პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიჭების მოტივაციისთვის მეც წავალო... ვინმეს სჯეროდა, რომ ის ომში ჩაერთვებოდა?!" - ბიბილოვის ვიზიტი დონბასში და უკმაყოფილების ტალღა ოკუპირებულ ცხინვალში
"ბიჭების მოტივაციისთვის მეც წავალო... ვინმეს სჯეროდა, რომ ის ომში ჩაერთვებოდა?!" - ბიბილოვის ვიზიტი დონბასში და უკმაყოფილების ტალღა ოკუპირებულ ცხინვალში

რამ­დე­ნი­მე დღეა ოსუ­რი მე­დია ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის უკ­რა­ი­ნა­ში შე­საძ­ლო ჩას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას. თავ­და­პირ­ვე­ლად ვრცელ­დე­ბო­და ცნო­ბა, თით­ქოს ის ოსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის­თვის, სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში აპი­რებ­და ჩარ­თვას. გუ­შინ კი გა­ირ­კვა, რომ ის რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ დონ­ბას­ში ჩა­ვი­და.

  • ბი­ბი­ლო­ვის პრესმდივ­ნის, დინა გა­სი­ე­ვას ცნო­ბით, "პრე­ზი­დენტს და­გეგ­მი­ლი აქვს შეხ­ვედ­რა დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ლი­დერ­თან, დე­ნის პუ­ში­ლინ­თან."

მი­სი­ვე თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა დონ­ბა­სის მცხოვ­რებ­თათ­ვის დახ­მა­რე­ბის გა­სა­წე­ვად, ბი­ბი­ლო­ვი ასე­ვე გეგ­მავს "მო­ხა­ლი­სე­ებ­თან და სამ­ხედ­რო­ებ­თან შეხ­ვედ­რას, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას."

ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვს თან ახ­ლავს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ე.წ. სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლი აზა­მატ ჩო­ჩი­ე­ვი. მისი ცნო­ბით, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი გა­აგ­რძე­ლებს რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში და­წყე­ბუ­ლი "სპე­ცო­პე­რა­ცი­ის“ ფარ­გლებ­ში. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას bigasia.ru ავ­რცე­ლებს.

  • "ჩვენ უნდა გვეს­მო­დეს, რომ არ­სე­ბობს მხო­ლოდ ერთი სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია ყვე­ლას­თვის, ვინც თავს რუ­სად მი­იჩ­ნევს. რუ­სე­თი ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლოა, ეს ჩვე­ნი ოპე­რა­ცი­აც არის, რად­გან ერ­თი­ა­ნე­ბი ვართ", - გა­ნა­ცხა­და მან ტე­ლე­კომ­პა­ნია "რო­სია 24"-ის ეთერ­ში. ბი­ბი­ლოვ­მა დას­ძი­ნა, რომ ბევ­რი მებ­რძო­ლი ჯერ კი­დევ 2014 წელს წა­ვი­და დონ­ბას­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­სა­ცა­ვად.

"თუ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში, ნა­ციზ­მის ბუ­ნაგ­ში არ გა­ი­მარ­ჯვებს, მა­შინ ხვალ ეს ნა­ცის­ტე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის ნა­ცის­ტებ­თან ერ­თად, უკვე სამ­ხრეთ ოსეთ­ში იქ­ნე­ბი­ან. ეს არის ჩვე­ნი სა­ერ­თო ამო­ცა­ნა, და­ვა­მარ­ცხოთ ეს ნა­ციზ­მი, ნე­ო­ნა­ციზ­მი, ფა­შიზ­მი“, - აცხა­დებს დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი.

ბოლო დღე­ე­ბია, ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი იზ­რდე­ბა. ე.წ. ექ­სპრე­ზი­დენ­ტი, ედუ­არდ კო­კო­ი­თი თა­ვის გმოს­ვლებ­ში ამ­ბობს, რომ ის, რა­საც ბი­ბი­ლო­ვი ამ­ბობს, ერის გე­ნო­ცი­დია, რად­გან მცი­რე ერის უკ­რა­ი­ნის ომში ჩარ­თვა, "მათი ბი­ჭე­ბის სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად გა­მო­ყე­ნე­ბას ნიშ­ნავს."

ცნო­ბი­ლია, რომ 30 მარტს უკ­რა­ი­ნის ომში წა­სუ­ლი ოსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ნა­წი­ლი, 300-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, შინ დაბ­რუნ­და. მათი თქმით, არც ტექ­ნი­კა ჰქონ­დათ, არც აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად პირ­და­პირ ბრძო­ლის ველ­ზე შე­უშ­ვეს.

  • ბი­ბი­ლო­ვის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცია მომ­ხდარ­ზე ორი დღე დუმ­და. შემ­დეგ კი, "პრე­ზი­დენ­ტმა" მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თა, გა­გე­ბით მო­ი­კი­დონ მომ­ხდარს, არ უწო­დონ ამ ბი­ჭებს ლაჩ­რე­ბი, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, მას მერე, რაც ისი­ნი "შე­სა­ბა­მი­სად მო­ემ­ზა­დე­ბი­ან, ისევ ომში დაბ­რუნ­დე­ბი­ან."

ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ბი­ბი­ლო­ვის და­ჟი­ნე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი იყო, ცხინ­ვა­ლი­დან უკ­რა­ი­ნა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე გა­ეგ­ზავ­ნათ, რათა ამით პუ­ტი­ნის­თვის თა­ვი­სი ერ­თგუ­ლე­ბა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა.

"მე-4 ბა­ზის სარ­დლო­ბას ეს­მის სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ლი­კა­ტუ­რო­ბა (ომს გა­დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რა ერი და ა.შ.) და არ სურ­და ამ­დე­ნი ჯა­რის­კა­ცის გაგ­ზავ­ნა. მაგ­რამ ბი­ბი­ლო­ვის მხრი­დან ეს იყო კრემ­ლი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა, რაც ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით ღი­რე­ბუ­ლია.

ბი­ბი­ლოვ­მა სამ­ხრეთ ოსე­თის ჯა­რის ლიკ­ვი­და­ცი­ი­სა და ჯა­რის­კა­ცე­ბის მე-4 რუ­სულ ბა­ზა­ზე სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხურ­ში გა­დაყ­ვა­ნის დროს და­ი­ფი­ცა და მო­სახ­ლე­ო­ბას შეჰ­პირ­და, რომ არ­ცერ­თი მათ­გა­ნი რეს­პუბ­ლი­კის გა­რეთ არ გა­იგ­ზავ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მისი სი­ტყვა სა­ი­მე­დო არ აღ­მოჩ­ნდა", - წერს გა­მო­ცე­მა.

  • ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ბი­ბი­ლო­ვი სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად მსხვერ­პლად წი­რავს გა­მო­უც­დელ ბი­ჭებს...

"პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი კი რუ­სეთ­ში, ერთ-ერთ კერ­ძო, პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს. ცხა­დია, მისი ომში გაშ­ვე­ბა აზ­რა­დაც არ მოს­ვლია. ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის­თვის მეც წა­ვა­ლო, გვი­თხრა და დონ­ბას­ში ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს შეხ­ვდა, ვი­თომ სა­ხელ­მწი­ფო საქ­მე­ებ­ზე. ან ვინ­მეს სჯე­რო­და, რომ ის ომში ჩარ­თვე­ბო­და?! ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი კი ფეხ­საც­მლის და თბი­ლი ტან­საც­მე­ლის გა­რე­შე გა­უშ­ვა ომში, რა ენაღ­ვლე­ბა, ომსა და უბე­დუ­რე­ბა­ში ჩვე­ნი სიმ­წრით გა­მოზ­რდი­ლი შვი­ლე­ბი", - წერს ნა­დია კო­კო­ი­თი.

"რო­დე­საც თქვე­ნი შვი­ლე­ბი რუ­სე­თის შე­ი­არ­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ირი­ცხე­ბოდ­ნენ და მა­ღალ ხელ­ფასს იღებ­დნენ მა­შინ ხომ კარ­გი იყო? ახლა ომში წას­ვლა და შვი­ლის გაშ­ვე­ბა არა­ვის უნდა. არ ხართ მარ­თა­ლი", - მი­აჩ­ნია ემ­ზარ გა­სი­ევს.

"შევ­ხვდი მათ და თა­ვად ვნა­ხე მათი მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცი­აო, პრე­ზი­დენ­ტმა გვი­თხრა. ბი­ბი­ლო­ვი უმ­ტკი­ცებს კრემლს ერ­გუ­ლე­ბას. არ­მი­ის მო­სამ­ზა­დე­ბელ, ბა­ზის მო­სა­წყობ ფულს არ­მი­ის მე­თა­უ­რო­ბა და ბი­ბი­ლო­ვის ხალ­ხი ერ­თად იყოფ­და. ახლა კი ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი უნდა და­ი­ხო­ცონ. ეს არის სი­მარ­თლე", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი თე­ო­ლა ტრუ­ში­ნი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
0

შენი შვილები რატომ არ გაუშვი?

Zviadi
0

იმედია პამპერსის წაღება არ დაგავიწყდა იქ ჩვენები რო გნახავენ დაგჭირდება

ავტორი:

"ბიჭების მოტივაციისთვის მეც წავალო... ვინმეს სჯეროდა, რომ ის ომში ჩაერთვებოდა?!" - ბიბილოვის ვიზიტი დონბასში და უკმაყოფილების ტალღა ოკუპირებულ ცხინვალში

"ბიჭების მოტივაციისთვის მეც წავალო... ვინმეს სჯეროდა, რომ ის ომში ჩაერთვებოდა?!" - ბიბილოვის ვიზიტი დონბასში და უკმაყოფილების ტალღა ოკუპირებულ ცხინვალში

რამდენიმე დღეა ოსური მედია ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის უკრაინაში შესაძლო ჩასვლასთან დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციას. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, თითქოს ის ოსი სამხედროების მოტივაციისთვის, საომარ მოქმედებებში აპირებდა ჩართვას. გუშინ კი გაირკვა, რომ ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში ჩავიდა.

  • ბიბილოვის პრესმდივნის, დინა გასიევას ცნობით, "პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს შეხვედრა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერთან, დენის პუშილინთან."

მისივე თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნება ურთიერთთანამშრომლობა დონბასის მცხოვრებთათვის დახმარების გასაწევად, ბიბილოვი ასევე გეგმავს "მოხალისეებთან და სამხედროებთან შეხვედრას, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში იღებენ მონაწილეობას."

ანატოლი ბიბილოვს თან ახლავს ოკუპირებული ცხინვალის საგანგებო სიტუაციების ე.წ. სამინისტროს ხელმძღვანელი აზამატ ჩოჩიევი. მისი ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი გააგრძელებს რუსეთის დახმარებას უკრაინაში დაწყებული "სპეცოპერაციის“ ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას bigasia.ru ავრცელებს.

  • "ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სპეციალური სამხედრო ოპერაცია ყველასთვის, ვინც თავს რუსად მიიჩნევს. რუსეთი ჩვენი ისტორიული სამშობლოა, ეს ჩვენი ოპერაციაც არის, რადგან ერთიანები ვართ", - განაცხადა მან ტელეკომპანია "როსია 24"-ის ეთერში. ბიბილოვმა დასძინა, რომ ბევრი მებრძოლი ჯერ კიდევ 2014 წელს წავიდა დონბასში ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად.

"თუ რუსეთი უკრაინაში, ნაციზმის ბუნაგში არ გაიმარჯვებს, მაშინ ხვალ ეს ნაცისტები, საქართველოს რესპუბლიკის ნაცისტებთან ერთად, უკვე სამხრეთ ოსეთში იქნებიან. ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა, დავამარცხოთ ეს ნაციზმი, ნეონაციზმი, ფაშიზმი“, - აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტი.

ბოლო დღეებია, ბიბილოვის განცხადებების გამო, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაში კრიტიკული დამოკიდებულებები იზრდება. ე.წ. ექსპრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი თავის გმოსვლებში ამბობს, რომ ის, რასაც ბიბილოვი ამბობს, ერის გენოციდია, რადგან მცირე ერის უკრაინის ომში ჩართვა, "მათი ბიჭების საზარბაზნე ხორცად გამოყენებას ნიშნავს."

ცნობილია, რომ 30 მარტს უკრაინის ომში წასული ოსი სამხედროების ნაწილი, 300-ზე მეტი ადამიანი, შინ დაბრუნდა. მათი თქმით, არც ტექნიკა ჰქონდათ, არც აღჭურვილობა და საზარბაზნე ხორცად პირდაპირ ბრძოლის ველზე შეუშვეს.

  • ბიბილოვის ე.წ. ადმინისტრაცია მომხდარზე ორი დღე დუმდა. შემდეგ კი, "პრეზიდენტმა" მოსახლეობას მიმართა, გაგებით მოიკიდონ მომხდარს, არ უწოდონ ამ ბიჭებს ლაჩრები, რადგან დარწმუნებულია, რომ გარკვეული დროის შემდეგ, მას მერე, რაც ისინი "შესაბამისად მოემზადებიან, ისევ ომში დაბრუნდებიან."

ekhokavkaza.com-თან საუბარში ადგილობრივი სამხედრო ექსპერტები ამბობენ, ბიბილოვის დაჟინებული სურვილი იყო, ცხინვალიდან უკრაინაში მაქსიმალურად ბევრი სამხედრო მოსამსახურე გაეგზავნათ, რათა ამით პუტინისთვის თავისი ერთგულება დაემტკიცებინა.

"მე-4 ბაზის სარდლობას ესმის სიტუაციის დელიკატურობა (ომს გადარჩენილი პატარა ერი და ა.შ.) და არ სურდა ამდენი ჯარისკაცის გაგზავნა. მაგრამ ბიბილოვის მხრიდან ეს იყო კრემლისადმი ერთგულების დემონსტრირება, რაც ახლა განსაკუთრებით ღირებულია.

ბიბილოვმა სამხრეთ ოსეთის ჯარის ლიკვიდაციისა და ჯარისკაცების მე-4 რუსულ ბაზაზე საკონტრაქტო სამსახურში გადაყვანის დროს დაიფიცა და მოსახლეობას შეჰპირდა, რომ არცერთი მათგანი რესპუბლიკის გარეთ არ გაიგზავნებოდა, მაგრამ მისი სიტყვა საიმედო არ აღმოჩნდა", - წერს გამოცემა.

  • ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბიბილოვი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მსხვერპლად წირავს გამოუცდელ ბიჭებს...

"პრეზიდენტის შვილი კი რუსეთში, ერთ-ერთ კერძო, პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს. ცხადია, მისი ომში გაშვება აზრადაც არ მოსვლია. ჩვენი ბიჭების მოტივაციისთვის მეც წავალო, გვითხრა და დონბასში ოფიციალურ პირებს შეხვდა, ვითომ სახელმწიფო საქმეებზე. ან ვინმეს სჯეროდა, რომ ის ომში ჩართვებოდა?! ჩვენი ბიჭები კი ფეხსაცმლის და თბილი ტანსაცმელის გარეშე გაუშვა ომში, რა ენაღვლება, ომსა და უბედურებაში ჩვენი სიმწრით გამოზრდილი შვილები", - წერს ნადია კოკოითი.

"როდესაც თქვენი შვილები რუსეთის შეიარღებულ ძალებში ირიცხებოდნენ და მაღალ ხელფასს იღებდნენ მაშინ ხომ კარგი იყო? ახლა ომში წასვლა და შვილის გაშვება არავის უნდა. არ ხართ მართალი", - მიაჩნია ემზარ გასიევს.

"შევხვდი მათ და თავად ვნახე მათი მაღალი მოტივაციაო, პრეზიდენტმა გვითხრა. ბიბილოვი უმტკიცებს კრემლს ერგულებას. არმიის მოსამზადებელ, ბაზის მოსაწყობ ფულს არმიის მეთაურობა და ბიბილოვის ხალხი ერთად იყოფდა. ახლა კი ჩვენი ბიჭები უნდა დაიხოცონ. ეს არის სიმართლე", - წერს ინტერნეტმომხარებელი თეოლა ტრუშინი.