მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი ეს ბორდერიზაცია, რასაც ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის მომზადებას ემსახურებოდა. ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა" - სააკაშვილი
"მთელი ეს ბორდერიზაცია, რასაც  ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის მომზადებას ემსახურებოდა. ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა" - სააკაშვილი

მთე­ლი ეს ბორ­დე­რი­ზა­ცია, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ იმ­ჩნევ­და, ცხინ­ვა­ლის ანექ­სი­ის სა­კი­თხის მომ­ზა­დე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ამათ ეგო­ნათ, რომ თუ ჩაწ­ვე­ბოდ­ნენ, რუ­სე­თი ამას არ გა­ა­კე­თებ­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, პრაქ­ტი­კუ­ლად მო­კავ­ში­რე­ე­ბის გა­რე­შე დავ­რჩით "გა­მარ­გი­ნა­ლე­ბუ­ლი დიდი საფრ­თხის წი­ნა­შე“.

"ხდე­ბა ზუს­ტად ის, რა­ზეც ბოლო 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლას ვაფრ­თხი­ლებ­დი. მთე­ლი ეს ბორ­დე­რი­ზა­ცია, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ იმ­ჩნევ­და, ცხინ­ვა­ლის ანექ­სი­ის სა­კი­თხის მომ­ზა­დე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ამათ ეგო­ნათ, რომ თუ ჩაწ­ვე­ბოდ­ნენ, რუ­სე­თი ამას არ გა­ა­კე­თებ­და. ბი­ბი­ლოვ­მა ერთი გა­მოს­ვლით მრა­ვალ­წლი­ა­ნი პრო­პა­გან­და წყალ­ში ჩა­უ­ყა­რა.

შე­სა­ბა­მი­სად, დავ­რჩით პრაქ­ტი­კუ­ლად მო­კავ­ში­რე­ე­ბის გა­რე­შე, გა­მარ­გი­ნა­ლე­ბუ­ლი ამ დიდი საფრ­თხის წი­ნა­შე. იქ­ნებ ახლა მა­ინც მო­ე­გონ გონს და გა­დად­გან ნა­ბი­ჯე­ბი ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბის­კენ“,- წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ცნო­ბი­სათ­ვის, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. რეს­პუბ­ლი­კა ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლოს, რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა.

ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბა რუ­სე­თის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, "ედი­ნა­ია რა­სი­ას“ ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. რო­გორც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სამ­ხრეთ ოსე­თის გა­სა­ერ­თი­ა­ნებ­ლად უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში "სა­მარ­თლებ­რი­ვი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გმე­ბა“.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
0

ისე აქვს თავი გამოყოფილი,გილიოტინის დაშვებას ველოდები ხოლმე,მაპატიეთ და აი რა იქნებოდა მისთვის შესაბამისი სასჯელი!!!

დავითი
4

ძალიან სასაცილოა, ნაცები ბორდერიზაციაზე რომ შფოთავენ, თითქოს ის საზღვრები მიშამ არ დაუდგინა, ჯერ სამხრეთ ოსეთის გადარქმევით, მერე ახალგორის ადმინისტრაციის შექმნით. ვინ მღეროდა „ფანდარასტს" სანაკოევთან ჩახუტებული, რომელიც რუსეთის აგენტი აღმოჩნდა. ამდენი სისულელის ჩამდენი იქით რომ სდებს ბრალს. საოცარი მოვლენა ხარ, მიშა! 😡

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მთელი ეს ბორდერიზაცია, რასაც ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის მომზადებას ემსახურებოდა. ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა" - სააკაშვილი

"მთელი ეს ბორდერიზაცია, რასაც  ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის მომზადებას ემსახურებოდა. ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა" - სააკაშვილი

მთელი ეს ბორდერიზაცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა. ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე დავრჩით "გამარგინალებული დიდი საფრთხის წინაშე“.

"ხდება ზუსტად ის, რაზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველას ვაფრთხილებდი. მთელი ეს ბორდერიზაცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა. ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა. ბიბილოვმა ერთი გამოსვლით მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა.

შესაბამისად, დავრჩით პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე, გამარგინალებული ამ დიდი საფრთხის წინაშე. იქნებ ახლა მაინც მოეგონ გონს და გადადგან ნაბიჯები ერთიანობისა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მუშაობისკენ“,- წერს სააკაშვილი.

ცნობისათვის, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა ისტორიული სამშობლოს, რუსეთის შემადგენლობაში იქნება.

ბიბილოვის განცხადება რუსეთის მმართველი პარტიის, "ედინაია რასიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გასაერთიანებლად უახლოეს მომავალში "სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“.