სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უკვე რეალურია" - "სამხრეთ ოსეთში" ორი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ
"რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უკვე რეალურია" - "სამხრეთ ოსეთში" ორი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ

"სამ­ხრეთ ოსეთ­ში, შე­საძ­ლოა, ორი რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ტარ­დეს: პირ­ვე­ლი რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის შე­სა­ხებ, რის შემ­დე­გაც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს რე­ფე­რენ­დუ­მი ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე", - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა“ ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ცხინ­ვა­ლი მალე გა­დად­გამს "სა­მარ­თლებ­რივ ნა­ბი­ჯებს“ რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლის­თვის. ბი­ბი­ლოვ­მა ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა, რომ ამ­ჟა­მად მოს­კოვ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და რე­ფე­რენ­დუ­მი, შე­საძ­ლოა, 10 აპ­რი­ლის შემ­დეგ ჩა­ტარ­დეს.

“უნდა გვეს­მო­დეს, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში პირ­და­პირ შეს­ვლა და ოსე­ბის პირ­და­პი­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ერ­თდრო­უ­ლად ვერ მოხ­დე­ბა, რად­გან კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა. როცა სამ­ხრეთ ოსე­თი უკვე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა, უნდა და­ი­წყოს ოსე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სე­ბი და შემ­დეგ უკვე ორი რე­ფე­რენ­დუ­მი უნდა ჩა­ტარ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ბი­ლოვ­მა.

მისი მტკი­ცე­ბით, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლა უკვე რე­ა­ლუ­რია.

"დღეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ეს ფან­ჯა­რა არ­სე­ბობს, დღეს კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სამ­ხრეთ ოსე­თის ხალ­ხის ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი სურ­ვი­ლი, შე­უ­ერ­თდნენ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, რე­ა­ლუ­რია. ჩვენ უბ­რა­ლოდ არ გვაქვს უფ­ლე­ბა, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ბი­ლოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

ბიბილო ი მარტო ე.წ.პრეზიდენტი კი არა, ე.წ.კაციარუსებს რაში სჭირდებით,ოსები?დაფიქრდი,თითოოროლა ოსიღა დარჩით და ჭკუას მოუხმეთ,სანამ დრო გაქვთ.

 

ტოტო
1

არავითარი მიერთება არ იქნება ,არც იოცნებოთ.რუსეთი არასოდეს არ მიგიერთებთ,რადგან თქვენ გაღიარეს "დამოუკიდებელ ქვეყნად",რაც თავიდანვე კომიკური იყო და ეს რუსეთმა გააკეთეს ბალკანეთზე მომხდარი ამბების საპირწონედ. პუტინმა ბევრჯერ გააკეთა განცხადება,რომ რუსეთს სხვისი მიწები არ უნდა (მიწა დავაყარეთ),მაგრამ ქმნის რაღაც ყოფილი საბჭოთა კავშირის იმიტაციას.ახლა უკრაინაში შეჭრის შემდეგ,როცა მთელმა მსოფლიომ დაინახა,რომ რუსებს არაფრის თავი არ აქვთ და მარტო ბირთვული იარაღით იმუქრებიან,დასკვნების გაკეთება ნამდვილად შეიძლება.თქვენ არაფრის გამკეთებელი ხალხი ხართ,მუქთა ცხოვრებას ხართ მიჩვეული,ერთადერთი სადაც შეგიძლიათ ნორმალური ცხოვრება საქართველოა.არავინ არასოდეს არ გაღიარებთ.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უკვე რეალურია" - "სამხრეთ ოსეთში" ორი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ

"რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უკვე რეალურია" - "სამხრეთ ოსეთში" ორი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ

"სამხრეთ ოსეთში, შესაძლოა, ორი რეფერენდუმი ჩატარდეს: პირველი რუსეთთან შეერთების შესახებ, რის შემდეგაც შეიძლება ჩატარდეს რეფერენდუმი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებაზე", - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ცხინვალი მალე გადადგამს "სამართლებრივ ნაბიჯებს“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლისთვის. ბიბილოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად მოსკოვთან კონსულტაციები მიმდინარეობს და რეფერენდუმი, შესაძლოა, 10 აპრილის შემდეგ ჩატარდეს.

“უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაციაში პირდაპირ შესვლა და ოსების პირდაპირი გაერთიანება ერთდროულად ვერ მოხდება, რადგან კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა. როცა სამხრეთ ოსეთი უკვე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იქნება, უნდა დაიწყოს ოსეთის გაერთიანების პროცესები და შემდეგ უკვე ორი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი მტკიცებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უკვე რეალურია.

"დღეს შესაძლებლობების ეს ფანჯარა არსებობს, დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხის ფაქტობრივად, საუკუნოვანი სურვილი, შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციას, რეალურია. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს უფლება, ეს შესაძლებლობა არ გამოვიყენოთ“, - განაცხადა ბიბილოვმა.