სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ვოლსკის თქმით, უკრაინის ელჩის გაწვევაში "ნაციონალური მოძრაობის" ხელი ურევია
გია ვოლსკის თქმით, უკრაინის ელჩის გაწვევაში "ნაციონალური  მოძრაობის" ხელი ურევია

უკ­რა­ი­ნის ელ­ჩის გაწ­ვე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ალ­ბათ, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ადა­მი­ან­თა იმ ჯგუ­ფის მიერ, რომ­ლე­ბიც დღეს საკ­ვან­ძო ად­გი­ლებს იკა­ვე­ბენ და ფაქ­ტობ­რი­ვად, არი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე- სპი­კერ­მა, გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

ვოლ­სკი ელ­ჩის გაწ­ვე­ვას დე­მარ­შად აფა­სებს და აცხა­დებს, რომ ეს არის შე­უ­რა­ცხყო­ფა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის.

"არც ისე­თი გუ­ლუბ­რყვი­ლო ვართ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, და­ვი­ჯე­როთ, მხო­ლოდ იმის გამო გა­იწ­ვია ელჩი, რომ თურ­მე ია­რა­ღი ვერ მი­ი­ღო და სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს­გან და მა­რო­კოს­გან, როცა უამ­რა­ვი ქვეყ­ნის მი­მართ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს პრე­ტენ­ზია. ვფიქ­რობ­დი, ვფიქ­რობ და ალ­ბათ, მო­მა­ვალ­შიც ვერ შე­ვიც­ვლი აზრს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ალ­ბათ, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ადა­მი­ან­თა იმ ჯგუ­ფის მიერ, რომ­ლე­ბიც დღეს საკ­ვან­ძო ად­გი­ლებს იკა­ვე­ბენ და ფაქ­ტობ­რი­ვად, არი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ნა­წილს, თვი­თონ ელ­ჩის გაწ­ვე­ვის ამ დე­მარშს, ვფიქ­რობ, ეს შე­უ­რა­ცხყო­ფაა არა­მარ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვა­რი ან­გა­რე­ბის გა­რე­შე ლუკ­მას უყოფს უკ­რა­ი­ნის და­ზა­რა­ლე­ბულ, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ინა­ხა­ვენ ამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდ ნა­წილს სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­მე­ლიც არას­დროს უკან არ და­ი­ხევს, რომ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს და­ეხ­მა­როს. არის კი­დევ ერთი ნა­წი­ლი, რო­მელ­ზეც სულ ახ­ლა­ხან ეუ­თოს თავ­მჯდო­მა­რე ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა რაუმ და ასე­ვე კონ­გრეს­მე­ნე­ბის­გან შემ­დგარ­მა ჰელ­სინ­კის საბ­ჭომ უპა­სუ­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლო აპ­ლო­დის­მენ­ტებს იმ­სა­ხუ­რებს იმ ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის გამო, რო­მე­ლიც მან გა­უ­წია და უწევს უკ­რა­ი­ნას ამ მძი­მე დროს,"- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

მი­სი­ვე თქმით, თა­ვად მხა­რი უნდა და­უ­ჭი­რონ არა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, არა­მედ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს იმის მი­უ­ხე­და­ვად, რა პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს ზე­ლენ­სკი ან ის პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი, რო­მე­ლიც მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, არის არა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მო­კავ­ში­რე, არა­მედ მისი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი.

"რაც შე­ე­ხე­ბა ომში მყოფ პრე­ზი­დენტს, ზუს­ტა­დაც ომში მყოფ პრე­ზი­დენტს არ უნდა უპა­სუ­ხო გარ­კვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, შე­იძ­ლე­ბა მე გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო, ხის­ტიც, შე­ვა­ფა­სო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ჩვენ ომში მყოფ არა პრე­ზი­დენტს, არა­მედ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს უნდა და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი, გა­ვაგ­რძე­ლოთ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა, მათი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლე­ბიც ათა­სო­ბით არი­ან და გა­ვაგ­რძე­ლოთ ის მძლავ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო მიყ­ვე­ბო­და და გა­აგ­რძე­ლებს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს ზე­ლენ­სკი ან ის პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი, რო­მე­ლიც არის მო­კავ­ში­რე კი არა, შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის". სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ყველ­გან კარ­გად ეს­მით, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ის­თვის უნდა გა­გაჩ­ნდეს სან­ქცი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს არ გა­აჩ­ნია და ათას­გზის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი შე­ფა­სე­ბაა ალ­ბათ, წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბა რა ზა­რალ­საც მი­ი­ღებს არა მარ­ტო მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, არა­მედ პი­რა­დად თქვენ, რო­მე­ლიც შე­კი­თხვას სვამთ", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ცნო­ბი­სათ­ვის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ მა­რო­კო­დან და სა­ქარ­თვე­ლო­დან ელ­ჩე­ბის გაწ­ვე­ვას ხელი მო­ა­წე­რა. ზე­ლენ­სკიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას უკ­რა­ი­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სხვა სამ­სა­ხუ­რი უნდა მო­ძებ­ნონ იმ ელ­ჩებ­მა, რომ­ლე­ბიც ვერ მი­აღ­წე­ვენ, რომ ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნილ­ნი არი­ან, ერთი მხრივ უკ­რა­ი­ნას და­ეხ­მა­რე­ბი­ან, მე­ო­რე მხრივ კი რუ­სეთს სან­ქცი­ებს და­ა­კის­რე­ბენ.

"არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბენ სა­ხელ­მწი­ფოს და­სა­ცა­ვად იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნამ თა­ვი­სი მო­მავ­ლის არ­ჩე­ვა შეძ­ლოს. ჩვენ ვა­ფა­სებთ თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბას. არ­სე­ბო­ბენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, რომ დარ­ჩნენ იქ, სა­დაც არი­ან. დღეს ხელი მო­ვა­წე­რე, მა­რო­კო­დან ელ­ჩის გა­მოწ­ვე­ვას.

ასე­ვე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლია ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­დან.

დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით: არ იქ­ნე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბა, სან­ქცი­ე­ბი, შე­ზღუდ­ვე­ბი რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სის­თვის, გთხოვთ, ეძე­ბეთ სხვა სამ­სა­ხუ­რი", - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
0

შენს დაწინაურებაშიც ნაცებს მიუძღვის დიდი წვლილი ჩემო გია. 

....
1

კვარაცხელია რომ ,,რუბინი,,_დან წამოვიდა ვისი ბრალია? ნაცების რა თქმა უნდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

გია ვოლსკის თქმით, უკრაინის ელჩის გაწვევაში "ნაციონალური მოძრაობის" ხელი ურევია

გია ვოლსკის თქმით, უკრაინის ელჩის გაწვევაში "ნაციონალური  მოძრაობის" ხელი ურევია

უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება ალბათ, განპირობებულია ადამიანთა იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად, არიან "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ელჩის გაწვევას დემარშად აფასებს და აცხადებს, რომ ეს არის შეურაცხყოფა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის.

"არც ისეთი გულუბრყვილო ვართ ჩვენი საზოგადოება, დავიჯეროთ, მხოლოდ იმის გამო გაიწვია ელჩი, რომ თურმე იარაღი ვერ მიიღო და სამხედრო მხარდაჭერა საქართველოსგან და მაროკოსგან, როცა უამრავი ქვეყნის მიმართ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია. ვფიქრობდი, ვფიქრობ და ალბათ, მომავალშიც ვერ შევიცვლი აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება ალბათ, განპირობებულია ადამიანთა იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად, არიან "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, თვითონ ელჩის გაწვევის ამ დემარშს, ვფიქრობ, ეს შეურაცხყოფაა არამარტო ხელისუფლების, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის, რომელიც ყოველგვარი ანგარების გარეშე ლუკმას უყოფს უკრაინის დაზარალებულ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც ინახავენ ამ მოქალაქეების დიდ ნაწილს საქართველოში და რომელიც არასდროს უკან არ დაიხევს, რომ უკრაინელ ხალხს დაეხმაროს. არის კიდევ ერთი ნაწილი, რომელზეც სულ ახლახან ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაუმ და ასევე კონგრესმენებისგან შემდგარმა ჰელსინკის საბჭომ უპასუხა, რომ საქართველო აპლოდისმენტებს იმსახურებს იმ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამო, რომელიც მან გაუწია და უწევს უკრაინას ამ მძიმე დროს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, თავად მხარი უნდა დაუჭირონ არა უკრაინის პრეზიდენტს, არამედ უკრაინელ ხალხს იმის მიუხედავად, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ზელენსკი ან ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მისივე შეფასებით, არის არა "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირე, არამედ მისი შემადგენელი ნაწილი.

"რაც შეეხება ომში მყოფ პრეზიდენტს, ზუსტადაც ომში მყოფ პრეზიდენტს არ უნდა უპასუხო გარკვეული ქმედებებით, შეიძლება მე განცხადება გავაკეთო, ხისტიც, შევაფასო, მაგრამ რეალურად ჩვენ ომში მყოფ არა პრეზიდენტს, არამედ უკრაინელ ხალხს უნდა დავუჭიროთ მხარი, გავაგრძელოთ ჰუმანიტარული დახმარება, მათი მოქალაქეების მოვლა-პატრონობა საქართველოში, რომლებიც ათასობით არიან და გავაგრძელოთ ის მძლავრი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო მიყვებოდა და გააგრძელებს მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ზელენსკი ან ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც არის მოკავშირე კი არა, შემადგენელი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის". საერთაშორისო სანქციები არსებობს, მაგრამ ყველგან კარგად ესმით, რომ საერთაშორისო სანქციისთვის უნდა გაგაჩნდეს სანქცირების მექანიზმი, რაც საქართველოს არ გააჩნია და ათასგზის არაადეკვატური შეფასებაა ალბათ, წარმოუდგენლად დიდი იქნება განსხვავება რა ზარალსაც მიიღებს არა მარტო მთლიანად საქართველოს მოსახლეობა, არამედ პირადად თქვენ, რომელიც შეკითხვას სვამთ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაროკოდან და საქართველოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა. ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას უკრაინის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა სამსახური უნდა მოძებნონ იმ ელჩებმა, რომლებიც ვერ მიაღწევენ, რომ ქვეყნები, სადაც წარმოდგენილნი არიან, ერთი მხრივ უკრაინას დაეხმარებიან, მეორე მხრივ კი რუსეთს სანქციებს დააკისრებენ.

"არიან ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან. დღეს ხელი მოვაწერე, მაროკოდან ელჩის გამოწვევას.

ასევე დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან.

დიდი პატივისცემით: არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური", - აღნიშნა ზელენსკიმ.