პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებს სუს-ი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე - "მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ მტკიცებულებები..."
რას აცხადებს სუს-ი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე - "მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ მტკიცებულებები..."

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს მო­უ­წო­დებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ა­წო­დონ მათი დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი "მათ­ზე სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით“.

რო­გორც სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, წარ­მო­ად­გენს სის­ხლის სა­მარ­თლის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულს.

"უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის მიერ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თით­ქოს­და, სა­ქარ­თვე­ლოს სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხუ­რებს აქვთ ფა­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით კონ­ტრა­ბან­დუ­ლი ტვირ­თე­ბის გა­და­ტა­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბის მიზ­ნით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, წარ­მო­ად­გენს სის­ხლის სა­მარ­თლის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულს. მო­ვუ­წო­დებთ უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოგ­ვა­წო­დონ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ­ზე სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა უკომ­პრო­მი­სო ამ­გვა­რი და­ნა­შა­უ­ლის ნე­ბის­მი­ერ შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

აქვე გვსურს აღ­ვნიშ­ნოთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლის მიზ­ნით, გუ­შინ­ვე შეხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელს. შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და­ინ­ტე­რეს­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბით და მო­ი­თხო­ვა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

შე­ვახ­სე­ნებთ უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს, რომ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის ურ­თი­ერ­თგაც­ვლა არა­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით არის გან­სა­ზღვრუ­ლი.

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ჩა­ით­ვლე­ბა, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა, წარ­მო­ად­გენს უკი­დუ­რე­სად არა­მე­გობ­რულ და პრო­ვო­კა­ცი­ულ ნა­ბიჯს და მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლო­ში შიდა არე­უ­ლო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას, რო­მე­ლიც ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, ემ­სა­ხუ­რე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ძა­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 81 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქოცია ქოციაური
7

ეხლა გინდათ მოუწოდეთ გინდ არა! ქოც-საქართველო უკვე ჩას---ლი ქვეყანაა მსოფლიოს თვალში!.. კალინკა, კალინკა, კალინკა. კამალია...... ეგა ხართ სულ!

ლუარსაბი
3

ნეტა ჩატაევი როგორ შემოვიდა საქართველოში? როგორ მოახერხა სახლში ამდენი ყუმბარის შეტანა? სუს-მა ფული აიღეთ ჩატაევის შემოყვანაში, ამერიკამ რომ გაიგო და ფაქტი დაგიდოთ, მეტი რაღა გინდათ? რა სასაცილოები ხართ 🤣 ნეტავ მართლა რამის გაკეთება შეგეძლოთ, მხოლოდ შინაურისთვის შეგიძლიათ კისერი მოუგრიხით, სხვებს ფეხებს ვერ ჭამთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

რას აცხადებს სუს-ი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე - "მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ მტკიცებულებები..."

რას აცხადებს სუს-ი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე - "მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ მტკიცებულებები..."

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინულ მხარეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები "მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით“.

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

"უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, საქართველოს სპეციალურ სამსახურებს აქვთ ფარული კავშირები რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზების მიზნით.

აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციის გაცვლის მიზნით, გუშინვე შეხვდა საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს. შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების საფუძვლებით და მოითხოვა დეტალური ინფორმაციის გაზიარება საკითხთან დაკავშირებით.

შევახსენებთ უკრაინულ მხარეს, რომ ასეთი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა არაერთი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარ განზრახული დეზინფორმაციაა, წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: