა ოლიმპიადაზე დოპინგ-სკანდალში გაეხვა და ვუნდერკინდი მოზარდი ოლიმპიური კვარცხლბეკის მიღმა დარჩა, თუმცა პედისტალის პირველი და მეორე საფეხური მაინც მისმა აღზრდილებმა დაიკავეს.

იხილეთ ასევე: