მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის" - რას აცხადებს სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთთან შესაძლო შეერთების შესახებ განცხადებებზე
"ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის" - რას აცხადებს სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთთან შესაძლო შეერთების შესახებ განცხადებებზე

"სამ­ხრეთ ოსე­თის“ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­თან ოსი ხალ­ხის ეროვ­ნუ­ლი ოც­ნე­ბაა და აფხა­ზე­თი მხარს უჭერს მოძ­მე რეს­პუბ­ლი­კის მცხოვ­რებ­თა ამ მის­წრა­ფე­ბას, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი სერ­გეი შამ­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბას, რომ "სამ­ხრეთ ოსე­თი“ მალე გა­დად­გამს სა­მარ­თლებ­რივ ნა­ბი­ჯებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან შე­სა­ერ­თებ­ლად".

შამ­ბა აცხა­დებს, რომ "ერთი ხალ­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სურ­ვილ­ში გა­საკ­ვირს ვე­რა­ფერს ხე­დავს". რაც შე­ე­ხე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, დას­ძენს, რომ "ასე­თი გან­წყო­ბე­ბი არც პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში და არც აფხა­ზე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ არ­სე­ბობს".

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცია, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ არ­სე­ბობს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ასე­თი გან­წყო­ბე­ბი. ჩვენ მძი­მე ფასი გა­და­ვი­ხა­დეთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, ეს არის ჩვე­ნი ხალ­ხის რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბის ხან­გრძლი­ვი ბრძო­ლის შე­დე­გი. ასე რომ, ეს სა­კი­თხი ჩვენს წრე­ებ­ში არ გა­ნი­ხი­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მან.

შამ­ბას თქმით, მან არ იცის აფხა­ზეთ­ში ისეთ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, პარ­ტი­ე­ბი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე უა­რის იტყვი­ან.

აფხა­ზე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ აფხა­ზე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა მო­კავ­ში­რე და სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ რუ­სეთ­თან უნდა გან­ვი­თარ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნ.მ.
0

ეს ის შემთხვევაა, კომენტარს რომ ვერ დაწერ და სიტყვებში ვერ ჩაატევ შენს სათქმელს ადამიანი.

ანა
1

,,ვითომ დამოუკიდებლებო" თქვენ ვინ გკითხავთ საერთოდ ვის შემადგენლობაში შეხვალთ ახია თქვენზე ყველაფერი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის" - რას აცხადებს სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთთან შესაძლო შეერთების შესახებ განცხადებებზე

"ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის" - რას აცხადებს სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთთან შესაძლო შეერთების შესახებ განცხადებებზე

"სამხრეთ ოსეთის“ გაერთიანება ჩრდილოეთ ოსეთთან ოსი ხალხის ეროვნული ოცნებაა და აფხაზეთი მხარს უჭერს მოძმე რესპუბლიკის მცხოვრებთა ამ მისწრაფებას, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, რომ "სამხრეთ ოსეთი“ მალე გადადგამს სამართლებრივ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაციასთან შესაერთებლად".

შამბა აცხადებს, რომ "ერთი ხალხის გაერთიანების სურვილში გასაკვირს ვერაფერს ხედავს". რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთთან შეერთების შესაძლებლობას, დასძენს, რომ "ასეთი განწყობები არც პოლიტიკურ წრეებში და არც აფხაზეთის საზოგადოებაში არ არსებობს".

"უპირველეს ყოვლისა, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას და საზოგადოებაში არ არსებობს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ასეთი განწყობები. ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი. ასე რომ, ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება", - აღნიშნა მან.

შამბას თქმით, მან არ იცის აფხაზეთში ისეთ პოლიტიკური ძალები, პარტიები თუ სოციალური მოძრაობები, რომლებიც დამოუკიდებლობაზე უარის იტყვიან.

აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ისიც განაცხადა, რომ აფხაზეთის ურთიერთობა მოკავშირე და სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან უნდა განვითარდეს.