მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლები დაძრულია უხეში ზემოქმედების შედეგად... ხალხს მთელი ცხოვრების ნაღვაწი უნადგურდება" - რას ამბობს სეისმოლოგი სოფელ ითხვისში გაჩენილ ნაპრალებზე?
"სახლები დაძრულია უხეში ზემოქმედების შედეგად... ხალხს მთელი ცხოვრების ნაღვაწი უნადგურდება" - რას ამბობს სეისმოლოგი სოფელ ითხვისში გაჩენილ ნაპრალებზე?

ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ითხვის­ში 12 სახ­ლი სრუ­ლად და­ინ­გრა, ნა­წი­ლი კი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. სახ­ლე­ბი ინ­გრე­ვა და მი­წას ბზა­რე­ბი გა­უჩ­ნდა. მო­სახ­ლე­ო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მათ მხო­ლოდ ნივ­თე­ბის ნა­წი­ლის გა­ტა­ნა მო­ახრხეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მი­წის მა­სის ჩა­ვარ­დნას მი­წის ქვეშ მარ­გა­ნე­ცის მო­პო­ვე­ბას უკავ­ში­რე­ბენ. ეჭ­ვო­ბენ, რომ ამ სო­ფელ­შიც მად­ნის არას­წო­რად მო­პო­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს უმ­ძი­მე­სი სა­კი­თხი მარ­თლაც სწრაფ შეს­წავ­ლას და რე­ა­გი­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

AMBEBI.GE თეა გო­დო­ლა­ძეს, დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის და სე­ის­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორს ესა­უბ­რა:

- რო­გორ აფა­სებთ ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ითხვის­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის მა­სობ­რივ ჩა­ვარ­დნას და და­ზი­ა­ნე­ბას. რო­გორ გგო­ნი­ათ, ეს მარ­თლაც, რა­საც მო­სახ­ლე­ო­ბა ასა­ხე­ლებს, წი­ა­ღი­სე­უ­ლის არას­წო­რად მო­პო­ვე­ბის მი­ზე­ზია?

- ეს თემა არ არის ახა­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბა ამას დიდი ხა­ნია, აპ­რო­ტეს­ტებს, რომ მათი სახ­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­პო­ვე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. სა­ერ­თოდ წი­ა­ღი­სე­უ­ლის არას­წორ მო­პო­ვე­ბას­თან მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბი არის ხოლ­მე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვი წი­ა­ღი­სე­უ­ლის არას­წო­რი მო­პო­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში გა­რე­მო ზი­ან­დე­ბა. იქ ხდე­ბა წი­ა­ღი­სე­უ­ლის გა­მო­ღე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად არას­ტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მოს იქ­ნე­ბა. არას­ტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მო სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­ის­წრაფ­ვის. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ გრა­ვი­ტა­ცი­ით ქვე­მოთ მო­დის ყვე­ლა­ფე­რი, ვი­თარ­დე­ბა მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი.

ეს ჩვენს დარ­გში ანა-ბა­ნაა. ამი­ტომ რაც იქ ხდე­ბა, ამის ცხა­დი სუ­რა­თია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­იქ­მნას სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი, რომ ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა მოხ­დეს. ეს არის მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ცხოვ­რი­სის და­ზი­ა­ნე­ბა, რაც პირ­ველ რიგ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვექ­ცი­ით მი­უ­ღე­ბე­ლია. ადა­მი­ა­ნებს უზი­ა­ნე­ბენ სახ­ლებს და ამის დაც­ვი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ არის. არა­და, ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას, ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მათი უსაფრ­თხო­ე­ბა და­იც­ვან და უზ­რუნ­ველ­ყონ. მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ცხოვ­რი­სი­სა და ნაშ­რო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა ელე­მენ­ტა­რუ­ლია.

- სა­კი­თხი ალ­ბათ სხვა­დას­ხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტის შეს­წავ­ლას მო­ი­თხოვს...

- რაც ახლა იქ ხდე­ბა, არ არის ახა­ლი. ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გვერ­დის ავ­ლით ან დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად დგე­ბა არას­წო­რი შე­დე­გი, რაც ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლია. ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი დაძ­რუ­ლია უხე­ში ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად და ვი­თარ­დე­ბა მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სი. ამას გრუნ­ტის ჩა­ვარ­დნა ჰქვია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ნე­ბის­მი­ერ რა­მეს სა­ფუძ­ვე­ლი, საყ­რდე­ნი რომ გა­მო­ა­ცა­ლოთ, ის ჩა­ვარ­დე­ბა... მო­სახ­ლე­ო­ბა რა­საც ამ­ბობს, დარ­დობს და ჩი­ვის, სწორ აქ­ცენ­ტებს აკე­თებს. იმ გვი­რა­ბებ­ში გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი...

გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი საკ­მა­ოდ ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. არა­და, წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­პო­ვე­ბა ისე, რომ არ და­ვიც­ვათ მო­სახ­ლე­ო­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა! მარ­ტი­ვი სქე­მაა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კაა, თან, ამა­ზე მსჯე­ლო­ბა არც შე­იძ­ლე­ბა, ანა-ბა­ნაა. რო­დე­საც სა­მე­წარ­მეო სა­მუ­შა­ო­ებს ატა­რებთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა. იმა­ვე გვი­რა­ბე­ბის გაყ­ვა­ნი­სას მო­სახ­ლე­ო­ბას უზი­ან­დე­ბა სა­ცხოვ­რი­სი და ადა­მი­ა­ნე­ბი და­უც­ვე­ლე­ბი ხდე­ბი­ან. სამ­წუ­ხა­როა, რომ ამა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ან უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ხში­რად ხელს ით­ბო­ბენ. მაგ­რამ კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც იმიჯს უფრთხილ­დე­ბა, მსგავს სა­მუ­შა­ოს არ აწარ­მო­ებს. მათი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ყვე­ლა დაც­ვი­თი მე­ქა­ნიზ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ტარ­დე­ბა. მაგ­რამ რა თე­მა­ზეც ახლა ვსა­უბ­რობთ, რა შე­დე­გე­ბიც იქ დად­გა, ასე­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის უკან სა­ეჭ­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან ხოლ­მე.

- ხომ შე­იძ­ლე­ბა სახ­ლე­ბის ასე­თი დან­გრე­ვა არ უკავ­შირ­დე­ბო­დეს მა­ინ­ცდა­მა­ინც წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­პო­ვე­ბას და იმ ად­გი­ლას მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სი იყოს?

- ასე­თი მას­შტა­ბით და ასე­თი სის­წრა­ფით მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი არ ვი­თარ­დე­ბა...

- ანუ ეს ხე­ლოვ­ნუ­რა­დაა გა­მოწ­ვე­უ­ლი?

- ამის ყვე­ლა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შე­სა­ბა­მი­სი დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩა­ერ­თონ. მე სე­ის­მო­ლო­გი ვარ და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა მაძ­ლევს იმის სა­ფუძ­ველს, რომ ასე ვიმ­სჯე­ლო. თუმ­ცა შე­სას­წავ­ლია იქ დე­ტა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი. თან, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, იქ მო­სახ­ლე­ო­ბა დღეს არ და­უ­წყია ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. მუდ­მი­ვად ამ­ბობ­დნენ, აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ - ეკ­ლე­სი­ე­ბის ქვეშ და­ი­წყეს გა­მო­თხრა და გუმ­ბა­თი და­ზი­ან­დაო... ესეც თქვეს... მა­შინ­ვე იყო სა­ნა­ხა­ვი და შე­სას­წავ­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია სჭირ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა, რად­გან სა­უ­ბა­რია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­ზე და­იც­ვან მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი. ნე­ბის­მი­ერ­მა წარ­მო­იდ­გი­ნოს, ხალ­ხი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რა­ღა­ცას აშე­ნებს, აკე­თებს და ვი­ღა­ცის მიერ სა­მუ­შა­ო­ე­ბის არას­წო­რად წარ­მო­ე­ბის გამო მისი ნა­შე­ნე­ბი, ნაღ­ვა­წი, ნად­გურ­დე­ბა. ეს არ შე­იძ­ლე­ბა.

მთა­ვა­რი ფოტო: გი­ორ­გი მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაალი
1

ამ მთავრობის ხელში არ მგონია ხალხის სასიკეთოდ გადაწყდეს საკითხი

ბადრი
0

კომპესაცია გაამაგრებს შენობას თუ ძირს გამოუთხრი?

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"სახლები დაძრულია უხეში ზემოქმედების შედეგად... ხალხს მთელი ცხოვრების ნაღვაწი უნადგურდება" - რას ამბობს სეისმოლოგი სოფელ ითხვისში გაჩენილ ნაპრალებზე?

"სახლები დაძრულია უხეში ზემოქმედების შედეგად... ხალხს მთელი ცხოვრების ნაღვაწი უნადგურდება" - რას ამბობს სეისმოლოგი სოფელ ითხვისში გაჩენილ ნაპრალებზე?

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში 12 სახლი სრულად დაინგრა, ნაწილი კი დაზიანებულია. სახლები ინგრევა და მიწას ბზარები გაუჩნდა. მოსახლეობა იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა. მათ მხოლოდ ნივთების ნაწილის გატანა მოახრხეს. ადგილობრივები მიწის მასის ჩავარდნას მიწის ქვეშ მარგანეცის მოპოვებას უკავშირებენ. ეჭვობენ, რომ ამ სოფელშიც მადნის არასწორად მოპოვება მიმდინარეობს. ეს უმძიმესი საკითხი მართლაც სწრაფ შესწავლას და რეაგირებას საჭიროებს.

AMBEBI.GE თეა გოდოლაძეს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორს ესაუბრა:

- როგორ აფასებთ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში საცხოვრებელი სახლების მასობრივ ჩავარდნას და დაზიანებას. როგორ გგონიათ, ეს მართლაც, რასაც მოსახლეობა ასახელებს, წიაღისეულის არასწორად მოპოვების მიზეზია?

- ეს თემა არ არის ახალი. მოსახლეობა ამას დიდი ხანია, აპროტესტებს, რომ მათი სახლების დაზიანება წიაღისეულის მოპოვებას უკავშირდება. საერთოდ წიაღისეულის არასწორ მოპოვებასთან მსგავსი მოვლენები არის ხოლმე დაკავშირებული. ბუნებრივი წიაღისეულის არასწორი მოპოვების პირობებში გარემო ზიანდება. იქ ხდება წიაღისეულის გამოღება და შესაბამისად არასტაბილური გარემოს იქნება. არასტაბილური გარემო სტაბილიზაციისკენ მიისწრაფვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გრავიტაციით ქვემოთ მოდის ყველაფერი, ვითარდება მეწყრული პროცესები.

ეს ჩვენს დარგში ანა-ბანაა. ამიტომ რაც იქ ხდება, ამის ცხადი სურათია. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომ ამაზე რეაგირება მოხდეს. ეს არის მოსახლეობის საცხოვრისის დაზიანება, რაც პირველ რიგში, საერთაშორისო კონვექციით მიუღებელია. ადამიანებს უზიანებენ სახლებს და ამის დაცვითი მექანიზმები არ არის. არადა, ამ სამუშაოების წარმოებისას, ვალდებულები არიან, მათი უსაფრთხოება დაიცვან და უზრუნველყონ. მოსახლეობის საცხოვრისისა და ნაშრომის უსაფრთხოების დაცვა ელემენტარულია.

- საკითხი ალბათ სხვადასხვა დარგის სპეციალისტის შესწავლას მოითხოვს...

- რაც ახლა იქ ხდება, არ არის ახალი. ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღება დარგის სპეციალისტების გვერდის ავლით ან დარგის სპეციალისტების აზრის გაუთვალისწინებლად ხდება. შესაბამისად დგება არასწორი შედეგი, რაც ძალიან დამთრგუნველია. ფოტოები ვნახე, საცხოვრებელი სახლები დაძრულია უხეში ზემოქმედების შედეგად და ვითარდება მეწყრული პროცესი. ამას გრუნტის ჩავარდნა ჰქვია. წარმოიდგინეთ, ნებისმიერ რამეს საფუძველი, საყრდენი რომ გამოაცალოთ, ის ჩავარდება... მოსახლეობა რასაც ამბობს, დარდობს და ჩივის, სწორ აქცენტებს აკეთებს. იმ გვირაბებში გამაგრებითი სამუშაოები არ არის ჩატარებული...

გამაგრებითი სამუშაოები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. არადა, წიაღისეულის მოპოვება ისე, რომ არ დავიცვათ მოსახლეობა, არ შეიძლება! მარტივი სქემაა საერთაშორისო პრაქტიკაა, თან, ამაზე მსჯელობა არც შეიძლება, ანა-ბანაა. როდესაც სამეწარმეო სამუშაოებს ატარებთ, აუცილებელია მოსახლეობის უფლებების დაცვა. იმავე გვირაბების გაყვანისას მოსახლეობას უზიანდება საცხოვრისი და ადამიანები დაუცველები ხდებიან. სამწუხაროა, რომ ამაზე საერთაშორისო ან უცხოური კომპანიები ხშირად ხელს ითბობენ. მაგრამ კომპანია, რომელიც იმიჯს უფრთხილდება, მსგავს სამუშაოს არ აწარმოებს. მათი სამუშაოები ყველა დაცვითი მექანიზმის გათვალისწინებით ტარდება. მაგრამ რა თემაზეც ახლა ვსაუბრობთ, რა შედეგებიც იქ დადგა, ასეთი სამუშაოების უკან საეჭვო კომპანიები არიან ხოლმე.

- ხომ შეიძლება სახლების ასეთი დანგრევა არ უკავშირდებოდეს მაინცდამაინც წიაღისეულის მოპოვებას და იმ ადგილას მეწყრული პროცესი იყოს?

- ასეთი მასშტაბით და ასეთი სისწრაფით მეწყრული პროცესები არ ვითარდება...

- ანუ ეს ხელოვნურადაა გამოწვეული?

- ამის ყველა მაჩვენებელია. აუცილებელია, შესაბამისი დარგის სპეციალისტები ჩაერთონ. მე სეისმოლოგი ვარ და ზოგადი განათლება მაძლევს იმის საფუძველს, რომ ასე ვიმსჯელო. თუმცა შესასწავლია იქ დეტალურად ყველაფერი. თან, როგორც აღვნიშნე, იქ მოსახლეობა დღეს არ დაუწყია ამ თემაზე საუბარი. მუდმივად ამბობდნენ, აპროტესტებდნენ - ეკლესიების ქვეშ დაიწყეს გამოთხრა და გუმბათი დაზიანდაო... ესეც თქვეს... მაშინვე იყო სანახავი და შესასწავლი, სპეციალური კომისია სჭირდება და შესაბამისი რეაგირება, რადგან საუბარია ადამიანის უფლებაზე დაიცვან მისი საცხოვრებელი ადგილი. ნებისმიერმა წარმოიდგინოს, ხალხი მთელი ცხოვრება რაღაცას აშენებს, აკეთებს და ვიღაცის მიერ სამუშაოების არასწორად წარმოების გამო მისი ნაშენები, ნაღვაწი, ნადგურდება. ეს არ შეიძლება.

მთავარი ფოტო: გიორგი მეგრელიშვილი