პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ილია დარჩიაშვილი დაიკავებს
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ილია დარჩიაშვილი დაიკავებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი ინიშ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­სი გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა.

დარ­ჩი­აშ­ვი­ლი ამ დრომ­დე მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით ზალ­კა­ლი­ანს, რო­მელ­საც ამ დრომ­დე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა, ის აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი იქ­ნე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, თი­თო­ე­უ­ლი დიპ­ლო­მა­ტი ჩვე­უ­ლი შე­მარ­თე­ბით გა­აგ­რძე­ლებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას სა­ზღვარ­გა­რეთ" - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა ახალ­მა მი­ნის­ტრმა და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა წარ­დგე­ნის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

დარ­ჩი­აშ­ვილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა მის­თვის დიდ პა­ტივ­თან ერ­თად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ცაა.

"ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის თქვენს გუნდში. თქვენ­თან ერ­თად ჩვე­ნი ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია და ამავდრო­უ­ლად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, თი­თო­ე­უ­ლი დიპ­ლო­მა­ტი ჩვე­უ­ლი შე­მარ­თე­ბით გა­აგ­რძე­ლებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას სა­ზღვარ­გა­რეთ. მინ­და ბა­ტონ და­ვითს გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა და ვუ­სურ­ვო მას წარ­მა­ტე­ბე­ბი მის მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას“, - გა­ნა­ცხა­და დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დღეს წა­რად­გი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნისტრს, და­ვით ზალ­კა­ლი­ანს, ის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ელ­ჩად და­ი­ნიშ­ნა.

00:00 / 00:00
Irakli
5

ისეთი სახე აქვს უკვე რომ ეშინია პასუხისმგებლობის,ღმერთმა ქნას რამე ჭკვიანური ილაპარაკოს

ავტორი:

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ილია დარჩიაშვილი დაიკავებს

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ილია დარჩიაშვილი დაიკავებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი ინიშნება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასი გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

დარჩიაშვილი ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება დავით ზალკალიანს, რომელსაც ამ დრომდე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, ის აშშ-ში საქართველოს ელჩი იქნება.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა დავით დარჩიაშვილმა წარდგენის შემდეგ განაცხადა.

დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა მისთვის დიდ პატივთან ერთად პასუხისმგებლობაცაა.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის თქვენს გუნდში. თქვენთან ერთად ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ. მინდა ბატონ დავითს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო მას წარმატებები მის მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში. დიდი მადლობა ყველას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, დავით დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა. რაც შეეხება საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, დავით ზალკალიანს, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად დაინიშნა.